logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

11 რამ, რაც მაჩუ-პიქჩუს შესახებ აქამდე არ იცოდით

26 Sep

11 რამ, რაც მაჩუ-პიქჩუს შესახებ აქამდე არ იცოდით

ნებისმიერ ადამიანს, ვინც ოდნავ მაინც დაინტერესებულია მოგზაურობით, სმენია მაჩუ-პიქჩუსა და პერუში არსებული ინკების გასაოცარი ციტადელის შესახებ, რომელიც განლაგებულია სულისშემკვრელი ანდების მთის მწვერვალებს შორის. თუმცა, მთელი აჟიოტაჟის და ფანფარის მიუხედავად, რაც გარს ახვევია ამ საქვეყნოდ ცნობილ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, არსებობს უამრვი ფაქტი, რომლებიც, სავარაუდოდ, აქამდე არ იცოდით. გთავაზობთ 11 მათგანს.

დასავლურმა სამყარომ მაჩუ-პიქჩუ მხოლოდ 1911 წელს აღმოაჩინა. იელის უნივერსიტეტის მეცნიერი და ინდიანა ჯონსის სტილში თავგადასავლების მაძიებელი ჰაირამ ბინგჰემი იყო პირველი უცხოელი, რომელიც წააწყდა უძველეს ნანგრევებს. 1913 წლის აპრილში მისი აღმოჩენები გამოქვეყნდა ჟურნალში „National Geographic“, რამაც, უდავოდ, დიდი დაინტერესება გამოიწვია მთელს მსოფლიოში.

როცა ბინგჰემი მაჩუ-პიქჩუში ჩავიდა, იქ ხალხი უკვე ცხოვრობდა, უფრო სწორად, არანაკლებ 4 ოჯახისა. ერთ-ერთი მათგანის წვერი იყო ბიჭუნა, რომელმაც ბინგჰემი იმ ადგილას მიიყვანა. ამის შემდეგ იმ ოჯახების ნაწილმა სასამართლოში აღძრა სარჩელი პერუული ხელისუფლების წინააღმდეგ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

ბინგჰემმა სხვა ქალაქი აღმოაჩინა

ბინგჰემი დარწმუნებული იყო, რომ წააწყდა ვილკაბამაბუს, ე.წ. ინკების დაკარგულ ქალაქს, სადაც ისინი ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებდნენ ესპანური კოლონიალური ძალების წინააღმდეგ. 50 წელი დასჭირდა მისთვის აზრის შეცვლას, რა დროისთვისაც მკვლევარმა ჯინ სავოიმ შეძლო იმის დამტკიცება, რომ ვილკაბამბა სხვა ადგილას მდებარეობს.

მაჩუ-პიქჩუ არ უნდა აღმოეჩინათ

მე-16 საუკუნეში ესპანელების მოსვლასთან ერთად, ინკები შეშფოთდნენ, რომ ევროპელები მათ გასაოცარ ციტადელს აღმოაჩენდნენ და შემდეგში გაძარცვავდნენ. ამის თავიდან ასაცილებლად, მათ დატოვეს იქაურობა და „ინკების ბილიკის“ გარშემო დაწვეს ფოთლეული იმ იმედით, რომ გზას ქვეტყე დამალავდა. მათმა გეგმამ წარმატებით გაჭრა, რადგან მაჩუ-პიქჩუ დაკარგული დარჩა თითქმის 400 წლის განმავლობაში.

ზუსტად არავინ იცის, თუ რას წარმოადგენს მაჩუ-პიქჩუ

მკვლევარებმა წამოაყენეს უამრავი თეორია, რომელთა მიხედვით, მაჩუ-პიქჩუ მიჩნეულია ციხე-სიმაგრედ, მზის წმინდა ქალწულების ტაძრად და მომლოცველობის ადგილადაც კი. დღესდღეობით, მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ადგილი ააშენეს, როგორც ინკების სამეფო ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი მამული. აქ ისინი შეძლებდნენ თავი დაეღწიათ კუსკოს ცენტრის აურზაურისა და ხმაურისგან. საკმაოდ საყვარელი საზაფხულო სახლია, არა?

მაჩუ-პიქჩუ ააშენეს ისე, რომ მას მიწისძვრებისთვის გაეძლო

ინკებმა შეიმუშავეს მშენებლობის უნიკალური მეთოდი, ცნობილი აშლარის სახელით, რომლის მეშვეობითაც სამშენებლო ბლოკი იჭრება თავსატეხის ნაწილების მსგავს ნაჭრებად. მშენებლობის პროცესში კირდუღაბი არ გამოიყენება. აშკარაა, რომ მათ ნაყოფიერი შრომა გასწიეს, რადგან ეს ეპიკური ადგილი, ამდენი წლის მიუხედავად, დღემდე უცვლელი სახით შემორჩა.

ამ ადგილას პატივს მიაგებდნენ ციურ სხეულებს

ინკები გატაცებულები იყვნენ ასტროლოგიით და მთელი სახმრეთ ამერიკის მასშტაბით მათ დააარსეს უამრავი თაყვანსაცემი ადგილი მზის, მთვარის და ვარკვლავების სადიდებლად. ამ ნაგებობების ფანჯრების განლაგებაზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას, რომ იგი გამოიყენებოდა სხვადასვა ასტრონომიული მოვლენის (მაგალითად, ზაფხულის ბუნიობის) შესასწავლად.

შესაძლოა, მაჩუ-პიქჩუ იყოს კულტურული „ტიგელი“

ყოველ შემთხვევაში, რაღაც ხარისხით მაინც. ამ ადგილას აღმოჩენილ იქნა კერამიკის და სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა კულტურის სხვა სახის ნაკეთობები, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ინკები არ იყვნენ ერთადერთები, რომლებსაც უცხოვრიათ ან მოუნახულებიათ ეს ადგილი.

ნაგებობის დიდი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს

ექსპერტების შეფასებით, მაჩუ-პიქჩუს 60% მდებარეობს იმ ზედაპირის ქვეშ, რომელიც ძირითადად შედგება რთული სადრენაჟე სისტემებისა და საძირკვლის ამოსაყვანად გამოყენებული ლოდებისგან.

მაჩუ-პიქჩუს ტერიტორიაზე დამალულია ორი ტაძარი

მთვარის ტაძარში შეგიძლიათ მოხვდეთ მხოლოდ უახლოეს მანძილზე მდებარე ჰუანა-პიქჩუს მთის აღმართის გავლით, რაც დაახლოებით 1 საათს წაგართმევთ. სხვათა შორის, ამის გაკეთებას ბევრი ტურისტი ვერ ბედავს. მიიჩნევა, რომ მზის გამოქვაბული გამოიყენებოდა რიტუალების ჩასატარებლად ზაფხულის ბუნიობის დროს. ის ძირითადი ადგილის ოდნავ ქვემოთაა დამალული.

დამაინტრიგებელი აღმოჩენები დღემდე კეთდება

2014 წელს ფრანგმა ტერი ჟამინმა აღმოაჩინა საიდუმლო კარი, რომელიც, მისი აზრით, პაჩაკუტეკ ინკა იუპანკის აკლდამაში შესასვლელს წარმოადგენს. ის იყო ინკების იმპერატორი, რომელმაც თავის დროზე მაჩუ-პიქჩუს აშენების ბრძანება გასცა. სამწუხაროდ, ამას დაზუსტებით ვერასოდეს გავიგებთ, რადგან ამ კარის გაღება აკრძალულია. ამან შეიძლება ნაგებობის სერიოზული სტრუქტურული დაზიანება გამოიწვიოს.

Sorry, the comment form is closed at this time.