რომის გამორჩეული ღირსშესანიშნაობები
კოლიზეუმი
კოლიზეუმი, იგივე ფლავიუსის ამპითეატრი ძველი რომის არქიტექტურული ძეგლია. ეს გრანდიოზული ნაგებობა მდებარეობს რომში, ესკვილიის, პალატინისა და ცელიუსის ბორცვებს შორის არსებულ დაბლობზე. ასეთი კოლოსალური ნაშენის აგების იდეა გაუჩნდა იმპერატორ ვესპასიანეს მისი წინამორბედების არქიტექტურული ექსცესების ფონზე. ა.წ. 68 წელს ტახტიდან ჩამოგდებულმა იმპერატორმა ნერონმა დატოვა მდიდრული ოქროს სასხლე (ნერონის “ოქროს სახლი” – “Domus Aurea”) და არაერთი არანაკლებ ძვირადღირებული შენობა. ვესპასიანემ დ ამისმა თანამოაზრეებმა წლები დაახარჯეს იმპერიის მიწების მოწესრიგებასა და დამთხვეული ნერონის მიერ დაცარიელებული ხაზინის აღდგენას.
სახელმწიფო საქმეების მოგვარებასთან ერთად ვესპასიანე ასევე ზრუნავდა რომაელთა კულტურულ გართობაზე. იმპერატორმა დედაქალაქში განლაგებული ვრცელი ბაღის ადგილზე ამპითეატრის – საზოგადოებრივი ცხოვრების ახალი ცენტრის აგება ბრძანა. ა.წ. 71-72 წლების მიჯნაზე დაწყებული მასშტაბური მშენებლობა კოლოსალურ დანახაჯრებთან იყო დაკავშირებული. იმ დროისათვის ებრალებთან დასრულებულ ომში გამარჯვების შედეგად ვესპასიანემ 100 ათასზე მეტი დატყვევებული მონა ჩაიგდო ხელში. 80 წლისათვის ამპითეატრი რომაული ფორუმის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართეს. იმ მომენტისათვის ვესპასიანე უკვე გარდაცვლილი იყო, იმპერიას კი მისი ვაჟი – ტიტუსი მართავდა. მან რომში კოლიზუმის მშენებლობის დასრულება ბრწყინვალე ცერემონიით აღნიშნა.
ამფითეატრი 50-დან 80 ათასამდე მაყურებელს იტევდა. კოლიზუმის “რეპერტუარი” შედგებოდა გლადიატორთა შერკინებების, საზღვაო ბრძოლების, გარეულ ცხოვრელებთან შებმის, სიკდილით დასჯის, ისტორიული ბატალიების აღდგენისა და ძველ მითებზე დაფუძნებული თეატრალური წარმოდგენებისგანაც კი. მე-3 საუკუნეში ამფითეატრი ხანძრის შედეგად დაზიანდა. ალექსანდრე სევერუსმა ნაგებობის რესტავრაცია მოახდინა. მე-5 ასწლეულში რომი განუდგა წარმართული ღმერთების პანთეონს (პოლითეისტურ რელიგიაში ღმერთების ერთბლიობა), რათა მოსახლეობა საბოლოოდ მოქცეულიყო ქრისტიანობაზე. იმპერატორმა ჰონორიუს ავგუსტუსმა მყისვე გამოსცა აკრძალვა გლადიატორთა ბრძოლების გამართვასთან დაკავშირებთ, რადგან მსგავსი სანახაობები ეწინააღმდეგებოდა ახალი რელიგიის მცნებებს. მე-5 საუკუნეში იტალია ვესტგოთების ბატონობის ქვეშ მოექცა, რამაც გამოიწვია ფლავიუსის ამფითეატრის თანდათანობით განადგურება. მე-16 ასწლეულიდან მოყოლებული კათოლიკურმა ეკლესიამ დიდი გავლენა მოიპოვა კოლიზეუმზე. რომის პაპი სიქტსტე V უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლის ტერიტორიაზე მატყლის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავდა. მე-17 საუკუნეში ამფითეატრში ახალი გასართობი გამოჩნდა – ხარების შერკინება. დღეს კოლიზეუმი რომის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა.
