logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

სიახლეები

მსოფლიოს ძველი და ახალი საოცრებები

კამბოჯის ჯუნგლებში არსებულმა ანკგორ ვატმა მოიპოვა მსოფლიოს მე-8 საოცრების წოდება. მისმა არქიტექტურულმა დიდებულებამ და კულტურულმა მნიშვნელობამ დაჩრდილა თვით იტალიური პომპეიც კი. ეს ჩინებული სატაძრო კომპლექსი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. უძველესი სამყაროს შვიდი საოცრება (მაგალითად, გიზის პირამიდა ან ბაბილონის დაკიდული ბაღები) აჩვენებს ანტიკურობის არქიტექტურულ საკვირველებას....

მსოფლიოს გასაოცარი ადგილები

პატარა ინდოეთი ("Little India") - სინგაპურის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილია. ეს უნიკალური რაიონი წარმოადგენს ინდური კულტურის განსახიერებას, სადაც აღდგენილია ქვეყნის ადათები და ტრადიციები. აქაურობის ყველაზე საგულისხმო ღირსებად ითვლება არომატების, ფერებისა და ხმების მრავალფეროვნება. პატარა ინდოეთში ყოფნისას აღმოაჩენთ დიდებულ ტაძრებს, მაღაზიებს, რესტორნებსა და ბაზრობებს, სადაც შეგეძლებათ...

სურეალისტური ადგილები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია

სალარ-დე-უიუნი - დამშრალი მარილის ტბა ალტიპლანოს ქვიშიან პლატოზე, რომელიც განლაგებულია ბოლივიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ის ძევს ანდების მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 3560 მ სიმაღლეზე. მის ფსკერზე მარილის იმოდენა მარაგია, რომ დედამიწის მთელს მოსახლეობას კიდევ ტრილიონობით წელი ეყოფა. სალარ-დე-უიუნის დანალექების სისქე 8 მეტრს აღწევს. წვიმიან სეზონზე ის იფარება...

მალტა

მალტის რესპუბლიკა მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში. ქვეყანა შედგება სამი დასახლებული კუნძულისგან, ესენია: მალტა, გოზო და კომინო. მალტა მოიცავს კომინოტოს, ფილფლას და წმინდა პავლეს კუნძულებს. სახელმწიფოს არ გააჩნია სახმელეთო საზღვრები, მისი უახლოესი საზღვაო მეზობელია სიცილიის კუნძული. ქვეყანა განთქმულია ულამაზესი პლაჟებით, გასაოცარი ღირსშესანიშნაობებით, მდიდარი კულტურული და კულინარიული ტრადიციებით....

მსოფლიოს სურათოვანი და წარმტაცი ადგილები

ტოსკანის უკიდურეს სამხრეთში, სოფელ გრავიკიოს მახლობლად, მდებარეობს ცნობილი ტაროს ბაღი, რომლის დამფუძნებლები არიან: მხატვარი და სკულტპრი ნიკი დე სენ-ფალი, ასევე მისი მეუღლე - სურეალისტი ჟან ტინგელი. უნდა აღინიშნოს, რომ ცოლ-ქმრის გამორჩეულად განთქმული ნამუშევარია პარიზში არსებული სტრავინსკის შადრევანი. პარკის მშენებლობამ და გაშენებამ თითქმის 20 წელს გასტანა....

მსოფლიოს გამაოგნებელი ადგილები

პარიზი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და მხატვრული ადგილია. მდინარე სენას ნაპირებზე გადაჭიმულ ქალაქს გამოარჩევს მრავალი არქიტექტურული ძეგლი, მუზეუმი, სასახლე, ტაძარი და მოდური ქუჩა. პარიზი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია თაფლობის თვის გასატარებლად. მოკირწყლული ქუჩები, უნაკლოდ სუფთა პროსპექტები, ჩინებული კაფეები და რესტორნები, სიმშვიდის მომგვრელი ამინდი ხსენებულ ქალაქს აქცევს...

მსოფლიოს ყველაზე ფერადოვანი ადგილები

ამაზონის ტროპიკული ტყე გადაჭიმულია სამხრეთ ამერიკის ცხრა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ესენია: ბრაზილია, ეკვადორი, ვენესუელა, სურინამი, პერუ, კოლუმბია, ბოლივია, გაიანა და ფრანგული გვიანა. საერთაშორისო შეფასებით, იქ არსებული 390 მილიარდამდე ხე გამოჰყოფს ჟანგბადის მსოფლიო მოცულობის დაახლოებით 20%-ს, რის გამოც ტროპიკულ ტყეს დაერქვა "დედამიწის ფილტვები". აშშ-ის რუკაზე ეროვნული პარკი "ოლიმპიკი"...

ორდღიანი ექსკურსია ქალაქ პორტუში

პირველი დღე / დილა / ბაიშას რაიონი უმჯობესია, ექსკურსია პორტუს გარშემო დაიწყოთ ბაიშას რაიონით (ამ სახელწოდების უბანი გვხვდება როგორც ლისაბონში, აგრეთვე პორტუშიც), რადგან აქ თავმოყრილია ქალაქის მრავალი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა. ეს უბანი მოიცავს პრასა-და-ლიბერდადეს (ითარგმნება, როგორც "თავისუფლების მოედანი") ვეებერთელა მოედანს, რუა დე სანტა კატარინას ხმაურიან სავაჭრო ქუჩებს,...

3 დღეში მოვლილი ლისაბონი

პირველი დღე / დილა ბაიშას რაიონი პორტუგალიის გრანდიოზული ცენტრია, რომელიც მდიდარია მოედნებითა და ხალხმრავალი სავაჭრო პროსპექტებით. 1755 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ის სრულად განადგურდა, მისი რეკონსტრუქციისას შეიქმნა მსოფლიოს პირველი ბადისებრი დაგეგმარება. ბაიშას სამხრეთ ნაწილში განთავსებულია პრასა-დუ-კომერსაუს მოედანი, რომელიც გაჰყურებს სადუს ესტუარიას. სწორედ ის იყო ლისაბონის თავდაპირველი სავაჭრო...

ესპანეთის გამორჩეული არქიტექტურული ძეგლები

ესპანეთის მოედანს დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს საქალაქო ფორუმად მოიხსენიებენ. ის ძველთაძველი სასახლის კომპლექსს წააგავს. "Plaza de Espania" წარმოადგენს მასშტაბურ არქიტექტურულ ანსამბლს, რომელიც სამხრეთ სევილიაში ააგეს სპეციალურად იბერიულ-ამერიკული გამოფენის ჩასატარებლად. ის არის უშუალოდ მარია-ლუიზას პარკის გაგრძელება. მოედნის მშენებლობა წამოიწყო მეფე ალფონსო XIII-მ ჯერ კიდევ 1914 წელს, პროექტის...