logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

უგანდა-ეთიოპია ველური აფრიკის მარგალიტები

უგანდა-ეთიოპია ველური აფრიკის მარგალიტები

ერთ ადამიანზე
🌍ექსპედიცია აფრიკაში
🇺🇬🇪🇹უგანდა- ეთიოპია ველური აფრიკის მარგალიტები

🗓️პერიოდი : 15-28 თებერვალი 2025 წელი

✨თოთხმეტ დღეში ტურის ფარგლებში საოცარი სინთეზით მოვივლით ორ საოცარ აფრიკულ ქვეყანას, ამ ტურის უნიკალურობა სწორედ უგანდას და ეთიოპიის სრულად განსხვავებულ გარემოს შერწყმაში მდგომარეობს.

უგანდა – ქვეყანა რომელსაც დანარჩენი აფრიკისგან განსხვავებული საფარი ტურის შემოთავაზება შეუძლია. მსოფლიოში დარჩენილ 127 თავისუფალ გორილათაგან 96 სწორედ უგანდას მიწაზე ცხოვრობს, ლაღი და ცანცარა პრიმატების ყველაზე დიდი პოპულაციაც ამ მიწაზეა, აქვე იწონებს თავს შესანიშნავი აფრიკული ხუთეულის ყველა ღირსეული წარმომადგენელი- ჯიპებით რბოლა- საფარიზე. ფლორის და ფაუნის ბიომრავალფეროვნება, რომელთაგან უმეტესი ნაწილი ენდემურია და არსად სხვა აფრიკულ მიწაზე არ გვხვდება.
აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქვეყანა ეთიოპია, რომლის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, მდიდარი ისტორია და ბიომრავალფეროვნება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცხრა ძეგლში – უფრო მეტში ვიდრე აფრიკის ნებისმიერ სხვა ქვეყანას აქვს. ეთიოპია მიწა ყველაზე უცხო და ავთენტური ტომების. მზის და ფირუზისფერი ნაზავი, თვალისთვის ბოლომდე აღუქმელი სილამაზე, სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი, რომლის ტბებშიც მაღალი ტემპერატურის გამო გაზის უზარმაზარი საბადოებია – დანაკილის უდაბნო. ზეციერმა სამოთხის მთების მსგავსი დედამიწაზეც თუ გააკეთა ეს აუცილებლად სიმიენისა და ბეილის ულამაზესი მთებია. წარმოიდგინეთ დაისი და აისი ისეთ ადგილას, საიდანაც ხელისგულივით ათას ფერში მოელვარე ჰორიზონტი ჩანს.
ვულკანურ მთებში მცხოვრები ძუძუმწოვრების და ფრინველების სახეობების ძირითადი ნაწილი დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდება. 800 წლის წინანდელ წარმოუდგენელი სილამაზის ლალიბელასა და გერალტას ნასახლარები და კლდოვან ტაძრები, აქვეა გონდარის ბრწყინვალე მე-17 საუკუნის დროინდელ ციხესიმაგრეებს და დედამიწაზე აღმოჩენილ ყველაზე ძველ ადამიანის სამარხებიც . ჯერ კიდევ მეფე სოლომონამდე დასახლებული 3000 წელზე ადრეული ნამოსახლარები, უძველესი ტომები, საოცარი კულტურული და რელიგიური უძველესი ძეგლები, უმდიდრესი მუსიკალური მემკვიდრეობა, განსხვავებული ყავის კულტურა. – ეს ყველაფერი იმის პირობაა, რომ უგანდის და ეთიოპია ერთობლივი ტური ყველა ტიპის მოგზაურს ერთნაირად გააბედნიერებს.

📋დეტალური პროგრამა : 🇪🇹ეთიოპია
✨დღე 1 – ადის აბება ფრენა ჯინკას რეგიონში ჰამერების ტომი
მარადიული გაზაფხულის ქალაქი-ასე უწოდებენ ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებას ზომიერი კლიმატის, მდიდარი მცენარეული საფარის და მჩქეფარე ხასიათის გამო. ქალაქი ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარეობს და ულან ბატორის შემდეგ სიმაღლით მსოფლიოში მეორე დედაქალაქად ითვლება. მომდევნო ფრენა ჯინკას რეგიონში გვექნება, საიდანაც თურმისკენ გავემგზავრებით, რეგიონი ცნობილია აფრიკაში ყველაზე ავთენტური ეთნო ტომებით, პირველი შეხვედრა ჰამერებთან; დავესწრებით ევანგადის ცეკვას და შემდეგ ხარებზე ხტომის ცერემონიას, როდესაც ტომში ვაჟი მომწიფების ასაკს აღწევს, გულადობის დასამტკიცებლად ვალდებულია სიგანეში რიგში მდგომ ხარების წყებას გადაახტეს, რაოდენობას ბელადი აწესებს და სანახაობა მაშტაბურ დღესასწაულის იერს იძენს, საღამოს ტომების ბაზრობას მივაკითხავთ, სადაც ერთდროულად ათზე მეტი სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებთან შეხვედრის საშუალება გვექნება.
