logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ვიეტნამი და კამბოჯა

ვიეტნამი და კამბოჯა

9200₾ ერთ ადამიანზე

ვიეტნამი – დედამიწის სამოთხე აზიაში, კამბოჯა – წარსული დიდების საოცარი ისტორია
ამ ორი ქვეყნის გაერთიანებით საოცარი  ემოციების კომბინაცია იქმნება. არ არსებობს აზიაში მიწა უფრო ლამაზი, ვიდრე წყლით გარშემორტყმული ვიეტნამია და არაფერია იმაზე დიდებული, ვიდრე უძველესი ისტორიული კამბოჯა.

ერთ ტურში გაერთიანებულია ორივე ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობები.

ტურის დაყოფა ორად შესაძლებელია, მოგზაურებს რომელთათვისაც პრიორიტეტულია დრო შეუძლიათ მხოლოდ ვიეტნამის მთავარ ნაწილზე დაგვემგზავრონ, ხოლო ვისთვისაც ორივე ქვეყნის ნახვა დიდი ხნის ოცნებაა, ნუ გამოტოვებთ კამბოჯას.

დღე 1: ჰა ნოი
ბოლო ათ წლეული ალბათ ყველაზე საინტერესოა ვიეტნამში სამოგზაუროდ, რადგან მკვეთრად იგრძნობა კონტრასტები ძველი საბჭოთა პერიოდის აზიის და თანამედროვე ანიმეების სამყაროს კორეა-იაპონიის.  ყველაზე მეტად ამაზე დაკვირვებას ვიეტნამის დედაქალაქ ჰა ნოიში შეძლებთ. ერთ სივრცეში ჩაკარგული აზიური ეს ორი სრულიად განსხვავებული ძველ და ახალ თაობაზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა ახლად ჩასული მოგზაურისათვის. უძველესი კულტურა, საოცარი ბუნება და თანამედროვე სამყარო ეს ჰანოის ქუჩებში მიმოფანტული აზიური საგანძურია. ჩვენს ტურს ლიტერატურული ტაძრით ვიწყებთ- აზიურ სტილში ნაგები უძველესი პაგოდა საოცრად ჰარმონიაშია გამჭირვალე და მუდამ ღრუბლებ მიმოფანტულ დედაქალაქის ცასთან.

შემდეგ ვნახავთ ერთი სვეტის და Tran Quoc პაგოდებს. ეს არის უძველესი (1400 წლის) ორი სხვადასხვა სტილის ნაგებობა, რომლის მსგავსი ვიზუალიც მხოლოდ მალაიზიის ტაძრებში შეიძლება შეგხვდეთ. დღის მეორე ნახევარში ცნობილ ჰოანკიემშის ტბაზე დაწნული ნავებით გავისერინებთ. ამ დღეს აუცილებლად სანახავია Ngoc Son Temple, წმინდა იოსების ეკლესიაც და ძველ ქალაქში ცნობილი რკინიგზის სადგური. საღამოს ვიეტნამელების წყლის თოჯინების ცნობილ შოუს დავესწრებით და ღამეს შოპინგს დავუთმობთ. ჰანოი ერთ-ერთი ყველაზე იაფი ღამის სავაჭრო ქალაქია მთელს ვიეტნამში .

დღე 2: HOA LU & TAM COC
დღეს მზის ამოსვლასთან ერთად ვიწყებთ. ნინ ბინში ჩავდივართ და ნავით მდინარე ტამ კოკის ცნობილი მღვიმე-ქვაბულების დასათვალიერებლად გავყვებით. ნაშუადღევს მოვინახულებთ ვიეტნამში სილამაზით მეორე Bich Dong Pagoda (ყველაზე ლამაზად Huong pagoda აქვთ აღიარებული). გზას დინის დედაქალაქ ჰოალუშისკენ ვაგრძელებთ. ეს ის ქალაქია, სადაც მე-10 და მე-11 საუკუნეებში ვიეტნამს ყველაზე ძლევამოსილი დალეს დინასტიები მართავდნენ. ამ ქალაქის წმინდა ტაძრები აშენდა მე-17 საუკუნეში. ციხე-სიმაგრეში შემორჩენილია სამეფო ტახტის კვარცხლბეკი, ბრინჯაოს დოლები და რელიგიური საგნები, იმპერატორების ქანდაკებებთან ერთად.

