ტიბეტი და ჩნეთი
ორი უდიდესი ცივილიზაცია ერთად – ტიბეტი და ჩინეთი ერთი ტურის ფარგლებში
ტიბეტზე ფიქრს დიდხანს გავურბოდი, არ ვიყავი თითქოს მზად უკან დასაბრუნებლად, იმისთვის, რომ ტიბეტში მოგზაურობა გაბედო სულიერ მზადყოფნასთან ერთად კიდევ ბევრი სხვა ემოციური წინაღობაუნდა დაძლიო. ტიბეტი ეს ის მიწაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ უნდა შეძლო და ნახო. მოხვედრა არცთუ ისე მარტივია და უამრავ ძალისხმებას, ემოციების დალაგებას, სულიერ თუ ფიზიკურ მზაობას მოითხოვს, თუკი დამგზავრებას გადაწყვეტთ უნდა იყოთ მზად იმ წესებისთვის, რომელთა დამორჩილებაც ტურისმანძილზე აუცილებლად მოგიწევთ. ტიბეტი ემოციურად იმდენად დიდი და განსხვავებულია, ტური მინდოდასულ სხვა ფორმით, კონტრასტებით გამომეძერწა. ორ კვირაში ერთად მოვივლით და გავითავისებთ ჩინურდა ტიბეტურ კულტურას. დავათვალიერებთ ორივე ქვეყნის უდიდეს საგანძურებს და ტურის ბოლო დღეებსსამყაროს ყველაზე საყვარელი ცხოველის პანდების სამშობლოში გავატარებთ.
ტურის ჰაილაითები:
– პოტალას სასახლე: დალაი ლამას ზამთრის რეზიდენცია.
– ჯოხანგის ტაძარი: ბუდისტების სულიერი ცენტრი ტიბეტში.
– სერას მონასტერი: ტიბეტის “დიდი სამი” გელუგის მონასტრიდან ერთ-ერთი, ბუდისტური ნებისყოფისწვრთნის საერთაშორისო ცენტრი.
– სოფელი დადონგი: ტრადიციული ტიბეტური სოფელი.
– ნამცოს ტბა: ეს არის “ზეციური ტბა”, რომელიც არის ტიბეტის ოთხი წმინდა ტბიდან ერთ-ერთი და ასევეუმაღლესი მარილი-ტბა.
– მთა ევერესტი- ყველაზე მაღალი მთა მსოფლიოში.
– ცის რკინიგზის მატარებლით მოგზაურობა.
– სიჩუანის რეგიონი- ერთადერთი პანდების მოშენების და გამრავლების ცენტრი მსოფლიოში.
– ლეშანი გიგანტური ბუდა.
– ჩინეთის დიდი კედელი, ადგილი რომელიც ამბობენ მთვარიდანაც მოსჩანს.
– ზეციური სასახლე „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის არქიტექტურული შედევრი“.
– პეკინის საზაფხულო რეზიდენცია-ერთ-ერთი ყველაზე გრძელი დერეფნის და ულამაზესი არქიტექტურისმქონე ძეგლი მთელს მსოფლიოში.
– აკრძალული ქალაქი- მეორე მსგავსი მაშტაბის მუზეუმად ქცეული ძეგლი ძნელად გასახსენებელიაცივილურ სამყაროში.
დღე 1:
შუადღის რეისით ჩვენი თვითმფრინავი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დაეშვება. სასტუმროში დაბინავებისშემდეგ, საფეხმავლო ტურით მოვივლით ცენტრალური უბნის ისტორიულ ნაწილს, ვნახავთ არქიტექტორულნაგებობებს, ხუთუნებს და მოშიებულზე ადგილობრივ, ეგზოტიკურ “სნექებს” დავაგემოვნებთ. გაითვალისწინეთ: ჩინეთი სამ მილიონზე მეტი კერძის სამშობლოდ ითვლება და კულინარიული ხელოვნებაზენიტში ყავთ ადგილობრივ მზარეულებს აყვანილი. მათი არ გასინჯვა ნამდვილი დანაშაულია.
