logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ტოსკანის ჯგუფური ტური

ტოსკანის ჯგუფური ტური

5550₾ ერთ ადამიანზე
🇮🇹 ნახეთ რა ქალაქები შევარჩიეთ? სად ვიცხოვრებთ ტოსკანაში და რა შინაარსის ტური გვექნება?! 🤔 🥰
🍷 სიენა 🧀 სან-ჯიმინიანო 🥓 პიზა 🍋 ლუკა 🍕 ფლორენცია 🥨 ვოლტერა 🍇 მონტერეჯიონი 🍝 ბოლონია ☕ ვერონა 🍧 გარდას ტბა 🍮 სირმიონე 🫒 სან მარინო 🌏 რეგიონები: ტოსკანა, ემილია რომანა და ლომბარდია
🤗 აი, რა ხდება ჩვენს 10 დღიან ტურში: ვიცხოვრებთ ტოსკანას შუაგულში მდებარე ულამაზეს ვილაში, ვესტუმრებით ტოსკანაში მაღალი ხარისხის ღვინოების მწარმოებელ ქარხანა „ვიტიკიოს“, გვექნება ლანჩი და ღვინის დეგუსტაცია, ბოლონიაში გვექნება ვახშამი ადგილობრივ, ტიპიურ რესტორანში სადაც მივირთმევთ აუცილებლად გასასინჯ “Spaghetti Bolognese” და “Mortadella”-ს, ერთი ვახშამი კი ვილაში, ვიშოპინგებთ „Barberino Outlet“, დავაგემოვნებთ უგემრიელეს პასტას, სპაგეტს, ღვინოს, ყავას, ნაყინს…. ფრენა გვაქვს თურქეთის ავიახაზებით თბილისიდან (20 კგ. ბარგით), ტურს ეყოლება გამყოლი/ორგანიზატორი, ხოლო მეგზურობას გაგვიწევს დამხვედრი – ქართველი გიდი/მეგზური, მოგზაურობის პერიოდი 24 მარტი – 2 აპრილი, შემოგვიერთდი 🤗
🔹24 მარტი / ორშაბათი / ჩასვლა ბოლონიაში
ადგილობრივი დროით 10:00-ზე ვიქნებით ბოლონიის აეროპორტში, სადაც დაგვხვდება ჩვენი პარტნიორი/წარმომადგენელი და გავემგზავრებით (ტრანსფერი) სასტუმროში. დავტოვებთ ჩანთებს და გვექნება დრო სასტუმროს სიახლოვეს გემრიელი იტალიური ყავა / პიცის დასაგემოვნებლად, ხოლო 14:00 საათზე სასტუმროს ნომრებში შევბაგდებით.
ცოტაოდენს დავისვენებთ და საღამოხანს გვექნება ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია. დღის ბოლოს კი დაგეგმილ-დაჯავშნილი ვახამი ადგილობრივ ტიპიურ რესტორანში, სადაც მივირთმევთ აუცილებლად გასასინჯ კერძებს, როგორიცაა “Spaghetti Bolognese” და “Mortadella”, ზედ ჭიქა ღვინოს დავაყოლებთ და დავბრუნდებით სასტუმროში, დავისვენ-გამოვიძინებთ მეორე დღის საინტერესო მოგზაურობის შესამზადებლად 🤗
ღამისთევა ბოლონიის სასტუმროში
კვება: ვახშამი
🔹25 მარტი / სამშაბათი / ვერონა – გარდას ტბა – სირმიონე
სასტუმროში საუზმის შემდეგ 09:00-ზე გავემგზავრებით (170 კმ. 1სთ და 50 წთ), სირმიონის მიმართულებით რომელსაც ხშირად “გარდას ტბის მარგალიტს” უწოდებენ. გზად, გარდას ტბის პირას გავჩერდებით ლამაზ ადგილზე ფოტოების გადასაღებად.
