logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
+995 32 2 300 700
|
|
Top
 

შარმ-ელ-შეიხის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც უსათუოდ უნდა მოინახულოთ

21 Dec

შარმ-ელ-შეიხის ღირსშესანიშნაობები, რომლებიც უსათუოდ უნდა მოინახულოთ

რას-მოჰამედი

1989 წელს შარმ-ელ-შეიხიდან 25 კმ-ის დაშორებით გაიხსნა რას-მოჰამედის ეროვნული პარკი. მისი შექმნის მიზანს წარმოადგენდა მარჯნის რიფების განადგურებისგან დაცვა, რომელთაგან უგრძესი 9 კმ-ზე იყო გადაჭიმული. ამ ადგილების წყალქვეშა სამყარო უდავოდ უნიკალურია, მათით ტყუილად როდი იყო აღტაცებული თვით ჟაკ-ივ-კუსტო, რომელსაც თავის სიცოცხლეში არაერთი ბუნების “მარგალიტი” ჰქონდა ნანახი. აქ სნორკელინგისა თუ დაივინგისგან მიღებული კაშკაშა შთაბეჭდილებები გარანტირებული გაქვთ. ამ წყლების სიღრმეებში დატკბებით მარჯნების სახესხვაობებით, ფერადი თევზებით, ზღვის ვარსკვლავებით, მოლუსკებით.

 

კუნძული ტირანი

შორიდან კუნძული ტირანი ზღვის ღურღუმიდან წყლის ზედაპირზე ამოსული ვეშაპის ზურგს წააგავს. ქვიანი კლდე თითმის სრულად მოკლებულია მცენარეულ საფარს, გარშემო ის შემოქობილია რიფების გაუვალი ბარიერით. სწორედ ისინი იპყრობს ტურისტთა ყურადღებას. მცოდნე ხალხი ირწმუნება, რომ დაივინგისათვის უკეთესი ადგილის ძებნაც კი არ ღირს.

ტირანის ნაპირებთან არსებული წყალქვეშა სამყარო თვალწარმტაცი და მდიდარია: წყალქვეშა კლდეები, რომლებიც გაბადრულია მრავალფეროვან მარჯნებში, ჭრელი თევზები, უზარმაზარი კუები და გრაციოზული დელფინები, ნიჟარები, ღრუბლები – კრისტალურად სუფთა წყლის წყალობით თვალნათლივ დაინახავ მთელს ამ ზღაპრულ სილამაზეს.

კუნძულზე ფეხის დადგმა ტურისტებს ორი მიზეზის გამო ეკრძალებათ: პირველი – იქ განლაგებულია გაეროს მშვიდობისმყოფელთა სადამკვირვებლო ბაზა, მეორე – ისრაელ-ეგვიპტის კონფლიქტის დროიდან მოყოლებული ტირანის ცალკეული ნაწილები დღემდე დანაღმულია.

 

ძველი ბაზრობა

ძველი ბაზრობა განლაგებულია შარმ-ელ-შეიხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. იქ შეხვდებით პატარა დახლებსაც და მსხვილ სავაჭრო ცენტრებსაც, ღია ცის ქვეშ განლაგებულ კაფესაც, სადაც ადგილობრვი სამზარეულოს კერძების დაგემოვნების საშუალება მოგეცემათ.

საერთო ჯამში, ეს ტიპური აღმოსავლური ბაზარია უამრავი ცოცხალი ხილით, ჩაით, სანელებლებით, სუვენირებითა და გასაოცარი კოლორიტით. არ მოგერიდოთ გამყიდვლებთან შევაჭრების, იქ ეს არა მხოლოდ მიღებული, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელიცაა, რადგან ფასები ერთობ გადამეტებულია.

ტუტანხამონის მუზეუმი

შარმ-ელ-შეიხის ცენტრში, სავაჭრო ცენტრ -ის ცოლოკის სართულზე, 2014 წელს გაიხსნა პირველი და დღემდე ქალაქის ერთადერთი მსხვილი მუზეუმი, რომელსაც ტუტანხამონის სახელი ეწოდა. აქ წარმოდგენილია 100-ზე მეტი საგნის ასლი, რომლებიც ზემოხსენებული ფარაონის აკლდამის გათხრების დროს აღმოაჩინეს. ორიგინალი მონაპოვრები, მათ შორის, ტუტანხამონის ოქროს ნიღაბი და სარკოფაგები, ამჟამად კაიროში მდებარე ეგვიპტის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

ტუტანხამონის მუზეუმში დაცული რეპლიკები ძალიან ხარისხიანადაა შესრულებული და მათი ორიგინალებისგან განსხვავება მხოლოდ სპეციალისტს ეწიფება ხელთ.