🛖ღამისთევა: Buska Lodge. https://www.buskalodge.com/
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ლინკი

✨დღე 2 – კაროს და დელტას ტომი
ეს დღე ნამდვილი სამოთხეა ეთნო ტომებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ტურმეს რეგიონი კენიას ესაზღვრება. აქ მცხოვრები ტომები მთელი აფრიკის დანარჩენი ტომებისგან გამოირჩევიან ვიზუალური და კულტურული სტილით. ნავით ულამაზეს ომოს მდინარეს როგორც კი გადავჭრით, კენიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქ ომორატას მივადგებით მდინარე ომოს მეორე მხარეს კიდევ უფრო თვითმყოფადი დელტას ტომი ცხოვრობს , იქაურების სამარკო ნიშანი ჯოხების მეშვეობით სარიტუალო ცეკვაა, მომდევნო გაჩერება კაროს ტომში გვექნება რომლებიც ცნობილები არიან როგორც მსოფლიოში ყველაზე ფერად და ტანის ხატვაში დიდოსტატ ტომად, სოფლის გარშემო არსებული მცენარეული საფარი უნიკალური ფერების შექმნის საშუალებას იძლევა. სხეულზე მოხატულ დიზაინებს რაიმე განსაკუთრებული რელიგიური დატვირთვა არ აქვს, თუმცა სოფლის მაცხოვრებლები ერთმანეთზე მიბაძვით თითოეული ახალი ნამუშევრის ესთეტიკას კიდევ უფრო აუმჯობესებენ და ხელოვნების დონეზე ჰყავთ აყვანილი. აქ შეხვდებით ყველაზე უცხოდ თიხისგან მოხატულ სხეულს. ტაროს ტომის მამაკაცები ტომი აფრიკაში ყველაზე ექსტრავაგანტული ფორმის თმის ვარცხნილობებითაც არის ცნობილი. როგორც წესი მათი გამოძერწილი ქუდები სირაქლემას ბუმბულით არის ხოლმე შექმნილი, მამრები ამით თავიანთ დახვეწილობას, სტატუს , სილამაზეს და გამბედაობას უსვამს ხაზს. კაროს ქალები ამუშავებენ მიწას : სორგოს , როგორც მთავარ ფქვილეულს და სიმინდს და ლობიოს საიდანაც გოგრის დაფხვნილ ფქვილთან ერთად უგემრიელეს პურს აცხობენ . იგივე სორგოს და საქონლის რძის შერევით ადგილობრივ ძლიერ ალკოჰოლურ ლუდსა ამზადებენ.
🛖ღამისთევა თურმიში: https://www.eco-omo.com/
✨დღე 3 მურსის ტომი
მაგოს ეროვნულ პარკში კიდევ ერთი უცნაური ტრადიციების მქონე მურსის ტომი ცხოვრობს. როდესაც მათი ქალები მომწიფების ასაკს აღწევენ, მათ ქვედა ტუჩს უჭრიან და შიგნით წრიულ თიხის დისკებს უთავსებენ. ტომის მონახულების შემდეგ ჯინკადან ისევ ადის აბაბას მიმართულებით გავფრინდებით. საღამოს საფეხმავლო ტური მარადიულ გაზაფხულის ქალაქში.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ https://youtu.be/HMmvtrD7Ns8
🛖ღამისთევა : https://addis-ababa.goldentulip.com/
✨დღე 4 ადის-აბება – სემრა – დალოლი (დედამიწის დაკარგული წერტილი)
დილიდან ფრენა დედამიწის ყველაზე დაკარგული წერტილის აფარას რეგიონისკენ, საიდანაც ჯიპებით პირდაპირ დანაკილის უდაბნოსკენ გავეშურებით. Danakil Depression, იგივე ყვითელ უდაბნომდე გზად აფდერის ტბასთან შევჩერდებით. ამ ტბის სილამაზის გადმოცემა სიტყვიერად შეუძლებელია. მარილით სრულად გაჯერებულ ტბას საოცარი ფირუზის ფერი დაკრავს და ასამდე მარტო წყალქვეშა ნაკადებით იკვებება. მას მეორე სახელად ჯულიეტი შერჩა, რომელიც იტალიელი მკვლევრის ჯუზეპე მარია ჯულიეტის პატივსაცემად შეარქვეს, თუმცა იგივე ჯულიეტი ადგილობრივებმა ამ ტბის სამხრეთ- დასავლეთით მოკლეს. იქვეა ეგოგის ტბა, რომელიც მსოფლიოსთვის აღმოჩენილი მხოლოდ გასული საუკუნის 20 წლების ბოლოს გახდა. შემდეგ უკვე პოლიციის ესკორტის თანხლებით ბერჰალეს რეგიონის გავლით ჰამედელაში გავემგზავრებით. პასპორტის მიხედვით მოხდება ჩვენი მგზავრების იდენტიფიცირება და აფარ რეგიონის ნებართვების გაცემის შემდეგ დალოლისკენ გამგზავრება. გავივლით აქლემების ქარავნებს, რომლებიც ყოველდღიურად მარილის ტბიდან სემრამდე მარილს ეზიდება.
