განსაკუთრებული ღირებულების მქონე ადგილები და ნაგებობები ინდოეთში
ინდირა განდის სახელობის მემორიალური მუზეუმი
ინდირა განდი ინდოეთის გამოჩენილი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც ჩამორჩენილი ქვეყნისგან აღმოსავლეთის მარგალიტი შექმნა. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა მათ თანამედროვე, აყვავებულ სამშობლოს სწორედ ამ დიდებული ქალბატონის სახელს უკავშირებს. მის საპატივცემულოდ აგებული სახლ-მუზეუმი დიდ, თმცა საკამდო უბრალოდ თეთრ შენობაშია განთავსებული, რომელიც ინდირას პრემიერ-მინისტრობის განმავლობაში მის რეზიდენციას წარმოადგენდა. განდი ბავშვობიდანვე ოცნებობდა ადამიანების დახმარებასა და მისი სამშობლოს დამოუკიდებლობაზე. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის, ჯავაჰარლალა ნერუს ქალიშვილს მამის მსგავსად პატრიოტული სულისკვეთება ამოძრავებდა. ინდირა განდიმ მისთვის მისაბაძ მაგალითად ქცეული მშობლის გარდაცვალება მძიმედ გადაიტანა, თუმცა ახალგაზრდა ქალი მორალურად არ გატყდა, მალევე მან პარლამენტში იყარა კენჭი. ის “ინდოეთის ნაციონალური კონგრესის” პარტიის ცენტრალური ფიგურა გახლდათ. ორი წლის შემდეგ მიზანდასახულმა და შეუდრეკელმა ქალმა ორ წელიწადში დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელზეც იგი 11 წლით დარჩა. ინდირას მმართველობის დროს აქტიურად ვითარდებოდა ინდუსტრია და მეურნეოის ტრადიციული სახეები. 80-იანი წლების დასაწყისში განდის მთავრობა იბრძოდა მეამბოხე სიქჰების წინააღმდეგ. ისინი დამოუკიდებელ საზოგადოებად გახდომას ითხოვდნენ, რომელსაც საკუთარი მმარველობის ორგანოები ეყოლებოდა. სიქჰები გამაგრდნენ ოქროს ტაძარში, მათ მთავარ სალოცავში. ხელისუფლებამ მოახერხა წინააღმდეგობის გატეხვა და ეკლესიის აღება, თუმცა დაპირისპირების პროცესში ხუთასამდე მომიტინგე დაიღუპა. სიჰქების შურსძიებამ არ დააყოვნა, 1984 წლის ოქტომბერში ინდირა განდი პირადმა მცველებმა ჩაცხრილეს.
ინდოეთის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმი მდებარეობს დელიში, ლოდი გარდენისა და საფდარჯანგის აკლდამის შორიახლოს. იქ შეძლებთ იხილოთ როგორც პირად არქივში დაცული, ასევე სახელმწიფოს მმართველობის პერიოდში გადაღებული ინდირა განდის ფოტოსურათებიც. მუზეუმში ინახება პოლიტიკოსის პირადი ნივთებიც: მისი საქორწინო კაბა და სარი (ქალის ტრადიციული შესამოსი ინდოეთის სუბკონტინენტზე), რომელიც მას ეცვა აღსასრულის დღეს, ასევე იქ აღმოაჩენთ განდის ჩანთებს, კალმებს, პირად საჩუქრებს. ბიბლიოთეკა და სასტუმრო ოთახი დახურულია ვიზიტორთათვის, მათი დათვალიერება შიდა ეზოს ფანჯრებიდანაა შესაძლებელი. ექსპოზიციის ნაწილი ეძღვნება ინდირას ვაჟს, რაჯივს, რომელმაც დედის ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ სამთავრობო პოსტი დაიკავა, თუმცა ისიც პოლიტიკურ საქმიანობას ემსხვერპლა. სახლ-მუზეუმის მიმდებარედ აღმოაჩენთ ბაღს, სადაც განდი დახვრიტეს. მისი გარდაცვალების ადგილი შუშითაა დაფარული.