დღე 3: TRANG AN – MUA CAVE
ამ დღეს ვიეტნამური სოფლების და მღვიმეების ტური გვექნება. ვნახავთ ყველაზე ლამაზ  პანორამულ ხედიან ჰანგმუას მღვიმეს ტრანგანპიერ – ტრინის ტაძარს – ბნელ მღვიმეს – ნათელ მღვიმეს – ნაურუუს მღვიმეს – ტრანის ტაძარს – ბაგიოტის გამოქვაბულს – სეოს მღვიმეს – სონდუონგის გამოქვაბულს – ფუხონგის ტაძარს – ხონგის გამოქვაბულს – ბაო Hieu Pagoda-ს. ვიცი, დავიღლებით, მაგრამ მომდევნო დღეს კრუიზზე დავისვენებთ!

დღე 4: NINH BINH – HA LONG
ამ დღისთვის სიტყვები ზედმეტია: ჰალონგის ყურე დედამიწის ულამაზეს ადგილებს შორის საპატიო ადგილს იკავებს, საკრუიზო გემით სრულად მოვივლით ახლო-მახლო ნაპირებს, მივცურავთ ულამაზეს ბაიტულონგის ყურესთან, ლანჩი გვექნება Bai Tu Long-ში საოცარი ხედების ფონზე, ფეხით მოვივლით Thien Canh Son-ის მღვიმეს, იგივე დამალული მღვიმე, საიდანაც პირდაპირ თეთრ ქვიშიან Hon Co Island-ზე წავალთ გასარუჯად. გვიან ღამე დავბრუნდებით გემზე. ვიეტნამური ცა ცნობილია თავის უთვალავი ვარსკვლავებით და კარგი ხილვადობით, ყურე Cong Do-ს ტერიტორიიდან ცნობილი დიდი დათვის და კასიოპეას თანავარსკვლავედი ყველაზე კარგად მოსჩანს მთელს დედამიწაზე, ნავსაყუდელად ღამე სწორედ ამ ყურეს ავირჩევთ.

დღე 5: ჰა ლონგ და ჰა ნოი
თუ გინდა ცხოვრებაში ერთ-ერთი ულამაზესი მზის ამოსვლა ნახო ჰა ლონგ ბეიში გარიჟრაჟამდე გაღვიძება არ უნდა დაგეზაროს. ამ დღეს ვიეტნამური ნავებით მეთევზეთა სოფელ Vung Vieng ვეწვევით. ადგილობრივები დღემდე ტრადიციული კოსტუმით დადიან. მათთან ერთად ვიეტნამური ჯუნგლების ექსკურსია განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება.

საკრუიზო ექსკურსიას პიერში ვასრულებთ, სწორედ ამ ქალაქშია ცნობილი მარგალიტების ქარხანა. აქ შეძენილი სამკაულები და სახის მოვლის საცხები საუკეთესოა მთელს აზიაში.

ჰანოიმდე უკანა გზაზე გველების სოფელშიც შევივლით, გურმანებს ექნებათ საშუალება საუკეთესო გველის ხორცის კერძები დააგემოვნონ ადგილობრივ რესტორნებში.

