logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ტოკიო

22 Sep

ტოკიო

იაპონელები თავიანთ სამშობლოს უწოდებენ “ნიხონს” (ჩინური წარმოშობისაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს “ადგილს, სადაც ამოდის მზე”). სწორედ ჩინელებმა შეარქვეს სახელი კუნძულებს, რომლებიც ძევს მატერიკის აღმოსავლეთით.

რბილ ლურჯ ნისლში ჩაძირული ფუძის მთა, რომელიც წმინდაა იაპონელთათვის, ღრუბლებზე მაღლაა აზიდული. ადგილობრივები ამ ადგილს ამკობენ ხატოვანი ეპითეტებით, პატივისცემით გასცქერიან თოვლით დაფარულ მწვერვალს და ლექსებს უძღვნიან მას.

ფუძიამა წარმოადგენს ძველ ვულკანს, რომელიც 11 ათასი წლის წინ წარმოიშვა. იმ დროს იაპონური არქიპელაგი გამოირჩეოდა თავისი სეისმური აქტივობით, სადაც მუდამ ხდებოდა ვულკანური აფეთქებები და ამოხეთქვები.

ბუდისტები ფუძიამას კრატერს საიქიოს კარიბჭედ თვლიან, ხოლო სინთოისტები მიიჩნევენ, რომ მისი მწვერვალი ერთმანეთთან აკავშირებს ზეციურ და მიწიერ სამყაროებს. სახელი “ფუძიამა” იაპონურიდან ითარგმნება, როგორც “ცეცხლოვანი მთა”.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთა მდებარეობს წყნარი ოკეანის ცეცხლოვანი რგოლის ხაზზე, უშუალოდ მის ქვეშ განთავსებულია სამი ლითოსფერული ფილა. სწორედ ამითაა განპირობებული იქაურობის სეისმური აქტივობა.

აღსანიშნავია ფუძიამასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები:

  • მისი მწვერვალი მთელი წლის განმავლობაში დაფარულია თოვლით.
  • იაპონიის მოცემული სიმბოლო ეკუთვნის ხონგუს სინტოისტურ ტაძარს.
  • ფუძიამას მფარავი ლავის მრავალტონიანი ფენის ქვეშ იმალება ორი სხვა, უფრო ძველი ვულკანი.
  • მთა პირველად დალაშქრა ბუდისტმა ბერმა 663 წელს. ევროპელებიდან იგივე გაიმეორა ბრიტანელმა დიპლომატმა რუტერფორდ ალკოკმა 1860 წელს.

სენსო-ძი, იგივე იაკუსა – ტოკიოში არსებული უძველესი ბუდისტური კომპლექსია. ლეგენდის თანახმად, სალოცავი დაარსდა 628 წელს, მეთევზე ძმების დამსახურებით. ერთხელ, როცა ისინი თევზჭერით იყვნენ დაკავებულები, მათ შემთხვევით იპოვეს მოწყალების ქალღმერთის, კანონის, ოქროს ქანდაკება. ძმებმა ძვირფასი ნივთი გადასცეს თემის უხუცესს, რომელიც მონაპოვრის მფარველი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ სოფელ ასაკუსაში ჩამოვიდა მოხეტიალე ბერი, რომელსაც ძილში გამოეცხადა ღვთაება და მიუთითა ადგილი, სადაც სენსო-ძი უნდა აეშენებინა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საყდარი ძლიერ დაზიანდა დაბომბვების შედეგად. 1958 წელს გადაწყვიტეს მისი აღდგენა იმ სახით, რომელიც მას ჰქონდა მე-17 საუკუნეში.

ტოკიოს ეროვნული მუზეუმი უდიდესი კულტურული ცენტრია, სადაც 120 000-ზე მეტი ექსპოზიცია ინახება. შენობა მდებარეობს უენოს საქალაქო პარკის ტერიტორიაზე. ეს ხნის იქაური გასაოცარი ლანდშაფტის არსებობას. მუზეუმის მთავარი კორპუსი, ხონკანი, შესრულებულია არ-დეკოს სტილში. სწორედ ამ საგამოფენო გალერეაშია წარმოდგენილი სამურაების აბჯარი. რაც შეეხება საცერემონიო კორპუსს, ხოკეიკანს, ის გაიხსნა ძირითადზე 30 წლით ადრე. ცისფერი გუმბათის მქონე ნაგებობა ასრულებს საგანმანათებლო ცენტრის ფუნქციას.

