მიკონოსი
მიკონოსი ცნობილია კიკლადის კუნძულთა დედოფლის სახელით. გასულ საუკუნეებში ის წარმოადგენდა მექას მეკობრეებისათვის, აგრეთვე იამაიკაზე არსებული პორტ-როიალის ხმელთაშუაზღვისპირულ ექვივალენტს. ამ კუნძულს ხშირად სტუმრობდა ცნობილი მეკობრე – ბარბაროსა (მეტსახელად “ჟღალი წვერი”). აქ ერთმანეთშია გადახლართული გლამური და ტრადიციები. მიკონოსს ზოგჯერ “ბერძნულ იბიცასაც” ეძახიან, რადგან აქ დუღს სიცოცხლე.
ქალაქი ხორა კუნძულის გულია, ის 3000 წელზე მეტი ხნის წინ დააარსეს ათენიდან მოსულმა იონელებმა. იქ შეხვდებით ლურჯკარებებიან თეთრ სახლებს. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, თურქული ოკუპაციის პერიოდში, როცა ბერძნული ბაირაღის გამოკიდება ყველგან იკრძალებოდა, ადგილობრივმა მოსახლეობა ეროვნული დროში ფერებში გადაღება საცხოვრებელი სახლები.
იმ ადგილას, სადაც ხორა ხვდება ეგეოსის ზღვას, გააშენეს “პატარა ვენეცია”. იქ აღმოაჩენთ ლამაზ სახლებს, რომლებზეც ამოგრავირებულია მდიდარი ოჯახების გერბები. იქ გადაადგილდებიან კაიკებით – სპეციალური ნავებით. იქ შეხვდებით მე-16 საუკუნით დათარიღებულ ვენეციურ ქარის წისქვილებს, რომელთაც მარცვლეულის დასაფქვავად იყენებდნენ.
პანაგია პარაპორტიანის ეკლესია ხორას გამორჩეული ხუროთმუძღვრული ძეგლია. ერთ დროს მის წინ იდგა ციხე. კუნძულის დედაქალაქის სტუმრობისას ასევე უნდა ეწვიოთ ეგეოსის საზღვაო მუზეუმს. იქ შეგეძლებათ დაათვალიეროთ მინოსური ცივილიზაციის დროინდელი გემების მოდელები. მუზეუმის შენობა გახლავთ კაპიტან ნიკოლას სურმელისის სახლი. ის იბრძოდა კუნძულ კრეტის თურქული ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად მე-19 საუკუნეში.
კუნძულის უძველესი პურის საცხობია – “Gioras”. ეს ოჯახური ბიზნესი თაობიდან თაობას გადაეცემა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან მოყოლებული. მინოკოსის ცენტრში მდებარეობს სიდიდით მეორე ქალაქი ანო მერა. სწორედ აქაა განთავსებული უმთავრესი საკულტო ნაგებობები და ტარდება რელიგიური ცერემონიები. ქალაქის გამორჩეული ტაძრებია – პანაგია ტურლიანი და პალეოკასტრო.
პანაგია ტურლიანი აღმართა კუნძულ პაროსიდან გამოქცეულმა ორმა ბერმა. საყდრის სახელი მომდინარეობს მარიამ ღვთისმშობლის ხატიდან, რომელიც სოფელ ტურლოსის სიახლოვეს იპოვეს. ბერძნული მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად, თუკი ვინმე პოულობს ხატს (მაგალითად, ტყეში, მდელოზე ან მთაში), მაშინ ის აუცილებლად მიაქვს სახლში ან უახლოეს ეკლესიაში. პანაგია ტურლიანის ხის კანკელი გამოთალეს ფლორენციაში და შემდეგ ჩამოიტანეს კუნძულზე. მონასტერი განთქმულია შთამბეჭდავი სამრეკლოთი და მარმარილოს შადრევნით. (უნდა აღინიშნოს, კიკლადის კუნძულების მარმარილო ყველაზე ხარისხიანია მსოფლიოში. სწორედ აქაური მარმარილოსგან დაამზადეს ნაპოლეონის აკლდამა).
არმენისტისის შუქურა გვახსენებს კუნძულის მდიდარ სანაოსნო ისტორია. 19-მეტრიანი კოშკი დღემდე ფუნქციონირებს. ის ააგეს 1887 წლის კატასტროფის შემდგომ, როცა მიკონოსის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ჩაიძირა ბრიტანული ხომალდი. ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე შუქურამ ელექტროენერგიაზე დაიწყო მუშაობა, მან მიიღო ჯილდო პარაზში გამართულ ტექნოლოგიის საერთაშორისო გამოფენაზე.
აგიოს ნიკოლაოსი – ლურჯი გუმბათის მქონე პატარა ეკლესიაა, რომელიც განთავსებულია ძველ პორტში. ეს საყდარი ააგეს მეზღვაურთა მფარველის პატივსაცემად. ნაგებობამ შემოინახა თავისი ძველმოდური ინტერიერი, რაც მოიაზრებს ოქროს ჭაღებს, შეთეთრებულ კედლებს, ყვითელ თაღებს, შავ-თეთრ ფერთა გამაში გაწყობილ ფილებიან იატაკს.
Sorry, the comment form is closed at this time.