დღე 6: ფრენა ჰანოიდან – დანანგისკენ
დილით მოკლე ფრენის შემდეგ თავს და ნანგის ქალაქში ამოვყოფთ. ეს დღე და ზოგადად  ვიეტნამი სამოთხეა ეკო ტურისტებისთვის. მთელ დღეს ხედების და ბუნების ცქერაში გავატარებთ. ვიწყებთ  Ba Na Hills-ით. საოცარი მთები, ტყეები და გამჭოლი ლურჯი ცა – აქაურობას მეორენაირად ოთხ სეზონს ეძახიან. მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგიროთი გადავუვლით ვონგნგუეტის გორაკებს, ლინუნგ პაგოდას, ტიჩკაფატდაის, ფრანგული ცხენების ძველ თავლებს, მედიტაციის ბაღს. ღინჰინფონგის მწვერვალით მივალთ ულამაზეს ლენიმამდე. დანახული ისე გახვევს თავბრუს, რომ რეალობის აღქმას კარგავ და თავი ზღაპარში გგონია. დღის მეორე ნახევარში Ba Na Golden ხიდს დავლაშქრავთ. ვიეტნამის სავიზიტო ბარათად ცნობილი ხიდი ზღვის დონიდან 1487 მეტრის სიმაღლეზე ჩუას მთაზე გადაჭიმული, წარმოიდგინეთ ღრუბლებს ზევით მდებარე სამოთხის ბაღი, სწორედ ესეთია ხიდის ბოლოს გაშენებული ულამაზესი ყვავილებიანი პარკი საიდანაც ქალაქზე საოცარი პანორამული ხედი იშლება.

დღე 7: ქალაქები და ნანგ, ჰოი ან, მი სონ
გამგზავრება უინესკოს დაცვის ქვეშ მყოფ საპორტო ქალაქ ჰოიანში. ამ დღის მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობების სია იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ნაწილს შევეხებით. ათობით ბუდისტური ტაძრის შუაგულში აღმოსავლეთ აზიური სიმკაცრით დგას იაპონური ხიდი, აქვეა ფუკკიენის პაგოდა თავის ულამაზესი ბაღებით. შუადღის მზე რომ გადავა, ნავებით ლოტოსებით სავსე მდინარე ტუბონზე გავისეირნებთ. ვივახშმებთ ადგილობრივი მდინარის ნობათით და ბედნიერების ჰორმონით გაძეძგილები დავბრუნდებით ჰოი ანში.

(მგზავრების იმ ნაწილს რომელსაც ერთ კვირიანი ტურის აღება სურთ გამთენიას გამოვამგზავრებთ თბილისში).


დღე 8: DA NANG – HUE

ამ დღეს ვიეტნამის მწვერვალები უნდა დავიპყროთ. ჰან ვაის უღელტეხილის გადავლით  მივდივართ მორიგ ვიეტნამურ სამოთხე ჰუესკენ გავემგზავრებით. პირველი ნგუენის დინასტიის საიმპერატორო ქალაქს ვესტუმრებით. დავდებთ პატივს ტუდუკის საფლავსაც. არც დონხანის საფლავი დაგვავიწყდება და ბოლოს საკრუიზო გემით წყალში მდგარი შვიდსართულიანი პაგოდა ტიენ-მუს სანახავად გავეშურებით. შებინდებისას Dong Ba Market- ში სუვენირების შესყიდვით შევიქცევთ თავს.

დღე 9: ჰოჩიმინი – დელტა მეკონგი
გამთენიის ფრენა ჰოჩიმინში, მდინარე მეკონგს ნავით აღმა თუ აუყვები პირდაპირ კაო დაის მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ ტაძარს მიადგები. აქ მორწმუნეები მონოთეისტური მრწამსით ერთიანდებიან. მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთად შეკრეს ყველა რელიგიის მთავარი ცნებები. მოარგეს სიკეთის არსს და ჩამოაყალიბეს ახალი სარწმუნოება.

გავისეირნებთ ხეხილის ბაღებში, გავეცნობით ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთებს, დავაგემოვნებთ ტროპიკულ ხილს, ნატურალური ყვავილის თაფლს, ბრინჯის არაყს. მოვუსმენთ ადგილობრივი მსახიობების ჩრდილოეთ ვიეტნამურ ფოლკლორულ სიმღერებს, ვისადილებთ ადგილობრივი სამზარეულოს ყველაზე განსხვავებული კერძებით. ამბობენ ვიეტნამელი მზარეულები აზიური გემოების ჯადოქრები არიანო.