ტრევის შადრევანი
ტრევის შადრევანი რომის ასობით წყაროს შორის ნამდვილ მარგალიტად მიიჩნევა. მასშტაბური და სანახაობრივი ღირსშესანიშნაობა მოგვაგონებს ანტიკური პიესიდან ამოღებულ სცენას, რომელიც ქვაშია შესრულებული. ტრევის შადრევანი რომში მე-18 საუკუნეში აშენდა, მისი შექმნის ისტორია საკმაოდ თავშესაქცევია. იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა და მისმა თანამებრძოლმა მარკ ვისფანიუს აგრიპამ ძვ.წ. 20 წლისათვის რომში წამოიწყეს ფართომასშტაბიანი რეორგანიზაცია. მრავალრიცხოვან რეფორმებს შორის რომის სახელმწიფო მოღვაწემ და მთავარსარდალმა იმპერიის დამაარსებელს დედაქალის სუფთა სასმელი წყლით მომარაგება შესთავაზა. კანალიზაციის გაწმენდასა და წყალმომარაგების სისტემის გასაყვანად დიდი ძალისხმევა დაიხარჯა. ახლად აშენებულმა აკვედუკმა მიიღო რომანტიკული სახელი – “Aqua Virgo” (“ქალწულის წყალი”). მე-17 საუკუნის დასაწყისამდე ტრევის მოედანზე ხალხი წყურვილს იკლავდა მოკრძალებული წყაროდან ქვის თასში ჩამდინარე წყლით. რომის პაპმა ურბან III-მ გადაწყვიტა, რომ დედაქალაქის ცენტრი უფრო იმპაზანტური არქიტექტურით დაემშვენებინა. ახალი შადრევნის ესკიზის შემუშავებით ბაროკოს სტილის უდიდესი ოსტატი – ჯოვანი ლორენცო ბერნინი დაკავდა. 1700 წლის დადგომასთან ერთად არქიტექტურული პროექტის ჩანახატებმა კლავ იხილა დღის სინათლე. მასთზე მუშაობა ბერნინის სტუდენტმა, კარლო ფონტანამ დაიწყო, რომელმაც ესკიზები უფრო თავშეკავებულ კლასიკურ სტილში მოაქცია. ხუროთმოძღვარმა გააძლიერა საწყისი პროექტის ხატოვნება ნეპტუნისა და მისი მსახურების მძლავრი სკულპტურის სათავეში დაყენებით. ფონტანა 1714 წელს გარდაიცვალა და ძეგლის მშენებლობა კვლავ შეჩერდა. რომის პაპმა კლიმენტი XII-მ გამოაცხადა კონკურსი მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე. მე-18 საუკუნის თექვსმეტი გამოჩენილი ინჟინერ-ხუროთმოძვრის ცხარე დაპირისპირებისას გამარჯვება ნიკოლა სალვის ხვდა წილად. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა გასაოცარი სილამაზის მქონე ქანდაკებები. შადრევნის სრულყოფილებამდე მიყვანას 30 წელი დასჭირდა.
