logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

საუკეთესო სუვენირები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ პერუში

27 Sep

საუკეთესო სუვენირები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ პერუში

პერუს, შესაძლოა, ეწოდოს მსოფლოს სუვენირების დედაქალაქი. წარმოუდგენელია, გაიაროთ ისეთ ადგილას, სადაც თქვენთვის ვინმემ ლამაზი ნითვთის მოყიდვა არ სცადოს. როცა ტურისტი პერუდან სამშობლოში ბრუნდება, მას თან ჩააქვს ფერადი ანდური მოხატულობების მქონე ქუდები, სვიტერები და პლედები. გთავაზობთ პერუს სახელგანთქმული სუვენირების გზამკვლევს.

ჩუსტები ალპაკიდან

ალპაკაში მსოფლიოში ყველაზე მოსახერხებელი ჩუსტები იყიდება. მათ ანდებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ფერადი პრინტები აქვს. როგორც კი მათ მოირგებთ, გეგონებათ, თითქოს ჰაერში დააბიჯებთ. ამ ჩუსტებში მოგზაურობა გაგიადვილდებათ და ეს შენაძენი ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედს.

ტექსტილები

ვერსად ჩაუვლით გვერდს სუვენირების მაღაზიას, სადაც კლასიკური პერუული ტექტილი იყიდება. ისინი სილამაზით და თავისებურებით გამოირჩევა, ამიტომაც, მათი ხილვისას, ტურისტი მაშინვე მიხვდება, რომ პერუს ეწვია. იქ შეძლებთ პლედების, გადასაფარებლების, შარფების და კიდევ ბევრი სხვა ნივთის შეძენას. პერუული ტექსტილი – „el regalo clasico“-ს ყიდვით შეცდომას არასოდეს დაუშვებთ.

პისკო

პისკო მჟავე – პერუული სასმელია, ამიტომაც, ცხადია, იქ მსოფლიოში საუკეთესო პისკოს ამზადებენ, თუმცა ჩილეელები ამას არ დაეთანხმებიან. პერუში ამ სასმელს შეუდარებლად დაბალ ფასად შეიძენთ, ამიტომაც ის აუცილებლად თან უნდა წაიღოთ სამშობლოში.

სვიტერები

კუსკოში სეირნობისას დარწმუნდებით, თუ რამდენად პოპულარულია ალპაკის სვიტერები. სინთეტიკური მასალისგან მოქსოვილი ფუფაიკას 20 სოლად, ხოლო 100%-ით ალპაკის სვიტერს – 200 სოლად შეიძენთ.

ჩულოს ქუდები

კიდევ ერთი კლასიკური საჩუქარია – პერუული ქუდი. ფერადი ქსოვილებისგან მოქსოვილი ეს თავსაბურავები ფარავს ყურებს. ეს ტრადიციული ქუდები ახურავთ როგორ ტურისტებს, ისე ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც.

ინკების ჯვარი

იმის მიუხედავად, გწამთ თუ არა კოსმოლოგიისა და ინკების რწმენათა სისტემის, ანდური ჯვრები სასიამოვნო მოგონებაა მათი უალამზესი ტრადიციების შესახებ.

ყველაფერი, რაც ალპაკას და ლამას უკავშირდება

ეს ცხოველები პერუული კულტურის სიმბოლოებად ითვლება. იქ შეძლებთ შეიძინოთ რბილი სათამაშო ალპაკები და ლამები, ასევე პატარა ბრელოკებიც. ისინი შესანიშნავი საჩუქრები გახდება მეგობრებისთვის.

ზურგჩანთები

პერუში აღმოაჩენთ როგორც ტყავისგან, ისე ტექსტილისგან ხელით დამზადებულ ლამაზ და მბრწინავ ზურგჩანთებს. ისინი იდეალურად შეეფერება წმინდა ხეობაში ნანაგრევების გარშემო ლაშქრობას.

მოჩეს კერამიკა

მოჩე – ინკამდელი კულტურაა, რომელიც ერთ დროს პერუს სანაპიროს გასწვრივ მომთაბარეობდა. ისინი უბადლო მეთუნეები იყვნენ. მათი განსაცვიფრებელი ოსტატობის ხილვა შესაძლებელია ლიმაში არსებულ ლარკოს მუზეუმში. სუვენირების მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ მათი კერამიკული ნაკეთობების ასლები.

Sorry, the comment form is closed at this time.