logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

თუშეთის 4 დღიანი ტურები

თუშეთის 4 დღიანი ტურები

390₾ ერთ ადამიანზე

ტურისტული კომპანია გუდ თრეველი გთავაზობთ თუშეთის 4 დღიანი ტურებს ყოველი პარასკევს!

იმოგზაურეთ თუშეთში ჩვენთან ერთად!
ანდეთ თქვენი მოგზაურობა პროფესიონალებს!

მარშრუტი:
1 დღე – აბანოს უღელტეხილი, შენაქო, ღამისთევა ომალოში
2 დღე – დართლო, კვავლო, ფარსმა, გირევი, ღამისთევა ომალოში
3 დღე – ბოჭორნა, დოჭუ, ილიურთა, ჯვარბოსელი, ღამისთევა ჯვარბოსელში ან ვერხოვანში
4 დღე – კოკლათა, დაბრუნება თბილისში
_____________________
სრული ტურის ღირებულება – 390 ლარი

ღირებულებაში შედის:
⤿ ღამისთევა;
⤿ ორჯერადი კვება;
⤿ ტრანსპორტირება (პროფესიონალი მძღოლით);
⤿ გამყოლი.

თარიღები: 23-26 ივლისი; 27-30 აგვისტო

დამატებითი ინფორმაცია:
• მგზავრობა მაღალი გამავლობის ავტომობილით (გამოცდილი და სანდო მძღოლით);
• განთავსება თუშური ტრადიციული ტიპის სასტუმრო სახლში;
• კვების რაციონში გათვალისწინებულია ადგილობრივი კერძების დაგემოვნება – ხინკალი, კოტორი, ხავიწი და სხვა;
• პირველი დღის სადილი უმჯობესია წამოიღოთ თბილისიდან, მეორე და მესამე დღის სადილი შესაძლებელია თუშეთში შეუკვეთოთ (გაითვალისწინეთ, რომ თუშური ტრადიციის თანახმად ღორის ხორცის პროდუქტების ატანა არ შეიძლება);
• მეგზურობას გაგიწევთ კვალიფიციური გიდი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით თუშეთის და მარშრუტით გათვალისწინებული ობიექტების შესახებ;
• ფეხით სავალი მონაკვეთები: ფარსმა (400 მ., 20-30 წთ.); გირევი (1 კმ., 30-40 წთ.); კვავლო (400 მ., 20-30 წთ.); დოჭუ (400 მ., 20-30 წთ.);
• რეკომენდირებულია სხვა პირად სამოსთან ერთად იქონიოთ, თბილი მოსაცმელი, საწვიმარი, მთაში გადასაადგილებლად კომფორტული ფეხსაცმელი, მზის ქუდი და მზისგან დამცავი საშუალებები;
• ჩვენი თითოეული მგზავრი ტურის განმავლობაში სარგებლობს დაზღვევით, ასევე გათვალისწინებულია პირველადი დანიშნულების სამედიცინო აფთიაქი.

✅ ჩვენი პრიორიტეტია მომსახურების მაღალი ხარისხი, ტურისტებისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და ინფორმირება მაღალკვალიფიციური მეგზურების თანხლებით. თუშეთის მონახულება ჩვენთან ერთად მეტია, ვიდრე მოგზაურობა!

✅ ცალკეული ჯგუფებისათვის მოთხოვნის შესაბამისად ვქმნით თუშეთის ინდივიდუალურ პაკეტებს.

დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:  ☎️(032) 2 300-700;

4 დღე / 3 ღამე
  • ღირებულებაში შედის
    ღამისთევა; ორჯერადი კვება; ტრანსპორტირება (პროფესიონალი მძღოლით); გამყოლი.