logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

იტალიის ულამაზესი ტბები

1 Jul

იტალიის ულამაზესი ტბები

კომო

ლომბარდიის ჩრდილოეთით, შვეიცარიის საზღვართან ძალიან ახლოს გადაჭიმულია კომოს ტბა. მისი წყლები ძვირფასი ქვასავით ბრწყინავს ალპების მთის ძირში. ფუმფულა ღრუბლების ჩარჩოში ჩასმული ამაღლებული ადგილის პეიზაჟები შთაგონების წყაროა მწერლების, მხატვრებისა და კინოინდურსტრიის მუშაკთათვის. მდიდრული ვილები, მოწესრიგებული პარკები და მთის ტბის ალერსიანი ტალღები დამსვენებლებს ღვთაებრივ ნეტარებას ანიჭებს. კომო სიდიდით მესამე ტბაა იტალიაში. წყალსაცავი ერთობ უჩვეულო სილუეტით გამოირჩევა, მას ოროლი ფორმა აქვს. ტბა შუა ნაწილში ორ დაკლაკნილ ტოტად იყოფა. კომოს ჩრდილო განშტოებას კოლიკო ჰქვია, სამხრეთ-აღმოსავლეთის მკლავს – ლეკო, ხოლო სამხრეთ-დასავლეთის ტოტს – კომო.

წყალსატევი განკუთვნილია თევზჭერისათვის, ალპური მთისწინეთის თბილი კლიმატი ადგილობრივ მოსახლეობას ხმელთაშუა ზღვის კულტურების მოყვანის საშუალებას აძლევს, რომლებიც ჩვეულებრივ ვერ გადარჩებიან ხოლმე ლომბარდიის მიწებზე. ძველი ბერძნები წყალსატევს ლარიოს ეძახდნენ, სახელწოდება მომდინარეობს “lar” ძირისგან, რაც ნიშნავს “ღრმა ადგილს”. შუა საუკუნეების დადგომასთან ერთად ტბას დაერქვა კომო. რომის იმპერიის აყვავების ხანაში წყალსატევთან არსებულ ხეობაში მდიდარი და გავლენიანი პერსონები იშენებდნენ რეზიდენციებს. მაგალითად, რომაელ პოეტ ვირგილიუსსა და პოლიტიკოსს გაიუს პლანიუს უმცროსს ძალიან უყვარდათ დასვენება ლარიოს ტბის თვალწარმტაც მიდამოებში. წყალსატევის გასაოცრად მშვენიერმა ხედებმა გაალამაზა უამრავი კინოლენტი (“ვარსკვლავური ომების” მეორე ეპიზოდი, “ოუშენის 12 მეგობარი”).

ტბის სანაპიროებზე მიმოფანტულია საკურორტო ქალაქები და სოფლები. ქალაქი კომო თანამოსახელე პროვინციის ცენტრია. მან თავისი რეგიონისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შუა საუკუნეებში შეიძინა, როცა ის მილანელი დიდგვაროვნების – სფორცასა და ვისკონტის მფლობელობაში გადავიდა. კომო ამარაგებდა იტალიას მატყლითა და აბრეშუმით. მე-15 საუკუნეში ქალაქში გაჩნდა სტამბის სახელოსნო, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა.

მე-20 ასწლეულში კომოს ისტორიაში ჩაქსოვდა ტრაგიკული მოვლენები. სწორედ იქ დახვრიტეს იტალიელი დუჩე ბენიტო მუსოლი და მისი გულის სწორი. ქალაქის ისტორიული ცენტრია კავურის მოედანი, რომელსაც ამშვენებს საკათედრო ტაძარი. ასევე მოგზაურებს აღტაცებაში მოიყვანს მე-13 საუკუნით დათარიღებული ბროლეტოს რატუშის ხილვა. რელიგიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა წმინდა აბონდიოს ბაზილიკა. 5 საუკუნის განმავლობაში იგი წარმოადგენდა რეზიდენციას და განძთსაცავს უმაღლესი სასულიერო წოდების წარმომადგენლებისათვის.

მე-11 საუკუნეში ტაძარი ბენედიქტელთა ორდენის ხელში გადავიდა. ქალაქ კომოს ქუჩებში სეირნობისას შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ ბარადელის ციხე. 400 მ სიმაღლიდან გეძლევათ საშუალება, დაათვალიეროთ ტბის ულამაზესი პანორამა, ხეობა, აპენინის მთის ქედი და ალპების მიმდებარე მწვერვალები.