სინძიუკუ-გოენის პარკი მოაშენეს 1906 წელს იმპერატორის პირადი გამოყენებისათვის იმ ადგილას, სადაც ადრე განთავსებული იყო დაიმიო ნაიტოს მამული. უნდა აღინიშნოს, რომ იქ 20ათასამდე ხეა თავმოყრილი. სინძიუკუ-გიოენი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ადრეულ გაზაფხულზე – საკურას ყვავილობის ჟამს. სწორედ ამ პერიოდში აწყობენ ეგრეთ წოდებულ ხანამის – იაპონური ალუბლის ყვავილებით ტკბობის დღესასწაულს, როცა პარკის ალეები იღებება თეთრი, ჟოლოსფერი და ვარდისფერი ტონალობებით.

პარკის შემადგენლობაში შედის: ინგლისური ბაღი ორანჟერეით, სადაც ხარობს ტროპიკული მცენარეები, ფრანგული ბაღი დამშვენებული ვარდებით და წყლის შროშანებით. მისი ნაწილია ასევე კლასიკური იაპონური ბაღიც, სადაც განთავსებულია ჩაის სახლი, იქ შეგიძლიათ გახდეთ ჩაის ცერემონიის მომსწრე.

გიბლის მუზეუმი ეძღვნება თანამოსახელე იაპონური სტუდიის ნამუშევრებს, რომლის დამაარსებელია ცნობილი რეჟისორი და ანიმატორი – ხიაო მიაძაკი. ამ ჯადოსნურ ადგილას შეგიძლიათ ჩაიძიროთ საკულტო ანიმაციური ფილმების ზღაპრულ სამყაროში. მუზეუმის დიზაინი დაპროექტებულია მიაძაკის პირადი ხედვის საფუძველზე. იქაურობა ისეა მოწყობილი, თითქოს იქ მიმდინარეობს გიბლის სტუდიის მორიგი მულტფილმის გადაღება.

მოგზაურობა იწყება ღია-ყვითელ ავტობუსში შებიჯებით. შესასვლელთან გხვდებათ ტოტორო, სტუდიის თილისმა, და აგრეთვე სუსუვატარები, იგივე “ჭვარტლის სულები”, რომელთაც ვხვდებით მულტიპლიკაციურ ფილმებში – “ჩემი მეზობელი ტოტორო” და “მოჩვენებების მიერ გატაცებლნი”.

მუზეუმის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის ხილვაც შეიძლება პატარა კინოთეატრში, სახელწოდებით – “Saturn”. მისი ჩვენება ხდება ყოველ 15 წუთში ერთხელ. ფილმი იაპონურ ენაზეა გადმოცემული სუბტიტრების გარეშე, თუმცა სიუჟეტი ენის ცოდნის გარეშეც გასაგებია. მუზეუმის შიგნით ფოტოების გადაღება აკრძალულია, გამონაკლისს წარმოადგენს მის სახურავზე არსებული ბაღი, სადაც დგას ბრინჯაოს ქანდაკება რობოტისა ანიმაციიდან – “ლაპუტას ზეციური ციხე”.