დღე 2:
ამ დღეს, დილიდან მსოფლიო ტურიზმის სავიზიტო ბარათის, ჩინეთის დიდი კედლის სანახავადგავემართებით. აქაურობა 2000-ზე მეტ წელს ითვლის და ცინის იმპერიის დროიდან დღემდე ნომერ პირველსანახაობად არის მიჩნეული მთელს ჩინეთში. დიდი კედელი იცით როგორია? გრძელზე გრძელი, ცოტაბრაზიანი და სიმშვიდე დაკარგული. ათასი რჯულის ტურისტი უთავბოლოდ, განუწყვეტლივ დახეტიალობსზედ და თითქოს არ აცდიან კედელს, რომ თავის ათასწლეულებს გამცდარ ისტორიას ჩაუღმავდეს. ისტორიაკი იცოცხლე, დიდი და საინტერესო აქვს: ჩვენს წელთაღრიცხვამდე, დაახლოებით, 200 წელს იმპერატორცინ შიჰუანდიმ, მომთაბარე ტომთაგან ქვეყნის დასაცავად ბრინჯის ფაფის და კირის ნარევით გამაგრებულიქვა-ღორღით დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო. როგორც ამბობენ, კედლის თავდაპირველი სიგრძე 21,196 მეტრს შეადგენდა, მაგრამ ქვეყნის ჩრდილოეთიდან დაწყებული ეს კედელი საუკუნეების მანძილზეინგრეოდა, მიწას ჩაჰქონდა და საბოლოოდ სიმბოლურად, ნაფლეთების სახითღაა შემორჩა. ძველადჩინელებს ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ ნაგებობისადმი. ცინის დინასტიის ჟამთაღმწერლებიძალაუფლების დამხობის მთავარ მიზეზად კედლის გაუთაველბად მშენებლობის პეიროდში მძიმეპირობების გამო მილიონობით ადამიანის დაღუპვას და აქედან გამოწვეულ მუდმივ აჯანყებებსასახელებენ, თუმცა თანამედროვე ჩინეთი ძალიან ამაყობს „მიწის დრაკონით“ (ჩინეთის კედლის ხალხშიგავრცელებული მეტსახელი).
შემდეგი გაჩერება იმპერატორის საზაფხულო რეზიდენცია იქნება. პეკინის ზაფხულის სასახლის ამბავირაღაცნაირად გლამურულად მეჩვენება და განსაკუთრებულად მომწონს. სასახლის მშენებლობა ბაღისშექმნით დაიწყო, რომლის გაშენება იმპერატორმა ციან-ლუნსმა ბრძანა და ნაგებობასთან ერთადკუნმინხუს ტბის ხელოვნურად შექმნაც მოითხოვა. როგორს სჩანს, ადგილზე დიდხანს იფიქრა, რადგანმდებარეობად დღეგრძელობის ბორცვი ამოირჩია. (ადგილი, სადაც ჩინელებს დღემდე სჯერათ რომუკურნებელი სენისგანაც განიკურნებიან). სასახლე ისეა აგებული, რომ სამივე მხრიდან ტბა ეკვრის, კომპლექსი მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ სასახლეს, ბაღებს და სხვა კლასიკურ არქიტექტურულსტილში ნაგებ სტრუქტურებს. გარკვეულ დროს, სასახლე წარმოადგენდა ქალი იმპერატორის, ცისისსაზაფხულო რეზიდენციას, რომელმაც მის რეკონსტრუქციასა და გაფართოებაში 30 მლნ თეილი ვერცხლიდახარჯა, ეტყობა არც იმპერატორის სტატუსმა უშველა ქალს და მისმა მფლანგველმა ბუნებამ აქაც იჩინათავი
შემდეგ წავალთ ტექნოლოგიების მუზეუმში და გავეცნობით უახლეს მსოფლიო მიღწევებს.