ორტა

ორტას ტბა მდებარეობს პიემონტის პროვინციაში. წყნარი წყალსატევი მოქცეულია რომანტიკული პეიზაჟების გარემოცვაში. იგი ბუნებრივი გზით ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ უხსოვარ დროში, როცა მთის მწვერვალებიდან ძირს ეშვებოდნენ მყინვარები. დიდი ხნის განმავლობაში ტბის მფარველად წმინდა იულიუსი მიიჩნეოდა. ცნობილი ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკმა ამ თვალწარმტაც კუთხეს უწოდა “ნაცრისფერი მარგალიტი მწვანე ზარდახშაში”. ამ გასაოცარი წყალსატევის სანაპიროებზე იკრებდა შთაგონებას ფრიდრიხ ნიცშე თავისი შედევრის – “ასე ამბობდა ზარატუსტრის” შესაქმნელად. მთებში თოვლის ქუდებისგან გაწმენდილი სუფთა ჰაერი უხილავი ჩანჩქერივით ეშვება ხეობაში. ქვემოთ ყინულის სიგრილესთან გადახლართულია მცენარეების არომატი. ამ უჩვეულო კოქტეილის ხარბად შესუნთქვის შემდეგ მყისვე აღმოჩნდებით ტბის პირას, სადაც დატკბებით დიდებულად მოცურავე მოხდენილი გედების ხილვით. არცაა გასაკვირი, რომ ინგლისელმა პოეტმა რობერ ბრაუნინგმა ორტა მოიხსენია ადგილად, სადაც “ალპები ხვდებიან დათოვლილ ზეცას”.

ქალაქი ორტა სან ჯულიო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის არქიტექტურაში თავმოყრილია იტალიური ხუროთმოძღვრების მთელი ისტორია, თუმცა დიდია აქცენტია გაკეთებული ბაროკოს სტილსა და რენესანსის ეპოქაზე. ორტა სან ჯილიოს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი – მოტოს მოედანთან მდებარე კომუნას სასახლე.

ორტას ტბის ჩრდილო სათავესთან მდებარეობს მყუდრო ქალაქი ომენია. ამ კუთხის სიწყნარეს და პასტორალს წელიწადში ერთხელ ცვლის ფერთა ზეიმი და ფეიერვერკთა გრგვინვა. აგვისტოში წმინდა ვიტუსის დღის აღნიშვნა ომენიაში ასობით ტურისტს იზიდავს. ორტას წყალსატევის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის ადგილი უჭირავს წმინდა იულიუსის კუნძულს.

გარდა

ლომბარდიის განაპირას, მილანიდან 1,5 საათის სავალზე, გადაჭიმულია იტალიიის ერთ-ერთ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა – გარდას ტბა. წყალსატევის ლურჯი წყლები გარშემორტყმულია ბუნების სიმწვანითა და ალპების მთების ფერდობებით. გარდა იტალიის ქვეყნის უდიდესი ტბაა, რომლის სიგრძე 52 კმ-ს, ხოლო წყლის ზედაპირის ფართობი – 370 კმ²-ს შეადგენს. სიმაღლიდან წყალსატევი თავისი ფორმით ნეანდერტალელის ხელცულს წააგავს.

გარდას ტბას ასაზრდოებს მდინარე არილი. ეს წყალსატევი აკავშირებს ერთმანეთთან სამ მეზობელ რეგიონს: ვენეტოს, ლომბარდიას და ტრენტინო-ალტო-ადიჯეს. ტბის აღმოსავლეთ სანაპიროს სხვაგვარად ზეთისხილების რივიერას ეძახიან. მის ლომბარდისეულ ნაწილზე გაშენებულია ლიმონის ბაღები. რეგიონი განთქმულია მეღვინეობითა და ზეითუნის ზეთის წარმოებით.

გარდას დასავლეთ სანაპიროზე განლაგებული ქალაქი სირმიონე წარმოადგენს ტურისტულ ცენტრს. მას ტბის მხრიდან იცავს მე-13 საუკუნით დათარიღებული სკალიგიერების ციხე. რომაელი გაიუს ვალერიუს კატულუსის მამულის ნაშთები ცნობილია, როგორც კატულუსის გროტო. პოეტი, რომელიც მღეროდა რომის იმპერიის სიდიადეზე, ცხოვრობდა ძვ.წ. I საუკუნეში.