მეიძის სატაძრო კომპლექსიი ააგეს საზოგადოებრის ინიციატივით 1920 წელს იმპერატორ მეიძისა და მისი მეუღლის, სიოკენის, საპატივცემულოდ. სალოცავში ტარდება ღვთისმსახურება, რომლის დროსაც შესაძლებელია სულთათვის ძღვენის მირთმევა და საკუთარი სურვილების დაწერა სპეციალურ დაფაზე – ემაზე. საყდრის პირველ სართულზე განთავსებულია სუვენირების მაღაზია და სამხატვრო გალერეა, მეორზე კი – საიმპერატორო განძთსაცავი. კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოაჩენთ იაპონიის უდიდეს კარიბჭეს, საკეთი სავსე კასრებისგან შექმნილ კონსტრუქციას. ტაძრის მთავარ შესასვლელთან შეგხვდებათ სპეციალური თოკით ერთმანეთთან დაკავშირებული ორი ხე. ესაა სიწმინდის სიმბოლო და მცენარეებისათვის ხელით შეხება დაუშვებელია. აგრეთვე არ უნდა გამოგრჩეთ კუს ფორმის ლოდი და 16-ფურცლიანი ქრიზანთემების გამოსახულებები, რომელთაც ხშირად წააწყდებით სალოცავში. გადმოცემის თანახმად, ტორიის კარიბჭის მიღმა იწყება ღმერთების სამეფო. გახსოვდეთ, რომ გზის შუა ნაწილი ღვთაებებს ეკუთვნით, ამიტომ მის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს უნდა გაუყვეთ.

ერთ დროს იაპონიის დედაქალაქს კოიტო წარმოადგენდა, ვიდრე მმართველი მეიძი ტოკიოში არ გადასახლდა. იმპერატორის სასახლის ადგილას ადრე მდებარეობდა ედოს თავდაცვითი სიმაგრე, რომელიც 1868 წელს უმაღლესი ხელისუფალის რეზიდენციად იქცა.

მე-15 საუკუნეში ედოს ციხე წარმოადგენდა მცირე დასახლებას სამი მდინარის გადაკვეთის წერტილში. მისი საელწოდება ნიშნავს “ყურეში შესასვლელს”. მე-16 ასწლეულში იეიასუ ტოკუგავამ ედო გახადა პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც დროთა განმავლობაში საიმპერატორო დედაქალაქზე მეტი მნიშვნელობა შეიძინა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სასახლის მშენებლობა იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საინჟინრო გმირობაა. 1868 წელს იქ დაფუძნდა იმპერატორი მეიძი. 1945 წლის მაისში ამერიკული ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად ნაგებობა დაიწვა. 1959 წელს მიიღეს გადაწყვეტილება სასახლის სრული რეკონსტრუქციის შესახებ.

ტოკიოში ჩასული ტურისტების უმრავლესობის ყურადღებას იპყრობს სატელევიზიო კოშკი. იაპონელები ამ ობიექტს აქტიურად გამოსახავენ ანიმაციებსა თუ კინემატოგრაფიაში. ეს უზარმაზარი ტელე- და რადიოანძა მდებარეობს მინატოს რაიონში. მისი მშნებლობა მიმდინარეობდა 1957-58 წლებში, რა დროსაც ის მსოფლიოს ყველაზე მაღალ ლითონის ნაგებობად მიიჩნეოდა. სატელევიზიო კოშკი შეღებილია იაპონიის დროშის ფერებში.

განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს კოშკის ძირას არსებული 4-სართულიანი შენობა, სადაც განთავსებულია უზარმაზარი აკვარიუმი-გალერეა, ცნობილი ბრენდების მაღაზიები, გინესის რეკორდების მუზეუმი.

იაპონელებს სწამთ, რომ ცის კიდეში არსებობს მითიური ადგილი, რომელსაც ჰქვია “ცისარტყელას ხიდი”. მასზე გადავლის შემდეგ გარდაცვლილი შინაური ცხოველები და მათი პატრონები ხვდებიან მაადმწვანე მდელოზე, სადაც ისინი სამუდამოდ შეერთდებიან და აღარასოდენ განშორდებიან ერთმანეთს. ხიდი მინატოს რაიონს აკავშირებს ოდაიბას ხელოვნურ კუნძულთან. ის აგებულია ჰაი-ტეკის სტილში და თეთრადაა შეღებილი. ღამით სპეციალური განათება ხიდს ნამდვილ ცისარტყელას ამსგავსებს. არ გაგიკვირდეთ, თუკი ამ ნაგებობის სიახლოვეს თავისუფლების ქანდაკებას შენიშნავთ. ის ნიუ-იორკული ორიგინალის ასლია.

ტოკიოს შუაგულში, ხამარიკიუს ბაღების სიახლოვეს, მდებარეობს ცუკიძის თევზის ბაზრობა. ეს ადგილი განთქმულია თევზის აუქციონებით.