დღის მეორე ნახევარი ვიეტნამში ყველაზე ცნობილ ქალაქს – ჰო ჩი მინს ეძღვნება. იქაურობის გაცნობას ძველი კოლონიალური კვარტლის Dong Khoi Qui-ს გავლით ვიწყებთ. გავივლით  ვიეტნამური ოპერის თეატრის შენობას, ჩამოღვენთილ ღვთისმშობლის ტაძარს, აზიაში ყველაზე ძველ საფოსტო შენობას, ქალაქის სიამაყეს-დამოუკიდებლობის სასახლეს. ბოლოსკენ კი ცნობილ კულინარიულ და სუვენირების სამოთხეს Ngoc Hoang Pagoda-ს, Ben Thanh-ის ბაზრებს მივადგებით. ნაყოფიერი ვაჭრობის შემდეგ დახუნძლულები დავბრუნდებით სასტუმროში.

(მოგზაურს აქვს შესაძლებლობა სრული ვიეტნამის 9 დღიანი ტურის შემდეგ დაბრუნდეს საქართველოში. )


დღე 10: კამბოჯა 

კამბოჯა რაღაცით ღირსეულად დაბერებულ მოხუცს წააგავს. ადამიანს, რომელსაც განვლილი ტკივილი და დიდება სახის თითოეულ ნაოჭზე აქვს ასახული და ამაყად თავაწეული შეჰყურებს სამყაროს. ამ დღეს კამბოჯის სამეფო სასახლე კომპლექსის დათვალიერებით ვიწყებთ, რომელიც 1860 წლიდან დღემდე მეფის რეზიდენციად და უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობად რჩება. მისი სრული სახელი ურთულესად გამოითქმის Preah Barom Reacheaveang Chaktomuk Serey Mongkol. შემდეგი გაჩერება კამბოჯის ეროვნული მუზეუმია, რომელიც ქვეყნის წამყვან ისტორიული და არქეოლოგიურ მასალას ინახავს. მუზეუმში განთავსებულია ქხმერული ხელოვნების ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია, მათ შორის სკულპტურული, ქხმერული კერამიკა, ბრინჯაო და ეთნოგრაფიული ობიექტები. მისი კოლექცია მოიცავს 14000-ზე მეტ ნივთს. Wat Phnom ბუდისტური ტაძარის მონახულება მზე რომ ზენიტში დააჭერს მაშინ ჯობია. მისი საერთო სიმაღლე 46 მეტრია. პაგოდას ლედიპენის სახელი ეწოდა ხუთი – ერთი ვიშნუს და ოთხი ბუდას ქანდაკების აღმოჩენის შემდეგ.

საღამოს ეგრეთწოდებულ რუსულ ბაზარს ვეწვევით. 1980-იან წლებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის რუსები გადმოვიდნენ საცხოვრებლად კამბოჯაში. სწორედ ამ ბაზარში ყიდულობდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ნივთებს, როგორც ყალბ/იაფფასიან, ასევე უნიკალურ და რეალურად ძველ ათასგვარ ხის, ქვის და მეტალის სუვენირებს. მათ შორისაა მინიატურული ბუდა, ხის ჩუქურთმები, ფოთლის ყუთები, აბრეშუმი, ვერცხლის სამკაულები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ასე შემდეგ. მზის ჩასვლა ყველაზე ლამაზად მთის წვერიდან ან წყლიდან მოჩანს. პნომპენის სიცხით  და ხმაურით  გათანგულები თავს მდინარე ტონლეზე აზიურ  ნავში ჩრდილს შევაფარებთ, ქალაქს აღმა ავუყვებით და დაისს სამი მდინარის: ტონლე საპი, ბასაკი და ტონლეს შესართავში შევხვდებით..

