logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

იტალია

1 Oct

იტალია

იტალიაში მოგზაურობა ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე განუმეორებელ გრძნობას მოგაგონებთ – გაზაფხულის მშვენიერ დღეს ან პირველ სიყვარულს. იტალია თავისი განთქმული არქიტექტურის, ხელოვნებისა და ისტორიის გარდა აღაფრთოვანებს ტურისტებს გრანდიოზული კუნძულებით, მყინვარებითა და ვულკანებით, ვენახებითა და ურბანული ლანდშაფტებით, რომლებიც შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

რომის, ვენეციის, ფლორენციის, ნეაპოლის ხელოვნებისა და არქიტექტურის საუნჯე განსაკუთრებულად იზიდავს ტურისტებს. ამგვარად, იტალიის თითოეული ქალაქი – მუზეუმია ღია ცის ქვეშ, ყოველი ქუჩა კი – ცოცხალი ისტორია.

რომი იტალიის ისტორიული ცენტრია, მისი ვიწრო ქუჩებით, კოლიზეუმით, რომაული ფორუმით. ფლორენციაში არსებული უფიცის გალერეა ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული გალერეაა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელს ევროპაში. იქ შემონახულია მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელისა და კიდევ მრავალი შეუდარებელი მხატვრის შედევრი. იტალიის სამხრეთი ნაწილი აღაფრთოვანებს მოგზაურს მისი სტუმართმოყვარეობითა და შთამბეჭდავი პეიზაჟებით. ნეაპოლი – უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქია. სიცილია – ხმელთაშუა ზღვის უდიდესი კუნძულია. ეთნას და სტრომბოლის ვულკანები ჯერ კიდევ აქტიურია და ტურისტებს ეძლევათ მათი ხილვის შესაძლებლობა. ნეაპოლი ქაოტური და ხმაურიანია, ის უფრო ექსკურსიებისთვის არის განკუთვნილი, ამალფი კი პირიქით – მშვიდი დასვენებისა და არქეოლოგიური კვლევებისათვისაა შესაფერისი. თუკი გსურთ, რომ გაეცნოთ ანტიკურობის პერიოდს, შეგიძლიათ გაემგზავროთ ექსკურსიაზე ქალაქ პომპეიში. ეს მხოლოდ იმის მცირედი ნაწილია, რისი მონახულებაც შეგიძლიათ იტალიაში ყოფნის დროს, ამიტომ მოგზაურობის დაწყებამდე გათვალეთ, თუ რა ტიპის დასვენება გსურთ. ქვეყანა საუკეთესო თავგადასავლების უდიდეს არჩევანს გთავაზობთ.

ამინდი

იტალია ხასიათდება ხმელთაშუა ზღვის კლიმატით: მშრალი, ცხელი ზაფხულითა და ცივი, ნოტიო ზამთრით. ივლისი ყველაზე მცხუნვარე თვეა და ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს, იანვარი კი –  ყველაზე სუსხიანი. აღნიშნულის მიუხედავად, იტალიის მონახულება მთელი წლის განმავლობაში საინტერესო და შთამბეჭდავია, მაგრამ საუკეთესო ტურისტულ პერიოდად  მაინც აპრილი – ივნისის შუალედი ითვლება.

იტალიელები უმეტესწილად ივლისსა და აგვისტოში იღებენ შვებულებას, ამიტომ ამ დროს ფასები ქვეყანაში მატულობს. თუ ქალაქის ქაოსისგან თავის დაღწევა და, ამასთან ერთად, სასიამოვნო ამინდში მოგზაურობა გსურთ, ამისათვის საუკეთესო პერიოდია სექტემბრის ბოლო – ოქტომბერი.

რა ვაკეთოთ / რა ვნახოთ

რომი ულამაზესი ქალაქია, რომლის მოვლა ფეხითაც უდიდეს სიამოვნებას წარმოადგენს ტურისტებისთვის. ის სავსეა ანტიკური მონუმენტებით, ლამაზი მოედნებითა და მუზეუმებით.

