იაპონური კულტურა და ტრადიციები
იაპონიის კულტურა და ტრადიციები მრავალმხრივ უნიკალურია. ამის მთავარ მიზეზად იქცა ქვეყნის გეოგრაფიული განლაგება. ვიდრე სხვა რეგიონები და სახელმწიფოები განუწყვეტლივ ომობდნენ ერთმანეთთან და ამგვარად წარმოებდა კულტურის იძულებითი გაცვლა, ამ დროს იაპონია იზოლირებულად ვითარდება. ამ თავისებურებამ შექმნა განუმეორებელი განუმეორებელი წეს-ჩვეულებების ნაკრები, ასევე სოციალური და პოლიტიკური ფორმები.
თანამედროვე იაპონიის კულტურა სულ უფრო და უფრო ითავსებს დასავლური საზოგადოებების მახასიათებლებს. ტრადიციები თანდათან ისპობა, ხოლო შემორჩენილი ადათ-წესები თანამედროვე ღირებულებებთან და ზნეობრივ ორიენტირებთან ერთობ უცნაურ ნაზავს ქმნის.
უძველესი იაპონიის დროიდან დღევანდელობამდე მოღწეულ რიტუალებსა და ტრადიციებს შორის შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:
- იაპონური ოჯახების ყოფითი ცხოვრება დღემდე მკაცრად რეგლამენტირებულია ტრადიციებით. ქმრის, ცოლისა და შვილების კომპეტენციები ზედმიწევნითაა გადანაწილებული, საზღვრების გადაკვეთა იკრძალება.
- იაპონიის ტრადიციული სასმელია ჩაი მიატე. უნდა აღინიშნოს, რომ ჩაის ცერემონია რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რომლის განმავლობაში სტუმრებს აწოდებენ ხემსებს, აჩვენებენ ნახატებსა და სკულპტურებს. ისტორიულად ჩაის ცერემონიების ჩატარების სპეციალისტები გეიშები არიან.
- ქვეყნის ერთადერთ და უძველეს ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენს ბრინჯის არაყი – საკე, რომლის მიღებაც ოდითგანვე შეზღუდულია სავალდებულო კულტურული რიტუალებით.
იაპონურ საზოგადოებაში მოქცევის წესები ნაკარნახევია ადგილობრივი მოსახლეობის ეროვნული თვითშეგნებით. მისი საკვანძო მახასიათებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ კოლექტიური პასუხისმგებლობის დონე. თითოეულ იაპონელს ნათლად აქვს გააზრებული თავისი ვინაობა და ადგილი სოციალურ იერარქიაში.
იაპონური კულტურის კოლექტივიზმი ყველაზე უკეთ აღიწერება ტერმინით – “გირი”. ესაა ღირსების ვალი, ერთგვარი მორალური ვალდებულება, რომელიც აიძულებს ადამიანს ზოგჯერ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთოს რაიმე. სწორედ ამან განაპირობა იაპონელთა შრომისმოყვარეობა. არსებობს სპეციალური ტერმნის “კაროსი”, რომელიც აღნიშნავს ძლიერი გადაღლის შედეგად ადამიანის სიკვდილს სამუშაო ადგილას.
იაპონელები არიან თავშეკავებულნი, აფასებენ ადამიანის პირად სივრცეს, ამიტომ შეხვედრისას ერთმანეთს არ ეხვევიან და ხელსაც არ ართმევენ. ნებისმიერ შეხებას, მით უფრო უცხო პიროვნებისგან, იაპონელი შეხვდება ზომიერი აგრესიით. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთმანეთს არა სიტყვიერად, არამედ თავის დახრით ემშვიდობებიან.
იაპონური შესასწავლად ერთ-ერთი ურთულესი ენაა მსოფლიოში. ამის მიზეზია განვითარების დამოუკიდებელი ხასიათი. იაპონური აგლუტინაციური ტიპის ენაა, ანუ მასში სიტყვათცვლილება ხდება აგლუტინაციის (აფიქსის მექანიკური დაკავშირება სიტყვის ძირთან ან ფუძესთან). ენის ისტორიაში გამოყოფენ ორ პერიოდს: ძველიაპონურს და კლასიკურს. პირველ საფეხურზე დამწერლობის საფუძველს წარმოადგენდა ჩინური ანბანიდან იეროგლიფების სესხება. ასე შეიქმნა კანძი. მოგვიანებით დამწერლობის ეს სისტემა შეივსო კლასიკური იაპონური მარცვლოვანი ანბანებით – ხირაგანათი და კატაკანათი.
