logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

შრი-ლანკა

შრი-ლანკა

ერთ ადამიანზე
🇱🇰აქტიური საექსკურსიო ტური ქვეყანაში, რომელიც სრულიად განსხვავებულია დანარჩენი მსოფლიოსგან. საოცარი ოკეანის ნაპირი, ეგზოტიკური ხილი და უამრავი დაუვიწყარი თავგადასავალი კუნძულ შრი ლანკაზე!

ტურის თარიღები 2-10 დეკემბერი
• 3 ღამე სიგირია
• 1 ღამე ქანდი
• 1 ღამე ელლა
• 1 ღამე იალა
• 2 ღამე ოკეანის სანაპირო
🇱🇰🫶თავგადასავლები, გართობა, კულტურულ-შემეცნებითი და სარელაქსაციო ტური ერთად თავმოყრილი, ინდოეთის მარგალიტად წოდებული შრი ლანკას კუნძული

💫დღე 1
ჩასვლისთანავე ტრანსფერი უძველეს ქალაქ სიგირიაში. ღამეს ჯუნგლებში, საოცარ სასტუმროში გავატარებთ, წარმოიდგინეთ სიმწვანე, უზარმაზარ ფოთლებიანი ხეები და ბუნების ხმები, ბედნიერება ესეთი ნატურალური არასდროს ყოფილა… მსგავსი გარემო ყველაზე მეტად გვაახლოვებს ჩვენს საწყის მესთან…
🏨ღამისთევა pinthaliya resort https://www.booking.com/Share-WYXrRI

💫დღე 2
შრი ლანკის დათვალიერებას მისი სავიზიტო ბარათად ცნობილი სიგირიას მთაზე ასვლით ვიწყებთ, Sigiriya lion rock“- ადგილი, სადაც კლდოვან სამოსახლოებში ჯერ კიდევ 20 000 წლის წინ მეზოლითური პერიოდის ხანაშიც ცხოვრობდნენ ადამიანები. ამბობენ ამ გამოქვაბულებში გამოკეტილი ბუდისტები ყველაზე ახლოს არიან ბუდასთანო… თურმე აქაური ძეგლების სრულად დასათვალიერებლად თვეც არ ყოფნის მოგზაურს.
ამ დღესვე დავათვალიერებთ „Dambulla temple“-ს . ეს არის ზღვის დონიდან 1118 მეტრზე აშენებული მღვიმის კომპელქსი უძველესი ფერწერული ნამუშევრებით. მათ შორის ყველაზე ძველი ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მე -2 საუკუნითაა დათარიღებული.
იდეალურ რელაქსაციას მსურველები აიურვედას საოცარი სამკურნალო მასაჟით დაასრულებენ. აიურვედა როგორც მეცნიერება სულის ერთიანობის სხეულთან ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღირცხვამდე მეხუთე საუკუნეში ინდოეთის მთებიდან იღებს სათავეს, მისი მკურნალი თვისებები აერთიანებს ფიზიკური ჯანმრთელობის სინთეზს სულიერ სიმშვიდესთან. შრი ლანკა , ბოლო ორმოცდაათი წელია ითვლება საუკეთესო ადგილად აიურვედას მასაჟისთვის.
🏨ღამისთევა ღამისთევა pinthaliya resort https://www.booking.com/Share-WYXrRI

💫დღე 3
რა შეიძლება იყოს იმაზე ლამაზი ვიდრე მზის ამოსვლის ველურ ბუნებაში ხილვა, გარიჟრაჟზე მინარეას ნაციონალურ პარკში გარეული სპილოების კვალდაკვალ ჯიპებით გავეშურებით, ბუნებაში ტბისა და მდინარეების პირას უამრავ გარეულ სპილოს შევხვდებით. საფარი ტურის დადებითი ემოცია დიდხანს გაგყვებათ ემოციურ საგზლად.
მომდევნო აქტივობა ეკო-ტური „Hiriwadunna village Safari“ იქნება , ვისეირნებთ ბალახის კალათებით ჰირივადუნას ტბაზე, ასევე, გავისეირნებთ კატამარნით და სურვილისამებრ ვითევზავებთ ჯოხებით ადგილობრივებთან ერთად. ვეწვევით ფერმერების სახლებს და დავაგემოვნებთ ლოტოსის ფოთლებზე მორთმეულ ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს შედევრებს.
🏨ღამისთევა ღამისთევა pinthaliya resort https://www.booking.com/Share-WYXrRI

