logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

ღირსშესანიშნაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ პერუში ყოფნისას

26 Sep

ღირსშესანიშნაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ პერუში ყოფნისას

პერუს გზამკვლევის თვალიერებისას გაოცებული დარჩებით. იქ იმდენი წარმტაცი და უნიკალური ღირსშესანიშნაობაა, რომ მგზავრობის დაგეგმვა შესაძლოა დამღლელად მოგეჩვენოთ, თუმცა არ იღელვოთ. ჩვენ პერუს განსაკუთრებული მნიშვნელობის ადგილების სია 20 ღირსშესანიშნაობამდე შევკვეცეთ, დაწყებული ლიმის მუზეუმების სტუმრობიდან და დამთავრებული ამაზონის მდინარეზე ნავით სეირნობასა და ანდების მთებში ლაშქრობით.

ლიმის მუზეუმები

ქალაქ ლიმაში მდებარეობს პერუს საუკეთესო და ყველაზე ცნობილი მუზეუმები, დაწყებული უძველესი და ეროტიკული ხელოვნებით ლარკოს მუზეუმში და დამთავრებული ლიმის ხელოვნების მუზეუმით. დედაქალაქში იმდენი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომ მნახველებს მათ შესასწავლად, შესაძლოა, რამდენიმე დღეც კი დასჭირდეთ. გაეცანთ ლიმაში პერუს დიდებულ ისტორიას.

სერფინგი მანკორაში

მანკორა პერუს საუკეთესო სანაპირო ქალაქად ითვლება. აქ სერფერებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ტალღებზე იცურონ. მარცხენა სანაპიროზე მდებარე რიფის ფერდობი მაგნიტივით იზიდავს ჩრდილოეთის ტალღებს, რომლებიც მთელი ზაფხული გამუდმებით ეხეთქება სანაპიროს. წყლის ტემპერატურა 20°C -ის (69F) ფარგლებში მერყეობს, რაც სერფერებს თავიანთი ჰიდროკოსტუმების გახდის და შორტების ჩაცმის შესაძლებლობას აძლევს.

ლიმის სამზარეულო

მას შემდეგ, რაც ლიმაში გასტრონომიული სცენის აფეთქება მოხდა, ის ლათინური ამერიკის გასტრონომიულ დედაქალაქად ითვლება. წყნარი ოკეანის სიახლოვიდან გამომდინარე, იქ შეძლებთ უგემრიელესი ზღვის პროდუქტების და სევიჩეს დაგემოვნებას. ამას გარდა, რთულია, სადმე სხვაგან აღმოაჩინოთ ამდენი მსოფლიო კლასის რესტორანი. პერუს დედაქალაქს შეუძლია დაიკვეხნოს ორი რესტორნით, რომლებიც მსოფლიოს ათეულში შედის.

კრუიზი მდინარე ამაზონზე

განახორციელეთ ნავით გასეირნება ამაზონის ჯუნგლების გავლით. ეს მოგზაურობა მოგცემთ საშუალებას, შეხვდეთ იშვიათი სახეობის ცხოველებს, როგორიცაა, მაგალთად, ამაზონის ვარდისფერი დელფინი.

კრუიზი ქვიშაზე

ამ რეგიონის გამოსარჩევი თავისებურებაა ქვიშის მაგნიტური დიუნები – უსასრულოდ გაწელილი ნარინჯისფერი ბორცვები. ლიმის სამხრეთით სამი საათის სავალზე მდებარეობს მცირე უდაბნოს ქალაქი-ოაზისი უაკაჩინა, რომელიც გარშემორტყმულია ქვიშის გორაკებით. მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ ბაგით იკატაოთ ქვიშის ციცაბო ფერდობებზე.

პისკოს დეგუსტაცია

პერუ – პისკოს, გასაოცარი გემოს მქონე ფერადი ბრენდის სამშობლოა. გაემგზავრეთ ღვინის მწარმოებელ ქალაქ იკაში, სადაც შეძლებთ იაროთ პისკოს დეგუსტაციის ტურებზე და გაიგოთ, თუ როგორ მზადდება ეს სასმელი. ქალაქი იკა მდებარეობს ლიმიდან 5 საათის სავალზე და ტურისტებს სთავაზობს ქვეყნის საუკეთესო პისკოს.