ესპანური კიბეები
ესპანური კიბეები რომის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც პინჩოს ბორცვზე აღმართული ტრინიტა-დეი-მონტის ეკლესიიდან ეშვება ესპანური მოედნისკენ. მარადიული ქალაქის ამ ერთ-ერთი გამორჩეულ სიმბოლოს აქვს ერთობ არაერთგვაროვანი ისტორია, რომელიც დაფუძნებულია იტალიის ტერიტორიაზე ესპანური და ფრანგული ამბიციების შეპირისპირებაზე. ტრინიტა-დეი-მონტი პინჩოს ბორცვზე აშენდა მეფე ლუი XII-ის ძალისხმევით მე-16 საუკუნეში. ტაძარი რომში ფრანგული მონარქიის დასაყრდენი გახდა. იმავდროულად, ბორცვის ძირში განლაგებული მოედანი არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ესპანელებისათვის, რადგან იქ განთავსებული იყო ესპანეთის საელჩო. ლუდოვიკო XIV-მ ცოლად შეირთო ესპანეთის მეფის ქალიშვილი – მარია ტერეზა ავსტრიელი. ამ გარემოების მიუხედავად, ქვეყნებს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა იყო. შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად ფრანგმა პოლიტიკოსმა ეტიენ გეფემ კიბით დააკავშირა ტრინიტა დეი მონტის ტაძარი და ესპანეთის მოედანი. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ესპანური კიბეები უნდა ქცეულიყო გრანდიოზულ არქიტექტურულ ანსამბლად. ფრანგული ჩანაფიქრის ყველაზე საკამათო მომენტი იყო ლუდოვიკო XIV-ის საცხენოსნო ქანდაკება, რომელიც დააგვირგვინებდა ნაგებობას. რომის ხელისუფლებამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და მშენებლობას ვეტო დაადო. მხოლოდ 1717 წელს გაიმართა კონკურსი არქიტექტურებს შორის, რომელიც ალესანდრო სპეკისა და ფრანჩესკო დე სანქტისის შემოქმედებითმა ტანდემმა მოიგო. ესპანური კიბეების ძირთან მდებარეობს სახლ-მუზეუმი, რომელიც მიძღვნილია ინგლისელი რომანტიკოსი პოეტების – ჯონ კიტსის და მერი შელის შემოქმედებისადმი.
რომაული ფორუმი
რომაული ფორუმი მარადიული ქალაქის ცენტრში მდებარეობს. თავდაპირველად მოედანზე განთავსებული იყო ბაზრობა, მოგვიანებით ის მოიცავდა კომიციას (სახალხო კრებებისათვის განკუთვნილი ადგილი), შემდგომ კი ფორუმმა პოლიტიკური ფუნქციებიც შეიძინა.
ანტიკური სვეტებისა და ტაძრების ნახევრად დანგრეული კამარების არათანმიმდევრული რიგი რომის იმპერიის ყოფილ სიდიადეს ასახავს. მარადიული ქალაქის ცენტრში 6 ბორცვს შორის არსებული დაბლობი დატბორილი იყო. ძვ.წ. მე-8 საუკუნეში დაჭაობებული ტერიტორია გამოიყენებოდა სასაფლაოდ. სიტუაცია შეიცვალა ტარკვინიუს პრისკუსის მეფობის დროს. რომაელმა მმართველმა დანერგა მასშტაბური სადრენაჟო სისტემა, რამაც ვაკის ნიადაგის დაშრობა გახადა შესაძლებელი. დედაქალაქის მოედანი თანდათან იქცა სავაჭრო ცენტრად და საჯარო გამოსვლების ადგილად. ფორუმის პირველი მნიშვნელოვანი ნაგებობა გახდა ქალღმერთ ვენერას სახელობის ტაძარი. გადმოცემის თანახმად, იქ ტადებოდა რომაელი ჯარისკაცებისა და დატყვევებული საბინელი ქალწულების განწმენდის რიტუალი. მოედნის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მარმარილოს ობელისკი – “შავი ქვა”. უძველესი ხელნაწერების მიხედვით, ძვ.წ.მე-6 საუკუნით დათარიღებული ძეგლი აღნიშნავდა რომულუსის (რომის დამაარსებლის) გარდაცვალების ადგილს. გათხრების დროს ქვის ქვეშ აღმოაჩინეს წარწერების ქვის ფილები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, თუ როგორ მიმდიანრეობდა ლათინური ენის ფორმირება. კომიცია – ფორუმის ტერიტორიაზე საჯარო დებატების თავდაპირველი ადგილია (სიტყვე “Comitium” ლათინურიდან ითარგმნება, როგორც შეკრების ადგილი”). ის წარმოადგენდა მომრგვალებულ ამფითეატრს, რომელიც “ორატორთა ტრიბუნის” სახელს ატარებდა. ძვ.წ. V- II საუკუნეებში რომის იმპერიამ მოასწრო მრავალ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის მიღება (მათ შორის, სამი ომი ფინიკიელებთან, ცნობილი “პუნიკური ომების” სახელწოდებით). ფორუმის ტერიტორიაზე ძვ.წ.484 წელს ააგეს დიოსკურების ტაძარი, რომელიც მიძღვნილი იყო იუპიტერის ტყუპი ძმების – კასტორისა და პოლუკსისადმი.