იაპონიის ტრადიციული სამოსია კიმონო, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისგან: ობი (სატყელი), გეტა – მყარძირიანი სანდლები, ჰაკანა – მსუბუქი მასალისგან შეკერილი შესაკრავი შარვალი, იუკატა – მსუბუქი ხალათი.
იაპონიის ეროვნულ კულტურასთან უწყვეტ კავშირში არიან გეიშები. ეს პროფესია ამომავალი მზის ქვეყნის სიმბოლო და საიდუმლოებაა. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი გეიშები სწორედ მამაკაცები იყვნენ. მას ეს სახელი მე-17 საუკუნეში უწოდეს. იმ დროს ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ქალებს შეეძლოთ იმ მძიმე შრომის ატანა, რაც გეიშებს ეკისრებოდათ.
სიტყვასიტვით გეიშა ითარგმნება, როგორ “ხელოვნების ადამიანი”. მან მსგავსი მნიშვნელობა მიიღო იმიტომ, რომ ეს პროფესია პირველად აითვისეს კაბუკის მუსიკოსებმა და მსახიობებმა. ისინი გავლენიან მამაკაცებს ართობდნენ სიმღერებით, ხუმრობებით, ისტორიებითა და ინტიმური ხასიათის ცეკვებით. უკვე 6 წლის ასაკში ღარიბი ოჯახიდან წამოსული გოგონა შეყავდათ გეიშის სახლში (ოკია). იღებდნენ მხოლოდ ჯანმრთელ და სასიამოვნო გარეგნობის ბავშვებს. გოგონების ოჯახებს სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ. პირველი, რასაც ისინი სკოლაში სწავლობდნენ – იყო ცხოვრებაში საკუთარი ადგილის აღმოჩენა. გოგონების ასრულებდნენ სახლში ყველაზე ბინძურ სამუშაოს, გათანგულები კი უკანასკნელი ძალებით ცდილობდნენ მუსიკის, ცეკვებისა და ეტიკეტის შესწავლას. ოკიადან ბავშვის გამოყვანა შეიძლებოდა მხოლოდ სწავლაზე დახარჯული თანხის ანაზღაურების შემდგომ. ვალს აბრუნებდა ან თავად გოგონა, ან მისი მშობლები, ნათესავები თუ მფარველი.
დღესდღეობით იაპონიაში ბავშვთა უფლებები დაცულია და იქ ღებულობენ მხოლოდ 15 წელს გადაცილებულ გოგონებს (სრულწლოვანობის ასაკის მიღწევამდე საჭიროა მშობლების ნებართვა). როცა ახალგაზრდა ქალი ხვდება სკოლაში, ის ხდება სიკომი, ანუ აღსაზრდელი. ნახევარი წლიდან ორ წლამდე ის დაკავებულია საოჯახო საქმეებით, ასხევე ეხმარება უფროსებს ჩაცმაში. იგი იწყებს თმის მოზრდას, რათა მომავალში დაიყენოს შესაფერისი ვარცხნილობა, აგრეთვე სწავლობს კიმონოს ტარებას.
პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ იწყება მინარის (მასწავლებლისათვის თვალის მიდევნება) პერიოდი. ახალგაზრდა ქალი ესწრება მაღალი წრის საზოგადოების შეხვედრებს უფროსი “დების” თანხლებაში. ცერემონიებზე მას არ აქვს დამოუკიდებლობის გამოვლენის უფლება, ის მხოლოდ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალს ელოდება გამოცდა, მან უნდა შეასრულოს უძველსი ცეკვა, სახელწოდებით კიომაი. თუკი ასული აღნიშნულ დავალებას სამი ცდიდან ვერც ერთხელ ვერ გაართმევს თავს, მაშინ მისთვის გეიშობისაკენ მიმავალი გზა სამუდამოდ იკეტება. მესამე ეტაპზე ახალგაზრდა ქალი ხდება მაიკო. მას მიუჩენენ პირად მოძღვარს. რაც უფრო გავლენიანია მასწავლებელი, მით მეტად წარმატებულია მომავალი გეიშას კარიერა. ამ პერიოდში ასული იკეთებს კაშკაშა მაკიაჟს, მას გამოარჩევს მაღალი ვარცხნილობა და ჭრელი კიმონო. მხოლოდ ამ ეტაპის დახურვის შემდეგ მას ეწოდება გეიშა.