⛺️ღამისთევა ბანაკში.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ https://youtu.be/C3crB69ZCeM
✨დღე 5 დალოლი–ერტალე, მოწევის მთა / აქტიური ვულკანი
აფრიკის კონტინენტის ყველაზე დაბალი რეგიონი „Danakil Depression“ თავისი წითელი და ყვითელი ცხელი წყლით დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად არის აღიარებული. მისი გულიდან ამოსული მჟავა და მინერალების შემცველობა იმდენად კონცენტრირებული და გაჯერებულია, რომ დედამიწაზე ყველაზე საშიში ადგილის წოდებაც მიენიჭა. იქვეა ცნობილი მარილის აფარის ტბა, საიდანაც ლამის ნახევარი აფრიკა საუკეთესო მარილით მარაგდება. დალოლის მოქმედი ვულკანი ზუსტად ისეთია, როგორი პეიზაჟიც ოცნებაში შეიძლება დახატო. უცებ წარმოიდგინეთ ვულკანური ლანდშაფტი და მასში ჩაკარგული ერტალეს ვულკანური ტბა. ყოველ საღამოს შებინდებისას გეიზერი აქტიურდება და ჩვენს თვალწინ საოცარი სანახაობა ამოქმედდება.
⛺️ღამისთევა ბანაკში.
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ: https://youtu.be/tYr43j1kIXU
✨დღე 6 -ერთალე–სემრეაადის-აბება
ეს დღეც ეკო ტურისტის სამოთხეა. წარმოიდგინეთ საუზმე ვულკანის ძირას, შემდეგ გზა ულამაზეს სემრასკენ და უცებ ჰორიზონტზე თითქოს არსაიდან აფრარას ტბა თავის საოცარი ქათქათა ქვიშით. ეს არის ადგილი, რომლის ვიზუალიც ალბათ არასდროს დაგავიწყდებათ. ფრენა ადის აბებამდე და ღამისთევა დედაქალაქში.
🏩Golden Tulip Addis Ababa https://www.booking.com/Share-2xRWuT
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ : https://youtu.be/SFpSyApMiUQ
✨დღე 7: ფრენა ლალიბელაში (აფრიკული პეტრა) მეორე იერუსალიმი
ლალიბელაში მოხვედრა წარსულში მოგზაურობას გავს. იქაურობას ‘მსოფლიოს მერვე საოცრებას’ ეძახიან. ლეგენდის მიხედვით, როდესაც იმპერატორმა ლალიბელამ მუსლიმებისგან მიწასთან გასწორებული იერუსალიმი ნახა თავის ქვეყანაში მსგავსის აშენება ბრძანა. ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ტყეში ჩაკარგულ ქალაქის ტაძრები ზღაპარივითაა და არარეალურს ჰგავს. მიწის ზედაპირზე ისინი არ ჩანს, ხოლო ქვეშ კი ჯვრის ფორმის 800 წელს მიღწეული მონოლითური ნაგებობები ერთმანეთის მიყოლებით შენს თვალწინ ჩნდება. დღეს მთლიანად აფრიკული პეტრას დათვალიერებაში გავატარებთ. ვეწვევით ეკლესიების პირველ და მესამე ჯგუფს, ჯამში 14 მონასტერს. შებინდებისას მზე აქაურობას ვარდისფერი გრანიტის საფარის გამო კიდევ უფრო ჯადოსნურს და მომაჯადოებელს ხდის.