ნეძუს მუზეუმი არის იაპონური და აზიური ხელოვნების ნიმუშების კერძო კოლექცია, რომელიც შეაგროვა მსხვილმა მეწარმემ, ჩაის ცერემონიის მცოდნემ, ნეძუ კაიტირომ. პირველი გამოფენა 1941 წელს შედგა. დღეს იქ არსებულ ექსპონატთა რიცხვი 7400-ს უტოლდება. საგამოფენო დარბაზებში იხილავთ იაპონიის ეროვნულ დოვლათს – ტუშით შესრულებულ კალიგრაფიულ ნახატებს, იარაღს, ტექსტილს, ჩინურ ბრინჯაოს ნაკეთობებს, კერამიკულ ნაწარმს.

აოგასიმა იძუს არქიპელაგის სუბტროპიკული კუნძულია. კუროსიოს დინება ადგილობრივ კლიმატს არბილებს, ტემპერატურათა მკვეთრი ცვალებადობების გარეშე. 1785 წელს ვულკანის ამოფრქვევამ ადგილობრივ მკვიდრთა თითქმის ნახევარი შეიწირა, საბედნიეროდ, მოხერხდა დანარჩენების ევაკუირება. სიცოცხლე იქ მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ დაბრუნდა. კუნძულის უმაღლესი წერტილია მარუიამას ვულკანი. იქაური მოსახლეობის გამორჩეულად საყვარელი კერძია – “ტორინაბე”. ესაა ხანდაზმული დედლის ხორცისა და ძვლებისგან მომზადებული წვნიანი.

2015 წელს ტოკიოში გაიხსნა სამურაებისადმი მიძღვნილი პატარა მუზეუმი. მთავარი ექსპონატები მეორე სართულზეა განლაგებული. სამურაული ჯავშნის ნაკრებში ხშირად შედიოდა ნიღბები და რქებიანი ჩაფხუტები, რომელთაც მოწინააღმდეგეთა შესაშინებლად ხმარობდნენ. მუზეუმში შებიჯებისთანავე იძირებით ედოს ეპოქის ფეოდალურ იაპონიაში. იქაურ დარბაზებში თვალნათლივ დაინახავთ, თუ როგორც იცვლებოდა სამურაების ტრადიციები, რა სახის იარაღსა და თავდაცვის საშუალებებს იყენებდნენ, როგორ ცხოვრობდნენ და ემსახურებოდნენ თავიანთ ბატონებს – სიუზერენებს. იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ გასაოცარი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ მეომარს, მიამოტო მუსასის.

აკიხაბარას რაიონი მდებარეობს ტიოდეს ოლქში, ტოკიოს სარკინიგზო სადგურიდან 5 წუთის სავალზე. ამჟამად ეს ადგილი მთელს მსოფლიოში განთქმულია ანიმესთან, ვიდეოთამაშებთან, კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული საქონლის გაყიდვით. ედოს პერიოდში ამ რაიონში იდგა სამურაული სახლები, იქ ძირითადად ღარიბი ხალხი ცხოვრობდა. 1869 წელს კვარტალი დიდმა ხანძარმა მოიცვა, ერთი წლის მერე კი იმპერატორის დავალებით იქ აღმართეს აკიბაძინძას ტაძარი, რომელსაც აღნიშნული ადგილი მომავალში გამანდგურებელი ცეცხლისგან უნდა დაეცვა. მოგვიანებით აკახაბარაში ააშენეს სადგური. გასული საუკუნის შუახანებში კვარტალის სავაჭრო ნაწილი გახდა სამხედრო კავშირგაბმულობის ყოფილ მუშაკთა შეხვედრის ადგილი, სადაც ისინი ყიდდნენ ელექტრონულ ნივთებს და ამ გზით შოულობდნენ საარსებო წყაროს. 70-იან წლებში აკახაბარა იაპონიის აყვავების სიმბოლო გახდა. სწორედ ამ რაიონში გაიხსნა ჯერ კალკურატორებისა და საათების, შემდგომ კი უკვე კომპიუტერული მაღაზიები.