იაპონელი სამურაების შესახებ მთელს მსოფლიოში იციან. მათ ზოგჯერ ევროპელ რაინდებსაც კი ადარებენ. სიტყვა “სამურაი” სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც “მსახურებაში მყოფი ადამიანი”. ეს მეომრები გამოჩნდნენ 646 წელს “ტაიკას რეფორმების” შემდეგ. ამ მსხვილმა სოციალურ-პოლიტიკურმა გარდაქმნებმა იაპონია ადრეფეოდალურ ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ აქცია. სამურაობის განმტკიცებისკენ დიდი ბიძგის მიმცემია იმპერატორი კამუ. მან არსებულ რეგიონულ კლანებს აინების (ხალხი, რომელიც იაპონური არქიპელაგის კუნძულებზე ცხოვრობდა) წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების თხოვნით მიმართა.
X-XII საუკუნეებში ფეოდალთა შორის “საქმეების გარჩევის” პროცესში ჩამოყალიბდნენ გავლენიანი გვარები. ყოველ მსხვილ ფეოდალს სჭირდებოდა კარგად გაწვრთნილი პროფესიონალი მებრძოლები, რომლებიც გახდნენ სწორედ სამურაები. მოგვიანებით შეიქმნა წესების კრებული – “ბუსიდო”.
ორმა ძლევამოსილი მიწათმფლობელი კლანი, მინიმატო და ტაირა, დაუპირისპირდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას, მოგვიანებით კი ისინი ერთმანეთს შორის იბრძოდნენ იაპონიაში გაბატონებისათვის. საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა მინამატო იორიტომომს, რომელმაც 1192 წელს დააფუძნა ახალი სამხედრო ხელისუფლება სიოგუნით, ანუ უზენაესი მხედართმთავრით, სათავეში.
XV-XVI იაპონია ათეულობით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა. ისინი ერთმანეთთან გამუდმებით აწარმოებდნენ სისხლისმღვრელ ომებს. ამ პერიოდში სამურაები დიდი მოთხოვნით სარგებლობდნენ. ედოს პერიოდში დამყარდა მკაცრი სოციალური კასტური სისტემა. სამურაები აღნიშნული წყობის მწვერვალში მოექცნენ, მათ მოსდევნენ ფერმერები, ხელოსნები და ვაჭრები. იმ პერიოდში სამურაები ცხოვრობდნენ ციხის ქალაქებში, მხოლოდ მათ ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება. დაიმიო, იგივე სამხედრო ფეოდალი, მის დაქვემდებარებაში მყოფ მეომრებს ქირას ბრინჯის სახით უხდიდა. უბატონო სამურაის ეწოდებოდა “რონინი”. ედოს პერიოდში ქვეყანაში თითქმის 250 წლის განმავლობაში სუფევდა შეფარდებითი სიმშვიდე. ამ დროს საბრძოლო უნარების ცოდნა აღარ იყო უწინდელივით მოთხოვნადი, ამიტომ სამურაების ნაწილმა ბიუროკრატიას, მასწავლებლობასა და მხატვრობას მიჰყო ხელი. იაპონიის ერა 1868 წელს საბოლოოდ დასრულდა, რამდენიმე წელიწადში კი სამურაების კლასი გაუქმდა.
13 წლის ასაკში მიამატო მუსასიმ მოკლა თავისი პირველი მოწინააღმდეგე, სამურაი მეზობელი სოფლიდან, რომელიც მხოლოდ ხისგან დამზადებული სასწავლო ხმლით იყო აღჭურვილი. მუსასი ქვეყნის ფარგლებში მომლოცველობა დაიწყო იმ იმედით, რომ თავის ტექნიკას დახვეწდა და იაპონიის უდიდესი სამურაი გახდებოდა. ის მოგზაურობდა და ეძებდა ხმლის ოსტატებს, პოულობდა მათ და ორთაბრძოლაში სიცოცხლეს ასალმებდა. მალევე მიამატომ შეისწავლა ორი ხმლის ხმარება, რაც იმ დროისათვის გაუგონარ შესაძლებლობად ითვლებოდა. მუსასი შეერკინა სასაკი კაძიროსაც, რომელსაც ოსტატობით მის ტოლად მიიჩნევდნენ. მიამატომ კვლავ გაიმარჯვა შერკინებაში, თუმცა ამან მას კმაყოფილება ვერ მიჰგვარა. მუსასი გული დაწყდა, რომ იაპონიამ კაძიროს სახით უდიდესი მებრძოლი დაკარგა, ამიტომ მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დუელში აღარავინ მოეკლა. დიადი სამურაი 1645 წლამდე იბრძოდა, რის მერეც იგრძნო სიკვდილის მოახლოება და გამოქვაბულში დაიდო ბინა, სადაც შეუდგა თავისი ცნობილი ნამუშევრის – “ხუთი ბეჭდის წიგნი”.