ბიოლას სამკურნალო წყაროს იოდით, გოგირდითა და ბრომით გაჯერებული ადუღებული წყლები ამოიხეთქება მიწის წიაღიდან 70 °C ტემპერატურაზე. ბიოლას აბანოებში ჩატარებული პროცედურები ადამიანებს ეხმარება კანის დაავადებებისგან განკურნებაში, რევმატიზმისა და ქრონიკული ოტიტის შემსუბუქებაში.

ტბის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი მალჩეზინე. ამ ადგილთან მჭიდროდაა დაკავშირებული გერმანელი პოეტის იოჰან გოეთეს ცხოვრება. გარდას კიდევ ერთი საკვირველობაა არკოს ციხე, რომელიც დაახლოებით 1000 წლისათვის აიგო.

იზეო

იზეოს ტბის დაკლაკნილი სილუეტი მყუდროდაა მიმალული ალპების “მკერდზე”, ბერგამოსა და ბრეშიას ქალაქებს შორის. ღრმა ვარდნობს მთის ქანში გაჭრილი ჰქონდა ღვლარჭნილი ნამგალი ჯერ კდიევ მძლავრი მყინვარების პერიოდში. ცივი მწვერვალებიდან გამომდინარი მდინარე ოლიო ავსებდა ბუნებრივ აუზს. გარდას, კომოს და მაჯორეს ტბებისგან განსხვავებით იზეო ნაკლებადაა დაშორებული ზღვის დონეს. უდავოდ, წყალსატევი დამსვენებლებზე ყველაზე ნათელ შთაბეჭდილებას ახდენს გაზაფხულსა და ზაფხულში, თუმცა მთაგრეხილის მზრუნველი “ჩახუტება” ინარჩუნებს რბილ კლიმატს იზეოს ხეობაში მთელი წლის განმავლობაში. ტბის ნაპირებზე თვალწარმტაცადაა მიმოფანტული პატარა საკურორტო ქალაქები და სოფლები.

იზეოს წყალსატევზე განლაგებულია კუნძული, სახელწოდებით მონტე-იზეო. ის წააგავს დრაკონის ეშვს, რომელიც გამოშვერილია ცივი წყლებიდან. მონტე-იზოლას მწვერვალი ზღვის დონიდან 600 მ სიმაღლეზე მდებარეობს, რამაც მას თავისუფლად მოუპოვა ევროპაში ყველაზე მაღალი ტბის კუნძულის წოდება.

მონტე-იზოლას ჩრდილოეთით მოგეცემათ პატარა კუნძულ ლორეტოს მონახულების შესაძლებლობა. მიწის ეს პატარ ნაგლეჯი ჩაფლულია მაღალი კვიპაროსებისა და ფიჭვების სიმწვანეში. თუ გეზს მონტე-იზოლას სამხრეთისაკენ აიღებთ, შეძლებთ კიდევ ერთი მინი-კუნძულის – სან-პაოლოს დათვალიერებას. მას ეს სახელი ეწოდა წმინდა პავლეს საპატივცემულოდ. თუ საათის ისრის მიმართულებით გაუყვებით იზეოს სანაპიროს, აღმოაჩენთ არაერთ სასიამოვნო ადგილს: პიზიონეს, მარონეს, სულცანოს (ქალაქი-კომუნები).

კალდონაცო

კალდონაცო მდებარეობს ტრენტინო-ალტო-ადიჯის რეგიონში, იგი ვალსუგანის ხეობის უდიდესი ტბაა. მის სანაპიროებზე განლაგებულია პატარა მყუდრო ქალაქები: კალჩერანიკა ალ ლაგო, კალდონაცო და ტენა. სწორედ აქედან იღებს სათავეს მდინარე ბრენტი, რომელიც ჩაედინება ადრიატიკის ზღვაში. ქალაქ კალდონაცოს თავზე ამაღლებულია ყოფილი სასამართლო შენობის სილუეტი, რომლის მოპირდაპირე მხარეს დგას მე-12 საუკუნით დათარიღებული სან ვალენტინოს ტაძარი. იქ ინახება ფრესკები, რომლებზეც გამოსახულნი არიან “მადონა და ბავშვი”, წმინდანები – ვალენტინი და როკო.

ბრაიესი

ბრაიესი მთის თვალწარმტაცი ტბაა, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ იტალიაში, ბოლცანოს პროვინციაში. იგი დოლომიტის ალპების ნამდვილი მარგალიტია, რომელიც მნახველებს ნუსხავს თავისი ფირუზისფერ-მწვანე შეფერილობის წყლითა და მისი გარემომცველი მთის მწვერვალების ფანტასტიკური ხედებით. ბრაიესი მდებარეობს კროდა-დელ-ბეკოს ქვა-გვერდობის ძირში. იგი წარმოიქმნა მიმდებარე კლდეების ჩამონგრევის შედეგად, რის მერეც წარმოიშვა ვიწრო ხეობა.