დღე 3 და 4:
მეწამული „აკრძალული ქალაქი” მინის და ცინის დინასტიების დროს, 1420-1912 წლებში ააგეს დასაუკუნეების მანძილზე იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა. ამ ადგილს ყოველწლიურადსაშუალოდ თექვსმეტი მილიონი ტურისტი სტუმრობს და უკლებლივ ყველას თავბრუ ეხვევა სასახლისგრაციოზულობით. შემდეგ, თიენთანისკენ – „ცის ტაძრისკენ“ გადავინაცვლებთ. „მსოფლიოს ერთ-ერთიუდიდესი ცივილიზაციის არქიტექტურული შედევრი“ – ესეთი ჩანაწერითაა იუნესკოს სიაში პეკინის „ცისტაძარი“ შეტანილი. ადგილი, სადაც საუკუნეების მანძილზე ზამთრის დადგომისთანავე მინის და ცინისიმპერიის მმართველები ოჯახებით მოსავლის ღმერთის საპატივცემულოდ ლოცულობდნენ. ეს იყოერთგვარი გარანტია მოსახლეობისთვის, რომ მომდევნო წელი ნაყოფიერი და წარმატებული ექნებოდათ.ტრადიციულ ჩაის ცერემონიაზე ადგილობრივ ოჯახს ვეწვევით, ფეხით მოვივლით პეკინის უძველეს უბნებს. საღამოს კი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მატარებლით ტიბეტის მიწისკენ გავემგზავრებით. „გზამსოფლიოს სახურავისკენ“ ესე ეწოდება ჩინგაი-ტიბეტის 1000 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალს, რომლისასაშენებლად მაო ძედუნის მთავრობამ 35 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, მშენებლობა წარმოუდგენლადმძიმე პირობებში 5 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღლა 5072 მეტრზეზღვის დონიდან მდებარე მაგისტრალად ითვლება. წარმოიდგინეთ რეალურად გზა, რომელიც ცაზე გადის… საოცარი პეიზაჟები 44 საათის მანძილზე ენაცვლება მონუსხული მგზავრის თვალის არეალს, მიუხედავადმაღალი სიმაღლისა (ძირითადი ნაწილი მგზავრობის 4000 მეტრზე ზევით გვიწევს) მატარებელში ყველაპირობაა შექმნილი კომფორტული მგზავრობისთვის, ორ კაციანი ნომრები აღჭურვილია იდენტურიმიკროკლიმატით რაც ჩვეულებრივ სიმაღლეზე გვაქვს ადამიანებს, ყველა ფანჯარა სპეციალური მზისგანდამცავი მასალისგანაა შემინული, რათა მაღალმთიანი რეგიონის მწველმა მზემ არ შეაწუხოს ადამიანები, ყველგან კიდია ჟანგბადის ბალონები,რადგან ხშირია სიმაღლის აუტანლობით გამოწვეული დისკომფორტი, რეისს რამოდენიმე ექიმი აუცილებლად მიჰყვება. ასევე თითოეული კარები იკეტება ავტომატურად დასრულად ჰერმეტულად, სიმაღლის ცვლილებისგან გონებაარეულ მგზავრს მაინცდამაინც გადახტომა რომ არმოუნდეს შუა გზაზე. განტვირთვისთვის ვაგონებს შიგნით კაფეები და სარელაქსაციო სივრცეებიც აქვთმოწყობილი.
დღე 5:
შეწვდით სამყაროს სახურავს – სწორედ ამ ფრაზით შეიძლება ტიბეტის აღთქმულ მიწაზე ტურის დაწყება, მას შემდეგ რაც ტანგულას 5068 მეტრიანი უღელტეხილი მატარებლით გადავჭერით, აკლიმატიზაციისთვისდა აზრზე მოსასვლელად აუცილებელია ერთი თავისუფალი დღის აღება. ტიბეტის ავტონომიური მხარედედამიწაზე ყველაზე მაღალ რეგიონად ითვლება. მონპა, ტამანგი, ქიანგ, შერპა, ჰანი და სხვა ეთნიკურიჯგუფები წარმოადგენენ ძირძველ ტიბეტელ ხალხს და მათთვის სამშობლო და რელიგია ერთნაირ მტკიცესიწმინდეს წარმოადგენს, აქაურები თითქოს მართლაც ყველაზე ახლოს არიან ღმერთთან, უახლოესიდღეების მანძილზე ტურის ყველა მონაწილე იგრძნობს ამ მიწის აურას და ხალხის ძლიერ სულს, შეუძლებელია სხვაგან სადმე მსგავსი ემოცია და სულიერი სიძლიერე იგრძნოს მოგზაურმა როგორცტიბეტის მიწაზე.