თანამედროვე აკიხაბარა, იგივე აკაბა, გახდა სუბკულტურის ცენტრი, რომლის წარმომადგენელს ეძახიან ოტაკუს (იაპონიის ფარგლებს გარეთ ოტაკუს უწოდებენ ადამიანს, რომელიც გატაცებულია ანიმეთი და მანგათი). აღნიშნულ რაიონში დღემდე ფუნქციონირებს ძველი სავაჭრო წერტილები, სადაც იყიდება ელექტრონიკა. მათგან ერთ-ერთია – “რადიო კაიკანი”. ამბობენ, რომ აკიბა – ნამდვილი სამოთხეა რეტრო-თამაშების მოყვარულთათვის. გეიმერებს შორის ყველაზე ცნობილი დაწესებულებაა – “Super Potato”. გარედან შეუხედავი მაღაზია იკავებს სამ სართულს, ის კლიენტებს სთავაზობს კლასიკური სათამაშო კონსოლებისათვის განკუთვნილ თამაშებს.

აკიხაბარას კიდევ ერთი თავისებურებაა – თემატური მეიდ-კაფეები, რომლებიც ეძღვნება ანიმეებსა და ვიდეო თამაშებს. ასეთი დაწესებულებების კლასიკური ფორმატია – მოახლეების ფორმებში გამოწყობილი მიმტანი ქალები, რომლებიც “ბატონებს” ემსახურებიან.

აკაბას ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა – კანდა მიოძინის ტაძარი, რომელიც სინტოისტების საკუთრებაა. იქ ეთაყვანებიან ტაირა-ნო მოსაკადოს, ისტორიულ მოღვაწეს და სამხედრო პირს. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ქალაქში ეწყობა კანდა-მაცური, ამ ფესტივალზე ზეიმობენ სეკიგახარეს ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვებას. ეს ღონისძიება სასიცოცხლო ენერგიის სიმბოლო და ზაფხულის მოახლოების მომასწავებელია.

უენო საზოგადოებრივი პარკი მდებარეობს თანამოსახელე სადგურთან ახლოს, ტოკიოს ცენტრში. მიწა, სადაც ახლა ეს პარკია განფენილი, ადრე კანეი-ძის ტაძრის ნაწილი იყო, რომელიც ერთ დროს ტოკუგავას მმართველი კლანის ოჯახურ საყდარს წარმოადგენდა. პარკის სამხრეთ შესასვლელთან დაინახავთ საიგო ტამაროის, უენოსთან გამართული ბრძოლაში მონაწილე ერთ-ერთი გენერლის, ქანდაკებას.

დღესდღეობით პარკი განთქმულია მის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმებით, რომელთაგან აღსანიშნავია: ტოკიოს ეროვნული მუზეუმი, დასავლური ხელოვნების ეროვნული გალერეა და ნაციონალური სამეცნიერო მუზეუმი. უენოს ყველაზე პოპულარული ბინადრები არიან გიგანტური პანდები, რომლებიც იაპონიიდან ჩინეთში ჩამოიყვანეს 1972 წელს.

ედოს ეპოქაში (ტოკუგავას კლანის მმართველობის ისტორიული პერიოდი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1603 წელს ტოკუგავა იეიასუს სიოგუნად, ანუ სამხედრო დიქტატორად, დანიშვნის შემდეგ) კანდეი-ძი ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სალოცავი იყო. ის განადგურდა ბოშინის ომის დროს (სამოქალაქო ომი ტოკუგავას მომხრეებსა და პროიმპერატორულ ძალებს შორის).

სიბუას ადმინისტრაციულ ოლქში შედის სამი რაიონი: სიბუა, ხარაძიუკუ და დაიკანიამა, რომლებიც მთელი იაპონიისათვის მოდური ტანსაცმლის კანონმდებლებია.

ხარაძიუკუს კვარტალში მდებარეობს მეიძი-ძინგუს სალოცავი და ასევე ეიოგი-კოენის პარკი (ერთ დროს ის საიმპერატორო არმიის პოლიგონს წარმოადგენდა, რის გამოც მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ “ვაშინგტონის სიმაღლეები” შეარქვეს). 1964 წელს იქ გააშენეს ოლიმპიური სოფელი, რის მერეც პარკმა მიიღო ეიოგი-კოენის სახელი.