🏩ღამისთევა: https://www.hotelmaribela.com/
მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ : https://youtu.be/HBq_zOzhTqw
🇺🇬უგანდა
💫იმ ბედნიერებას, ორი თვალი და აღქმის უნარი რომ გაგაჩნია, ალბათ ყველაზე მეტად აფრიკაში იგრძნობ. გასაოცარი უგანდა ერთ ტურში მოქცეული თვალწარმტაცი ქვეყანა, აფრიკის შუაგულში, ეკვატორის ორივე მხარეს განფენილი სამშობლო: ლომების, სპილოების, ბეჰემოთების, ნიანგების, ჯიქების, ჟირაფების, ანტილოპების, მაიმუნთა ოჯახის ცელქი და სასაცილო წარმომადგენელი შიმპანზეების და ყველაზე მთავარი – გადაშენების პირას მყოფი მთის გორილების. მთელ ქვეყანას ნაირფერი ფრინველების საამური ჭიკჭიკი ატკბობს. უგანდა იმდენად თვალწარმტაცია, რომ მას „აფრიკის მარგალიტიც“ კი უწოდეს.
ეს ტური აერთიანებს ფლორა და ფაუნის მოყვარული მოგზაურისთვის საოცნებო სრულ ემოციურ კასკადს: ბიომრავალფეროვნება, კულტურა, დედოფალი ელისაბედის ეროვნული პარკი სრულად არარეალური სილამაზის პეიზაჟებით, კაზინგას არხის საოცარი საფარი, სადაც შეიძლება მოწმეები გავხდეთ ყველაზე მასშტაბური გარეული ცხოველების გადარბენის, ლაშქრობა შიმპანზეებთან კალინზუს ტყეში, საოცარი საფარი აფრიკული ბრწყინვალე ხუთეულთან და ბოლოს უნიკალური შესაძლებლობა პირისპირ ნახოთ თავისუფალი გორილები, სამხრეთ კისოროს მიწა ის ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ცოცხლად დარჩენილი 127 გორილიდან 94 ცალი ცხოვრობს, ეს გამოცდილება სცილდება ყოველგვარ რეალური წარმოსახვის ემოციებს.
მერვე მომდევნო დღეს მოგზაური ვისაც მხოლოდ ეთიოპიის ტურის ნაწილის აღების სურვილი ექნება დაბრუნდება საქართველოში, ან ვინც აგრძელებს ჩვენთან ერთად უგანდაში მოგზაურობას დილის ფრენით გადავფრინდებით უგანდას დედაქალაქში.
✨დღე 1( დღე 8)-ღამის საფარი ტური უგანდაში
უგანდა აფრიკის შუაგულში, ეკვატორის ორივე მხარეს მდებარეობს , გეოგრაფიული თავისებურების გამო ქვეყნის კლიმატი და შესაბამისად ფლორა ფაუნას საფარი განსხვავდება გვერდზე მეზობელი აფრიკული ქვეყნებისგანაც. ტურის ფარგლებში შვიდ დღეში ჩავატიეთ ყველა ის უნიკალური საფარი ტურის, რომლითაც სრულად აფრიკის კონტინენტი იწონებს თავს და მიმზიდველია ტურისტებისთვის. ველური აფრიკის ტურს კეჯონჯოს მწვანე ხეივნის გავლით ვიწყებთ, ქალაქ ფორტპორტალში ჩავალთ და კიბალეს ეროვნულ პარკში დავბანაკდებით, იქაურობა ცნობილია ღამე აქტიური ცხოველების დიდი ნაკადით და უგანდურ ცხოვრებას სწორედ ღამის საფარი ტურით შევუდგებით.