მოემზადეთ – სირმიონი არის ჯადოსნური ადგილი, რომელიც ყველა მოგზაურს ხიბლავს და ნუსხავს. მოვინახულებთ: მე-13 საუკუნის სკალიგერის ციხეს (როკა სკალიგერა), სწორედ აქედან იშლება გარდას ტბის ულამაზესი ხედები. დავათვალიერებთ სირმიონის ისტორიულ ცენტრს, ვისეირნებთ კაფეებით, სანაყინეებით და ბუტიკური მაღაზიებით გაფორმებულ ვიწრო ქვაფენილის ქუჩებში. ქუჩები კი ისეა დაგეგმარებული, რომ თითქმის ყოველ ნაბიჯზე გარდას ტბის განსაცვიფრებელი ხედებით დატკბობა შეგვეძლება. გვექნება თავისუფალი დრო სადილისთვის, ხოლო 15:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და გავემგზავრებით ვერონას მიმართულებით.
სირმიონიდან ვერონამდე (40 კმ. სავალი გზა – 35 წთ), სანახავი ადგილების ჩამონათვალი: ვერონა დი არენა, ჯულიეტას სახლი, ვერონას უძველესი მოედანი Piazza delle Erbe, ტორე დეი ლამბერტი – 84 მეტრის სიმაღლის შუასაუკუნეების კოშკი… გვექნება თავისუფალი დრო მაღაზიებისთვის, სასეირნოდ თუ სავახშმოდ,
ხოლო 20:00-ზე შევიკრიბებით დანიშნულების ადგილას ბოლონიაში გასამგზავრებლად (145 კმ. 1სთ და 30 წთ).
დაბრუნება და ღამისთევა ბოლონიის სასტუმროში
კვება: საუზმე
🔹26 მარტი / ოთხშაბათი / სან-მარინო
სასტუმროში საუზმის შემდეგ 09:00-ზე გავემგზავრებით (130 კმ. 1სთ და 30 წთ) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა და უძველესი ქვეყნის – სან-მარინოს მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ: სან-მარინოს ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობა სამ კოშკს (ან გუაიტა, ჩესტა და მონტალეს), Piazza della Libertà – ცენტრალურ მოედანს, სახალხო სასახლეს, რომელიც მდებარეობს მთავარ მოედანზე.
გვექნება თავისუფალი დრო რათა დავაგემოვნოთ ადგილობრივი კერძები, როგორიცაა მაკარონი კურდღლის სოუსით ან სან-მარინო ნამცხვარი, ადგილობრივ ღვინოსთან ერთად 😊 ასევე გვექნება დრო შოპინგისთვის, გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ სან მარინოში შეძენილი უნიკალური სუვენირები, სამკაულები თუ ძვირადღირებული ნივთები (ფასდაკლებებზე) გათავისუფლებია საბაჟო გადასახადებისაგან (Tax-Free). 15:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და გავემგზავრებით ბოლონიის მიმართულებით. ბოლონიაში ვიქნებით 16:30-ზე და გვექნება თვისუფალი საღამო ქალაქ ბოლონიის უკეთ შესაცნობად.
ღამისთევა ბოლონიის სასტუმროში
კვება: საუზმე
🔹27 მარტი / ხუთხშაბათი / ბოლონია – ფლორენცია
სასტუმროში საუზმის შემდეგ დავტოვებთ ნომრებს და 09:00-ზე გავემგზავრებით (120 კმ. 1სთ და 50 წთ) ფლორენციის მიმართულებით. გვექნება ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია და მოვინახულებთ: ფლორენციის საკათედრო ტაძარს (Duomo di Firenze), პონტე ვეკიოს ხიდს, სანტა კროჩეს ეკლესიას, ვესტუმრებით სან ლორენცოს ბაზარს, გავისეირნებთ Piazza della Repubblica-ს მოედანზე, რომელიც ფლორენციის ისტორიული ცენტრის გულია გარშემორტყმული კაფეებითა და მაღაზიებით.
გვექნება თავისუფალი დრო სადილისთვის, ან/და დამოუკიდებლად სასეირნოდ, ხოლო 19:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და გავემგზავრებით (50 კმ. 50 წთ) ტავერნა დი ბიბიანოში, რომელიც მდებარეობს სიენასა და სან ჯიმინიანოს შუაში, გამოირჩევა თავისი ადგილმდებარეობით, სიმყუდროვით და ნამდვილი ტოსკანური – ულამაზესი ხედებით.
ნომრებში განთავსების შემდგომ გვექნება ტიპიური, იტალიური ვახშამი (ამავე ტერიტორიაზე არსებულ რესტორანში) გემრიელი კერძებისა და ჭიქა ღვინის თანხლებით.