რომში აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • კოლიზეუმი;
  • რომაული ფორუმი;
  • პანთეონი;
  • ტრევის შადრევანი;
  • პიაცა ნავონა.

რომის სტუმრობისას, აუცილებლად ეწვიეთ ვატიკანს. არ გამოტოვოთ შემდეგი ღირსშესანიშნაობები:

  • წმინდა პეტრეს მოედანი;
  • წმინდა პეტრეს ტაძარი (მსოფლიოს უდიდესი ბაზილიკა);
  • სიქსტის კაპელა და მიქელანჯელოს ყველაზე ცნობილი ნამუშევარი: “ბოლო განაჩენი”;
  • ვატიკანის ყველა მუზეუმი.

ფლორენცია: ხელოვნების ქალაქი

ფლორენცია, უდავოდ, ტოსკანას ულამაზესი ქალაქია, მუზეუმებისა და რენესანსის დროინდელი სასახლეების დედაქალაქი. კულტურული მემკვიდრეობის რაოდენობა უზარმაზარია: იტალიური ხელოვნების ნამუშევრების ნახევარი განთავსებულია სწორედ ფლორენციაში.

ფლორენციაში აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • დუომო;
  • უფიცის გალერეა და მისი ცნობილი ნამუშევრები;
  • სან მინიატო ალ მონტეს ბაზილიკა, საიდანაც იშლება პანორამული ხედი მთელს ფლორენციაზე. რეკომენდაცია: ეწვიეთ მას დაბინდებისას;
  • სენიორიის მოედანი: ნამდვილი მუზეუმი ღია ცის ქვეშ;
  • Cupola del Brunelleschi: აიარეთ 400 კიბე, რათა დატკბეთ ფლორენციის პანორამული ხედით. გირჩევთ დაჯავშნოთ ბილეთი წინასწარ, რომ აერიდოთ რიგებს.

პიზა

ალბათ, პიზის ხსენებისას, პირველად სწორედ მისი დახრილი კოშკი გაგონდებათ, თუმცა იქ სხვა, არანაკლებ საინტერესო ღირსშესანიშნაობებსაც აღმოჩენთ.

პიზაში აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • პიაცადეიმირაკოლი, ქალაქის ტურისტული ცენტრი: პიზის ყველა ცნობილი მონუმენტი აქ მდებარეობს!;
  • პიზის კოშკი;
  • ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი;
  • კამპოსანტოს სასაფლაო;
  • Borgo Stretto: იდეალური ადგილი საშოპინგოდ და სავახშმოდ.

ვენეცია: რომანტიკის ქალაქი

ვენეცია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქია, საუკეთესო არჩევანი იტალიაში უიქენდის გასატარებლად. უამრავი არხის და ცნობილი გონდოლის ხაზების ხარჯზე, ვენეცია საუკეთესო ადგილია რომანტიული დასვენებისათვის. ვენეციური კარანავალი ტარდება ყოველ წელს თებერვალში და ამ პერიოდში კიდევ უფრო მეტად აღაფრთოვანებს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან.

ვენეციაში აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • სანმარკოს მოედანი: ქალაქის ცენტრი;
  • სანმარკოს ტაძარი და მისი ოქროს მოზაიკები;
  • დუკალეს სასახლე;
  • ოხვრის ხიდი: ვენეციის ცნობილი ხიდი;
  • მურანოს და ბურანოს კუნძულები მათი მრავალფეროვანი სახლებით.

ჩინკვეტერე

გასაოცარი კლდოვანი სოფლები ხმელთაშუა ზღვის გარშემო. ჩინკვე-ტერეს მრავალფეროვანი სახლები იტალიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული!