ლეგენდის თანახმად, ძველად ბრაიესის ხეობაში არსებობდა დასახლება, სადაც უშნო ხალხი სახლობდა. ისინი მთაში მოპოვებულ ოქროს ინახავდნენ. ერთხელ მთებს შუა მდებარე წყალგამყოფ ადგილს ეწვივნენ მწყემსები, რომელთაც წამოყვანილი ჰყავდათ ცხოველები. ადგილობრივებმა ჩამოსულებისგან ოქროს სანაცვლოდ პროდუქტები შეიძინეს. მეცხვარეები შურით აღივსნენ მთის მკვიდრთა სიმდიდრის ხილვის შემდგომ. მწყემსებმა სწრაფად გაავრცელეს ხმა თავიანთ ახლობლებში, რის შემდგომაც ისინი ხეობის რეგულარული სტუმრები გახდნენ. განრისხებულმა მთის ხალხმა გათხარა მიწისქვეშა წყაროები, რის მერეც ხეობა დაიტბორა. სწორედ ასე წარმოიშვა ბრაიესის ტბა.

ლედრო

თვალწარმტაცი ალპური ტბა ლედრო მდებარეობს თანამოსახელე ხეობაში, ზღვის დონიდან 655 მ სიმაღლეზე. წყალსატევი წარმოიშვა გარდას უძველესი მყინვარის მიერ მორენის (ქანების ნამტვრევების გროვა, რომელიც იქმნება მყინვარების გადაადგილების შედეგად) გადაკეტვის შედეგად. საუცხოო მწვანე შეფერილობისა და კრისტალურად სუფთა წყლის დამსახურებით ლედრო ტრენტინოს ერთ-ერთ ულამაზეს ტბად მიიჩნევა. მე-19 საუკუნემდე წყალსატევი პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. 1847 წელს ვალ-დი-ლედროს ხეობაში პირველად გაიყვანეს ქუჩა. იქაურობა განთქმულია 1929 წელს აღმოჩენილი არქეოლოგიური მონაპოვრებით. ესენია ბრინჯაოს ხანის ხიმინჯებიანი სახლები.

კარეცა

კარეცა (იგივე ცისარტყელას ტბა) მდებარეობს სოფელ ნოვა ლევანტეში, ლატემარის მთის ძირას. წყლის უნიკალური შეფერილობის წყალობით ეს წყალსატევი განთქმულია მთელს მსოფლიოში. ლადინთა (სამხრეთ ტიროლში მცხოვრები ხალხი) ლეგენდის მიხედვით, ოდესღაც ულამაზესი ქალთევზა აღფრთოვანებით შესცქეროდა კარეცას ხელუხლებელ წყლებს დოლომიტის მთების ძირას. ერთხელ ის ტბის ნაპირზე იჯდა, თმას ივარცხნიდა და წყნარად მღეროდა. ჯადოქარი მასარე მოხიბლა ქალთევზის სულში ჩამწვდომმა ხმამ.

ნიმფის დაუფლების მიზნით, მან დახმარების თხოვნით კუდიანს მიმართა. მათ საკმაოდ რთული გეგმა შეადგინეს. გრძენული ვაჭარ-იუველირად გადაიქცა და მან ცისარტყელის გავლით ტბას ზემოდან გადაუარა. ჯადოსანს დაავიწყდა სამკაულების გაკეთება და ამის გამო იგი მალევე გამოაშკარავდა. ქალთევზა მის მახეში არ გაება. თავისი უმეცრებისგან გაგიჟებულმა მასარემ ცისარტყელა მილიონ ნაწილად დაამსხვრია და ნატეხები ტბაში ჩაცვივდა. გულდაწყვეტილმა ჯადოქარმა წყალსატევში ჩაყარა ძვირფასეულობაც. მას შემდეგ კარეცა ცისარტყელასფერი გახდა.

