logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

მეტეორა

30 Jun

მეტეორა

მეტეორა – ბერძნული კლდეებია, რომელთა მწვერვალებზე გაშენებულია უნიკალური სამონასტრო კომპლექსი. ეს ადგილი იზიდავს ტურისტებს თავისი მდიდარი ისტორიით, ორიგინალური არქიტექტურითა და სულისშემძვრელი ხედებით.

დაახლოებით მე-10 საუკუნის ბოლოს ფესალიის მთის კლდეებზე გამოჩნდნენ  განდეგილები. იქ პირველი სკიტი ააგო მწირმა ბარნაბამ 950-70 წლების შუალედში. 1020 წელს ბერმა ანდრონიკმა აღმართა ფერისცვალების სკიტი. 1160 წელს ააშენეს სტაგისა და დუბიანის სკიტები, რამაც იმ ადგილებში სათავე დაუდო ორგანიზებულ მონაზვნურ თემს.

XIII საუკუნემდე მეტეორაზე სიმშვიდე სუფევდა, ვიდრე არ დაიწყო დამპყრობთა – ჯვაროსნების, სერბების, ალბანელების და თურქების შემოსევები, რომელთაც ფესალიის რეგიონის ხელში ჩაგდება ეწადათ.

1334 წელს მეტეორაზე ფეხი დადგა ათონის წმინდა მთიდან გამოძევებულმა ბერმა ათანასემ, რომელმაც ამ ადგილას დიდი სამონასტრო კომპლექსის აგება განიზრახა. მან შემოიკრიბა თანამოაზრე სასულიერო პირები და შეუდგა თავისი გრანდიოზული იდეის ხორცშესხმას. ბერმა ათანასემ აღმართა ფერისცვალების მონასტერი, იგივე “დიდი მეტეორა”.

ამჟამად საყდარში ინახება უთვალავი ძველი ხატი, ყოფილი სატრაპეზო კი სამონასტრო ძვირფასეულობის მუზეუმადაა გადაკეთებული.

XIV საუკუნის შუახანებში ბერმა ვარლაამმა ფერისცვალების მონასტრის მეზობლად არსებულ კლდეზე აღმართა რამდენიმე კელია და პატარა ეკლესია, რომელიც მიუძღვნა “სამ წმინდანს” – ბასილი დიდს, გრიგოლ ღვთისმეტყველს და იოანე ოქროპირს. 1519 წელს მამა ნექტარიუსმა და მამა თეოფანემ დაარესტავრირეს ნანგრევებად ქცეული “სამი წმინდანის” სახელობის საყდარი. მოგვიანებით სალოცავი კედლის ფრესკებით მოხატა ცნობილმა ხატმწრმა ფრანკო კატელანომ.

ჩვენამდე არ მოუღწევია ზუსტ ისტორიულ წყაროს, როდის და ვინ დააფუძნა წმინდა სამების მონასტერი. როგორც ამბობენ, ეს სალოცავი დააარსა ბერმა დომეტიმ მე-15 საუკუნის შუა პერიოდში. ორსვეტიანი ჯვრის ფორმის თაღოვანი მონასტერი ბიზანტიურ სტილშია აგებული.

რუსანუ მეტეორას კომპლექსში შემავალ ორ ქალთა მონასტერს შორის ერთ-ერთია. მის ოფიციალურ დამაარსებლებად მიიჩნევიან მღვდელმონაზვნები იოასაფი და მაქსიმი. ეკლესიაში შემოინახა მრავალი ფრესკა, რომელთა ავტორები არიან კრეტის სკოლის ხატმწერები.

წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერი გაშენებულია უზარმაზარ კლდეზე, სადაც 1192 წელს დასახლდა მწირი იერემია. მან სხვა ბერებთან ერთად ააშენა რამდენიმე კელია, წვიმის წყლის შესაგროვებლად განკუთვნილი ცისტერნა და პატარა სამლოცველო. უშუალოდ მონასტერი მე-14 ასწლეულში ააგო ბერმა ანტონიუს კატაკუზინოსმა.

საერთო ჯამში, მეტეორას სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის 24 მონასტერი.

Sorry, the comment form is closed at this time.