ქალაქ ამალფის საუკეთესო სასტუმროები
“Grand Hotel Convento di Amalfi”
სასტუმრო იკავებს ყოფილი მონასტრის შენობას, რომელიც ფრიალო კლდის მწვერვალზე ააგეს მე-13 საუკუნეში. ტურისტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოისვენონ ულტრათანამედროვე ნომრებში, სასტუმროში მათ დახვდებათ პანორამული აუზი, საიდანაც იშლება ხედი ხმელთაშუა ზღვაზე. თითოეულ ნომერში იატაკი მოპირკეთებულია ტერაკოტის ფილებით, სააბაზანო გაწყობილია მარმარილოთი. მოსახერხებელ პირობათა რიცხვში შედის ბრტყელეკრანიანი ტელევიზორი და მინი ბარი. ყოველი ნომრის სააბაზანოში დამსვენებლისათვის წარმოდგენილია აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები და თმის ფენი. სასტუმროში საუზმედ სერვირდება “შვედური მაგიდა”. იქ გახსნილია ორი რესტორანი. მთავარ მათგანში, რომელსაც “La Locanda” ჰქვია, წარმოდგნილია მენიუ გურმანებისათვის, ასევე იტალიური და ხმელთაშუაზღვის კერძები. ზაფხულობით სუფრა იშლება პანორამულ ტერასაზე. სასტუმრო ასევე დაკომპლექტებულია სავარჯიშო დარბაზითა და გამაჯანსაღებელი ცენტრით. ქალაქ ამალფის ცენტრი სასტუმროდან 5 წუთის სავალზეა.
“Hotel Santa Caterina”
სასტუმრო იკავებს ადგილს ამალფის სანაპიროზე არსებულ თვალწარმტაც ბექობზე. იგი გარშემორტყმულია ჩინებული ბაღებით, ციტრუსის წარაფებითა და პანორამული ტერასებით. სასტუმრო 1880 წელს ჯუზეპე გამბარდელიმ ააშენა. მომდევნო წლების განმავლობაში გომბარდელების ოჯახის წარმომადგენლები ხვეწდნენ ნაგებობას. საბოლოო ჯამში, მათ შექმნეს 70 ნომრისგან შმედგარი ელეგანტური და კომფორტული სასტუმრო კომპლექსი. იტალიური სტუმართმყვარეობისა და გასაოცარი პეიზაჟის გარდა, “Santa Cateria” იზიდავს დამსვენებლებს თანამედროვე სპა-ცენტრით, სავარჯიშო დარბაზითა და ფართო აუზით. მდიდრული და მყუდრო ნომრები გაფორმებულია კლასიკურ იტალიურ სტილში.
“Belmond Hotel Caruso”
ეს სასტუმრო მდებარეობს რაველოს მთიან ქალაქში, სამხრეთ იტალიაში. მე-11 საუკუნეში აგებული ნაგებობა რომაული თავადების (დაფლიტოს გვარი) სასახლეს წარმოადგენდა, რომელიც ქალაქის დიდ ნაწილთან ერთად მნიშვნელოვანწილად გაანადგურა პიზის რესპუბლიკამ. მე-16 ასწლეულში დაიწყო შენობის რეკონსტრუქცია. 1893 წელს მევენახე პანტალეონე კარუზომ და მისმა მეუღლემ, ემილია ჩიკალეზემ, დაიქირავეს 5 ოთახი უკვე აღდგენილი სასახლის ერთ-ერთ ფრთაში და გახსნეს “Pensione Belvedere”. კარუზომ შესასვლელთან დადგა მე-13 საუკუნით დათარიღებული ორი ლომის ქანდაკება, რომლებიც დღემდე ხვდებათ ტურისტებს სასტუმროს წინ. მე-16 საუკუნის არისტოკრატიულ სასახლეთა უმრავლესობას ჰქონდა მცირე სამლოცველო, სადაც ოჯახის წევრები ყოველდღიურად ლოცულობდნენ. “Belmond Caruso”-ს სალოცავს აქვს ბაროკოს სტილში შესრულებული ქვის საკურთხეველი.
“Monatero Santa Rosa Hotel & Spa”
ეს სპა-სასტუმრო განლაგებულია ბორცვზე, საიდანაც იშლება ხედი სალერინის ყურეზე. ის იკავებს ყოფილი მონასტრის შენობას, რომლის რეკონსტრუქციის შედეგად შეინარჩუნეს დეკორის ორიგინალური ელემენტები. სტუმრების განკარგულებაშია ბაღი, აუზი და უფასო სპა-ცენტრი. სასტუმროს ნომრები გაფორმებულია დახვეწილ სტილში. რესტორანში დამსვენებლებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც ადგილობრივი, ისე ოჯახური კერძებიც.
Sorry, the comment form is closed at this time.