კუსკო

კუსკო სამყაროს ცენტრად მიიჩნეოდა და ინკების იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა, ვიდრე იგი ესპანელებმა არ დაიპყრეს. კუსკოს მონახულებისას, დაინახავთ ინკური და ესპანური არქიტექტურების ულამაზეს შერწყმას. ესეც კი საკმარისია იმისათვის, რათა ამ ადგილს ეწვიოთ. ანდების მთებში განლაგეული კუსკო არ ჰგავს არც ერთ ქალაქს, რომლებიც აქამდე გინახავთ.

ლაშქრობა დელ-კოლკის კანიონში

იმ დროს, როცა მაჩუ-პიქჩუ და კუსკო იპყრობს მთელს ყურადღებას, დელ-კოლკის კანიონი, შესაძლოა, ყველაზე ბუნებრივად ლამაზი ადგილი იყოს პერუში. მისი სიგრძე ერთი ბოლოდან მეორემდე 62 მილს (100კმ) შეადგენს და იგი დიდ კანიონზე თითქმის ორჯერ უფრო ღრმაა. ეს რაიონი ასევე მდიდარია ინკებამდელი და ინკების ცივილიზაციების დროინდელი ნანგრევებით, ასევე მრავალრიცხოვანი ესპანური ნაგებობებითაც.

მაჩუ-პიქჩუ

ნებისმიერი ადამიანის მოსანახულებელი ადგილების სიაში თავისი კუთვნილი ადგილი უჭირავს მაჩუ-პიქჩუს. სიტყვებიც არაა საკმარისი ცაში აზიდული ინკების ამ ნანგრევების აღსაწერად. მაღალი მწვერვალებით გარშემორტყმული და ქორფა ტერასების მქონე მაჩუ-პიქჩუს ღირსშესანიშნაობები წარმოუდგენლად ლამაზი სახიალავია. თუ მხოლოდ ერთი დღით ახერხებთ იქ გამგზავრებას, ჩაჯექით ავტობუსში ან მატარებელში და აღმოჩინეთ საკუთარი თავისთვის ამ ცნობილი ნანგრევების მშვენიერება და იდუმალება.

მანუს ეროვნული პარკი

ეს იდეალური ადგილია ამაზონის ჯუნგლებში სამოგზაუროდ, რაზეც ყოველთვის ოცენობობდით. ეს ყველაზე დაცული ეროვნული პარკია პერუში, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ეგზოტიკური ჯიშის ცხოველები, როგორებიცაა, მაგალითად, ვარდისფერი დელფინი, იაგუარი და, რაღა თქმა უნდა, მაიმუნები. ეს თავგადასავლების მაძიებელთა ოცნებაა.

ნასკის გეოგლიფები

ნასკის გეოგლიფები ყოველთვის ჩიხში აყენებდა როგორც ექსპერტებს, ასევე ტურისტებსაც. აკადემიკოსები მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდნენ მიწის ამ იდუმალი ფიგურების მნიშვნელობის გაგებას, თუმცა მაინც ვერ მივიდნენ აშაკარა და ერთსულოვან დასკვნამდე. ნასკის უდაბნოს თვითმფრინავით უნდა გადაუფრინოთ, რათა შეძლოთ მიწაზე ამოკვეთილი ამ გამოსახულებების გარჩევა და შეიცნოთ ამ ადგილის საიდუმლოება და სასწაულებრივობა.

 

უდაბნოში გართობა

დიუნები ამ რეგიონის ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია. ერთი შეხედვით, ისინი უსასრულოდ სცდება ჰორიზონტს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადგილი, სადაც ამ ბუნებრივი რელიეფის საუკეთესოდ გამოყენება შეიძლება, ესაა უაკაჩინის უდაბნოში არსებული ქალაქი-ოაზისი. იგი ლიმის სამხრეთით სამი საათის სავალზე მდებარეობს. იკატავეთ სილის ბორცვებზე, დაკავდით სერფინგით ქვიშის ციცაბო ფერდობებზე ან დაისვენეთ აუზზე უდაბნოს შუაგულში.

ინკების ბილიკი

შესაძლოა, პერუში სხვა მარშრუტებიც არსებობს, თუმცა ვერც ერთი მათგანი თავისი სილამაზით და ისტორიით ვერ შეედრება ინკების ბილიკს. გაემგზავრეთ 4 ან 5-დღიან ლაშქრობაში ამ უძველესი გზის გავლით, რომელიც იკლაკნება გასაოცარი მთების გარშემო და სრულდება მაჩუ-პიქჩუში. ეს წმინდა ადგილი არასოდეს დაგავიწყდებათ.