დღე 6:
ტიბეტის გაცნობას თითქმის 4100 მეტრზე მდებარე პოტალას სასახლით ვიწყებთ, ლამაზი მამაკაციღმერთის სახელობის მთა ავალოკიტეშვარას საპატივცემულოდ 637 წელს ტიბეტელმა მეფემ საყვარელქალს პოტალას სასახლე აუშენა, პოტალა იგივე შებრალების ღმერთი სრულად წარმოაჩენს თავისღირსებებს იქაურობაში. დროთა მანძილზე სასახლე დალაი ლამების რეზიდენცია გადაიქცა, მეთოთხმეტედალაი ლამას ამბოხების და გაქცევის შემდეგ კი იქაურობა მუზეუმად იქცა, 10 000 სამლოცველოსგან და 1500დარბაზისგან შემდგარი სასახლე მთის სამ ბორცვზე მდებარეობს, რომელიც სიმბოლურად ტიბეტის სამმფარველ სულს გამოხატავს. აქ ნახავთ მეხუთედან მეცამეტე დალაი ლამას ნეშთის სრულად ოქროშიჩასმულ ქანდაკებებს, მოხვედრა არც თუ ისე მარტივია, შენობა წითელ და თეთრ ნაწილად იყოფა, წითელნაწილში მხოლდ 1 ოთახის დათვალიერება შეუძლია ვიზიტორებს, ხოლო მეორეში ცამეტის, სტუმრებისოდენობა მკაცრად კონტროლდება და შესვლა მხოლოდ სპეციალური, წინასწარ გამოწერილინებართვებითაა შესაძლებელი, რომელთაც კონკრეტულ პასპორტებზე თვეებით ადრე გასცემს ჩინეთისმთავრობა. ფოტო/ვიდეო გადაღება, რა თქმა უნდა, იკრძალება და ისჯება კანონით. შემდეგ მოვინახულებთიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, ბუდიზმის სულიერ ცენტრს ლჰასაში ჯოხანგის ტაძარს, ტაძრისგვერდზე მდებარე ბახორის ქუჩა სავსეა პილიგრიმი მომლოცველებით და ქუჩის მოვაჭრეებით, აქ შეძენილიტიბეტური სიმბოლიკის სუვენირები საუკეთესოა მთელს აზიაში.
დღე 7:
ლჰასასთან ახლოს მდებარეობს სოფელი დადონგი, ეს არის ერთ- ერთი ყველაზე ავთენტური დასახლებამთელს ტიბეტში, ვეწვევით ადგილობრივ ოჯახს გავეცნობით მათ ტრადიციებს, სოფელთან ახლოსმდებარეობს ტიბეტის უდიდესი გელუგის სერას მონასტერი, 1419 წელს ტიბეტელმა ბერებმა ერთ-ერთუმაღლეს პლატოზე ააშენეს ტაძარი, სადაც მშობლებს სულ პატარა შვილები მიყავდათ და ტოვებდნენ, ყოველდღე 3 სააათზე იწყება ბერებს შორის ნებისყოფის და წვრთნის გამოსამუშავებელი დებატები, მორჩილება, ღვთის შიში და განათლება ეს არის ის სამი მთავარი თვისება, რომელსაც ყველა მორწმუნეტიბეტელი ასწავლის თავის ახალ თაობას. წვრთნის დროს ერთი მორჩილი ბერი უწყვეტ რეჟიმში უსვავსკითხვას მეორეს და არცერთმა გარემო გამღიზიანებელმა არ უნდა გაუფანტოს მას ყურადღება, ვიზიტორთათვის პროცესის ყურება ძალიან შთამბეჭდავია.