“ცალთვალა დრაკონის” მეტსახელით ცნობილი დატე მასამუნე ბავშვობაში კეთრით დაავადდა. სნეულების გამო მან დაკარგა მხედველობის ორგანო. 14 წლის ასაკში ბიჭუნა უკვე მამაცი სამურაი და მხედართმთავარი იყო, რომელსაც ჯარის წინამძღოლობაც შეეძლო. 17 წლისა იგი კლას ჩაუდგა სათავეში.
ცუკახარა ბოკუდენი ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურაა სამურაების ისტორიაში. 19 ომსა და 37 ორთაბრძოლაში გამარჯვების მოპოვების შემდეგ მან უძლეველი მებრძოლის სტატუსი მოიპოვა. ერთხელ ნავით მოგზაურობისას ახალგაზრდა სამურაი ბოკუდენს შეეკამათა იმის თაობაზე, რომ ძალადობის გარეშე განხეთქილების მოგვარება შეუძლებელია. გამოცდილი მეომარი ცდილობდა ჭაბუკისათვის საპირისპიროს დამტკიცებას. მაშინ ყმავილმა ცუკახარას ხმელეთზე გადასვლა და შერკინება შესთავაზა. როცა ნაპირს მიადგნენ, ახალგაზრდა სამურაი მყისვე გადახტა ნავიდან, რა დროსაც ბოკუდენმა ნიჩბებს სტაცა ხელი და ზღვაში შევიდა. მან ყმაწვილს მიაძახა: “სწორედ ამაში მდგომარეობს გამარჯვება მოშიშვლებული ხმლის გარეშე”.
იაპონიის ტრადიციული პოლითესიტური რელიგიაა სინტოიზმი. მისი არსი მდგომარეობს ბუნების ძალთა და სტიქიათა გასულიერებაში. სინტოიზმში არ არსებობს უსულო საგნები. ყოველი ქვის უკან დგას კამი – მარადიული ღვთაებრივი ძალა. კამის პანთეონი უსაზღვროა, რაც ხსნის იაპონელთა ტრადიციულ შემგუებლობას სხვა რელიგიებისადმი, რადგან ყოველი ახალი ღვთაება შეიძლება შეერწყას პანთეონს, როგორც მორიგი კამი. პანთეონს თაოსნობს მზის ქალღმერთი, სახელად ამატერასუ.
იაპონიაში ასევე საკმაოდ გავრცელებულია ბუდიზმიც. მრავალი მორწმუნე ერთდროულად ზემოთ ხსენებული ორივე რელიგიის მიმდევარია. ნაკლებად მრავალრიცხოვანია ქრისტიანების, მუსლიმების და სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა თემები. ადრე იაპონიაში ბევრი აღიარებდა ანიმიზმს, ტოტემიზმს. ძირითადი რელიგიების გარდა სახელმწიფოში გვხვდება რამდენიმე სექტანტური მოძრაობაც.
ძირეული იაპონელების ყველაზე ადრეული რელიგიაა – ფეტიშიზმი. ცივილიზაცია ვითარდებოდა და ხალხმა ისწავლა მინერალებისგან სხვადასხვა იარაღის დამზადება. პირველი რელიგიური ფეტიში გახდა კენჭები. დღესდღეობით ძველ იაპონურ ტაძრებში ნაპოვნია მოხატული კენჭები, რომლებიც ვიზუალურად ძალიან ჩამოჰგავს ავსტრალიურ ჩურინგებს. აღნიშნულ ერებს სწამდათ, რომ ქვებში სუფევენ ბალღების სულები. ცნობილია ლეგენდები ფუნახოს ქვის შესახებ. ეს ეხმარებოდა ხალხს ბავშვის ჩასახვაში. იაპონიაში ფეტიშიზმის არსებობაზე აგრეთვე მეტყველებს უვაპარას სალოცავი. იქ შემოინახა ქვის ძელები, ისინი ისეა ჩამწკრივებული, რომ ქმნიან წრეს. მათგან ჩრდილოეთით ნახშირით ამოვსებულ ორმოებში ყრია მრავალი ქვა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მეორე ფეტიში იყო ცეცხლი.