ნავამისი

ნავამისი – ესაა უძველესი ქვის ნაგებობათა კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს ქვიშაქვის ბრტყელი ფილებისგან აწყობილი ჭის ფორმის სამარხებს, თითოეული მათგანის კარი ღიობი დასავლეთის მხარესაა მიმართული. არქეოლოგებმა ამ აკლდამებში აღმოაჩინეს ადამიანთა ნაშთები, რომელლთაგან უძველესი დაახლოებით 6 000 წელს ითვლის, ასევე მონაპოვართა სიაში შევიდა სხვადასხვა ძვირფასეულობა, სამკაულები და ინსტრუმენტები. დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვინ მარხარვდა ამ ტერიტორიაზე თავიანთ მიცვალებულებს.

სინამდვილეში, “ნავამისი” არ წარმოადგენს კონკრეტული ადგილის დასახელებას: მსგავსი კონსტრუქციება გვხვდება სინას უდაბნოს სხვადასხვა კუთხეში. სამწუხაროდ, თითქმის ყველა მათგანი დღესდღეობით ნახევრად დანგრეულია, რასაც ხელს უწყობს არ მხოლოდ ჟამთასვლა, არამედ ტურისტთა ბარბაროსული დამოკიდებულებაც.

ნაბკის ეროვნული პარკი

შარმ-ელ-შეიხიდან ჩრდილოეთით 35 კმ-ის დაშორებით მდებარე ნაბკის ნაციონალური პარკი ოფიციალურად მითვლილია რას-მოჰამედის ნაკრძალს, თუმცა ის აღიქმება, როგორც განკერძოებული ღირსშესანიშნაობა. პრაქტიკულად ხელუხლებელი ტერიტორიების განუმეორებელი პეიზაჟები და უნიკალური მცენარეულობა იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს ყოველი წერტილიდან.

პარკის ტერიტორიაზე აღმოაჩენთ 134-მდე სახეობის ეგზოტიკურ მცენარეს. ცხოველთა სამყარო არაა იმდენად მრავალფეროვანი, თუმცა მაღალია ალბათობა, რომ შეხვდეთ მელას, გაზელს, სხვადასხვა რეპტილიას და ფრინველს. როცა სანაპიროზე ამოყოფთ თავს, კუების, კალმარების და ფერადი ტროპიკული თევზების დათვალიერების საშუალება მოგეცემათ.

რას აბუ გალუმის პარკი

დაჰაბას სიახლოვეს განლაგებულ რას აბუ გალუმის პარკის ტერიტორიაზე აღმოაჩენთ მაღალ მთებს, ვიწრო ხეობებს, ქვიშიან დიუნებს და მარჯნის რიფებით მდიდარ ზღვას. ამ ადგილის თავისებურებას წარმოადგენს ეგვიპტისათვის ფრიად უჩეულო კლიმატი, რომელიც ძალიან ჰგავს ხმელთაშუაზღვისპირულს. ამის წყალობით მტკნარი წყალსატევების გაყოლებით იზრდება მრავალი იშვიათი მცენარე, რომელთაც პლანეტის მხოლოდ ამ საკვირველ კუთხეში წააწყდებით.

სოჰოს მოედანი

სოჰოს მოედანი მდებარეობს შარქს-ბეის რაიონში. ის მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ევროპულ ადგილად შარმ-ელ-შეიხის ტერიტორიაზე, რომელმაც შეინარჩუნა თავისი აღმოსავლური კოლორიტი. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზის გამო სარგებლობს იგი დიდი პოპულარობით, როგორც ქალაქის სტუმრებს, ისე ადგილობრივ მკვიდრებს შორისაც.