ლოდის ბაღები
ლოდის ბაღები არის 90 ჰექტარი ფართობის მქონე ურბანული პარკი ნიუ-დელიში, რომელსაც სახელი დაერქვა ინდოეთის მეხუთე და უკანასკნელი სულთანატის საპატივცემულოდ. ლოდის ბაღები დაარსდა მე-20 საუკუნეში. ქალაქის ჯურღმულების ადგილზე. მის შუაგულშ დგას ბარა გუმბადი (“დიდი გუმბათი”), რომელიც 1490 წელს ააგეს. მისი მშენებლობა მიეწერება სიკანდარ ლოდჰის (დელის სულთანი ლოდის დინასტიიდან). 1936 წელს ლოდის ბაღები გახსნა ბრიტანეთის ვიცე-მეფის, ლორდ უილინგდონ პარკის ცოლმა.
შიშ გუმბადი (“შემინული გუმბათი”) წარმოადგენს ლოდჰის დინასტიის სამარხს. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს საძვალე შეიძლება მიუძღვნეს ბაჰლულ ლოდის, ლოდის სულთანატის დამფუძნებელს. შიშ გუმბადი ისლამური და ინდური არქიტექტურების ნაზავია. მისი დასავლეთი კედელი შეიცავს მიჰრაბს (სალოცავი ნიშა ისლამურ მეჩეთებში, სადაც დგას ხოლმე იმამი, მუსლიმთა სულიერი წინამძღოლი-მოძღვარი).
ლოდის ბაღების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს სიკანდარ ლოდის სამარხი, მის მთავარ შესასვლელს აქვს ორი ქოლგის ფორმის გუმბათი. სამარხს გარშემო აკრავს ვერანდა მოჩუქურთმებული სვეტებით, მისი კედლები მორთულია მონღოლური არქიტექტურული ნიმუშებით და მათზე დატანილია მრავალ უცხო ენაზე შერულებული წარწერები.
ლოდის ბაღში აგრეთვე მდებარეობს მუჰამად-შაჰის (საიიდების დინასტიის მე-3 მეფე) მავზოლეუმი, სამარხი შედგება რვაკუთხა კამერისგან, რომელიც ვერანდითაა გარშემორტყმული. სამი თაღოვანი ღიობი თითოეულ მხარეს ეყრდნობა ორმაგ კვარდატულ სვეტებს, რომლებიც ტიპურია იმ პერიოდის ნაგებობათათვის. ავღანური ტიპის გუმბათს იჭერს რვა სვეტი, შენობაში რვა საფლავია, რომელთაგან ცენტრალური მუჰამად-შაჰს ეკუთვნის.
ჯანტარ-მანტარი
ქალაქ ჯაიპურში არსებული ჯანტარ-მანტარი წარმოადგენს უნიკალურ ობსერვატორიას, რომლის დამაარსებელია მახარაჯა (ინდოეთში ბატონის ან თავადის უმაღლესი ტიტული) სავაი ჯაი სინგჰომ II. საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად მან დედაქალაქის ამბერიდან მის სამხრეთით მდებარე ხეობაში გადატანა ბრძანა, სადაც მან 1727 წელს ახალი ქალაქის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ჯაიპურის (მისი სახელი მომდინარეობს სანსკრიტული “ჯაისგან”, რაც “გამარჯვებას” ნიშნავს). დაფუძნების შემდეგ იქ დაიწყო გიგანტური ობსერვაციის ღია ცის ქვეშ აღმართვა. ჯანტარ-მანტარის შექმნით მახარაჯა სავაი ჯაი სინგჰი ცდილობდა არა მხოლოდ სამყაროს საიდუმლოთა ამოხსნას, არამედ სამშობლოსათვის სახელის განთქმასაც. იგი საკმაოდ განსწავლული ადამიანი იყო, რომელიც შესანიშნავად ფლობდა უცხო ენებს, მათ შორის, სპარსულსა და არაბულს. რახან იმ დროს სწორედ ისინი წარმოადგენდა მეცნიერების ძირითად ენებს, მახარაჯას მათემატიკაშ შესანიშნავად