🛖ღამისთევა : https://www.kibaleforestlodge.com
✨დღე 2 ( დღე 9)-პრიმატების საფარი
შიმპანზეებზე დაკვირვებას გამთენიის 6 საათზე კანიანკიუს ბანაკიდან ვიწყებთ. კიბალეს ეროვნული პარკი ზღვის დონიდან 3300 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს და ყველაზე ფართოდ გაშლილი მაღლობია მთელს აფრიკის კონტინენტზე, სწორედ ამიტომ პარკში ბინადრობს ასზე მეტი სახეობის გარეული ცხოველი, თუ ფრინველი, მათ შორის უიშვიათესი 12 ჯიშის პრიმატი: შავი და თეთრი კოლუმბი მაიმუნები, ‟Hoest Monkeys, Grey checked Mangabey, წითელი კუდიანი მაიმუნები, უიშვიათესი სახეობის ფრინველები, როგორიცაა ყვითელი ლაქებიანი ნექტარი, მწვანე მკერდის პიტა, გვირგვინიანი არწივი. პარკი მუდმივი სამშობლოა 10 000 მეტი აფრიკული სპილოს,ზედა პლატოზე ბინადრობს შიმპანზეების მთავარი სამი დიდი „ საზოგადოება“ თითოში 1000 – ზე მეტი პრიმატით, რომლებსაც სრულად განსხვავებული წყობა და სოციალური სტრუქტურა გააჩნიათ, მათზე დაკვირვება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივობაა ტურის მანძილზე, მაგალითისთვის დიდი ზრდასრული მამაკაცი დომინირებს ჯგუფში და იცავს თემის ტერიტორიას შემოსევებისგან, დაჯგუფების თავს და ბოლოს ასევე ამაგრებენ მამაკაცი პრიმატები , ეგრეთწოდებული აუტსაიდერები, შუაში არიან მდედრები, რომლებიც ზრუნავენ მთელი თემის გამოკვებაზე და სარჩოს მოპოვებაზე, ხოლო გარშემო კუთხეებში არიან მეძუძური და ასევე „ ძიძა“ მდედრები, რომელთაც მცირეწლოვან პრიმატებზე ზრუნვა ევალებათ.
🛖ღამისთევა: https://www.kibaleforestlodge.com
✨დღე 3 (10) – დედოფალი ელისაბედის ეროვნული პარკი
ეს დღე სრული სამოთხეა მათთვის ვისაც ბუნება უყვარს , შემხვედრი პეიზაჟები, ხედები, და მცენარეული საფარი გადარევს სილამაზით ყველაზე გულგრილ ვიზიტორსაც კი, დედოფალ ელისაბედის სახელობის ეროვნული პარკის ჩრდილოეთ ნაწილი სავსეა კრატერის ტბებით, მის ფონზე გაშლილი მთები და ტყეები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.
🛖ღამისთევა: https://warujojosafarilodge.com/
✨დღე 4 (11): საფარი დედოფალ ელისაბედის ეროვნულ პარკში
აქ საითაც უნდა გაიხედო, ყველგან ზებრების, გნუებისა და სპილოების ჯოგები მოჩანს. უცებ იწყებს აღქმას , რომ დედოფალ ელისაბედის ეროვნული პარკის ლანდშაფტი სწორედ ის აფრიკაა, რომელიც ჩვენს წარმოსახვაში ბავშვობიდან დაილექა. კასენის ეროვნული პარკი სავსეა ლომებით და ლეოპარდებით, იანვარი და თებერვალი დიდი კატების სამშობიარო პერიოდია და ერთადერთი დრო როდესაც პატარა ბოკვერების ახლოდან ნახვის შესაძლებლობა ეძლევა მოგზაურს, ზამთრის მიწურული გამორჩეულად კარგი სეზონია კლიმატით უგანდის ტერიტორიაზე, ამიტომ ამ პერიოდის საფარი იდეალურია სანახაობრივად და თავის ცხოველების სიმრავლის მასშტაბით. დღის მეორე ნახევარს კაზინგას არხში ნავებით გავალთ, იქაურობა სავსეა ბრაზიანი და ზანტი ჰიპოპოტამებით და ნაპირზე მწოლიარე გაზულუქებული გარეული კამეჩებით. ნაპირზე თითქოს ზღაპარში ისე დაფრინავენ უიშვიათესი ჯიშის ფრინველებით მათ შორის ვარდისფერ ზურგიანი პელიკანებით, მალაქიტის სამოთხის ჩიტები.