დღე 8:
ლასა-გიანცე-შიგაცე. ტიბეტში ყველა მოგზაურობა ღრუბლებზე გადის, ლჰასადან გამპალას უღელტეხილით(4790მ.) იამდროკ ცომდე (4400მ.) ჩავალთ, ალბათ არაფერია უფრო ლამაზი დედამიწაზე, ვიდრე მუდმივითოვლით დაფარული მთების მზერა, იქაურობა სივრცეში გაყინულ მირაჟს ჰქმნის და წარმოუდენელიძალით ნუსხავს მნახველს. ვეწვევით ქალაქ გიანცეს, პელკორას ცნობილი მონასტერი ერთადერთიადედამიწაზე, სადაც პანჩი ლამას ქადაგებას შეგიძლია რეალურ ცხოვრებაში მოისმინო. იქაური ზარებისჩამორეკვა მორწმუნეების მხოლოდ მიწაზე გართხმულებს შეუძლიათ, ტაძრიდან გამოსული აურა სრულადგაკარგვინებს რეალობის შეგრძნებას. გიანცეს კუმბუმი, იგივე მრავალკარებიანი ბუდისტური ტაძარი თავისთავში სამგანზომილებიან მანდალას გულისხმობს. ეს არის ბმა ბუდისტური რელიგიის კოსმოსსთან, განსხვავდება ყველა სხვა მანდალასგან, რომელიც კვადრატში გამოსახული წრით არის გამოხატული. ადგილობრივების რწმენით კუმბუმი ტაძარში ჩატარებული რიტუალური ლოცვის შემდეგ პილიგრიმი თავადხდება სამყაროს ბუდისტური აღქმის მონაწილე და რაც მთავარია კიდევ უფრო უახლოვდება გასხივოსნებისგზას. ემოციურად თუ სულიერად მეტად გაწმენდილები ღამეს ტიბეტის რიგით მეორე ყველაზე დიდ შიგაცესქალაქში გავათენებთ.
დღე 9:
ევერესტის საბაზო ბანაკი. ეს დღე ალბათ ამ ტურის ემოციების კულმინაციაა იქნება. Pang la Pass- ის ტიბეტისყველაზე მაღალი უღელტეხილის გავლით, რომლის გზაც 5050 მეტრზე ღრუბლებს ზევით გადის რამბუკისმონასტერში ევერესტის საბაზისო ბანაკში ავალთ. გზათ ორ წმინდა ქალაქ ლჰაცესს და შაგარშს გავივლით. ჯომოლუნგმას მრისხანე მთა იშვიათად აჩენს თავის ნათელ მხარეს ვიზიტორებისთვის, ძირითადადნისლში გახვეული აზიზად დაჰყურებს დედამიწას და იშვიათად ანებივრებს მნახველებს საკუთარიხილვით. მჯერა, ჩვენ ჯგუფს ამ დღეს იღბალი არ უღალატებს და თქვენი თვალით ნახავთ მსოფლიოსხუთივე უმაღლეს მწვერვალს, ღამეს კი რომბუკის დედამიწაზე ყველაზე მაღლა მდებარე მონასტერშიგაათენებთ, იქაური ბერები წელიწადის 10 თვეს მხოლოდ 2% ჟანგბადის პირობებში, ლოცვასა და მარხვაშიატარებენ.
დღე 10:
ევერესტის საბაზო ბანაკი დაბრუნება შიგაცეში. ყველას გვაქვს ცხოვრებაში ისეთი ღამე, რომელიც მთელიცხოვრება გვემახსოვრება და ყოველ მის გაფიქრებაზე იგივენაირად აგაფორიაქებს, როგორც მოცემულმომენტში განცდილი ემოციების დროს, ABC CAMP- ში ღამისთევა ჯადოსნურ მოგონებად დარჩებათითოეულის მეხსიერებაში, მთავარი აკლიმატიზაციის სირთულეები უკვე სრულა გვექნება გავლილი, თუმცაჯომოლუნგმას ბანაკში თითოეული ნაბიჯის გადადგმა მაინც განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ დილა, როდესაც საკუთარი სარკმლიდან დაინახავთ ევერესტის მთის წვერს, მზის პირველსხივზე იქაურობა კიდევ უფრო დიდებული და არაამქვეყნიურად ლამაზია. იმისთვის, რომ აკლიმატიზაციაავიტანოთ საუზმედ იაკის რძეზე დამზადებული ბაობას ჩაის მივირთმევთ, ამასობაში მზეც ამაყადდაუდგება გვერდით ევერესტს და ჩვენი ბანაკი მომდევნო თავგადასავლისთვის გაემზადება, ეს მთა, მონასტერში გატარებული ღამე და ემოციები სამუდამოდ განსაკუთებულ მოგზაურობად დარჩება ჩვენსმეხსიერებაში.