1950-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ტანსაცმლის წამყვანი დიზაინერები, ტოპ-მოდელები და ფოტოგრაფები ხარაძიუკუს რაიონში დაფუძნებისკენ ისწრაფვოდნენ. იყო დრო, როცა ტანსაცმლის ტრენდები განისაზღვრებოდა ტაკესიტას ქუჩის მოდის მოყვარულთა გემოვნების საფუძველზე. მათ ეძახდნენ “ტაკე-ნო-კო”-ს (“ბამბუკის ღივები”). დღეს კი ომოტესანდოს ულამაზეს ბულვარში გახსნილია თანამედროვე მსოფლიო ბრენდების მრავალი მაღაზია.

სიბუას რაიონი სამოთხეა ანიმესა და მანგას მოყვარულთათვის. იქ ყოფნისას ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავი შეიგრძნოს ფანტასტიკური სამყაროს ნაწილად, რომელიც აღბეჭდილია კომიქსების ფურცლებზე და ცოცხლდება ანიმაციური ფილმების ეკრანზე.

ანიმეს კულტურის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასპექტია ეგრეთ წოდებული კოსპლეი – ანიმაციურ სამყაროთა პერსონაჟებად გარდაქმნის ხელოვნება. სებუას რაიონში არსებობს ბევრი სპეციალიზირებული მაღაზია, რომლებიც მყიდველებს სთავაზობენ კოსპლეისთვის განკუთვნილ კოსტიუმებსა და აქსესუარებს.

სიბუის ანიმე-კაფეებში უჩვეულო შთაბეჭდილებებს დაააგროვებთ. იქ დააგემოვნებთ კერძებს, რომლებიც შთაგონებულია სხვადასხვა მულტიპლიკაციით. ასეთ დაწესებულებებში მოგემსახურებიან პოპულარული პერსონაჟების კონსტიუმებით შემოსილი მიმტანები.

სიბუაში აღმოაჩენთ მრავალ რეტრო-მაღაზიას, სადაც საკოლექციო ნივთებია თავმოყრილი. იქ იპოვით კომიქსების იშვიათ გამოცემებს, ვიტრაჟულ თამაშებს, ასევე ანიმე-ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ნივთებს.

თეატრი – ხელოვნების სანახაობრივი სახეა, რომელიც ასახავს ამა თუ იმ ერის ეროვნულ ხასიათს, კულტურას და თვითმყოფადობას. კაბუკი (იაპონური თეატრის სახეობა) იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრადაა აღიარებული.

სახელწოდება “კაბუკი” მომდინარეობს სამი იეროგლიფისგან: “კაბუ” ნიშნავს სიტყვათშეთანხმებას – “ცეკვა და სიმღერა”, ხოლო “კი” – “ოსტატობას”. ამგვარად, ეს ჟანრი აერთიანებს მუსიკას, ქორეოგრაფიასა და დრამას. იაპონური თეატრის ზემოაღნიშნული ფორმის ჩასახვა ხდებოდა მე-17 საუკუნეში, როცა იძუმო ტაისიას ტაძრის მსახურმა, სახელად ოკუნიმ, მდენარე კამოგავას ამომშრალ კალაპოტში დაიწყო რიტუალური ცეკვების შესრულება. მისი პლასტიკური მოძრაობები არავის ტოვებდა გულგრილს. მალე ოკუნი საიმპერატორო კარზეც კი მიიწვიეს. სულ ცოტა ხანში კაბუკის მიმართ გაჩნდა დიდი ინტერესი უკვე სხვა ქალაქებშიც. ამასთან, მსახიობ ქალთა ზედმეტად მგრძნობიარე და ვნებიანმა ცეკვებმა ჟანრის გარშემო არც ისე დადებითი იმიჯი შექმნა. ამან განაპირობა კაბუკის აკრძალვა 1629 წელს, მისი აღორძინება კი მხოლოდ სამი ათწლეულის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