ჩინკვე ტერეს სოფლები ძალიან ახლოს მდებარეობს ერთმანეთთან, ესენია:

  • მონტეროსოალმარე: მდებარეობს უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, მას გააჩნია ყველაზე დიდი სანაპირო ზოლი;
  • ვერნაცა – ცნობილია თავისი ფერადი სახლებითა და პატარა პორტით;
  • კორნილია – ერთადერთია, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი;
  • მანაროლა – ყველაზე ძველი სოფელია;
  • რიომაჯორე – განლაგებულია უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში.

ლეჩე: ბაროკოს ქალაქი

ლეჩე მდებარეობს პუგლიას რეგიონში, რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს. იქ მდებარე ტაძრები, მუზეუმები და სხვა ადგილები იზიარებს ხსენებულ არქიტექტურულ სტილს.

ლეჩეში აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • სანტა კროჩეს ბაზილიკა;
  • წმინდა ჯვრის ბაზილიკა;
  • ისტორიული ცენტრი;
  • ლეჩეს სასახლე;
  • სანტორონზოს მოედანი;
  • ფაჯიანოს მუზეუმი.

ვერონა: შექსპირის ქალაქი

ვერონა სიყვარულის და რომეო და ჯულიეტას ტრაგიკული ისტორიის ადგილია. ამაზე ყველას სმენია, მაგრამ იცოდით თუ არა, თუ რა არის ამის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა მოინახულოთ ქალაქში?

ვერონაში აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • ჯულიეტას სახლი: მისი ცნობილი აივანი;
  • ერბეს პიაცა, სადაც ქალაქის მაღაზიები, ბარები და რესტორნები მდებარეობს;
  • სან ზენო მაჟიორეს ბაზილიკა, ვერონას ყველაზე ძველი ტაძარი;
  • კასტელვეჩიო, მუზეუმად ქცეული მე-14 საუკუნის ტაძარი.

გენუა: საპორტო ქალაქი

ქალაქი სავსეა მრავალფეროვანი მონუმენტებითა და უძველესი ძეგლებით. აქ კრისტოფერ კოლუმბი, ყველაზე ცნობილი მოგზაური იყო დაბადებული.

გენუაში აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • გენუას პორტი, სადაც იხილავთ აკვარიუმებსა და მეკობრეთა გემებს. ადით მინის ლიფტით ქალაქის უმაღლეს წერტილზე და დატკბით პანორამული ხედით.
  • ისტორიული ცენტრი, ფერარის პიაცა, ულამაზესი მთები.
  • გაისეირნეთ ვია გარიბალდიზე და ეწვიეთ სასახლეებს, როგორებიცაა: პალაცო რიალე, პალაცო ბიანკო და პალაცო როსო.
  • გაისეირნეთ ლუნგომარეს სანაპიროზე, რომელიც 3 კმ-ზეა გადაჭიმული.
  • ეწვიეთ ბოკადასს – მეთევზეების სოფელს მრავალფეროვანი სახლებით.

ნეაპოლი: ისტორიული ქალაქი

ნეაპოლი ევროპის უდიდესი ისტორიული ცენტრის მქონე ქალაქია, სადაც უამრავი ტაძარი და მონუმენტია თავმოყრილი. ის ცნობილია თავისი გასტრონომიით: 1600 წელს იქ მოამზადეს პირველი პიცა, ასევე განთქმულია ნეაპოლიტური სოუსიც.

  • ისტორიული ცენტრი და დუომო;
  • The Piazza del Plebiscito – თვალწარმტაცი მონუმენტებით გარემოცული ულამაზესი მოედანი;
  • ვიჯილიანოს პარკი;
  • ეწვიეთ არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც შემონახულია პომპეის არქეოლოგიური ძეგლები;
  • ესტუმრეთ პომპეის, რომელიც მდებარეობს 40 წუთის სავალზე ნეაპოლიდან, გახდით ვეზუვის ვულკანის მიერ განადგურებული ქალაქის სტუმარი.

კაპრი: მისტიური კუნძული

ნეაპოლიდან მარტივად შეგიძლიათ კაპრიზე გადასვლა. ყველაზე ლამაზი ადგილების ხილვა შეგიძლიათ უკვე Marina Grande-ს პორტში ჩასვლისას. შემდგომ საბაგიროთი გაემგზავრებით ცნობილ Piazzetta-ზე, კაპრის ცენტრში.

