უზბეკეთი
ტაშკენტი – სამარყანდი – ბუხარა – ხივა – ურგენჩი – ტაშკენტი
დღე 1: ტაშკენტი
გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ტაშკენტის აეროპორტის გასასვლელშიადგილობრივ კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა და ტრანსფერი სასტუმროში. ნომრებშიგანთავსება, დასვენების შემდეგ გავემგზავრებით ტრადიციულ რესტორანში სადაც პირველად გავეცნობითუზბეკურ სამზარეულოს.
დღე 2: ტაშკენტი – სამარყანდი
ადრეული საუზმე სასტუმროში, ტრანსფერი ტაშკენტის რკინიგზის სადგურამდე.
გამგზავრება ჩქაროსნული მატარებლით სამარყანდში. სამარყანდში ჩასვლა 09:30, ტრანსფერისასტუმროში. ქალაქი სამარყანდი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი 2001 წლიდანროგორც კულტურათა გზაჯვარედინზე აშენებული ქალაქი. სამარყანდი ყოველთვის ითვლებოდა აბრეშუმისგზის მარგალიტად, მდიდარი ვაჭრები უფრო მეტ დროს ატარებდნენ სამარყანდში, ვიდრე აბრეშუმის გზისგასწვრივ მდებარე სხვადასხვა ქალაქებში. ცნობილი მოგზაურები მარკო პოლო და იბნ ბატუტააღფრთოვანებულნი იყვნენ სამარყანდის სილამაზით, რაც ნათლად ჩანს მათ გზამკვლევებში. ალექსანდრემაკედონელი და ჩინგიზ ხანი გასაოცარ ლეგენდებსა და ისტორიებს ყვებოდნენ სამარყანდზე. დღისსანახავი ადგილები: რეგისტანის მოედანი, გურ-ემირის სამარხი, ბიბი-ხანუმის მეჩეთი, შახი-ზინდასანსამბლი, ულუგბეკის ობსერვატორია და ხოჯა დანიარის მავზოლეუმი (ასე უწოდებენ მუსლიმები ბიბლიურდანიელ წინასწარმეტყველს) – რომელსაც პატივს სცემენ როგორც მუსლიმები, ასევე ებრაელები დაქრისტიანები. საღამოს კი დავასრულებთ ტრადიციულ რესტორანში სადაც უგემრიელესი ქაბაბი და მწვადიმზადდება.
დღე 3: სამარყანდი – ბუხარა
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი ბუხარაში. ჩასვლისთანავე განთავსება სასტუმროში დასვენებისთვის. ბუხარა ცენტრალური აზიის წმინდა ქალაქად არის აღიარებული. 1993 წლის 21 დეკემბერს იუნესკომ ბუხარასძველი ნაწილი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამ ქალაქის არქიტექტურული ნაგებობები ათასიწლის ისტორიას ითვლის.
დღის ტურის გეგმა: სამანიდების და ჩაშმა აიუბის მავზოლეუმებს, ბოლო-ხაუბის მეჩეთს, კიდობნის ციხეს, პოი-კალიანის კომპლექსს, აბდულაზიზ ხანისა და ულუგბეკის უძველეს მედრესეებს, სავაჭრო გუმბათებს, ასევე გასეირნებას. ლიაბი-ხაუზის მოედნის გასწვრივ, სადაც ხოჯა ნასრედინის ცნობილი ბრინჯაოსქანდაკებაა. მშვენიერი დღე ბუხარაში დასრულდება სადილით ბუხარას ოჯახში მასტერკლასით ბუხარასპილაფის მომზადების შესახებ, რომელიც შედგება ხორცის, ხახვის, ბრინჯის და სანელებლებისგან.
დღე 4: ბუხარა
საუზმის შემდეგ ექსკურსია ბუხარას გარეუბანში. დღის სანახავი ობიექტები: სიტორა-ი-მოჰი-ხოსასსასახლეში გასეირნება, ბაჰაუდდინ ნაკშბანდის მავზოლეუმი, ჩორ-ბაქრის სასაფლაო. გავისერნიებთბუხარას ვიწრო ქუჩებში სადაც გადავიღებთ დაუვიწყარ ფოტოსურათებს. დღის მეორე ნახევარშითავისუფალი დრო.
საღამოს ვახშამი ტრადიციულ რესტორანში სადაც დავაგემოვნებთ უგემრიელეს ადგილობრივსამზარეულოს.
დღე 5: ბუხარა – ხივა
საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ხივაში ყიზილყუმის უდაბნოს გავლით; გზად მშვენიერი უდაბნოს ხედებით დავტკბებით. პირველი გაჩერება გვექნება მდინარე ამუდარიასთან, ჩასვლა ხივაში და განთავსება კომფორტულ სასტუმროში იჩან-კალაში, ტურისთვის იდეალური განლაგებით.აბრეშუმის გზაზე ხივაში ცნობილი ისტორიული იჩან-კალას ციხესიმაგრე, 54 ისტორიული არქიტექტურულიშენობით და 250 ადგილობრივი სახლით. იჩან-კალა პირველი ადგილია რომელიც იუნესკომ შეიყვანათავისი მსოფლიო ძეგლების სიაში უზბეკეთსა და ცენტრალურ აზიაში. გავისეირნებთ იჩან-კალას ციხისვიწრო ქუჩებში. დღის დასასრულს გვექნება ვახშამი ტრადიცულ ოჯახში.