ერკვეოდა, თმცა მას ასტრონომია ცოდნის სხვა სფეროებთან შედარებით მეტად იზიდავდა. როცა სავაი ჯაი სინგჰმა მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტი დაიკავა, იგი მოგოლთა მმართველმა დელიში იხმო, სადაც მახარაჯამ იმპერატორს ობსერვატორიის მშენებლობის გეგმა წარუდგინა. როგორც მეცნიერს, მას გააზრებული ჰქონდა, რომ ინდრუი კალენდრები და ასტრონომიული რუკები უამრავ ცთომილებას შეიცავდა. მან განიზრახა ისეთ რუკების შექმნა, რომლებიც შესაბამისობაში იქნებოდა ხილული ციური სხეულების რეალურ განლაგებასთან. მახარაჯას აგრეთვე სურდა ისეთი ასტრონომიული ხელსაწყოების დამზადება, რომელთა გამოყენება ამ მეცნიერებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა.
სავაი ჯაი სინგჰი ობსერვატორიის აგებას შეუდგა. მან დიდი ბიბლიოთეკა გაავსო საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან და ინგლისიდან ჩამოტანილი სამეცნიერო ნაშრომებით, სამეფო კარზე იხმო გამოჩენილი მეცნიერები. ვინაიდან იმ დროს უახლესი სამეცნიერო მონაცემები სამყაროს ჰელიოცენტრულ მოდელსა და ტელესკოპის მსგავსი ხელსაწყოები ევროპიდან ინდოეთში ვერ ხვდებოდა, ჯანტარ-მანტარი აშენდა იმ დროისათვის უკვე არსებული მარაგინის (ირანის აზერბაიჯანი) და სამარყანდში მდებარე ულუგბეკის ობსერვატორიების ნიმუშის მიხედვით, ამ სამეცნიერო დაწესებულების სახელწოდება “ჯანტარი” მომდინარეობს სანსკრიტული “იანტრასგან”, რაც აღნიშნავს ნებისმიერ ინსტრუმენტს თუ მოწყობილობას, სიტყვა “მანტარი” კი გამოხატავს “გაზომვას”. სავარაუდოდ, ობსერვატორიის რითმული დასახელება ხალხში დაიბადა: ინდური ფოლკლორისათვის დამახასიათებელია სიტყვათწარმოქმნის ამგვარი პრინციპი. ობსერვატორიის ანსამბლის მნახველებს პირველ რიგში საზომი ხელსაწყოების უჩეულო სიდიდით აოცებს. ჯანტარ-მანტარს ასტროლოგები დღესაც იყენებენ.
ვარანასი
ვარანასი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და წინააღმდეგობრივი ქალაქია, სადაც მრავალი ინდოელი სიკვდილთან შესაგებებლად ჩადის. ინდუსები თვლიან, რომ მდინარე განდი მათ მიწიერი ტანჯვებისგან იხსნის. ვარასანი ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია, რომელიც ცნობილია, როგორც ბრაჰმანიზმის სწავლების ცენტრი. ბუდისტების, ინდუისტებისა და ჯაინისტებისათვს ის ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც კათოლიკეთათვის რომი და მუსლიმთათვის მექა. ქალაქ ვარანასის სახელწოდება მომდინარეობს ორი მდინარის – ვარუნასა და ასის სახელთაგან, რომლებიც განგში ჩაედინება. ვარანასი ინდოეთის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრიცაა, იქ მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი უნივერსიტეტი (ჯავაჰარლალ ნერუს მიერ დაარსებული ტიბეტური კვლევების უმაღლესი სასწავლებელი), სადაც სწავლა ტიბეტურ ენაზე წარმოებს.
