22
Sep
იტალია – კაზერტის სამეფო რეზიდენცია
ეს იყო უდიდესი სასახლე და ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობა, რაც კიXVIII საუკუნის ევროპაში აშენებულა. მდებარეობს სამხრეთ იტალიის ქალაქ კაზერტაში. სასახლეში სულ 1200 ოთახია, რომელთა შორისაცაა 12 სახელმწიფო აპარტამენტი, ბიბლიოთეკა და თეატრი.
1997 წელს, სასახლე იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
სასახლეს გარშემო იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართო ბაღები აკრავს, რომლებიც მრავალი შადრევნითა და უზარმაზარი აკვედუკით გამოირჩევა. აკვედუკი – ეს არის წყალსატარი (არხი, მილი), რომლითაც წყალი თვითდინებით მიემართება დასახლებული პუნქტებისაკენ.
Sorry, the comment form is closed at this time.