ბრაჩანო

ბრაჩანოს ტბა განლაგებულია საბატინის მთებში, ლაციოს რეგიონში. წყალსატევის სანაპიროების გასწვრივ არსებული ცხელი წყაროები მოწმობს იმას, რომ ბრაჩანო წარმოიშვა ვულკანური კრატერების ჯგუფისგან. კრატერი ტბის ფსკერზე წარმოიქმნა ძირითადი მაგმური კამერის ჩამოშლის შედეგად. ბრაჩანო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა წყალსატევია. ის სასმელი წყლით რომსაც კი უზრუნველყოფს. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან გამოედინება მდინარე არონი, რომელიც ჩაედინება ტირენის ზღვაში. ბრაჩანო გარშემორტყმულია ტყეებით, ზეთისხილის წარაფებითა და საუცხოო ბაღებით. ტბის სანაპიროზე მდებარეობს 3 მთავარი ქალაქი: ბრაჩანო დასავლეთით, ანგილიარა-საბაზია სამხრეთ-აღმოსავლეთით და ტრევინიანო-რომანო ჩრდილოეთით.

ამბობენ, რომ ძველ დროში ლაციოს რეგიონში სახლობდნენ ეტრუსკები. ტრევინიანოს მუნიციპალურ მუზემში მათი ეპოქის უნიკალური შედევრების დათვალიერებაა შესაძლებელია. ანგალიარა-საბაზიიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშრებით არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადრეული ნეოპოლიტური საფლის – ლა-მარმოტას ნაშთები, რომლებიც ძვ.წ. 5700 წლით თარიღდება.

ტბის ფსკერზე აღმოჩენილია რადმენიმე პრეისტორიული დასახლება, როგორებიცაა: ვიკარელო (შუა ბრინჯაოს ხანა), სპოზეტა (შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანა) და ვინია-გრანდე (ლითონის ხანა).

ქალაქი ბრაჩანო ცნობილია თავისი თანამოსახელე ციხით, რომელიც აღორძინების ეპოქაში აღმართეს  ორსინების უძველესი რომაული გვარის თაოსნობით. 1481 წელს იქ გაიხიზნა პაპი სიქსტე VI, რომელიც გამოექცა რომში გამძვინვარებულ შავი ჭირის ეპიდემიას. 1696 წელს ციხე შეისყიდა თავადმა ოდესკალკიმ, რომლის შთამომავლები დღემდე არიან სიმაგრის მფლობელები. 1971 წელს თავდაცვით ნაგებობის კედლებში მიმდინარეობდა მუსიკალური ფილმის – “ლუჩია დი ლამერმურის” გადაღებები.

ბოლსენა

ბოლსენა ევროპის უდიდესი ვულკანური წარმოშობის ტბაა, რომელიც გადაჭიმულია 43 კმ-ზე. უზარმაზარი მოედნის გარდა, ამ წყალსატევს შეუძლია დაიკვეხნოს თავისი საინტერესო ისტორიითაც. დაახლოებით 370 ათასი წლის წინ ვულკან ვულსინის ამოფრქვევამ გამოიწვია მიწისძვრა. ამის შედეგად წარმოიქმნა ძაბრი, რომელიც მოგვინაებით წყლით შეივსო. ამ პროცესების კვალდაკვალ მოხდა წყლაქვეშა ამოფრქვევები, რომლებმაც ორი კუნძულის – ბისენტინისა და მარტანის ჩამოყალიბება განაპირობა.

ლეგენდის თანახმად, 1263 წელს ერთ-ერთ ადგილობრივ მღვდელს ეჭვი შეეპარა იესო ქრისტეს არსებობაში. თავისი ფიქრებისგან შეშფოთებული სასულიერო პირი რომში გაემგზავრა რწმენაში განსამტკიცებლად. უკანა გზაზე იგი შეჩერდა ბოლსენაში მდგარ წმინდა ქრისტინას სახელობის ეკლესიაში. ზუსტად იმ დროს იქ მიმდინარეობდა მღვდელმსახურება. ვიდრე მღვდელი ზიარებისათვის განკუთვნილი პურის გატეხვას მოასწრებდა, იქიდან სისხლმა დაიწყო წვეთ-წვეთად დინება. სასულიერო პირი უმალვე გაემგზავრა ქალაქ ორვიეტოში პაპ ურბან IV-თან. პონტიფიკმა მოისმინა მღვდელმსახურის ნაამბობი და მას ცოდვები შეუნდო. რამდენიმე დღეში, პაპის თხოვნით, ორვიეტოს რეზიდენციაში დააბრძანეს რელიკვიები, რომლებზეც შემორჩა სისხლის კვალი. მოგვიანებით, იმ მიდამოებში დიდი ტაძარი ააგეს.

Sorry, the comment form is closed at this time.