ესპანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობები
წმინდა ოჯახის ("საგრადა ფამილია") ტაძარი მდებარეობს ბარსელონის ცენტრში. ანტონიო გაუდიმ ამ გენიალური ქმნილების შექმნას თავისი სიცოცხლის თითქმის ორმოცი წელი შესწირა. ხუროთმოძღვარი დაიბადა ესპანური კატალონიის ქალაქ რეუსში. უფრო ძმების, დისა და დედის დაღუპვის შემდეგ ანტონიო მამასთან ერთად გადაცხოვრდა ბარსელონაში, სადაც შევიდა არქიტექტურის პროვინციულ სკოლაში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან მხაზველად დაიწყო მუშაობა ცნობილ ხუროთმოძღვრებთან, ემილიო სალასთან და ფრანცისკო ვილიართან. ახალგაზრდა არქიტექტორმა პირველი წარმატება მოიპოვა მაშინ, როცა პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე წარადგინა რკინისა და მინისგან გამოჭედილი ვიტრინა. იმხანად ევროპაში ნეოგოთიკური სტილი ყვაოდა. პრინციპი - "დეკორატიულობა - არქიტექტურის დასაწყისია" სრულებით ემთხვეოდა გაუდის ხედვებს და...