ღამისთევა ტავერნა დი ბიბიანოში
კვება: საუზმე და ვახშამი
🔹28 მარტი / პარასკევი / ფლორენცია
დილით ლამაზი ხედების ფონზე, სასიამოვნო გარემოში გვექნება საუზმე, ხოლო საუზმის შემდგომ შეთავაზების სამი ვარიანტიდან შეგიძლია აირჩიო სასურველი:
1. დარჩე და ისიამოვნო სიმშვიდე-სილამაზეში მდებარე ტავერნა დიბიბიანოში
2. მოიწყო კულინარიული მასტერკლასი და შენი ხელით დაამზადო (და მიირთვა) პასტა „ტალიატელე“ და დესერტი „ტირამისუ“ (დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში)
3. წავიდეთ ფლორენციაში, სადაც გვექნება თავისუფალი დღე მუზეუმების (უფიცის გალერეა, გალერეა აკადემია) ან/და სასეირნოდ და საყიდლებისათვის. ეს ვარიანტი ითვალისწინებს ტრანსოპორტით მომსახურებას: ფლორენციაში ჩასვლას და უკან დაბრუნებას.
ღამისთევა ტავერნა დი ბიბიანოში
კვება: საუზმე
🔹29 მარტი / შაბათი / სიენა
საუზმის შემდეგ 09:00-ზე გავემგზავრებით (35 კმ. 35 წთ) ტოსკანის შუაგულში მდებარე ულამაზეს ქალაქ სიენას მიმართულებით, სადაც მოვინახულებთ/ვესტუმრებით: პიაცა დელ კამპოს, „სიხარულის შადრევანი“ (Fonte Gaia) და Palazzo Pubblico, თავისი მაღალი კოშკით Torre del Mangia (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შუა საუკუნეების კოშკი იტალიაში), სიენის ტაძარს (Duomo di Siena).
გვექნება თავისუფალი დრო სიენას ისტორიულ ცენტრში (რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია), ვიწრო ქუჩებში და ხეივნებში სასეირნოდ, ორიგინალურ მაღაზიებში საყიდლებზე სასიარულოდ, უგემრიელესი ნაყის დასაგემოვნებლად და სავახშმოდ. ხოლო გვიან 21:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და დავბრუნდებით (35 კმ. 35 წთ) დი ბიბიანოში.
ღამისთევა ტავერნა დი ბიბიანოში
კვება: საუზმე
🔹30 მარტი / კვირა / პიზა და ლუკა
საუზმის შემდეგ 09:00-ზე გავემგზავრებით (160 კმ. 2სთ. 20 წთ) ლუკას მიმართულებით, გზად ყავის შესვენება, ჩავალთ 11:30-ზე და მოვინახულებთ: Piazza dell’Anfiteatro არის ლუკას ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ულამაზესი მოედანი. ძველი რომაული ამფითეატრის ადგილზე აშენებული მოედანი ოვალური ფორმისაა და გარშემორტყმულია ფერადი შენობებით კაფეებით, მაღაზიებითა და რესტორნებით. Torre Guinigi – ეს არის შუა საუკუნეების კოშკი, სან მარტინოს საკათედრო ტაძარი (დუომო დი ლუკა), ნაპოლეონის მოედანი, Palazzo Pfanner – ულამაზესი ბაროკოს სასახლე, ლუკას ქალაქის კედლები/გალავანი (Le Mura di Lucca).
გვექნება თავისუფალი დრო სადილისთვის ან/და დამოუკიდებლად სასეირნოდ, ხოლო 14:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და გავემგზავრებით (60 კმ. 1სთ და 20 წთ) პიზას მიმართულებით
პიზაში სანახავი ადგილები: Piazza dei Miracoli, ანუ სასწაულების მოედანი (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და პიზას გულია), პიზის დახრილი კოშკი, პიზის საკათედრო ტაძარი (დუომო დი პიზა), იოანეს ბაპტისტერია, სინოპიის მუზეუმი, კამპოსანტო, გალილეის სახლი, გარიბალდის მოედანი, ქალაქ პიზას მერია.