🛖ღამისთევა : https://warujojosafarilodge.com/
✨დღე 5 (12) იშაშას ტერიტორიის ხეებზე მცოცავი ლომები
გზა გორილების პარკისკენ ალბათ ყველაზე თვალწარმტაცია მთელს აფრიკაში. დილიდან ქვეყნის სამხრეთით მდებარე Bwindi Impenetrable Forest National Park- სკენ წავალთ, იშაშას მდელო , ადგილი სადაც სულხან-საბა ორბელიანის იგავის ამბავს თავდაყირა აყენებს, ლეღვის ხეები სავსეა ზედ მწოლიარე ლომებით, უზარმაზარი კატები ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ტოტიდან ტოტზე ხტუნაობენ და მიწაზე იშვიათად ჩამოდიან. ეს დღეც სწორედ იმ დღეთაგან იქნება, რომლის ყოველი წამის დაჭერა და მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდვა გინდა
🛖ღამისთევა: https://gorillablufflodge.com/
✨დღე 6 (13): ბვანდის ნაციონალური პარკი
უგანდაში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ უიშვიათეს საფარიში მონაწილეობის მიღებაა, რომლის შესრულებაც დედამიწაზე მხოლოდ ბვანდის ნაციონალურ პარკშია შესაძლებელი, ეს სწორედ ის მიწაა, სადაც ჩვენს პლანეტაზე დარჩენილ 127 გორილადან 94 თავისუფლად და ბედნიერად ბინადრობს . დილის აუცილებელი ბრიფინგის შემდეგ ჩვენი ტური ბამბუკით ხეებით დაფარულ ტყის ფერდობებს ჩაუყვება , გზა გორილებამდე არ არის მარტივი, თუმცა მათი ვერცხლისფერი ანარეკლის დანახვაც კი ნებისმიერ მოგზაურს მყისიერად აშორებს ნებისმიერ დაღლის შეგრძნებას. ეს საფარი ყველაზე არაპროგნოზირებადია, მისი ხანგრძლივობა შეიძლება 2 დან 8 საათამდეც გაგრძელდეს, სპეციალური გარემოს დაცვის რეინჯერები ტერიტორიაზე ყოფნის ნებართვებს ხშირად შეამოწმებენ, თითოეულ მონაკვეთს თავისი ზედამხედველი ჰყავს და ბოლომდე უნდა დაემორჩილო მათ მიერ გაცემულ ნებისმიერ მითითებას. დედამიწაზე გავრცელებული ტყის საფარი არაუმეტეს 12000 წელს ითვლის, ბვინდის ნაციონალური პარკი კი მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სულ მცირე 25 000 წლისაა. პარკში გავრცელებული 310 სახეობის პეპელა, 51 ჯიშის ქვეწარმავალი და 200 მეტი სხვადასხვა ხე ენდემურია და გვხვდება მხოლოდ ამ არეალში. გორილებთან ერთად აქაც ვნახავთ იშვიათი ჯიშის 10 ზე მეტი სახეობის პრიმატებს, მათ შორის ყველაზე იშვიათი წითელ და ლურჯ კუდიანი მაიმუნებს , ოქროსფერი ბაბუინებს და რა თქმა უნდა, უგანდის მშვენებას- მთის გორილებს. პარკი სახლია 350- ზე მეტი სახეობის ფრინველის, რომელთაგან შვიდი შედის IUCN წითელ მონაცემებში . იქ გავრცელებული ალბერტინის რიფტის ენდემების 90% სახეობების ხილვა შეუძლებელია აღმოსავლეთ აფრიკის ნებისმიერ სხვა წერტილში. ეს დღე და აქ გადაღებული კადრები სამუდამო სამფლობელოს დაიდებს თქვენს მეხსიერებაში.
🛖ღამისთევა: https://gorillablufflodge.com/
✨დღე 7 (14) კამპალა
14 დღე გავიდა აფრიკის ზღაპარში მოგზაურობიდან, ამოვკრიფეთ და შევიგრძენით ალბათ ყველა ის მარგალიტი რაც საუკეთესოა მთელს აფრიკაში და ამდენი ემოციების ფონზე თითქოს შეუძლებელია რამემ კიდევ გაგვაკვირვოს…. უგანდის სამხრეთ დასავლეთით ულამაზესი ტერასიანი ნაპირებით და მწვანე გორაკებით გაწყობილი მხარე „ აფრიკის პატარა შვეიცარია“ მდებარეობს, რომელიც სწორედ ეკვადორის ხაზს მიყვება და დედამიწას ორ თანაბარ ნახევარსფეროდ ყოფს, ამ გზის გავლა ერთ-ერთი მორიგი საოცარი ემოციის მომტანი