ირანის განთქმული ღირსშესანიშნაობები
ჯამეს (იმამის) მეჩეთი
ისფაჰანში არსებული “პარასკევის მეჩეთი” ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდებოდა ხუროთმოძღვრება ირანში თორმეტი საუკუნის განმავლობაში, დაწყებული ახ.წ. 841 წლიდან. ამ ნაგებობის წიბოვანი ორშრიანი გუმბათები წარმოადგენს არქიტექტურულ ინოვაციას, რომელიც შთააგონებდა მთელი ცენტრალური აზიის მშენებლებს.
1051 წელს ისფაჰანი გახდა სელჩუკთა სახელმწიფოს დედაქალაქი, XI საუკუნეში ისინი ჩამოვიდნენ ცენტრალური აზიიდან. სუნიზმის (ისლამის ერთ-ერთი მთავარი განშტოება. მისი მიმდვერები თავიანთ თავს “აჰლ ას-სუნა”-ს (სუნის ადამიანები) უწოდებენ, ისინი აგრძელებენ წინასწარმეტყველ მუჰამედის საქმეებსა და ტრადიციებს) მომხრეები ცდილობდნენ ხალიფატის (არაბ-მუსლიმური სახელმწიფო, რომელიც შექმნა მუჰამედ წინასწარმეტყველმა VII საუკუნეში, მას მართავდნენ ხალიფები – “მემკვიდრეები”) აღდგენას. სუნიტად ითვლება ის, ვინც აღიარებს პირველ ოთხ ხალიფას – აბუ ბაქრს, ომარს, ოსმანს და ალის, ჰადისების (თქმულებები მუჰამედისა და მისი მიმდევრების შესახებ, რომლებიც თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა, ისინი დაიწერა VIII-IX საუკუნეებში) კანონიკური კრებულების ავთენტურობას, რომლებიც მთელი რელიგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის საფუძველია.
ტუგრილ-ბეგის მიერ ისფაჰანის დაპყრობამ აამაღლა ქალაქის სტატუსი, რაც აისახებოდა მდიდრულ არქიტექტურულ პროექტებში, რომელთაგან უპიველესი იყო ჯამეს მეჩეთი. მაჰმადიანთა სალოცავი სახლი აგებულია “ოთხი აივანის” არქიტექტურული სტილში, მას აქვს ოთხი ჭიშკარი, რომლებიც ერთმანეთის პირისპირაა განლაგებული. აივანი ისლამურ არქიტექტურაში ნიშნავს ამაროვან დარბაზს, რომელსაც სამი მხრიდან კედელი აკრავს, მეოთხე მხარე კი ღიაა. მუკარნასები (არაბული და სპარსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ელემენტი – ფიჭიანი კამარა) მეჩეთის სამხრეთ მხარეს მე-13 საუკუნეში ააშენეს.
ნაქშ-ე-ჯახანის მოედანი
ნაქშ-ე-ჯახანი სიდიდით მეორე მოედანია მსოფლიოში, მას საპატიო ადგილი უჭირავს იუნესკოს მსოფლიო მემკდვიდრეობის ობიექტთა სიაში. საუკუნეთა განმავლობაში ამ არქიტექტურული ძეგლის სახელწოდებები იცვლებოდა: ისლამურ გადატრიალებამდე მას შაჰის მოედნად მოიხსენიებდნენ, 1979 წლიდან კი მისი ოფიციალური სახელი გახდა – იმამის მოედანი, რავოლუციის ლიდერის აიატოლა ხომეინის საპატივცემულოდ. ნაქშ-ე-ჯახანი სპარსულიდან ითარგმნება, როგორც “სამყაროს სურათი”. ამ მოედნის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება სეფიანთა დინასტიას, რომელიც მართავდა ირანს XVI-XVII საუკუნეებში. სეფიანთა სახელმწიფოს ძლიერების მწვერვალზე, აბას I დიდის მეფობისას, გამოცხადდა დედაქალაქის გადატანა ყაზვინიდან ისფაჰანში.
1590-1591 წლებში დაიყო ნაქშ-ე-ჯახანის ურბანულ სივრცედ ჩამოყალიბება: თავდაპირველად მშენებლებმა მოასწორეს ტერიტორია და მიანიჭეს მას მართკუთხა ფორმა, შემდგომ შემოსაზღვრეს ის თაღოვანი მწკრივით. ამას გარდა, მოედნის დასავლეთ მხარეს აღმართეს მონუმენტური კარიბჭე, რომელსაც საქალაქო სივრცე და სეფიანთა რეზიდენცია უნდა გამოეყო შაჰის ბაღებისგან. მოგვიანებით, ნაქშ-ე-ჯახანის ჩრდილოეთ მხარეს ააშენეს ბაზარი. შაჰ-აბასის დროს მოედნის ტერიტორიაზე არსებული მთავარი შენობა იყო ალი-კაპუს სასახლე, სადაც თავად უზენაესი ხელისუფალი და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ.