უძველესი ლეგენდის თანახმად, ღვთაება შივამ თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე დააფუძნა დასახლება და იგი ევრაზიის ერთ-ერთ რელიგიურ ცენტრად აქცია. ისტორიკოსების თქმით, იმ არეალზე მოჰყავდათ და ამუშავებდნენ აბრეშუმს, ბამბასა და მუსლინს, მოსახლეობა აგრეთვე დაკავებული იყო სუნამოების დამზადებითა და სკულპტურების შექმნით.
მე-18 საუკუნის პირველ მესამედში ვარანასი გახდა კაშის სამეფოს დედაქალაქი, რისი წყალობითაც ის მეზობელ დასახლებებთან შედარებით გაცილებით სწრაფად ვითარდებოდა. 1857 წელს ვარანასიში ტრაგედია მოხდა – ინდოელი სამხედროები აჯანყდნენ, ბრიტანელებმა კი ამბოხების ჩასახშობად გამძვინვარებული ბრბო დახოცეს.
მე-19 საუკუნის ბოლოს ქალაქი მოსალოც ადგილად იქცა, იქ უამრავი მორწმუნე იკრიბებოდა მთელი აზიიდან ადგილობრივ დღესასწაულებზე დასასწრებად და ტაძრების მოსანახულებლად. ვარნასაში ჩადიოდნენ ელიტის წარმომადგენლები “წმინდა მიწაზე” სიკვდილთან შესაგებებლად. მდინარე განგის მახლობლად დღედაღამ წვავდნენ ათობით გვამს (ასეთია ტრადიცია). XX-XXI საუკუნეებში ვარსანას ეწვია უამრავი წამყვანი მეცნიერი და მომლოცველი ამ ადგილის ფენომენის უკეთ შესასწავლად. მრავალი ინდუსი დაბადებიდანვე ოცნებობს ვარანასიში მოხვედრაზე განბანვის რიტუალის აღსასრულებლად, სიცოცხლის ბოლოს კი მათი ცხედრების იქ დაწვაზე. ინდუიზმში გარდაცვალება ხელახლა დაბადების ერთ-ერთი ეტაპია.
ვარანასის ტერიტორიაზე 84 გჰატია – ეს ერთგვარი კრემატორიუმებია, რომელთაგან ზოგიერთი მიტოვებულია, ზოგან კი უკვე ათწლეულებია, რაც საკრემაციო კოცონები იწვის. მათგან უძველესი და ყველაზე ცნობილია – მანიკარნიკას გჰატი, სადაც ინდუსებს საუკუნეების განმავლობაში ეხმარებიან მოქშას (ადამიანის გათავისუფლება დაბადებისა და სიკვდილის ციკლის (სანსარა), ყოველგვარ ტანჯვათა და მატერიალური არსებობის შეზღუდვებისაგან.