* მოიცავს პიზის საკათედრო ტაძრის და კამპოსანტოს შესასვლელ ბილეთებს
გვექნება თავისუფალი დრო ვახშმისათვის ხოლო გვიან 21:00 საათზე შევიკრიბებით მითითებულ ადგილას და დავბრუნდებით (100 კმ. 1 სთ და 20 წთ) დი ბიბიანოში.
ღამისთევა ტავერნა დი ბიბიანოში
კვება: საუზმე
🔹31 მარტი / ორშაბათი / ვოლტერა
სასტუმროში საუზმის შემდეგ დავტოვებთ ნომრებს და 09:00-ზე გავემგზავრებით (35 კმ. და 45 წთ) ვოლტერას მიმართულებით. საფეხმავლო ექსკურსიის დროს სანახავი ადგილები: რომაული ამფითეატრი, რომელიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნით, საიდანაც მოსჩანს ულამაზესი ხედები ნანგრევებზე და აბანოებზე. Palazzo dei Priori – უძველესი მერია ტოსკანაში, აშენდა 1208 წელს, სანტა მარია ასუნტას საკათედრო ტაძარი, ეტრუსკული თაღი (Porta all’Arco) – მე-4 საუკუნით დათარიღებული კარიბჭე, უძველესი ეტრუსკული კედლების ნაწილი.
მსურველებს გვექნება დრო/შესაძლებლობა დავათვალიეროთ იტალიის ერთ-ერთი უძველესი ეტრუსკული მუზეუმი (დამატებითი გადახდის შემთხვევაში), სადაც განთავსებულია არტეფაქტების ფართო კოლექცია, სამკაულები და ქანდაკებები, საინტერესოა ასევე ალაბასტრის სახელოსნოებში ვიზიტი და ა.შ.
ღამისთევა ტავერნა დი ბიბიანოში
კვება: საუზმე
🔹1 აპრილი / სამშაბათი / სანჯიმინიანო
საუზმის შემდეგ 09:00-ზე გავემგზავრებით (15 კმ. 10 წთ) სან ჯიმინიანოს მიმართულებით, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც “ლამაზი კოშკების ქალაქს”, სწორედ ამ კოშკების გამო სან ჯიმინიანო არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
სანახავი ადგილები:
Piazza del Duomo (საკათედრო ტაძრის მოედანი), სან ჯიმინიანოს გული, რომელიც გარშემორტყმულია შუა საუკუნეების შენობებით, საიდანაც იშლება ქალაქის კოშკების თვალწარმტაცი ხედები. ტორე გროსას 54 მეტრი სიმაღლის კოშკი, Piazza della Cisterna, ტოტრუმ-ის მუზეუმი, მსურველებს შეუძლიათ შესვლა/ნახვა დამატებითი ღირებულების გადასახადის შემთხვევში.
14:30-ზე კი გავემგზავრებით გრევე ინ ჩიანტი კლასიკოს რეგიონში (45 კმ. 50 წთ), გზად დავტმბებით ულამაზესი პანორამული ხედებით, გვექნება ვიზიტი ღვინის ქარხანა
ვიტიკიოში (Viticcio), რომელიც დაარსდა 1964 წელს. Fattoria Viticcio ცნობილია მაღალი ხარისხის ღვინოებით, მათ შორის Chianti Classico, Chianti Classico Riserva
სუპერ ტოსკანური ნარევები, მსურველებს გვექნება შესაძლებლობა ადგილზე შევიძინოთ რჩეული ღვინოები. ვიზიტის დროს გვექნება 3 სახეობა ღვინის დეგუსტაცია და ლანჩი.
ღამისთევა ტავერნა დი ბიბიანოში
კვება: საუზმე და ლანჩი მარანში
🔹2 აპრილი / ოთხშაბათი / ნომრების გათავისუფლება
საუზმის შემდეგ 09:00-ზე გავემგზავრებით (80 კმ. 1სთ.) ბოლონიის მიმართულებით, გზად კი გვექნება შესაძლებლობა საყიდლებზე შევიდეთ ისეთ სავაჭრო ცენტრში, როგორიცაა Barberino Outlet, იდეალური ადგილია საყიდლებისთვის, სადაც 130-ზე მეტი მაღაზია საშუალოდ 70%-მდე ფასდაკლებებს გვთავაზობს.