ეს ნაგებობა დღემდე უძველესი სვეტების სახით შემორჩა, რომელთაც სხვაგვარად “სამი და” ჰქვია. მოედნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სატურნის ტაძარი, რომელიც თავის დროზე აღმართეს რომაელების ეტრუსკთა მმართველ ტარქვინიუსზე გამარჯვების აღსანიშნავად. ამ ეკლესიას საკმაოდ რთული ბედი ხვდა წილად, იგი არაერთხელ ქცეულა ფერფლად და შემდეგ ფენიქსივით აღმდგარა. სატურნის ტაძარი დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა სახაზინო და საგადასახადო სამსახურის ფუნქციებს. ფორუმის უკიდურეს დასავლეთ საზღვარზე ძვ.წ. მე-4 საუკუნეში ააგეს კონკორდიის (თანხმობის ქალღმერთის) სახელობის ეკლესია. ეს ტაძარი რომაელ თავადაზნაურობასა და უბრალო ხალხის შერიგების სიმბოლოა.
ძვ.წ. I ასწლეულში იულიუს კეისარმა რომის სენატის შეხვედრის ადგილი კურია იულიაში გადაიტანა. ფორუმის რუკაზე ჩანს, რომ ახალი შენობა მდებარეობს კომიციის ჩრდილოეთით. მოედნის სამხრეთ-აღმოსავლეთ შესასვლელს ამშვენებს ტიტუსის ტრიუმფალური თაღი. ფორუმის ტერიტორიაზე არსებული ტაბულარიუმი წარმოადგენდა სახელმწიფო არქივს. ძვ.წ. 27 წელს რომის რესპუბლიკა იმპერიად გადაკეთდა. ავგუსტუსის გამარჯვების აღმნიშვნელია კეისრის ტაძართან ახლოს მდებარე ავგუსტუსის ტრიუმფალური თაღი. სენატორთა ჯგუფის მიერ შეთქმულების შედეგად მოკლული იულიუს კეისრის ცხედარი დაწვეს. იმ ადგილზე მოგვიანებით აღმართეს ეკლესია. რომულისის შემდეგ კეისარი გახდა მეორე მმართველი, რომელიც რომაელებმა გააღმერთეს.
ნავონას მოედანი
ძვ.წ. 80 წელს რომში ააგეს დომიციანეს სტადიონი, რომელიც ტიტუს ფლავიუსმა საჩუქრად გადასცა დედაქალაქის მაცხოვრებლებს. იქ სხვადასხვა სპორტული ღონისძიება ტარდებოდა. ნავონას მოედნის ჩრდილოეთით დგას სანტა-მარია-დელ-საკრო-კუორეს ტაძარი. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ეკლესია მე-12 საუკუნეში დომიციანეს სტადიონის ნანგრევებზე ააშენეს. ნავონას მოედანი ბაროკოს სტილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია. ევროპული კულტურის ამ მახასიათებელმა დედაქალაქის ამ კუთხეში პამფილების ოჯახის წყალობით შემოაღწია. XV საუკუნეში ამ გვარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოედანზე განთავსებული სამი ძველი სახლი გამოისყიდა. 50 წლის შემდეგ ჯამბატისტა პამფილმა მიიღო პაპის წოდება და გახდა ინოკენტი X-ის სახელის მატარებელი. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ნავონას მოედნის სამხრეთ ნაწილში საოჯახო სასახლის აგება გადაწყვიტა. ამ მიზნით მან არქიტექტორ ჯიროლამო როლანდი დაიქირავა.