პირველი, რაც იპყრობს კაბუკის მაყურებელთა ყურადღებას – ესაა ფაშფაშა კოსტიუმები, მსახიობთა ჭყეტელა და რთული გრილი, ასევე მაღალი პარიკები. მუსიკალური თანხლება ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს: წარმოდგენის დროს ცოცხალი ორკესტრი უკრავს ტრადიციულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე. რაც შეეხება სამსახიობო თამაშს, ის გამოირჩევა ზედმეტი ჰიპერბოლიზირებით, რადგან ხელოვანებმა მიმიკებითა და ჟესტებით უნდა გადმოსცენ სცენაში ჩადებული აზრი. უხშირესად პიესები სრულდება ძველ იაპონურ ენაზე, რომელიც ნაკლებად გასაგებია თვით ადგილობრივთათვისაც კი.

მსახიობს, რომელიც სპეციალიზირებულია არიან ქალთა ამპლუაზე, ეწოდება “ონნაგატა”. იაპონურ თეატრ “ნო”-სგან განსხვავებით, სადაც მამაკაცები ასევე ასრულებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა როლებს, თუმცა ინარჩუნებენ ჩვეულ პლასტიკასა და ხმას, კაბუკის არტისტები ბავშვობიდანვე სწავლობენ ქალად გარდასახვის ხელოვნებას. ისინი ითვისებენ მხრებ ჩამოშვებულ სიარულს, რომლის დროსაც უკეთ ხდება კისრის დემონსტრირება. ამ დროს ტერფები შიგნითა მიმართულია, რაც იაპონიაში სიარულის ყველაზე დახვეწილ მანერად ითვლება. მსახიობები ოსტოტურად ახდენენ ქალური ხმების იმიტაციას და თითოეული მოძრაობით აჩვენებენ ქალის ნატურას.

ფარდის გახსნის შემდეგ სცენაზე ჩნდებიან კაპიუშონიან შავს ტანსაცმელში გამოწყობილი უცნაური ფიგურები, რომელთაც “კურო-კო”-ებს (ადამიანი შავებში) ეძახიან. წარმოდგენების დროს ისინი თავს ართმევენ ტექნიკურ დავალებებს: სცენაზე შემოაქვთ ან იქიდან გააქვთ სხვადასხვა ნივთი, აგრეთვე არიან სუფლიორებიც.

კაბუკის სპექტაკლებისას ქება-დიდებას ასხამენ მორალს, რიაც მოძღვრავენ ახალგაზრდა თაობას. როგორც წესი, პიესები დაფუძნებულია ისტორიულ მოვლენებზე ან მოგვითხრობს მორალურ კონფლიქტებზე, ასახავს დრამატულ სასიყვარულო ამბებს, გვასწავლის სწორი არჩევანის მნიშნველობის სიდიადეს.

წარმოდგენები გაჯერებულია ბრძოლის ეპიზოდებით, სცენიდან დრამატული გაქრობებით, უტრირებული თეატრალური ჟესტებით, დუმილის მონაკვეთებით. ისტორიულ პიესებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კოსტიუმებისა და გრიმის სტილიზაციას. მუსიკის, ქორეოგრაფიისა და დრამატული თამაშის შეხამება ხორცს ასხამს კაბუკის ღრმა და ნაფიქრს სიმბოლიზმს.

ისტორიულად გამოიყო სპექტაკლების სამი ძირითადი მიმართულება. “ძიძაი-მონო” წარმოადგენს რთული დეკორაციების მქონე დადგმებს, სადაც მრავალი მოქმედი პირია თავმოყრილი. “სევა-მონო” გადმოსცემს ყოფით სცენებს, რომლებიც დაფუძნებულია უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე. “სიოსაგოტო” არის საცეკვაო დადგმები, რომლებშიც პანტომიმა ეხამება ქორეოგრაფიას.

გინზას რაიონში განთავსებულია მსოფლიოში განთქმული კაბუკიძას თეატრი. თავისი მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში შენობა არაერთხელ გადაკეთებულა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ის ნაწილობრივ დაინგრა, 2013 წელს კი მან მიიღო თანამედროვე სახე.

Sorry, the comment form is closed at this time.