დახვეწილი ფასადების მქონე ელეგანტური ნაგებობები, ღია ტერასები, მოცეკვავე შადრევანი – ეს ადგილი თითქოს შემქნილია ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის. სოჰოს მოედანზე გასართობები გამოიძებნება ნებისმიერი ასაკის დამსვენებლისათვის: იქ განთავსებულია 11 რესტორანი, 14 ბარი, რამდენიმე მაღაზია, პანორამული კინოთეატრი “Culturama” და სცენაც, სადაც რეგულარულად იმართება წარმოდგენები.

ილ მერკატო

ილ მერკატოს ქუჩა მზიანი იტალიის ნამდვილი კუნძულია შარმ-ელ-შეიხის შუაგულში, თუმცა, აღმოსავლური ეგზოტიკის ჩანართებით, პალმებისა და აქლემების სახით. ეს საკმაოდ ფოტოგენური ადგილია, რომელსაც განსაკუთრებულად რომანტიკული ელფერი დაჰკრავს საღამოს ლამპიონების შუქზე. “”-ისა და “”-ის კაფეების გარდა, ილ მერკატოს გუჩაზე ასევე მოგვხდებათ თვალში იტალიური და ჩინური რესტორნები, ლუდის ბარები. იქ სეირნობისას არავინ გამოგძახებთ და მოგიწოდებთ მათი პროდუქციის შეძენისა თუ მომსახურებით სარგებლობისკენ, ამიტომ ეს რაიონი ძველი ქალაქისა და ნაამა-ბეისს შემდეგ სამოთხედ მოგეჩვნებათ.

ელ-მუსტაფას მეჩეთი

2006 წელს შარმ-ელ-შეიხის განცალკავებულ, ჩრდიოეთ ნაწილში აღმართული ელ-მუსტაფას მეჩეთი ყველაზე დიდია ქალაქის მასშტაბით. მისი მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილი შემთხვევით როდი შეირჩა: ტურისტული რაიონებისგან მოშორებით განლაგება ააცილებდა მაჰმადიანთა ტაძარს ცნობისმოყვარე დამსვენებელთა ჯგროებს, ამით კი სიმშვიდე არ დაეღვევოდა მორწმუნეებს. დღესდღეობით ტურისტები აქაც მარტივად აღწევენ, რადგან ეს ადგილი შესულია ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსიების მარშრუტში.

ელ-მუსტაფას მეჩეთი უბადლო სილამაზით გამოირჩევა, ის ნაცრისფერი მარმარილოსგანაა ნაშენი, მას თავზე ადგას უზარმაზარი გუმბათი და ამშვენებს ორი 26-მეტრიანი მინარეთი. ეს სალოცავი მოგვაგონებს აღმოსავლურ ზღაპრებში აღწერილ სასახლეს. მისი მდიდრულობითა და დიდმშვენიერობით გამორჩეული ინტერიერის დათვალიერებას არ აგიკრძალავენ, თუკი დაიცავთ მკაცრ დრეს-კოდს.

დელფინარიუმი

შარმ-ელ-შეიხის დელფინარიუმი – “Dolphinella”, ახლახანს ახალ, შედარებით ვრცელ შენობაში გადაიტანეს. იქ მიმდინარე წარმოდგენები არაფრითაა გამორჩეული: დელფინები ბურთს თამაშობენ, სინქრონულად ცურავენ, ასრულებენ რთულ აკრობატულ ნომრებს, ხატავენ… იქაურობა მომსვლელთა სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. დელფინარიუმს სტუმრობს მრავალი სტუმარი რათა დატკბეს ჭკვიანი და კეთილი ზღვის ბინადართა ხილვით, დაიმუხტოს დადებითი ემოციებით და მიიღოს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

ნაამ-ბეი

სწორედ ნაამე-ბეის ბუხტაში დაიწყო გამოჩენა შარმ-ელ-შეიხის პირველმა სასტუმროებმა. არცაა გასაკვირი, რომ ეს რაიონი დღეს ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილია. ნაამე-ბეი – კურორტის გულია, რადგან იქ სიცოცხლე განუწყვეტლივ ჩქეფს. ის იზიდავს ტურისტებს თავისი პლაჟებით, შეგიძლიათ იკატავოთ ბანანზე, კატერე, წყალზე იფრინოთ პარაშუტით. სანაპიროდან პრომენადიმდე ორი ნაბიჯია, იქ აღმოაჩენთ სუვენირების დახლებს, პატარა მაღაზიებს, კაფეებსა და გასართობ ცენტრებს.