დღე 11:
შიგაცე – ლასა. ტაშილუმპოს მონასტერი ოფიციალურ პანჩი ლამას რეზიდენციად ითვლება, 1447 წელსაშენებული მონასტრის სახელი ტიბეტურად ნიშნავს „დედამიწის სრული იღბალი და წარმატებათავმოყრილი ამ ადგილას“, სწორედ ამიტომ აქაური ბერების დალოცვას განსაკუთრებული ძალა დაენერგია აქვს. მონასტრის შიგნით განთავსებულია მოოქროვილი მაიტრეია ბუდას (იგივე მომავლის ბუდას) მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკება. მონასტრის კართან ერთ-ერთი პანჩი ლამას საფლავი დაგანძსაცავიც ინახება. გვიან ღამით დავბრუნდებით ლჰასაში.
დღე 12:
ნამცოს ტბა. ამ დღეს სამყაროს სახურავს ხელით შეეხებით, ალპური საძოვრებზე უამრავი იაკი ტიბეტურიცხვარია მიმოფანტული, რომლებსაც უზარმაზარი ტიბეტური მასტიფები მწყემსავს. გზას „ზეციურ ტბამდე“იგივე ნამცოს ტბამდე აჰყევხარ. მარილის ტბა დედამიწის ერთ-ერთ უმაღლეს წერტილში მდებარეობს დამისი მისტიური სარკისებრი ზედაპირი თითქოს უხილავ დამაკავშირებელ გზას ჰქმნის ამ და იმ სამყაროსშორის. ტბაში ამოზრდილი კუნძული ტაშს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ვიზუალური სასწაული მიწაზე. აქშეძენილ ტიბეტური ქვების სამკაულებს სულ სხვა ენერგეტიკა და ძალა აქვს.
დღე 13:
ლჰასა-ჩენგდუ. ოცნებები ყოველთვის ხდება, მთავარია გულით მოინდომო, ტიბეტის მიწაზე მოგზუაორბაგაფიქრებინებს, რომ ეს სამყარო იმდენად ლამაზია შეუძლებელია რეალური იყოს, დგეხარ და უყურებსამყაროს სახურავს, ამაზე ზევით ჩვენს პლანეტაზე არაფერი არ არის, ტურის დასასრულს გიპყრობს ფიქრი, ნუთუ კიდევ შეიძლება ვნახო სხვა რამ რაც ამ ემოციას გადაფარავს? ზუსტად ესაა ტიბეტში მოგზაურობისამბავი, ეს გზა და თავგადასავალი ყველაზე მეტად გაახლოვებს ღმერთთან, თითოეული დღე მართლა ცაზეგადის და იქ გატარებული წამიც კი მთელი ცხოვრების მანძილზე გამორჩეულ მოგონებად გაგყვება. ამ დღესვასრულებთ ტიბეტურ თავგადასავალს, რომელიც მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ. ფრენა ჩენგდუშიპანდების სამშობლოში.