💫დღე 4
კანდისკენ გზად ვეწვევით აბრეშუმის და ტრადიციული სარის ცნობილ მარღაზიას. სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საოცარი ხარისხის აბრეშუმის ნაჭრები, შარფები, მამაკაცისა და ქალის ნატურალური მასალის სამოსი, ტრადიციული შრი ლანკური სტილით აბრეშუმით ნახატი ნამუშევრები, ნატურალური ტყავისა და ხის აქსესუარები და სხვა ათასი საინტერესო ნივთი.
დავათვალიერებთ სხვადასხვა ბუდისტურ ტაძრებს, მათ შორის, აუცილებლად ვნახავთ ბუდისტურ თეთრ ტაძარს, სადაც გადმოცემისამებრ ბუდას კბილი ინახება. ავალთ ულამაზეს ტბაზე და არწივის გადმოსახედიდან გადმოვხედავთ ზღაპრად ქცეულ ქალაქს.
დავესწრებით შრი ლანკურ ნაციონალური ცეკვის კონცერტს, ეს ცეკვა სრულად განსხვავდება მანამდე ნანახ სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ შესრულებებისგან, ცხოველების და სხვადასხვა გმირების ფორმებ გადაცმული ოსტატები საოცარ ილეთებს აკეთებენ ცეცხლთან.
შემდეგ ვახშმად ჰელგას ფოლის, ქალბატონ ჰელგას ვესტუმრებით. შანელის მოდელმა მიატოვა ყველაფერი და შრი ლანკელ გენერალს გამოყვა ცოლად. ოჯახმა სასტუმროს ბიზნესი წამოიწყო შუაგულ ჯუნგლებში და თითოეული კვადრატული მეტრი ხელოვნების ნიმუშად აქცია. სხვადასხვა დროს აქაურობას სტუმრობდნენ ინგლისის დედოფალი, პრინცი, ამერიკის პრეზიდენტები და ბევრი ცნობილი ადამიანი. ეს ქალი და სასტუმრო უამრავი მოგზაურის ინსპირაციის წყაროად იქცა.
🏨ღამისთევაThe Grand Kandyan http://www.booking.com/Share-GHKMz1s
💫დღე 5
დილას ნალიგალეს ცაში გამოკიდული ტაძრით ვიწყებთ. ეს ის ადგილია, რომლის სილამაზე პატარა ბავშვსაც სულს შეუგუბებს. შემდეგ გზას პინაველასკენ ვაგრძელებთ, ბედნიერი სპილოების სამფლობელო; ბავშვთა სახლი მუდამ მომლოდინე თვალებით ხომ წარმოგიდგენიათ? ახლა ეს ყველაფერი სპილოებზე გადმოიტანეთ. პატარა ობოლი სპილოები წლებია მოყავთ პინაველაში, სადაც ზრდიან, ეფერებიან და ანებივრებენ. რამოდენიმე საათის განმავლობაში სურვილისამებრ ვიბანავებთ, დავბანთ და გავუპრიალებთ სპილოებს ხორთუმებს, ვისეირნებთ და ვიპოზიორებთ მათთან ერთად. ლანჩს მდინარის პირას მათი ჭყუმპალაობის ფონზე მივირთმევთ.
აუცილებლად ვნახავთ ქანდის ბოტანიკურ ბაღს, ყველაზე მრავალფეროვანი მწვანე საფარი, გასაოცარი ხეები და ყვავილები გველოდება სამეფო ბაღში. ამბობენ ამაზე ლამაზი და ფერადი ადგილი დედამიწაზე არსად არისო… ვეწვევბით სუნელების ბაღსაც, გავეცნობით ბუნების მიერ ბოძებულ საიდუმლოებებს. სურვილის შემთხვევაში შევიძენთ სხვადასხვა წამლებს და ნელსაცხებლებს.
გზას ცოტა გავიმრუდებთ და შევივლით ქალაქ Ambuluwawa-ში. დავლაშქრავთ ცამდეაწვდილ ოცნების, კოშკს. შემდეგ კი ნუვერა ელიას ჩაის პლანტაციებისკენ გავემართებით. დავათვალიერებთ ჩაის ყველაზე დიდ ფაბრიკას, დავაგემოვნებთ უამრავ სურნელოვან ნაყენს და დავბინავდებით შრი ლანკის შვეიცარიად წოდებულ ქალაქ ნუვერა ელიაში.
🏨 ღამისთევა: Araliya Green Hills https://www.booking.com/Share-iSRIwW
💫დღე 6
„კალიფსო თრეინ“- ესე ქვია მატარებელს, რომელიც ნუვერა ელიადან ელლამდე ცაზე გაკიდულ ბუნებაზე გადის. ეს ხედები, ფერები და ბუნება არასდროს დაგავიწყდებათ. ელლაში ასვლისთანავე ვეწვევით ცხრათაღიან ხიდს ფოტოსესიისთვის. საღამოს კი როცა ცხოველები ყველაზე მეტად აქტიურდებიან ნაციონალური პარკ იალაში ჯიპებით შევალთ. ეს არის დედამიწაზე არსებული სამოთხე, ადგილი, სადაც ოკეანე ერწმყის ველურ ბუნებას. ტროპიკული ხეები, უზარმაზარი ფერადი ყვავილები და სივრცეში დაკარგული გარეული ცხოველები, ფერადზე ფერადი ფარშევანგები და ბუდისტური გარემო, რბოლა ჯიპებით და უამრავი ემოცია. დანახული გახვევს თავბროს და თავი სრულ ზღაპარში გგონია.
🏨ღამისთევა hotel elephant reach https://www.booking.com/Share-URbD4a
💫დღე 7 და დღე 8
თავისუფალი დღეები ინდოეთის ოკეანის პირას.
მზე, ზღვა, ოქროსფერი ქვიშა მთლიანად თქვენს განკარგულებაშია. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით ვეშაპების ტურის აღება ოკეანეში, ცნობილი აიუვერდას მასაჟების გაკეთება, ან სულაც ზღვის პროდუქტების ბაზარში წასვლა და იქაური ნობათის დაგემოვნება.
🏨ღამისთევა sheraton kosgoda turtle beach resort https://www.booking.com/Share-GEfjrE
💫დღე 9
გამთენიის ფრენა საქართველოს მიმართულებით.