მცურავი ლერწმები

ანდების მთების სიმაღლეზე მდებარეობს ტიტიკაკას ტბა, რომელიც ყველაზე დიდია სამხრეთ ამერიკაში. მრავალი საუკუნის წინ უროსის ხალხმა აქ ლერწმისგან კუნძულები ააგო. ეს იმ მიზნით გაკეთდა, რათა ამ ადგილობრივებს დამპყრობლების შემოსევისგან თავი დაეხსნათ. მოცემული კუნძულები მუდმივ განახლებას საჭიროებს, რადგან მათი ფსკერი თანდათან ლპება. ეს სურეალური კუნძულები ოდნავადაც არ ჰგავს იმათ, რომლებიც აქამდე გინახავთ.

პარაკასის ეროვნული ნაკრძალი

პერუს სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარე ეს ეროვნული ნაკრძალი წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს სანაპირო წყლებს, კუნძულებს და მატერიკის მონაკვეთებს. ამ აღკვეთილს შეუძლია დაიკვეხნოს ულამაზესი წითელი სანაპიროებითა და კუნძულებით, რომლებიც გამოიჩევა ზღვის ფლორისა და ფაუნის სიუხვით.

ბალესტასის კუნძულები

„ღატაკთა გალაპაგოსად“ მიჩნეული ბალესტასის კუნძულები მდებარეობს პარაკასის ნაკრძალის სიახლოვეს, პერუს სამხრეთით. კუნძულებზე ნავებით გასეირნებისას, იქ შეიძლება შეხვდეთ დელფინებს, კუებს, პინგვინებს, ზღვის ლომებს და უამრავი სახეობის ფრინველს. ზღვის ბინადრების ხილვა ნამდვილად ღირს იმად, რომ ექსკურსიაში 35 სოლი (10 $) გადაიხადოთ.

წმინდა ხეობა

ინკების წმინდა მიწას აღტაცებაში მოჰყავს მნახველები. კლდოვანი მთებით გარემოცული და მწვანე ბალახით დაფარული ეს ადგილი ნამდვილად გასაოცარ პეიზაჟს წარმოადგენს. ამ რაიონში შეგიძლიათ დაკავდეთ ჯომარდობით, დაეშვათ ზიპლაინით, იკატაოთ მთის ველოსიპედებით და იჯირითოთ ცხენებზე.

ბაზრობები

პერუს ბაზრობებზე შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი – დაწყებული კლასიკური სუვენირებით, როგორიცაა, მაგალითად, აპლაკის პლედი, შედარებით უჩვეულო საქონლით დამთავრებული, როგორციაა, ვთქვათ, გრძნეულის წამალი. ადამიანთა ეს დიდი ჯგუფები, მრავალგვარი საკვები და მრავალფეროვანი კულტურა პერუში ვიზიტის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ლაშქრობა პერუს ქვის სახეებისკენ

მარკაუასი ანდების მთებში არსებული ქვის ტყეა, რომელიც ლიმიდან 5 საათის სავალზე მდებარეობს. მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა იდუმალი ფორმის ქვების წყალობით, რომლებიც ადამიანების სახეებს და ცხოველებს ჰგავს. ამ, ერთი შეხედვით, ამოჭრილი ფიგურების წარმომავლობა უსასრულო დავის საგანი იყო. ზოგიერთების მტკიცებით, ისინი უცხოპლანეტელებმა შექმნეს.

ჯომარდობა მდინარე ურუბამბაზე

ეს საქმიანობა არაა განკუთვნილი სუსტი ნერვების მქონეთათვის. სხვადასხვა კომპანია ადრენალინის მოყვარულებს სთავაზობს კუსკოს შორიახლოს მდებარე წმინდა ხეობის ჭორომებიდან დაცურების შესაძლებლობას. გაემგზავრეთ ექსკურსიამძღოლთან და მეგობრებთან ერთად და დატკბით მდინარეზე ჯომარდობით. კომპანიები უზრუნველგყოფენ სატრანსპორტო საშუალებითა და სპეციალური აღჭურვილობით. ეს შესანიშნავი ხერხია იმისათვის, რათა მოწყდეთ კუსკოს ქალაქურ ცხოვრებას.

Sorry, the comment form is closed at this time.