იქნება ჩვენს მოგზაურობაში, ბორცვები, გორაკები , მწვანე საფარი, ულამაზესი პატარა ავთენტური სახლები და გარეული ცხოველები, ეს ყველაფერი მთელს მანძილზე მისდევს ჩვენს ამ დღის მოგზაურობას. უგანდაში დაახლოებით 30 ეთნიკური ტომი ცხოვრობს, რომელთა ძირითადი ნაწილიც სწორედ კამპალაშია თავმოყრილი. ეთიოპიისგან განსხვავებით უგანდელები ყავას არა მხოლოდ სასმლის მომზადების მიზნით იყენებდნენ, არამედ ადგილობრივი მოსახლეობა ყავის მწვანე მარცვლებისგან თილისმებსაც ამზადებს , რომელსაც განსაკუთრებულ ბალახებს უმატებენ და მათი რწმენით ამგვარი ამულეტები იცავს მფლობელს ყოველგვარი უბედურებისგან და უპირობო წარმატება მოაქვს ცხოვრებაში სწორედ კამპალაში ამ ეთნოსის წარმომადგენლებთან გვექნება საშუალება მსგავსი ამულეტების შეძენის და სიმბოლურად ცხოვრების გზის ტომების წარმომადგენლებისგან დალოცვის შემდეგ ჩვენი მორიგი აფრიკული ზღაპარიც დასრულდება. ალბათ ეს დღეები იქნება იმ საოცარი თავგადასავლების სინთეზი რაც კი მოგზაურმა, ფლორა ფაუნის, ეთნოსის , რელიგიური ძეგლების თუ ველური ბუნების და თავგადასავლების მოყვარულმა ადამიანმა შეიძლება ინატროს, ერთმანეთზე საფეხურებად აწყობილი ემოციების ნაზავი და სრული ჰარმონია ჯადოსნური აფრიკის ყველა მარგალიტის. მჯერა, ამ ტურიდან სამშობლოში დაბრუნებულ თითოეულ მგზავრს ცხოვრების ბოლომდე ასევე მძაფრად გაჰყვება აქ განცდილი ყველა ბედნიერი წამის ემოცია.
⭐️ტური შესაძლებელია გაიყოს სამ ნაწილად:
🇪🇹მოგზაურს ვისთვისაც პრიორიტეტული რელიგიურ კულტურული ძეგლები, ეთნო ტომები ბუნებრივი მოვლენები ვულკანები თუ დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილის დანაკილის თავის თვალით ნახვა სურს შეუძლია დაგვემგზავროს მხოლოდ ეთიოპიის ტურზე,
🏷️ეთიოპიის ტურის ღირებულება: 3950$
🇺🇬მოგზაურს ვისაც ველური ბუნება, საფარი, ექსტრიმი და გორილების ბუნებრივი საცხოვრებელი არეალის თავის თვალით ხილვა სურს შეუძლია მხოლოდ უგანდას ტური აიღოს.
🏷️უგანდის ტურის ღირებულება : 4880$
🌍ვინც მაქსიმალისტია, შეუძლია თავის თავს 15 დღიანი დასვენების უფლება მისცეს და სრულად შეიგრძნოს განსხვავებული აფრიკის ყველა სიდიადე, რა თქმა უნდა, სრული ეთიოპიის და უგანდას ტური უნდა აიღოს🫶
🏷️სრული ორივე ქვეყნის ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 6950$
📝ფასში შესულია:
✅ საერთაშორისო ორმხრივი ავიაბილეთი ტურის ტიპის მიხედვით თბილისი- ადის აბიბა( ეთიოპია)- თბილისი, თბილისი კამპალა ( უგანდა)-თბილისი, ან თბილისი -ადის აბიბა, კამპალა-თბილისი – რეისს ასრულებს კატარის ავიახაზები ;
✅ შიდა ფრენის ექვსი ავიაბილეთი –
1) ADDIS-ABABA/ SEMRA
2) SEMRA /ADDIS ABABA
3)ADDIS ABABA/LALIBELA
4) LALIBELA /ADDIS -ABABA
5)ADDIS-ABABA/ JINKA
6)JINKA/ADDIS – ABABA
✅ ვიზა უგანდა, ვიზა ეთიოპია ;
✅ სამოგზაურო დაზღვევა;
✅ სამოქალაქო ადგილობრივი დაზღვევა;
✅ სასტუმრო/ლოჯებში განთავსება ორ ადგილიან ნომერში ერთი ადამიანის;
✅ ყველა საუზმე და ვახშმები სასტუმროებში;
✅ სამჯერადი კვება ყველა კემპინგის ღამეში ;
✅ტურის განრიგში გაწერილი ყველა შესასვლელი ბილეთი;
✅ ყველა სოფლის შესასვლელი, ომას ხეობის ტომების საფასური და მთავარი გადასახადები;
✅ ინგლისურენოვანი გიდი;
✅ ქართულ ენოვანი გამყოლი;
✅ სკაუტების მომსახურება ეროვნულ პარკებში;