დღე 11:
დღეს მძიმე და ძალიან საინტერესო ადგილას ვიზიტით ვიწყებთ. ვიხილავთ ხმერ რუჯის მართველობის დროს შექმნილ ჩონგ ეკის ბაღს, რომელიც ისტორიაში, 1700-მდე უდანაშაული მამაკაცის, ქალის და ბავშვების უსასტიკესი მკვლელობის და საფლავის ადგილის სახელით შევიდა. მეორენაირად იქაურობას მკვლელობის მინდვრებსაც კი ეძახიან. შემდეგ ვეწვევით კამბოჯას ტუოლ სლენგის გენოციდის მუზეუმს. ქხმერების რეჟიმის დროს, 1975-79 წლებში, აქაურობა შენიღბული იყო საშუალო სკოლის სახით, სინამდვილეში კი, უშიშროების ციხის უკან უსასტიკესად ექცეოდნენ იმდროინდელი რეჟიმის მსხვერპლ ადამიანებს. სიემ რიპის ქალაქამდე გზა ხუთი საათია. დროის გასაყვანად სხვადასხვა მოკლე ვიზიტებით გავჩერდებით სკუონის, იგივე „სპაიდერვილის“ სოფელში, სადაც მსურველები უზარმაზარ შემწვარ ობობას დავაგემოვნებთ. სულს მოვითქვამთ ქვის მთლელების სოფელშიც. აქაურები მკაცრად მისდევენ წინაპართა ცოდნას და სრულიად განსხვავებული სტილით მუშაობენ ქვაზე.

დღე 12:
Sunrise at Sras Srong წყალსაცავია ანგკორის პარკში, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ ბარის სამხრეთით დაბა ნტეიკდეის აღმოსავლეთით. Banteay Kdei  ბუდისტური ტაძარი ნიშნავს “პალატების ციტადელს”, სხვანაირად  “ბერების კელიების ციტადელს”, Pre Rup Temple – ტაძრის სახელი შედარებით თანამედროვეა და გულისხმობს “სხეულის გარდასახვას”. ძველი კამბოჯელების რწმენით, თუკი ამ ტაძრის შუაგულში მიცვალებულის ფერფლს განათავსებ და პანაშვიდებზე წირვის დროს წრიული მოძრაობით ნეშთიან ჭურჭელს უკლებლივ ყველა დამსწრის მიმართულებით დაატრიალებ, სული გაცისკროვნდება. დავათვალიერებთ  ისტბარის (აღმოსავლეთი მებონი), დატასომის და ნეაკპეანის ტაძრებს. მკვლევარების აზრით, ნეაკპეანი წარმოადგენს ანავატაპტას, მითურ ტბას ჰიმალაის მთებში, რომლის წყალიც წინაპართა რწმენით კურნავს ყველა დაავადებას. შევჩერდებით პრეჰხანის, იგივე “წმინდა მახვილის” ტაძარში. სახელი სათავეს იღებს ნაგარაჯაიასრი (გამარჯვების წმინდა ქალაქიდან).  შევივლით Ta Prouhm “წინაპარი ბრაჰმას” ტაძრარშიც. აქვეა რაჯავიჰარას მე-12 საუკუნის ბოლოს და მე-13 საუკუნის დასაწყისი ბაიონის სტილში აშენებული ტაძარი, თავად   Siem Reap. აქაურობა ვიზიტორებს თვალს სჭრის მონასტრის შუაში ჩაზრდილი ხის გამო. არ გამოვტოვებთ  არც ცნობილ კრავანის ტაძარს და უამრავი ემოციით დახუნძლულები დავბრუნდებით სასტუმროში.

დღე 13:
ამ დღეს ოცნებები ხდება! მზის პირველ სხივს ღმერთი ვიშნუს სადიდელბად აგებულ ანკორ ვატის სატაძრო კომპლექსში ვხვდებით. 12 კილომეტრი სიგანის კომპლექსი თავის დროზე ამავე სახელწოდების ქჰმერების დედაქალაქის (ანგკორთომი ნიშნავს “დიდ ქალაქს”) გალავნის როლსაც ასრულებდა.

ჯაიავარმანის დედაქალაქის ცენტრში ქმერულ ბუდისტური ბაიონის ტაძარი მდებარეობს. აქაურობა 9 მეტრის სიგანის და 70 მეტრის სიგრძის ბუდის ქანდაკებად არის ცნობილი.

