logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

თუშეთის 3 დღიანი ტურები

თუშეთის 3 დღიანი ტურები

535₾ ერთ ადამიანზე

თუშეთის 3 დღიანი ჯგუფური ტურები!

ისეთი ლამაზია თუშეთი, ისეთი ზღაპრული და ისეთი შთამბეჭდავი, ერთხელ მაინც აუცილებლად რომ უნდა იმოგზაურო, რათა მოინუსხო და შეგიყვარდეს ისე, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეს იქიდან წამოღებული განცდები და ემოციები 🤗🥰

 

მხოლოდ რამდენიმე თარიღზე გვაქვს ჩანიშნული თუშეთის 3 დღიანი ჯგუფური ტური, რათქმა უნდა, გათვალისწინებული პროფესიონალი მძღოლები “რთულ გზაზე” სამოგზაუროდ.

ადგილებია შემდეგ თარიღებზე:
🔶 5-6-7 სექტემბერი
🔶 19-20-21 სექტემბერი
____
მარშრუტი:
⏩ I. დღე – გასვლა თბილისიდან, აბანოსცერის უღელტეხილი, სოფელი ომალო, თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი, სოფელი შენაქო, ღამისთევა სასტუმრო სახლში ზემო ომალოში

⏩ II. დღე – გასვლა ზემო ომალოდან, კესელო, ქუეს გადასახედი, სოფელი დართლო, სოფელი კვავლო, სოფელი ფარსმა, სოფელი გირევი, ღამისთევა სასტუმრო სახლში ზემო ომალოში

⏩ III. დღე – გასვლა ზემო ომალოდან, სოფელი ბოჭორნა, სოფელი დოჭუ, დაბრუნება თბილისში
_____
სრული ტურის ღირებულება – 535 ლარი
ღირებულებაში შედის:
⤿ ტრანპორტირება კომფორტული Mistubishi Delica-თი (პროფესიონალი მძღოლით);
⤿ განთავსება საოჯახო სასტუმროში;
⤿ ორჯერადი კვება, საუზმე-ვახშამი;
⤿ პროფესიონალი გამყოლის მომსახურება;
_____
დამატებითი ინფორმაცია:
• მგზავრობა მაღალი გამავლობის ავტომობილით (გამოცდილი და სანდო მძღოლით);
• განთავსება თუშური ტრადიციული ტიპის სასტუმრო სახლში;
• კვების რაციონში გათვალისწინებულია ადგილობრივი კერძების დაგემოვნება – ხინკალი, კოტორი, ხავიწი და სხვა;
• პირველი დღის სადილი უმჯობესია წამოიღოთ თბილისიდან, მეორე და მესამე დღის სადილი შესაძლებელია თუშეთში შეუკვეთოთ (გაითვალისწინეთ, რომ თუშური ტრადიციის თანახმად ღორის ხორცის პროდუქტების ატანა არ შეიძლება);
• მეგზურობას გაგიწევთ კვალიფიციური გიდი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით თუშეთის და მარშრუტით გათვალისწინებული ობიექტების შესახებ;
• ფეხით სავალი მონაკვეთები: ფარსმა (400 მ., 20-30 წთ.); გირევი (1 კმ., 30-40 წთ.); კვავლო (400 მ., 20-30 წთ.); დოჭუ (400 მ., 20-30 წთ.);
• რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
• ჩარიცხული თანხა, ტურამდე 7 დღით ადრე არ ბრუნდება.
_____
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:
✆ 514 80 13 31 – ეკო

3 დღე / 2 ღამე
  • გამგზავრების დრო
    ყოველი პარასკევიდან
  • ღირებულებაში შედის
    ⤿ ტრანპორტირება კომფორტული Mistubishi Delica-თი (პროფესიონალი მძღოლით); ⤿ განთავსება საოჯახო სასტუმროში; ⤿ ორჯერადი კვება, საუზმე-ვახშამი; ⤿ პროფესიონალი გიდის მომსახურება;