კაპრიზე აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • Arco Naturale, 20მ-ის სიგრძის კლდოვანი არკა;
  • Tragara, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ქალაქზე;
  • ლურჯი გროტო (Grotta Azzurra).

ტურინი: კინემატოგრაფიისა და შოკოლადის ქალაქი

იტალიური შოკოლადი ერთ-ერთი უგემრიელესია. ქალაქში ყოველწლიურად ტარდება შოკოლადის ფესტივალები.

ტურინი კინოს ქალაქია. მისი სიმბოლოა კინოს მუზეუმი, სახელწოდებით – “The Mole Antonelliana”.

ტურინში აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • ეგვიპტის მუზეუმი;
  • ავტომობილების მუზეუმი, მისი იმპრესიული კოლექციებით;
  • პალაცო რეალე, ჰერცოგების ყოფილი რეზიდენცია.

მილანი: შოპინგის დედაქალაქი

მილანი მოდისა და დიზაინის დედაქალაქია, უამრავი განახლებული ბუტიკითა და შოურუმით, გარდა ამისა იქ უამრავი ისტორიული შენობა-ნაგებობაც დაგხვდებათ.

მილანში აუცილებლად სანახავი ადგილები:

  • დუომოს მოედანი და ჯადოსნური საკათედრო ტაძარი: The Duomo di Milano. აუცილებლად აიღეთ იმ ტიპის ბილეთი, რომლის მეშვეობითაც ტაძრის ტერასაზე შეძლებთ ასვლას;
  • სფორზას ციხე-სიმაგრე და სემპიონეს პარკი;
  • ვიტორიო ემანუელ II სახელობის გალერეა და მისი უზარმაზარი მინის სახურავი;
  • ბრერას პინაკოთეკა (ბრერას ხელოვნების გალერეა) და იტალიელი მხატვრების: რაფაელის, ბელინის, კარავაჯოს ნამუშევრების კოლექციები;
  • მონუმენტური სასაფლაო: ცნობილი ადამიანების სასაფლაო, უცნაური და ულამაზესი ძეგლებითა და ქვებით.

მაჯორეს ტბა და ბორომეოს კუნძულები

მაჯორე, კომო და გარდა იტალიის ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი ტბებია. თუ დააპირებთ მილანში მოგზაურობას, იდეალური იქნებოდა ერთი ან ორი დღის გატარება მაჯორეს ტბასთანაც (ის მილანიდან მანქანით დაახლოებით საათისა და ოცი წუთის სავალზე მდებარეობს).

მაჯორეს ტბას განსაკუთრებულ ცნობადობას სძენს ბორომეოს არქიპელაგი. სამივე კუნძულის მონახულებას ერთდღიანი ტურის ფარგლებშიც შეძლებთ.

  • იზოლა მადრე – ცნობილია თავისი ეგზოტიკური ბაღებით და ფარშევანგებით;
  • იზოლა ბელა – მას გამოარჩევს ბორომეოს სასახლე, მისი ბაღები და გროტოები;
  • “The Isola Superieure” – მეთევზეთა კუნძული.

კომოს ტბა

კომოს ტბა მილანიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე მდებარეობს. იგი ცნობილია თავისი ჯადოსნური ვილებითა და ბაღებით. ტბის გარშემო გაშენებულია მეთევზეთა ულამაზესი სოფლები და საფეხმავლო ბილიკები.

კომოზე აუცილებლად სანახავი ადგილები:

  • კომოს ქალაქი და მისი ცენტრი;
  • “Tremezzo” დაVilla Carlotta” –  უმდიდრესი ბოტანიკური ბაღებით;
  • “Bellagio” დაVilla Melzi” –  სტენდალის ინსპირაციის წყარო;
  • Varenne და villa Monastero – თავისი ულამაზესი სანაპიროთი;
  • “Castello Di Vezio” და პანორამული ხედი ტბაზე.