🫶ღირებულება 1 ადამიანზე 2230$

ფასში შესულია:
❣️ორმხრივი ავიაბილეთი;
❣️ტრანსფერი;
❣️მატარებლის ბილეთი;
❣️შიდა გადაადგილება კომფორტული მიკროავტობუსი;
❣️ყველა სასტუმრო 5*;
❣️ ვიზა ;
❣️კვალიფიციური ადგილობრივი გამყოლი/სერთიფიცირებული გიდი;
❣️ქართულენოვანი გამყოლი;
❣️ყველა ექსკურსია თავისი მოსაკრებლით და ბილეთით;
❣️ორი საფარი ტური და ჯიპები;
❣️საუზმე.

ტურის ღირებულებაში არ შედის:
❌სადილი, ვახშამი;
❌ვეშაპების ტური ( 135$);
❌ვახშამი მადამ ჰელგასთან (55$);
❌” თიფი“ მძღოლებისთვის და გიდისთვის ჯამში 90$ ერთი ადამიანისგან ;
❌ყველა სხვა დამატებით ხარჯი რაც არ არის ღირებულებაში აღნიშნული.

🫶სანახავი ობიექტების ჩამონათვალი:
• იალას საფარი ტური
• მინარეას საფარი ტური
• ეკო საფარი ტური
• ეკო საფარი ტური სოფელ ჰირივადუნაში
• სიგირიას ლომის კლდე
• ინდუისტური და ბუდისტური ეკლესიები
• პინაველას სპილოთა თავშესაფარი
• ქანდის თეთრი მონასტერი
• ქანდის ღამის კულტურული შოუ
• სამეფო ბოტანიკური ბაღი
• ჩაის ქარხანა და პლანტაციები
• სპილოების ორანჟერია
• სუნელების ბაღი და ინფო ტური
• მატარებლის ტური ნუვერა ელიადან ელამდე
• დამბუელას კომპლექსი
• ნალიგალეს კომპლექსი
• რეპტილიების ცენტრი
• მეთევზეების ყურე
• ამბულუვავას კოშკი

📣ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 500$ ჩარიცხვის შემდეგ, თქვენი მხრიდან ნებისმიერი მიზეზით პირობის დარღვევის შემთხვევაში ( ტურში ვერ წამოსვლის, თანხის დროულად ვერ დაფარვის) გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
ტურის თანხის გადახდა შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით, სრული თანხა დაფარული უნდა იყოს ტურის დაწყებამდე 21 სამუშაო დღით ადრე.

კითხვების შემთხვევაში (ან დასაჯავშნად) დაგვიკავშირდით:
☎️ (032) 2 300-700; (შიდა ნომერი 202);
📍ან გვესტუმრე ახალ მისამართზე:
თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17;
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ ✈️
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია
1

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.