იტალიის 10 საუკეთესო ისტორიული ადგილი, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
რომი
იტალიაში ჩასულ ტურისტთა უმრავლესობა აუცილებლად ეწვევა ქალაქ რომსაც. ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის, ერთ-ერთია ის, რომ რომი უძველესი ცივილიზაციის აკვანი და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის ცენტრი იყო, ასევე იგი ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლით სავსე ადგილიცაა. უწინდელი დიდების რელიქვიები – კოლიზეუმი, ფორუმი, პანთეონი, აპიას გზა და პალატინის ბორცვი უმთავრესი ღირსშესანიშნაობების წოდებებისათვის ეპაექრება ვატიკანის სიმდიდრეებს. რომი მდინარე ტიბრის შვიდ ბორცვზეა გაშენებული, ტირენის ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 25 კმ-ის დაშორებით. ათასწლოვანი ისტორიის მომცველმა ქალაქმა განიცადა აყვავებაც და დაცემაც.
ვენეცია
ვის შეიძლება არ უყვარდეს ქალაქი, რომლის ქუჩები წყლისგანაა შექმნილი, ხოლო ავტობუსები – ნავებია ?! ვენეცია არის ადგილი, სადაც გონდოლიერების სიმღერები ჰაერში ტრიალებს. ეს ჯადოსნური ქალაქი აგებულია ვენეციური ლაგუნის 118 კუძულზე. ის წარმოადგენს ხიდების და არხების საოცარ შეხამებას მდიდრული სასახლეების დახვეწილ არქიტექტურასა და გრანდიოზულ ტაძრებთან.
ფლორენცია
იტალიური რენესანსის ვიტრინად წოდებული ფლორენცია ზოგჯერ შეიძლება გეჩვენოთ ერთ გიგანტურ სამხატვრო მუზეუმად. დუომო, სანტა მარია-დელ-ფიორეს საკათედრო ტაძარი მსოფლიო არქიტექტურის ღირსშესანიშნაობებია. უკანასკნელს გვირგვინივით ამკობს მასიური გუმბათი, რომელიც გამოწვევას სთავაზობს გრავიტაციას.
ჩინკვე-ტერე (“ხუთი მიწა”)
თითქმის შეუძლებელი იყო, რომ სახმელეთო გზით მიგეღწიათ ხმელთაშუაზღვისპირეთის სანაპიროსთან ახლოს მდებარე 5 ქალაქთან, ვიდრე ისინი არ დააკავშირეს სარკინიგზო გზით. მათ გამყოფ კონცხებს შორის გვირაბია გაყვანილი. ჩინკვე-ტერე – ესაა ველური სურნელების, განსაცვიფრებელი გასტრონომიის და გასაოცარი პანორამების მქონე ციცაბო კლდეების სამეფო.
სიენა
საკუთარი აყვავების პერიოდში (მე-13 – მე-14 საუკუნეებში) სიენა ფლორენციას უწევდა მეტოქეობას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში. ეს ქალაქი დღემდე ინახავს უამრავ სამხატვრო და არქიტექტურულ საგანძურს. მის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს სანტა-მარია-ასუნტის ტაძარი, რომლის ინკუსტირებული მარმარილოს ფასადი და ზოლებიანი სამრეკლო გამოირჩევა სიენის უმთავრესად წითელი აგურისაგან ნაშენ ნაგებობებს შორის.
პიზა და ლუკა
ტოსკანის რეგიონში ყოფნისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ამ ორ ერთმანეთთან ახლომდებარე ქალაქს. პიზა გამოირჩევა “Campo-Dei-Miracoli”-ის კომპლექსით, ლუკას მომხიბვლელობა კი ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭილებას მოახდენს თქვენზე.
ვერონა
ამ ყოფილ რომაულ ციხე-სიმაგრეს გარშემო აკრავს მდინარე ადიჯე. ქალაქის ცენტრში მდებარეობს კარგად შემონახული რომაული არენა, რომელიც ახ.წ.-ით 1-ლი საუკუნით თარიღდება. იქ ტარდება საყოველთაოდ ცნობილი საოპერო ფესტივალი. ვენეტოს რეგიონის ეს უძველესი კუთხე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ადგილადაა ცნობილი უილიამ შექსირის ტრაგედიის, “რომეო და ჯულიეტის” დამსახურებით.
პომპეი
ახ.წ.-ით 79 წელს მოხდა ვულკან ვეზუვის ძლიერი და მოულოდნელი ამოფრქვევა, რამაც შთანთქა აყვავებული ქალაქი პომპეი და ათასწლეულზე მეტი ხნით მოაქცია იგი ფერფლის და პემზის ქვის 6-მეტრიან ფენაში. ამ კატაკლიზმის შედეგად წარმოიშვა 33 კმ სიმაღლის გიგანტური გავარვარებული ღრუბელი ქვის, ფერფლისა და კვამლისგან. ამ დროს იმაზე მეტი სითბური ენერგია გამოიყო, ვიდრე ჰიროსიმაზე მომხდარი ატომური აფეთქების შედეგად.
რავენა
იტალიის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, რავენის მხატვრული წარმოშობა თითქმის მთლიანად დაკავშირებულია ბიზანტიასთან. იქ იპოვით დასავლეთ ევროპის ბიზანტიური მოზაიკების საუკეთესო კოლექციას.
ტურინი
ტურინი – იტალიის ჩრდილოეთი რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი ქალაქია. მილანთან შედარებით იგი მცირე და კომპაქტურია, მის მთავარ ღირსშესანიშნაობებს ფეხითაც კი შემოივლით. ტურინი გაერთიანებული იტალიის პირველი დედაქალაქია, რისორჯიმენტოს – ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის “აკვანი”.
Sorry, the comment form is closed at this time.