ვნახავთ ანგკორის მეფე ჯაიავარმან VII-ის მიერ აგებულ სპილოების ტერასას (ფიმეანაკასი). სწორედ აქედან ადევნებდა თვალს ომიდან დიდებით დაბრუნებული არმიის საზეიმო მარშს კეთროვანი მეფე. დღის პირველ ნახევარში შემოვივლით სუორპრატს და სამხრეთ და ჩრდილოეთ კლეანგს, ვნახავთ ვიქტორიას კარიბჭეს და თომანონის ტაძარს. მზე რომ ზენიტიდან გადავა, წავალთ პნომ დეის ბორცვის თავზე მდებარე ბანტეისრეის ტაძრის დასათვალიერებლად. ბანტეი სამრეს წითელი ქვიშით ნაგები ტაძარი, რომელიც უძველეს ინდო-ჩინურ ადგილობრივ ტომ სამრეს ეკუთვნოდა, თავისი არქიტექტურული ფორმებით განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვე მკვლევართათვის. საღამოს პალმების სოფელში შევივლით. აქაურები განსაკუთრებული წესით თიხაში ურევენ პალმის შაქარს და ამზადებენ საოცარ კერამიკულ ნივთებს. როგორც ამბობენ, ამ ბაზრიდან ხელცარიელი ჯერ ტურისტი არ წამოსულაო. საღამოს კი მთელ ჯგუფს რომ ბედნიერებას მოანიჭებს ისეთი ამბავს მოვაწყობთ:

არ მეგულება ქართველი, რომელსაც 2 კვირის მანძილზე ქართული სამზარეულოდან რამე მაინც არ მოენატრება. როდესაც კამბოჯაში ტურისტებისგან საუკეთესო რესტორნის ძიებას შეუდგებით გუგლით ან თრიფ ედვაისერით პირველი რასაც გიჩვენებთ ახალგაზრდა ქართველი ცოლ-ქმრის მიერ დაარსებული რესტორანია სიენ რიპში. (https://www.tripadvisor.com/Restaurant_Review-g297390… ) დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ყველაზე გემრიელ აჭარულ ხაჭაპურს, ან თუნდაც კუბდარს სამშობლოდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ შუაგულ აზიურ ჯუნგლებში შეჭამთ. იქ ვიზიტისას გარემო, დამხვედრი მასპინძლები თუ შემოვლით მყოფი სტუმრებისგან იმხელა დადებითი მუხტი მოდის მთელი ცხოვრება სიამაყით გაიხსენებთ აქ გატარებულ ვახმის წუთებს.

დღე 14:
სიემ რეაპიდან დაახლოებით 13 კილომეტრში მდებარეობს ულამაზესი არქეოლოგიური ქალაიქი Rolous Group. ოდესღაც ეს იყო ჰარიჰარალაიას ადგილი, ქხმერული იმპერიის პირველი დედაქალაქი ტონლესაპი (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პირველ დედაქალაქად ინდრაპურას ასახელებენ). ვიეტნამში გამგზავრებამდე ვნახავთ ბანტეიპრეინოკორას, ბაკონგის, პრეჰკორდალორლეის ტაძრებს. საინტერესოა ბენგმელეას მონახულებაც, რომელიც თავის დროზე ინდუისტურ ტაძრად აშენდა და შემდეგ მოჩუქურთმდა როგორც ბუდისტური მონასტერი. კამბოჯასთან დამშვიდობებას მცურავ სოფელ ჩონგკნეასში (Tonle Sap Lake ან დიდი ტბა) დავასრულებთ. იქ მომდინარე წყალი წელიწადში ორჯერ მიმართულებას და კალაპოტს იცვლის. თუკი მშრალ სეზონზე მდინარე მეკონგისკენ მიედინება, წვიმების დროს მისი კალაპოტი 2700 კვ.კმ-დან 16000 კვ.კმ-მდე ფართოვდება და ნაპირზე აღმა იწყებს დინებას.  ვინაიდან თანამედროვე კამბოჯელების ცხოვრებაში წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იქაურობას ადგილობრივები დღემდე საკრალულად მიიჩნევენ და უდიდესი პატივისცემით ეპყრობიან სოფლის მაცხოვრებლებს.