კოპტიკის ტაძარი

2010 წელს აგებული კოპტიკის მართლმადიდებლური ეკლესია შარმ-ელ-შეიხის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. მართალია, ის სიდიდით არ ჩამორჩება ელ-მუსტაფას მეჩეთს, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეს კოხტა ქათქათა ნაგებობა თითქოს ჰაერში ლივლივებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავად ის ღამის საათებში ლამპიონთა შუქზე გამოიყურება.

კოპტიკის ტაძარი მდებარეობს ჰაი ელ ნურის რაიონში, ძველი ბაზრობის მახლობლად. ამ მონუმენტური ნაგებობის შესასვლელთან მნახველებს ხვდება ლომთა ქანდაკებები. თუკი ყურადღებით დააკვირდებით ჯვრებს, რომლებითაც მორთლია გუმბათები, აღმოაჩენთ მათ უჩვეულო ფორმას, ისინი ფიფქებს წააგავს. შენობა გარედან გამოცული უზარმაზარი ვიტრაჯბით, კედლებს ამშვენებს საკვირველი ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა ბიბლიური სიუჟეტი.

სალოცავი დილიდან გვიან საღამომდე ღიაა. ღვთისმსახურება ტარდება კოპტიკურ და არაბულ ენებზე. ბიბლია დაწერილია არაბულ ენაზე და იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ, უკანასკნელი ფურცლიდან საწყისისკენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიაში შესულ მანდილოსნებს თავსაბურავის ტარებას არ ავალდებულებენ.

პაპირუსის მუზეუმი

ეს პატარა მუზეუმის დათვალიერება განსაკუთრებით დააინტერესებთ ძველი ტექნოლოგიების მოყვარულებს, რადგან მრავალი საინტერესო ასპექტის გაგება შეიძლება პაპირუსის წარმოების შესახებ. მოცემული სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება დაარსდა ხასან რაგაბას – მეცნიერ-ეგვიპტოლოგის ძალისხმევით. მან მრავალი წელი მიუძღვნა პაპირუსის დამზადების ტექნიკათა ნიუანსების შესწავლას. ამ მუზეუმში შეგიძლიათ საკუთარი თვალით იხილოთ უძველესი წერილობითი რელიქვიები და დეტალების სიზუსტით აღდგენილი საწერი მასალი შექმნის ტექნოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-2 საუკუნეში გამოიყენებოდა. პაპირუსის მუზეუმში შეგიძლიათ შეიძინოთ ნამდვილ პაპირუსზე შესრულებული ნახატები.

სერაბიტ ელ-ხადიმი

შარმ-ელ შეიხიდან ერთი საათის სავალზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, მდებარეობს ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლი – სერაბიტ ელ-ხადიმის სატაძრო კომპლექსი. იქ, კლდოვან მთებში, ძვ.წ. მე-3 ათასწლეულიდან მოყოლებული არსებობდა მაღაროები, რომლებშიც მოიპოვებდნენ სპილენძს, მალაქიტს და ფირუზს. ამ ძვირფას თვლებს ეგვიპტელები იყენებდნენ დეკორატიული ორნამენტების შესაქმნელად, სამკაულების დასამზადებლად და ლურჯი საღებავის მისაღებად. ძვ.წ. 1600-იან წლებში შორიახლოს აღმართეს ქალღმერთ ხატორისადმი მიძღვნილი ეკლესია. ის სინაის, იგივე ფირუზის მიწის მფარველად მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, ამ დიდებული ნაგებობისგან დღეს მხოლოდ ნანგრევებიღა შემორჩა. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, სერაბიტ ელ-ხადიმი სინაის მთის სწორედ ის ისტორიული ადგილია, სადაც მოსემ უფლისგან ათი მცნება მიიღო.