დღე 14:
ჩენგდუ – პანდების გამრავლების ცენტრი – ლეშანი გიგანტური ბუდა 14 მილიონი ადამიანით დასახლებულიდა 3000 წლის კულტურის მქონე ქალაქი ჩენგდუ სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზელამაზ მიმართულებად არის ჩინეთში აღიარებული, რეგიონს ზოგადად „სამოთხის სამყოფელს“, ხოლოთავად დედაქალაქ ჩენგდუს „ზეციურად მდიდარ ქალაქს უწოდებენ“. გარდა ავთენტური ტიბეტურიკულტურისა ეს რეგიონი კიდევ რამოდენიმე ამბის გამოა სახელგანთქმული. რა შეიძლება გაგახსენდესპირველი როდესაც დედამიწაზე ყველაზე საყვარელ ცხოველს იხსენებ?- პანდა! სწორედ სიჩუანის მხარეითვლება პანდების დაბადების ადგილად, ჩენგდოუდან ხდება პანდების განაწილება მსოფლიოსსხვადასხვა მხარეში, დღესდღეისობით 935 პანდა სწორედ ჩენგდოუს პანდას ცენტრში ცხოვრობსთავისუფლად. ჩვენი ჯგუფი ცენტრის მოსანახულებლათ დილაუთენია გავემგზავრებით, ერთადერთი დროროდესაც უქნარა პანდებს ღვიძავთ და სასაცილოდ მიირთმევენ ბამბუკის ჯოხებს სწორედ დილისპერიოდია, დანარჩენი დრო ძილში და ერთი გვერდიდან მეორეზე გადაკოტრიალებაში ატარებენ. მასშემდეგ რაც მსუნაგების ხილვით გულს ვიჯერებთ და ერთ-ორ სამახსოვრო ფოტოს გადავიღებთ, გეზსპირდაპირ მეზობელ ქალაქ ლეშანისკენ ავიღებთ. ითვლება რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი 71 მეტრისიმაღლის მჯდომარე ბუდის ქანდაკება სწორედ ამ ქალაქშია. ლეშანის გიგანტური ბუდა არის ყველაზედიდი მაიტრეაია ბუდას კლდეში ნაკვეთი ქანდაკება. მასში ჩინელმა ხალხმა წარსულის სიბრძნე დაგამძლეობა გამოკვეთეს. ნაშუადღევს კრუიზის გემით ქალაქსაც მოვივლით, აქაურობა ცნობილია უძველესიტრადიციული ჩინური სასახლეებით, რომელთა ნახვა წყლიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
მსოფლიოში ცნობილია სიჩუანური სამზარეულო, სახელგანთქმულ ჰოთ ფოთს დააგემოვნებთ უანგჩენგლაომა კინტაის ქუჩაზე, სულმა წაგძლიათ Shizilou და Tanyutou რესტორნების ქსელი სწორედ ის ადგილია, სადაც უგემრიელეს და სახელგანთქმულ სიჩუანურ ლაფშას და სხვა უამრავ ადგილობრივ კულინარიულშედევრს გასინჯავთ.
დღე 15:
თავისუფალი დღე და დაბრუნება საქართველოში. შოპინგი ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რაცგანტვირთვისთვის მოუფიქრებიათ და განსაკუთრებით სასიამოვნოა შოპინგი ისეთ ქალაქში, როგორიცჩანგდუა. ორიგინალურ სუვენირებს, აქსესუარებს სამოსს თუ ფეხსაცმელს აქაურ სავაჭრო ცენტრებშიძალიან დაბალ ფასად შეიძენთ. შუ ბროკადი ჩინურ ტრადიციული ყველაზე ცნობილი სამოსის დაფეხსაცმლის ბრენდი სწორედ სიჩუანურია, მხოლოდ იმპერატორები ატარებდნენ ბროკადს და ბრენდისისტორია 2000 წელზე მეტს ითვლის. Zongfu Road, Chunxi Road-ზე გასვლა და მისი ღამის ბაზრობებზე თავისდაკარგვა წინა საღამოსაც შეგიძლიათ. მჯერა, ეს მოგზაურობა იქნება იმდენად ემოციური დადასამახსოვრებელი, რომ საქართველოში დაბრუნებულიც კიდევ დიდხანს ისაუბრებთ მასზე. ტურშიგატარებული დღეების არცერთი წამი არასდროს დაგავიწყდებათ და ცხოვრების ბოლომდე გამორჩეულმოგონებად გაგყვებათ.