გარდას ტბა

გარდის ტბის ახლომახლოდ მდებარე ულამაზესი ადგილებია:

  • სირმიონე:  შუასაუკუნოვანი სასახლე წარმოადგენს ქალაქში შესასვლელს და საშუალებას აძლევს ტურისტებს მისი გავლით დატკბნენ ადგილობრივი პარკებით. კატულოს არქეოლოგიური ძეგლი ასევე აუცილებლად უნდა მოინახულონ იმათ, ვინც დაინტერესებულია ანტიკური რომაული ცხოვრებით.
  • Malcesine: ქალაქში შეგიძლიათ ეწვიოთ სკალიგარის ტაძარს და “Palazzo dei Capitani”-ს. შემდგომ გაემგზავროთ მონტე ბალდოს მიმართულებით და დატკბეთ გარდას ტბის პანორამული ხედით.
  • Torri del Benaco: გამოარჩევს მეთევზეების პორტი და სკალიგარის ტაძარი.

დოლომიტესი

თუ ლაშქრობის მოყვარული ბრძანდებით, დოლომიტესი თქვენთვის იდეალური ადგილია! იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ადგილი მოიცავს 18 მთას, რომელთაგან უმრავლესობა 3000 მეტრზე მეტი სიმაღლისაა.

ლანდშაფტის მთელი სილამაზის აღსაქმელად გაემგზავრეთ დოლომიტესის მიმართულებით, მოინახულეთ ადგილები ბოლზანოდან კორტინამდე. დაახლოებით 130 კმ-ზე გადაჭიმული მთების თვალწარმტაცი ხედები არ დაგტოვებთ გულგრილს.

სიცილია

სიცილია ხმელთაშუა ზღვის ყველაზე დიდი კუნძულია და იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურს როგორც მშვიდი დასვენება, ასევე მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენა. დაამატეთ იტალიური უგემრიელესი სამზარეულოც და დაუვიწყარი დასვენების იდეალურ კომბინაციას!

აღმოსავლეთ სიცილიაში აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • კატანია და პიაცა დელ დუომო, და სანტა აგატას საკათედრო ტაძარი;
  • სირაკუცა და ორტიგიას კუნძული: გაისეირნეთ ისტორიული ცენტრის პატარა პარკებში, შეიცანით პიაზა დელ დუომოს გრანდიოზულობა და დატკბით კასტელო მანიაკეს ულამაზესი ხედებით;
  • ბაროკოს ქალაქები: ნოტო, მოდიკა და რაგუზა;
  • ტაორმინა: ცნობილია ბერძნული თეატრის, ეტნას ვულკანის ხედით და ჯადოსნური სანაპიროთი – „იზოლა ბელლა“;
  • ეტნა – ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი

დასავლეთ სიცილიაში აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • პალერმო და მისი ულამაზესი პალატინის სამლოცველო;
  • ცეფალუ, პატარა ტრადიციული მეთევზეთა სოფელი;
  • Scala dei Turchiდა Eraclea Minoa სანაპიროები;
  • ეგადის კუნძულები, სამოთხე დედამიწაზე.

სარდინია

სარდინია სიდიდით იტალიის მეორე კუნძულია, რომელიც ცნობილია მისი კრისტალურად სუფთა ზღვით და სანაპიროებით.

სარდინიაზე აუცილებლად სანახავი ადგილებია:

  • კალიარი – სარდინიას დედაქალაქი რომელიც გაჭიმულია რამდენიმე ბორცვს შორის. კასტელოს რეგიონი განსაკუთრებით აღაფრთოვანებს ტურისტებს.
  • მადალენას კუნძულები – ულამაზესი ველური ბუნებითა და სანაპიროებით.
  • კოსტა სმერალდა: საუკეთესო ადგილია მდიდრული დასვენებისათვის.

Sorry, the comment form is closed at this time.