აღნიშვნას იმსახურებს ისტორია ერთი რომაელი ქალწულის ცხოვრების შესახებ. აგნესა ცხოვრობდა რომში ახ.წ. მე-3 საუკუნეში. მან იწამა ქრისტიანობა და ის ემზადებოდა იმისათვის, რომ საკუთარი თავი ეკლესიისათვის მიეძღვნა. საუბედუროდ, აგნესას რომის პრეფექტი ეტრფოდა. იგი გაცოფდა, როცა მიჯნურმა მისი გრძნობები არ გაიზიარა. ჩინოვნიკმა აგნესას გაშიშვლება და მისი ამგვარი სახით იმ ბორდელში გაგზავნა ბრძანა, რომელიც დომიციანეს მოედანზე მდებარეობდა. ანგელოზებმა საბრალო ქალწული თოვლივით თეთრი კვართით შემოსეს. ბორდელში ყოფნის დროსაც აგნესა უფალს არ მიუტოვებია. რომაელები სირცხვილით ტოვებდნენ მძევლის ოთახს. 304 წლის იანვარში გაუტეხელი ქალწული მოწამეობრივად აღესრულა ჯარისკაცების ხელით. მე-17 საუკუნის შუა ხანებში იმ ბორდელის ადგილას აღმართეს ტაძარი. ნავონას მოედანს ამშვენებს ოთხი მდინარის, ნეპტუნისა და მავრის შადრევნები.
სიქსტეს კაპელა
სიქსტეს კაპელა გარედან წარმოადგენს არაფრით გამორჩეულ, მე-15 საუკუნით დათარიღებულ საეკლესიო ნაგებობას, თუმცა ქვიშისფერი ქვით მოპირკეთებულ კედლებში ჩასმულია რენესანსის ეპოქის ნამდვილი მარგალიტები – მიქელანჯელოს, სანდრო ბოტიჩელის, პერუჯინოს, პინტურიკიოს, დომენიკო გირლანდიოს ნამუშევრები.
ტაძრის ასაშენებლად ადგილი შემთხვევით როდი შეირჩა. ადრე იქ არსებობდა დიდებული კაპელა, სადაც ტარდებოდა კეთოლიკური სამღვდელოების კონკლავები. მისი რეკონსტრუქცია დაევალა არქიტექტორ ბაჩიო პონტელის და ინჟინერ ჯოვანინო დე დოლჩის. მტკიცე კედლები და სინატიფის არარსებობა ნაკარნახევი იტო შუა საუკუნეების დაქუცმაცებულ იტალიაში არსებული მშფოთვარე ვითარებით. სამშენებლო სამუშაოების დროს შემუშავდა ეკლესიის მოხატვის საერთო გეგმა. შენობა დაიყო სამ ჰორიზონტალურ იარუსად. ქვედა სართულს ჰქონდა მარტივი დეკორატიული მოხატულობა, მეორე იარუსი ეძღვნებოდა ძველი აღთქმის მოვლენებს და ახალ აღთქმაში ასახულ სცენებს ქრისტეს ცხოვრებიდან. ზედა სართულზე უნდა ყოფილიყვნენ გამოსახულნი მოწამეობრივად აღსრულებული პონტიფიკები.
1508-1512 წლებში მიქელანჯელომ მოხატა ეკლესიის კამარა პაპ იულიუს II-ის დაკვეთით. საგულისხმოა, რომ ბუენაროტი იმ დროისათვის შეუდარებელ ხუროთმოძღვრად ითვლებოდა, ხოლო ფრესკების წერა მისთვის სიახლეს წარმოადგენდა. ოსტატმა სიქსტეს კაპელის ჭერი მორთო ნამუშევრებით, რომლებიც გაერთიანებული იყო ერთ იკონოგრაფიულ ციკლში. მიქელანჯელოს მიერ შექმნილი ნახატები გამოსახავდა ცხრა სცენას დაბადების წიგნიდან. ტაძრის კამარის მინიატურებში შეგიძლიათ გაარჩიოთ “სინათლის სიბნელისგან გამოცალკავება”, “ნოეს მსხვერპლშეწირვა”, “ადამის შექმნა”, “ცოდვით დაცემა”, “სამოთხიდან განდევნა”. სისქტეს კაპელის ჭერზე აღბეჭდილია სამი განსხვავებული აზრობრივი ჯაჭვი: სამყაროს შექმნა, ადამი და ევა, სამოთხეს მოკლებული კაცობრიობის ტვირთი.