ნაქშ-ე-ჯახანის კიდევ ერთი ცნობილი ისტორიულ ნაგებობაა იმამის მეჩეთი – ჯამე-ე-აბასი. ნაქშ-ეჯახანის აღმოსავლეთ ნაწილში დგას შეიხ ლოტფოლის მეჩეთი.
შეიხ ლოტფოლის მეჩეთი
შეიხ ლოტფოლის მეჩეთი გამორჩეულია თავისი სილამაზით. ამ სალოცავის მშენებლობა დაიწყო სეფიანთა მმართველის – აბას I დიდის ინიციატივით, რაც, საერთო ჯამში, 17 წელი გაგრძელდა. ლოტფოლისა და იმამის მეჩეთები, აგრეთვე ალი-კაპუს სასახლეც დააპროექტეს და ააშენეს არქიტექტორებმა – მოჰამედ რეზა ისფაგანიმ და ბაჰაადინ ალ-ამილიმ. თავისი არსებობის პირველ წლებში ამ მეჩეთი იმამი იყო შეიხი ლოტფილა ჯამბალამა. 1920-იან წლებში ირანელი ისტორიკოსის – არტურ პოუპის თაოსნობით პრემიერ-მინისტრმა რეზა-შაჰმა ამ უძველესი ღირსშესანიშნაობის მასშტაბური რესტავრაციის ბრძანება გასვა. ლოტფოლის მეჩეთს გამოარჩევს გრანდიოზულობა, მონუმენტურობა, ნახჭებიანი და მრავალფეროვანი მაიოლიკის (გამომწვარი თიხა, რომელიც დაფარულია გაუმჭვირი ჭიქურითა და ნახატით) სიუხვე. ამ ტაძრის უნიკალური თავისებურება ისლამური ხუროთმოძღვრებისათვის ესოდენ დამახასიათებელი მინარეთების არარსებობაა. ლოტფოლის მეჩეთი მორთულია ყვითელი მარმარილოს ნაგებით, რომლითაც დაფარულია ფასადის ქვედა ნაწილი, გუმბათის ცენტრში განთავსებულია ფარშევანგის მოზაიკური ფიგურა.
სალოცავის ინტერიერი მკვეთრად კონტრასტირებს მის ლაკონურ ექსტერიერთან. გუმბათოვანი დარბაზის შექმნისას არქიტექტორები თეირანში არსებული აზადის მოედნით იყვნენ შთაგონებულები. სალოცავი ოთახის კელდებს ფარავს ლურჯი, ყვითელი, თეთრი და ფირუზისფერი ფილები, რომლებზეც დატანილია არსებული მოხატულობები. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებს ამშვენებს შეიხ ბახაის პოეტური ნაწარმოებები. ნაგებობის ყოველ კუთხეში ამოტვიფრულია ყურანის ლექსები. ლოტფოლის მეჩეთის საკურთხეველიც მოზაიკური ფილებითაა მოპირკეთებული.
ხაჯუს ხიდი
ხაჯუ თაღოვანი საფეხმავლო ხიდია, რომლის სიგრძე 105 მ-ს, ხოლო სიგანე 14 მ-ს შეადგენს. თავისი ძირითადი ფუნქციის გარდა, ეს ნაგებობა აგრეთვე კაშხლის როლსაც ასრულებს. კამარების ქვეშ მოწყობილია სპეციალური რაბები, რომელთა მეშვეობით აკონტროლებენ წყლის დონეს და აგრეთვე რწყავენ მიმდებარე ბაღებს. ხიდი ააშენეს 1650 წელს და შაჰ-აბას-II-ის ბრძანებით, იგი ერთმანეთთან აკავშირებს ორ კვარტალს: ხვაჯასა და ზოროასტრიანს. ნაგებობის ცენტრში განთავსებულ რვაკუთხა პავილიონებში ისვენებდნენ ხელისუფალები და სამეფო ოჯახის წევრები.
შახზადეს ბაღი
ეს ერთ-ერთი ისტორიული სპარსული ბაღია, რომელიც მდებარეობს ქალაქ მახანთან ახლოს, ტიგრანის მთის ძირში, კერმანის პროვინციაში. შახზადეს კომპლექსი მოიცავს მთავარ კარიბჭეს, პატარა სასახლე ბაღის ერთ ბოლოში და ორ სართულია საცხვორებელ ნაგებობას მეორე ბოლოში, რომელიც გარემოცულია რამდენიმე დამხმარე სათავსოთი. ეზოს შუაგულში აღმოაჩნთ უმშვენიერეს შადრევნებს.