დღე 6: ხივა
საუზმის შემდეგ საფეხმავლო ტური ხივაში. მოვინახულებთ: იჩან-კალას ციხეს, კალტა მინორისდაუმთავრებელ მინარეთს; მუჰამედ ამინ ხანის მედრესეს; კუნია-არკის ციტადელს, რომელიც შედგებასაზაფხულო და ზამთრის მეჩეთებისგან, ჰარემი და აკ-შეიხ-ბობას გადმოსახედი; ჯუმა მეჩეთი 218 უნიკალური ხის სვეტით; მაჰმუდ ფახლავანის მავზოლეუმი ულამაზესი ფირუზისფერი გუმბათებით; 57-მეტრიანი მინარეთი და ისლამ-ხოჯას მედრესე; აკ – მეჩეთი; ანუშ ხანის აბანოები; ალა-ყული-ხანისმედრესე ქარვასლათა და ბაზრით; ტაშ-ხაულის სასახლე და იჩან-კალას ქალაქის კედლები. ამ დღესგველის ფოლკლორული საღამო ტრადიციული ვახშმით.
დღე 7: ხივა – ურგენჩი – ტაშკენტი
ადრიანი საუზმე სასტუმროს რესტორანში, ტრანსფერი ურგენჩის აეროპორტში ტაშკენტშიგასამგზავრებლად. ჩამოსვლა ტაშკენტში. ტრანსფერი და განსათავსება სასტუმროში და დასვენება. დღისმეორე ნახევარში ტაშკენტის ტური. სანახავი ადგილები: ხასთ-იმამის ანსამბლი, ჩორსუს ბაზარი, თავისიბრწყინვალე ფირუზისფერი გუმბათებით, რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლი, სიმამაცის მონუმენტი, თემურლენგისა და მუსტაქილიკის მოედნები; გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი – ხელოვნების უნიკალურიექსპოზიციებით. ტაშკენტის ტური დასრულდება ადგილობრივ რესტორანში გამოსამშვიდობებელი ვახშმით.
დღე 8: ტაშკენტი
საუზმე, ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება.
მოგზაურობის პერიოდი 6 – 13 ოქტომბერი
ტურის ღირებულება: 3850 ლარი
ღირებულებაში შედის:
- პირდაპირი ფრენა (თბილისი- ტაშკენტი-თბილისი) 20 კგ ბარგითა და ხელბარგით
- სამოგზაურო დაზღვევა
- ქართულენოვანი გამყოლი
- ადგილობრივი კომპანიის ტურისტული მომსახურება
- ადგილობრივი გიდის მომსაურება სრული ტურის განმავლობაში.
- განთავსება ორადგილიან ნომრებში 3* სასტუმროებში
- ყველა გადაადგილება ტურის მარშრუტის მიხედვით ჩვენთვის განკუთვნილი კომფორტულიკონდიცირებული ტრანსპორტით.
- ყველა დღე 1.5 ლიტრი მინერალური წყალი ყველა მგზავრისთვის
- ორჯერადი კვება, თავისი კულინარული მასტერკლასებითა და შოუებით ტურის მიხედვით
- ჩქაროსნული მატარებლის ბილეთები (ტაშკენტი-სამარყანდი)
- შიდა ფრენის ბილეთი (ურგენჩი-ტაშკენტი) ბარგიანი.
- ყველა სამუზეუმო მოსაკრებელი.
ფასში არ შედის
ერთ ადგილიანი განთავსება;
ნებისმიერი პირადი ხარჯი;
ალკოჰოლური სასმელი ან კვება რომელიც არ არის ტურში ნახსენები.
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 300-700;
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
-
ღირებულებაში შედისპირდაპირი ფრენა (თბილისი- ტაშკენტი-თბილისი) 20 კგ ბარგითა და ხელბარგით სამოგზაურო დაზღვევა ქართულენოვანი გამყოლი ადგილობრივი კომპანიის ტურისტული მომსახურება ადგილობრივი გიდის მომსაურება სრული ტურის განმავლობაში. განთავსება ორადგილიან ნომრებში 3* სასტუმროებში ყველა გადაადგილება ტურის მარშრუტის მიხედვით ჩვენთვის განკუთვნილი კომფორტულიკონდიცირებული ტრანსპორტით. ყველა დღე 1.5 ლიტრი მინერალური წყალი ყველა მგზავრისთვის ორჯერადი კვება, თავისი კულინარული მასტერკლასებითა და შოუებით ტურის მიხედვით ჩქაროსნული მატარებლის ბილეთები (ტაშკენტი-სამარყანდი) შიდა ფრენის ბილეთი (ურგენჩი-ტაშკენტი) ბარგიანი. ყველა სამუზეუმო მოსაკრებელი.
-
ღირებულებაში არ შედისერთ ადგილიანი განთავსება; ნებისმიერი პირადი ხარჯი; ალკოჰოლური სასმელი ან კვება რომელიც არ არის ტურში ნახსენები.