✅ ეროვნული პარკების გადასახადები;
✅ სამხედრო დაცვა სრული ტურის მანძილზე;
✅ გორილების სახელმწიფო გადასახადი 1120$ თითო ადამიანზე თვეში ნებადართულია მხოლოდ 200 ადამიანის ვიზიტი ;
✅ პრიმატების სახელმწიფო გადასახადი 280$ თითო ადამიანზე;
✅ ყველა სახმელეთო ტრანსპორტი 4:4 ზე მანქანებით;
✅ დანაკილის უდაბნოში ჯიპებით მომსახურება;
✅ სპეც პერსონალი დანაკილის უდაბნოში;
✅ პოლიციის გაყოლა ერთალეს აქტიურ ვულკანში;
✅ დანაკილის ნებართვები რეგიონალური ტურიზმის დეპარტამენტისგან ( წელიწადში გაიცემა მხოლოდ 700 ვიზიტორზე);
✅ სრული ტურის მანძილზე მზარეულის და მისი დამხმარე გუნდის მომსახურება;
✅ 1 ბოთლი წყალი დღეში ერთ ადამიანზე;
✅ კემპინგის სრული აღჭურვილობა;
✅ ყველა სახელმწიფო გადასახადი;
✅ ყველა შემოსავლის გადასახადი უცხოელი ტურისტისგან რეგიონული ხელისუფლებისთვის.
❌ფასი არ მოიცავს:
❎ერთ ადგილიან განთავსებას ნომერში ( სურვილის შემთხვევაში ტურს ემატება 2250 $);
❎ კამერის და დრონის შეტანის ნებართვის გადასახადებს;
❎ ალკოჰოლური ან სხვა გამაგრილებელი სასმელი;
❎ პირადი ხარჯები;
❎ სურვილის შემთხვევაში ინტერნეტ მობილურის პაკეტს 25$ ეთიოპიის ტერიტორიაზე, 30 $ უგანდის ტერიტორიაზე, შეგიძლიათ შეიძინოთ აფრიკის გლობალ ესიმ ბარათიც 90$ ერთი თვის მანძილზე ულიმიტო ინტერნეტ პაკეტით;
❎ “თიფს” 75$ თითო ვიზიტორისგან უგანდას ტერიტორიაზე 75$ თითო ვიზიტორისაგან ეთიოპიის ტურის მანძილზე .
❗️მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
📌სასურველია ყველა მონაწილეს ჰქონდეს გაკეთებული ყვითელი ცხელების აცრა. აცრა კეთდება საბურთალოს ცხელების ცენტრში და იცავს ორგანიზმს მთელი ცხოვრების მანძილზე. უსაფრთხოა ჩვილი ბავშვებისთვისაც.
📌გთხოვთ, საფარის დღეებისთვის თან იქონიეთ თხელი გრძელ მკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი, ფეხზე ჩაიცვით წყალგამძლე, მყარ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, არ დაგრჩეთ მზის სათვალე, მზისგან დამცავი ქუდი და მზისგან დამცავი საცხი.
📌მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს საგანგებო სიტუაციის, უამინდობის, პოლიტიკური ან სოციალური პრობლემების შემთხვევაში, თუმცა ტურის განრიგი შესრულდება სრულად.
📌აუცილებელია თან იქონიოთ მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები.
📌არ გჭირდებათ მალარიის საწინააღმდეგო აბები!
📌აუცილებელია ტურის დღეებში სრულად დაემორჩილოთ ადგილობრივ გამყოლს. მისი ნებართვის გარეშე ბაზის ან ტრანსპორტის დატოვება აკრძალულია.
📌რეკომენდებულია არ მიიღოთ ალკოჰოლი საფარი ტურის განმავლობაში.
❗️გთხოვთ, გაითვალისწინეთ:
⭕️ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 500$ შემოტანის შემდეგ, თქვენი მხრიდან ტურის გაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
⭕️ავიაბილეთის თანხა უნდა დაიფაროს სრულად ტურში მონაწილეობის დადასტურებიდან ორ კვირაში;
⭕️დანარჩენი თანხის გადანაწილება შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით,
⭕️სრული თანხა უნდა იყოს დაფარული 2025 წლის 1 იანვრამდე.
📞დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: ☎️ (032) 2 300-700; (შიდა ნომერი 202);
1

ქვეყნის შესახებ

Sorry, the comment form is closed at this time.