ტოტემიზმის შემთხვევაში ადამიანის ნათესავური ურთიერთობები გადატანილია ბუნებაზე. ჩდნება ასოციაციები ფლორასთან, ფაუნასთან, რომლებზეც ძლიერ იყო დამოკიდებული ხალხის ცხოვრება ნეოლითის ხანაში. თავიდან გაჩნდა ციური ირმებისა და ლოსების, იგივე ცხენირმების, კულტი. იაპონელებს სჯეროდათ, რომ სწორედ ეს ცხოველები იყვნენ ფაუნის პირველი წარმომადგენლები. სავარაუდოდ, ხალხი ნიჟარების გროვებზე აცილებდა შეჭმული ცხოველების სულებს. მათ სწამდათ, რომ ასე არსებები კვლავ შეძლებდნენ დაბრუნებას, რათა ადამიანებს ისევ მოვლენოდნენ საკვების სახით.
იაპონიის ტრადიციული რელიგია შეიცავს წარსულის გამოძახილებს. ამომავალი მზის ქვეყნის მაცხოვრებლები დღესაც პატივს სცემენ მელიებს, მაიმუნებს, ქვემძრომებს. ტოტემიზმის კვალი შემორჩენილია ზღაპრებშიც. ამის მაგალითია ფენიქსი – ჰოო, რომელიც გაერთიანებული იყო ფრინველის, გველის, თევზისა და კუს ნაკვთები. ტოტემიზმის მიმდევარი იაპონელები ეთაყვანებიან კვიპაროსს, ველურ ფორთოხალს, ფიჭვს.
ანიმიზმი არის წარმოდგენა სამყაროს მოწყობაზე, რომელიც გავრცელებული იყო პირველყოფილ საზოგადოებაში. ძველ იაპონელებს სჯეროდათ გარესამყაროს სულჩადგმულობის და სულების არსებობის. ანიმიზმის ცენტრალური იდეაა – სული, როგორც ცხოვრებისეული პრინციპი. ეს აღმსარებლობა დამახასიათებელია არა მხოლოდ აღმოსავლური ქვეყნებისათვის – ის გვხვდება აგრეთვე არისტორელეს, ფალეს მილეტელისა და ლუკრეციუსის ნაშრომებში.
იაპონიის თანამედროვე რელიგიური სამყარო უპირატესად ემორჩილება სინტოსა და ბუდიზმის კანონებს. ქვეყნისთვის დამახასიათებელია სინკრეტიზმი, ანუ მრავალი მოქალაქე მისდევს ერთდროულად ორივე დოქტრინას. იაპონიაში გაბატონებული რელიგიური მოძღვრებები განპირობებულია არა მხოლოდ საზოგადოების განვითარებით, არამედ ჩინური გავლენითაც, რომლის გავრცელებას ხელს უწყობდა ინტელიგენცია. დაოს გზა, კონფუცის სწავლებები და ბუდიზმი ამომავალი მზის ქვეყანაში მეზობლისგან მოვიდა.
რაც შეეხება სინტოიზმს, მას არ ჰყავს პირველწყარო ან დამფუძნებელი, აგრეთვე ვერსად შეხვდებით სინტოისტურ წმინდა წიგნებს. ამ რელიგიური მიმართულების სახელწოდება შედგება სიტყვებისგან: “ღმერთი” და “გზა”.
იაპონიაში მოქმედებს 80 ათასამდე ტაძარი, ისინი დაყოფილია ორ ზონად: სამლოცველო დარბაზად და ჰოდენად, სადაც ინახავენ წმინდა ნივთს. სინტოტიზმის ძირითადი იდეა ეფუძნება ადამიანისა და ბუნების ჰარმონიას.
Sorry, the comment form is closed at this time.