დღე 15 / ფრენა
ამ ტურში განაწილებული დრო მოგცემთ საშუალებას დაათვალიეროდ სრულად ორივე ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობები, ამავდროულად სურვილის შემთხვევაში არც ღამის ცხოვრება და შოპინგი დატოვოთ უყურადღებოდ, ტურიდან ცალკე საღამოობით უამრავი საინტერესო ადგილის თავად მონახულების საშუალებაც გექნებათ. ვიეტნამი და კამბოჯა ორივე ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა შორეულ აზიაში. ამ დღეს გვიანი რეისით დავბრუნდებით საქართველოში.

მოგზაურობის პერიოდი: 10 – 25  თებერვალი 2024 წელი
7 დღიანი ვიეტნამის ტურის ღირებულება – 9200 ლარი, ორ ადგილიან ნომერში, ერთ ადამიანზე
9 დღიანი სრული ვიეტნამის ტურის ღირებულება – 10350 ლარი, ორ ადგილიან ნომერში, ერთ ადამიანზე
15 დღიანი ვიეტნამი & კამბოჯას ტურის ღირებულება – 11300 ლარი, ორ ადგილიან ნომერში, ერთ ადამიანზე

ღირებულებაში შედის:

  • ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთი;
  • ვიეტნამის შიგნით სამი ფრენის ავიაბილეთი;
  • საერთაშორისო ავიაბილეთი ვიეტნამი-კამბოჯა;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • ვიეტნამის ვიზა;
  • კამბოჯას ვიზა;
  • პრემიუმ კლასის 5* სასტუმროები საუზმით;
  • სრული ტრანსპორტირება საექსკურსიო საათებში ავტობუსით;
  • ყველა ტრანსფერი ტურის განმავლობაში;
  • ადგილობრივი გიდი ორივე ქვეყანაში სრული ტურის განმავლობაში;
  • კრუიზი ჰალონგ ბეიზე სამჯერადი კვებით;
  • ქართულენოვანი გამყოლი;
  • ყველა აქტივობის ბილეთი, რაც არის ტურში აღწერილი;
  • გემით და ნავით მოგზაურობა ტურის განმავლობაში

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით:  ☎️(032) 2 300-700;

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
  • ღირებულებაში შედის
    ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთი;  ვიეტნამის შიგნით სამი ფრენის ავიაბილეთი;  საერთაშორისო ავიაბილეთი ვიეტნამი-კამბოჯა;  სამოგზაურო დაზღვევა;  ვიეტნამის ვიზა;  კამბოჯას ვიზა; პრემიუმ კლასის 5* სასტუმროები საუზმით; სრული ტრანსპორტირება საექსკურსიო საათებში ავტობუსით; ყველა ტრანსფერი ტურის განმავლობაში; ადგილობრივი გიდი ორივე ქვეყანაში სრული ტურის განმავლობაში; კრუიზი ჰალონგ ბეიზე სამჯერადი კვებით; ქართულენოვანი გამყოლი; ყველა აქტივობის ბილეთი, რაც არის ტურში აღწერილი; გემით და ნავით მოგზაურობა ტურის განმავლობაში
  • ღირებულებაში არ შედის
    ნებისმიერი პირადი და სხვა ხარჯი, რაც არ არის ტურში ნახსენები;  სადილი, ვახშამი;  ალკოჰოლური ან გაზიანი სასმელი;  ერთ ადგილიანი განთავსება ნომერში (single room). მარტო განთავსების სურვილის შემთხვევაში, ტურის ღირებულებას ემატება 910 $;  საჰაერო ბურთით ფრენა ჰანიოში ( დამატებითი ღირებულება 500$).  ”თიფი“ გიდზე და მძღოლზე, ერთი ადამიანისგან 75$, გროვდება ადგილზე ჩასვლის დღეს;  სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მობილურის ინტერნეტ ბარათის შეძენა: ვიეტნამში 25$ ორ კვირიანი ინტერნეტ პაკეტი. კამბოჯაში 15$ ერთ კვირიანი ინტერნეტ პაკეტი.