15:00 საათზე გავემგზავრებით ბოლონიის აეროპორტის (75 კმ. 55 წთ.) მიმართულებით, 3 საათით ადრე (16:00 საათზე) მზად ვიქნებით რეგისტრაციის გასავლელად, ხოლო 19:25-ზე გვექნება ფრენა (ადგილობრივი დროით) საქართველოს მიმართულებით. თბილისში ვიქნებით 3 აპრილს 04:30-ზე
კვება: საუზმე
ღირებულება შეადგენს 5550 ლარს, მაგრამ შედის:
🔸ფრენა თბილისიდან თურქეთის ავიახაზებით 🔸ჩასაბარებელი 20კგ. ბარგი და 8კგ. ხელბარგი
🔸3 ღამე ბოლონიის სასტუმროში განთავსება https://www.albergocentralebologna.it/
🔸6 ღამე ტოსკანას გულში მდებარე ტავერნა დი ბიბიანოში https://www.tavernadibibbiano.it/en/
🔸9 საუზმე (2 ბოლონიაში, 7 ტავერნა დი ბიბიანოში)
🔸2 ვახშამი (1 ბოლონიაში, 1 ტავერნა დი ბიბიანოში)
🔸1 ლანჩი ღვინის მარანში: ტოსკანური სალიამი და პური, Viticcio EV ზეითუნის ზეთი და ყველი
🔸3 ღვინის დეგუსტაცია / მარანში
🔸ვიზიტი ღვინის ქარხანაში და მარნის ექსკურსია/დათვალიერება
🔸დახვედრა / ტრანსფერი აეროპორტში და ბოლონიის სასტუმროში მიყვანა
🔸მთელი მოგზაურობის განმავლობაში კომფორტული მინივენებით მომსახურება ქალაქებს შორის (სასტუმროდან-სასტუმრომდე)
🔸ტავერნა დი დიბიბიანოდან ბოლონიის აეროპორტში ჩაყვანა / ტრანსფერი
🔸იტალიაში დამხვედრი, ქართველი გიდი / მეგზურის მომსახურება 10 დღის განმავლობაში
🔸კომპანიიდან გამყოლ-ორგანიზატორის მომსახურება
🔸ფლორენციის ტაძარში (სანტა მარია დელ ფიორე) შესასვლელი ბილეთები
🔸პიზას კათედრალში შესასვლელი ბილეთები
🔸პიზაში კამპო სანტოში შესასვლელი ბილეთები
🔸სირმიონი / სკალიგერის ციხეზე ასასვლელი ბილეთები
🔸სიენას ტაძარში შესასვლელი ბილეთები
🔸დელ ოპერას მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
🔸სან ბერნარდინოს ორატორიაში შესასვლელი ბილეთები
🔸სიენას არქეოლოგიურ მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
🔸სიენას ბიბლიოთეკა პიკოლომინში შესასვლელი ბილეთები
🔸სან-ჯიმინიანოს ყველაზე მაღალ კოშკზე (Torre Grossa) ასასვლელი ბილეთები
🔸ქალაქის მოსაკრებელი (city tax)
🔸სამოგზაურო დაზღვევა
☝️ შენიშვნა:
* გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტურის განმავლობაში თავისუფალ დროს დამატებითი კვების საფასურს იხდით დამოუკიდებლად, ტურის ღირებულებაში შესული კვების რაოდენობა/დეტალები კი ჩამონათვალშია 🤗
* დრო გათვლილია მთელი სიზუსტით, თუმცა შესაძლებელია შეიცვალოს ჩვენდა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო
* დამატებითი გადასახდელი თითქმის არ გვაქვს არაფერი, ყველაფერი მაქსიმალურად (ძირითადი) შეყვანილია ტურის ჩამონათვალში (თქვენი სურვილით თუ შეხვალთ დამეტებით მუზეუმში, მხოლოდ ამას თუ გადაიხდით)
კითხვების შემთხვევაში (ან დასაჯავშნად) დაგვიკავშირდით:
☎️ (032) 2 300-700
📲 მობ:555 30 88 11
📍ან გვესტუმრე ახალ მისამართზე:
თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17;
წარმატებულ დღეს და ბევრ მოგზაურობას გისურვებთ ✈️
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
1

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.