მოგზაურობის პერიოდი 27 აპრილი – 12 მაისი
ტურის ღირებულება 12900 ლარი, ორ ადგილიან ნომერში, ერთ ადამიანზე
გთხოვთ გაითვალისწინეთ:
ტიბეტის ტურზე რეგისტრაცია დასრულდება 30 სექტემბერს.
ტურში ადგილი დადასტურდება პირველადი 500$ გადახდის შემდეგ.
ტურში მონაწილეთა მაქსიმალური ოდენობა 16 ადამიანი.
ტურში მონაწილეობის მსურველმა უნდა გაიაროს ინდივიდუალური გასაუბრება.
ტურში მონაწილეობის მსურველემა უნდა გაიაროს კარდიოლოგთან კონსულტაცია და მოგვაწოდოსჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა.
ტურის დაწყებამდე 10 დღით ადრე მონაწილემ უნდა შეწყვიტოს ალკოჰოლური სასმელის მიღება.
მგზავრმა უნდა დაიწყოს ვიტამინების კოპლექსის მიღება ტურის დაწყებამდე 2 კვირით ადრე და არშეწყვიტოს სრული ტურის განმავლობაში.
ტურში გადახდილი თანხა არ ნაზღაურდება თქვენი მხრიდან პირობის დარღვევის (ტურში ნებისმიერიმიზეზით წამოუსვლელობის შემთხვევაში).
მონაწილე ვალდებულია სექტემბრის ბოლოს ტურში მონაწილეობის დადასტურების შემდეგ იმოგზაუროს იმავე პასპორტით რაზეც გაიცემა ნებართვა (ანუ, მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოცვალოს პასპორტისურვილის შემთხვევაში სექტემბრის ბოლომდე, მანამ სანამ ნებართვები გაიცემა მის პასპორტზე).
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 300-700;
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
-
გამგზავრებათბილისი / თბილიი
-
გამგზავრების დრო27 აპრილი
-
ღირებულებაში შედისსაერთაშორისო ავიაბილეთი თბილისი-პეკინი; საერთაშორისო ავიაბილეთი ჩანგდუ-თბილისი; მატარებლის ბილეთი პეკინი-ლჰასა; საერთაშორისო ავიაბილეთი ლჰასა-ჩენგდუ; სამოგზაურო დაზღვევა; ტიბეტის რეგიონის სახელმწიფო დაზღვევა; ჩინეთის ვიზა; ტიბეტის რეგიონის ჯგუფური ვიზა; ყველა საჭირო ნებართვა ტიბეტში გადასაადგილებლად; სახელმწიფო ნებართვები ტიბეტის რეგიონის ძეგლების დასათვალიერებლად; პეკინში ყველა მუზეუმის და ატრაქციის შესასვლელი ბილეთები; სიჩუანის რეგიონში ყველა ექსკურსიის შესასვლელი ბილეთი; პანდების ცენტრის მოწვევა და ბილეთი; ჩინეთში სრული სატრანსპორტო მომსახურება, ტრანსფერებით; ტიბეტის ავტონომიურ ტერიტორიაზე სპეც ტრანსპორტი და ლიცენზირებული მძღოლი სრული ტურისმანძილზე; Everest Base Camp-ის ეკო მანქანა ევერესტის საბაზისო ბანაკის ინდივიდუალური ნებართვები; ქართულენოვანი გამყოლი; ჩინეთში ინგლისურენოვანი გიდი; ტიბეტში სპეც გიდი (ინგლისურენოვანი); ევერესტის ძირში რამბუკის მონასტერში განთავსების ინდივიდუალური ნებართვები; ინდივიდუალური ჟანგბადის ბალონები ტიბეტში მოგზაურობის დროს
-
ღირებულებაში არ შედისლანჩი და სადილი; სხვა დამატებითი ხარჯი, რაც არ არის ტურის ღირებულებაში გათვალისწინებული; ერთ ადგილიანი განთავსება ტურის მანძილზე (დამატებითი ღირებულება 1200$).