კაში ვიშვანათჰის ტაძარი
კაში ვიშვანათჰი ღვთაება შივასადმი მიძღვნილი ტაძარია, რომელიც ქალაქ ვარანასიში, მდინარე განგის დასავლეთ სანაპიროზე მდებაროებს. ის თორმეტ ჯიოტირლინგამთაგან (სალოცავები, სადაც ღმერთ შივას ეთაყვანებიან. თავად სიტყვა “ჯიოტირლინგამი” სანსკრიტულიდან ითარგმნება, როგორც “სინათლის ლინგამი”. ლინგამი ძველინდურ მითოლოგიასა და ინდუიზმის ზოგიერთ მიმდინარეობაში ღვთაებრივი მაწარმოებელი ძალის სიმბოლოა. როგორც რიტუალური ქანდაკება, ის წარმოადგენს ვერტიკალურად დაყენებულ ცილინდრს, მომრგვალებული ან ნახევარსფეროსებრი თავით, რომელიც ემყარება იონის – უხშირესად წრის იშვიათად კი კვადრატული ფორმის მქონე ფუძეს. შაივიზმში ლიგამი წარმოადგენს ღვთაება შივას აბსტრაქტულ ან არაიკონურ გამოსახვას. ინდიუსტურ ტაძრებში ის არის შივასადმი მიძღვნილი ძირითადი მურტი – ინდუიზმში ღვთაების ქალწულის ან წმინდანის გარკვეული ფორმის გამოსახულება. ერთიანობაში ლინგამი და იონი (შივას შაქტის – მეუღლიეს სიმბოლო) შესაქმის და აღორძინების მარადიული ღვთაებრივი პროცესის, ყოველივე არსებულის აღმდგენი ქალური და მამაკაცური საწყისების კავშირის სიმბოლოა. ლინგამის თავდაპირველი მნიშვნელობა გამოყენებულია შვეტაშვატარა-უპანიშადაში (უძველესი სანსკრიტული ტექსტი), სადაც ნათქვამია: “შივას, უზენაეს ღვთაებას, არ გააჩნია ლიუგა”. ლიუგა ნიშნავს იმას, რომ იგი ტრანსცენდენტალურია, მოკლებულია ყოველგვარ მახასიათებლებს და, კერძოს, სქესის ნიშანსაც. ლიგამი განიხილება, როგორც “უფრომო რეალობის” “გარეგანი სიმბოლო”, რაც “პირველმატერიის” და “სუფთა ცნობიერებასთან” შერწყმის სიმბოლოა) ერთ-ერთია.
ღვთაება შივა ცნობილია შრი ვიშვანათჰისა და ვიშვეშვარას სახელებით, რაც სიტყვასიტყვით “სამყაროს მეუფეს” ნიშნავს. ძველად ქალაქ ვარანასის კაშის (“მანათობელს”) ეძახდნენ. 15,5 – მეტრიანი ოქროს შპილის გამო მას ზოგჯერ “ოქროს ტაძრადაც” კი მოიხსენიებენ. კაში ვიშვანათჰის ტაძარი არაერთხელ დაუნგრევიათ მუსლიმ მმართველებს. უკანასკნელად ეს განახორციელა აურანგზებმა – დიდ მოგოლთა მე-6 იმპერატორმა, რომელმაც იმ ადგილას გიანვაჰის მეჩეთი აღმართა. ამჟამინდელი ნაგებობა მეზობელ მონაკვეთზე 1780 წელს ააშენა აჰილია ბაი ჰოლკარმა, მარათჰას იმპერიის დედოფალმა.
შივა-პურინას (სანსკრიტულ ენაზე დაწერილი ინდუისტური წმინდა ტექსტი) თანახმად, ერთხელ ბრაჰმამ (შესაქმის ინდუისტური ღმერთი) და ვიშნუმ (სამყაროს მცველი ღვთაება) იკამათეს იმაზე, თუ რომელი მათგანი იყო უზენაესი. მათ გამოსაცდელად შივამ სამი სამყარო გაარღვია სინათლის უსასრულო სვეტით. იმის დასადგენად, თუ ვინ იყო უფრო ძლევამოსილი, ვიშნუმ მიიღო ტახის ფორმა და ძირისაკენ გაემართა, ბრაჰმა კი გედად განსხეულდა, რათა სვეტის მწვერვალზე აფრენილიყო. ბრაჰმამ ამპარტავნობა გამოიჩინა და იცრუა, თითქოს ფსკერს მიაგნო, საკუთარი სიტყვების დასტურად კი შივას კატეკის ყვავილი შესთავაზა. ვიშნუმ კი მოკრძალებულად აღიარა, რომ ძირი ვერ იპოვა. ამის შემდგომ შივამ მრისხანე ბჰაირავას სახე მიიღო, ბრაჰმას ცრუ მეხუთე თავი მოჰკვეთა და იგი დასწყევლა, რომ მისთვის თაყვანი აღარ ეცათ, ვიშნუს კი თავისი პატიოსნების გამო შივას თანასწორად გაიხდიდნენ სალოცავად სამარადჟამოდ.
Sorry, the comment form is closed at this time.