კერმანის პროვინციაში მდებარეობს ირანის ყველაზე მშრალი უდაბნო – ლუტი. შახზადეს კომპლექსის ქვეშ გაყვანილია მიწისქვეშა კარიზების ვრცელი სისტემა, რომელიც წყალს ტიგრანის მთიდან ექაება. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შახზადე 1850 წელს ააგო მოჰამად ხასან ირავანიმ. ბაღის განლაგების ადგილი შმეთხვევით როდი იყო შერჩეული. მას უჭირავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი კერმანსა და ბამის ციტადელს შორის.
სულთან ამირ ახმადის აბანო
სულთან ამირ ახმადის ჰამამი წარმოადგენს მე-16 საუკუნის ირანული აბანოების არქიტექტურისა და დეკორის უნიკალურ მაგალითს. ეს ნაგებობა მდებარეობს ქალაქ კაშანის ისტორიულ ცენტრში. ჰამამი ააშენეს სელჩუკთა იმპერიის მმართველბის ხანაში და აღადგინეს, როცა ძალაუფლება ხარაჯთა დინასტიას ეპყრა ხელთ. აბანოს ფასადი მორთულია მცენარეთა მოხატულობებით, რომელთა ცენტრში განლაგებულია გაშლილი ყვავილის (ამ სამყაროში ღვთაებრივი არსებობის სიმბოლო) სადარი დეკორაცია. ფრიზს (დეკორატიული კომპოზიცია ჰორიზონტალური ზოლის სახით) ამშვენებს მუკარსანი – პრიზმული ფორმის დეკორატიული გამონაშვერები. მთავარი შესასვლელის თავზე აღმოაჩენთ ბარელიეფს, რომელზეც გამოსახულია ლომის შველზე ნადირობის სცენა. შენობის შესასვლელის მიღმა დაკლაკნილი დერეფანია, რომელსაც სარბინისკენ – გასახდელისკენ მივყავართ. ის მოწყობილია რვაკუთხა დარბაზის სახით, რომლის კედლებზეც შემორჩენიია ფრანგი იმპრესიონისტების ფრესკები და ბარელიეფები ნადირთა, ფრინველთა და ყვავილთა გამოსახულებებით. ოთახის ცენტრში არის აუზი, სადაც სტუმრების ფეხებს იბანდნენ ხოლმე. სარბინეს გავლით გავდივართ გარმხანეში – ორთქლის ოთახში. ჰამამის კედლები აგებულია ადვილად მისაწვდომი მასალის – სარუჯისგან. ის მზადდებოდა ქვიშის, თიხის, თხის ბეწვისა და ნაცრისგან. მაღალი სიმკვრივის გამო მასალა არ ატარებდა სინოტივეს და ინარჩუნებდა ტემპერატურას შენობის შიგნით. აბანოს იატაკი დაფარულია მარამრილოთი, რადან ეს ქვა სწრაფად ხურდებოდა და ინახავდა სითბოს. ჰამამის ინტერიერს ამშვენებდა ოქროსფერი და ლაჟვარდისფერი მოზაიკით გაწყობილი ფილები.
ტაბატაბაის სახლი
ტაბატაბაის საუცხოო სახლი განლაგებულია ქალაქ კაშანის ისტორიულ ცენტრში. ეს შენობა ააგო ოჯახის უფროსმა – სეიედ ჯაბარ ტაბატაიმ, რომელიც იყო ხალიჩებით მოვაჭრე ხაჯართა დინასტიის მმართველობისას მან არქიტექტორებს უბრძანა, რომ დეკორთა სიუჟეტები და ფორმები დაფუძნებული ყოფილიყო ფრინველ სფინქსის ლეგენდაზე, რადგან ასე ერქვა სეიედის დაღუპულ მეუღლეს, რომელიც მას სიგიჟემდე უყვარდა.
გარედან არაფრით გამორჩეული ნაგებობა შიგნიდან აოცებს მნახველებს თავისი სილამაზითა და მოხდენილობით. დახვეწილი ინტერიერის გარდა, სახლი აგრეთვე ძალიან კარგადაა დაპროექტებული. მზის შუქისა და ქარის დამჭერების სწორი განაწილების დამსახურებით შენობაში ნარჩუნდება სიგრილე ცხელ დღებში, ხოლო სითბო – ზამთარში.
სახლის არქიტექტურა აერთიანებს ტრადიციულ ირანულ სტილს საგულდაგულოდ გათვლილი ქვის ნაგებით, თხელი ბათქაშით, დახვეწილი მოლდინგით, თაღოვანი ჭერით, ფერადი ვიტრაჟებით და ევროპულ სტილს ფრანგული იმპრესიონისტების პეიზაჟებით. ნაგებობის ქალთა ნახევრის კელდები ინკრუსტირებულია სარკისებური მოზაიკით, რაც ანაცვლებს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ხანგრძლივი ქვიშის ქარიშხლების პერიოდში.
Sorry, the comment form is closed at this time.