წმინდა ანგელოს ციხე
წმინდა ანგელოს ციხე რომის არქიტექტურული ძეგლია, რომელიც აგრეთვე ცნობილია ადრიანეს მავზოლეუმის სახელწოდებით. ცილინდრული ფორმის ეს მაღალი შენობა აგებულ იქნა ქრისტიანობის გარიჟრაჟზე მდინარე ტიბრის სანაპიროზე. თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში წმინდა ანგელოს ციხე იყო რომის იმპერატორის უკანასკნელი თავშესაფარიც, პონტიფიკების რეზიდენციაც, ის გარდაიქმნა ფორტად, შემდგომ საპყრობილედ, ბოლოს კი მან მიიღო მუზეუმისა და ხაზინის სტატუსი.
იმპერატორ ადრიან პუბლიუსის აკლდამა აღმართეს მდინარის შემაღლებულ სანაპიროზე დაახლოებით 139 წელს. ცილინდრული ფორმის მავზოლეუმის ბრტყელ სახურავს ამშვენებდა დეკორატიული ბაღი, რომლის ცენტრში მოოქროვილი ქვადრიგა იყო დამონტაჟებული. იმპერატორ ადრიანეს ბრძანებით ააგეს წმინდა ანგელოზის ხიდი, რომელზეც გადიოდა გზა რომის ცენტრიდან საძვალემდე. მე-5 საუკუნისათვის ადრიანეს მავზოლეუმმა დაკარგა უწინდელი ბრწყინვალება, რადგან ის თანდათან სამხედრო სიმაგრედ გადაიქცა. გოთების შემოსევის დროს წმინდა ანგელოს ციხიდან მოიპარეს ბრინჯაოს ორნამენტები, ლარნაკები და ქანდაკებები. ლეგენდის თანახმად, მთავარანგელოზი მიქაელი გამოისახა მავზოლეუმის თავზე, რაც შავი ჭირის პანდემიის დასასრულის მომასწავებელი გახდა. სწორედ ამ ნიშნის საპატივცემულოდ მიიღო საძვალემ ამჟამინდელი სახელი.
მე-14 საუკუნისათვის წმინდა ანგელოს ციხე-სიმაგრე რომის პაპების რეზიდენციად იქცა. კათოლიკურმა ეკლესიამ ნაგებობის შიგნით დილეგი მოაწყო. სწორედ იქ იყო გამოკეტილი 6 წლის განმავლობაში შუა საუკუნეების გამოჩენილი მეცნიერი, ასტროლოგი და დომენიკელი ბერი ჯორდანო ბრუნო. 1901 წელს ციხე ოფიციალურად გამოცხადდა ეროვნულ მუზეუმად.
კარაკალის აბანოები
იმპერატორ კარაკალას აბანოები მდებარეობს რომში, კაპენის ჭიშკრის უკან, ავენტისა და ცელიუსის ბორცვებს შორის. აპიის გზის ფიჭვების ფონზე მიმოფანტული გიგანტური ლოდები ჩვენი ეპოქის გარიჟრაჟზე ქალაქის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. დღესდღეობით აბანოთა კომპლექსი რომის ოპერის სცენადაა ქცეული. ძვ.წ. I საუკუნისათვის მარადიულ ქალაქში არსებობდა დიდი პრობლემები წყალმომარაგებასა და ელემენტარულ სისუფთავესთან დაკავშირებით. მაღალჩინოსანმა მარკუს აგრიპამ კოლოსალური თანხა დაახარჯა აკვედუკების მშენებლობას. მე-3 საუკუნეში იმპერატორმა კარაკალამ რომში აბანოთა უზარმაზარი კომპლექსის აშენება გადაწყვიტა. მე-6 ასწლეულში აღმოსავლელი გოთების ხშირი დარბევის შედეგად აბანოების მკვებავი აკვედუკები გადანდგურდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში არქეოლოგებმა აბანოთა ნანგრევებს შორის აღმოაჩინეს ვრცელი მიტრიუმი, ღვთაება მითრას თაყვანსაცემი ადგილი. 1937 წელს დედაქალაქის მერი, პიერო კოლონას განკარგულებთ, ეს ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი რომის საოპერო თეატრს გადაეცა.
Sorry, the comment form is closed at this time.