წმინდა ეკატერინეს მონასტერი

წმინდა ეკატერინეს მონასტრის ისტორია ფრიად საინტერესო ფაქტებს შეიცავს. ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ შეისმინა ეგვიპტის უდაბნოში მცხოვრები ბერების თხოვნა-ვედრება და თავის წარმომადგენელს უბრძანა ტაძრის აგება მოსეს მთაზე, სადაც ღმერთმა მას 10 მცნება უწყალობა. ხელმწიფის დამხმარემ შეისწავლა აღნიშნული ადგილი, გააკეთა გამოთვლები და სქელკედლიანი მონასტერი არა სინაის მთის მწვერვალზე, არამედ მის ძირთან არსებულ ხეობაში ააგო. იმ ლოკაციაზე უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ბარბაროსთა თარეში მოგერიება და ხანგრძლივ ალყაში გაძლება. საბოლოო ჯამში, “კეთილი” საქმის საზღაურად იმპერატორმა არქიტექტორს თავი მოჰკვეთა, ისტორიამ კი მის შთამომავალთა სახელებიც კი არ შემოინახა. დაარსებისთანავე ამ ნაგებობას ფერიცვალების მონასტერი ეწოდა, დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ის მხოლოდ მე-11 საუკუნეში გახდა. ამ წმინდანმა ახალგაზრდობაშივე იწამა ქრისტესი, მან მრავალი ადამიანი მოაქცია ჭეშმარიტ რჯულზე, გაუძლო დევნას. იმპერატორ მაქსიმინის მოთხოვნების მიუხედავად, ეკატერინემ არ აღიარა ცეცხლთაყვანისმცემლობა, რის გამოც მას თავი მოჰკეთეს. გადმოცემის თანახმად, სიკვდილით დასჯის მერე მისი სხეული დაკძალეს სინაის მთაზე. ფერიცვალების მონასტრის ბერებმა დიდად ღვთისმოსავის ნეშტი ამოიცნეს იმ ბეჭდის მიხედვით, რომელიც მას თავის დროზე მაცხოვარმა გადასცა. იქიდან მოყოლებული დიდმოწამის წმინდა ნაწილები ეკლესიაში დაასვენეს, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.

ფერადი კანიონი

გავარვარებულ უდაბნოში 150 კმ-ის გავლა ნამდვილად არაა სასიამოვნო პროცესი, თუმცა ტურისტები დგამენ ამ თამამ ნაბიჯს, რათა იხილონ ბუნების სასწაული, რომელიც აცვიფრებს მნახველთ თავისი პეიზაჟებითა და ფერთა სიუხვით. რამდენიმე მილიონი წლის წინ ჩამოყალიბებულ ამ ვიწრო ხეობას ტყუილად როდი უწოდებენ ჭრელს. თვალწინ წარმოგიდგებათ კლდეები, რომლებმაც რკინის ოქსიდისა და მანგანუმის სხვადასხვა შეზავებათა წყალობით მიიღეს სხვადასხვა ტონალობა – დაწყებული თეთრითა და ვერცხლისფერით, დამთავრებული ალისფერით. კანიონის სიგრძე 5 კმ-მდეა. 

სინაის მთები

სინაის მთები – დანაოჭებული მთაგრეხილია, რომელსაც უკავია თანამოსახელე ნახევარკუნძულის მთელი სამხრეთი ნაწილი. მისი სასაზღვრო ხაზის გაყოლებით დაფუძნებულია რას-მოჰამედის ნაკრძალი. მთათა ეს სისტემა შედგება გრანიტისა და კრისტალური კაჟებიგან. ეგვიპტის ყველაზე მაღალი წერტილია წმინდა ეკატერინე მთა, რომლის სიმაღლეც 2637 მეტრს აღწევს.

სინაის მთა, ივრითზე – ხარ-სინაი, არაბულად – ჯაბელ-მუსა, ხორივის მთა, მოსეს მთა – მოკლედ, ამ ადგილს მრავალი სახელი აქვს შერქმეული.

მოსეს მთის მწვერვალზე განლაგებულია: წმინდა სამების მართლმადიდებლური ტაძარი; ღვთისმშობლის სამლოცველო; გამოქვაბული, რომელსაც, ბიბლიის თანახმად, 40 დღის განმავლობაში მოსე აფარებდა თავს; ილია წინასწარმეტყველის სახელობის მღვიმოვანი ეკლესია და ჭა, მოჰამედ წინასწარმეტყველისადმი მიძღვნილი მეჩეთი.

მოსეს მთაზე ასვლა იწყება შუაღამის ორი საათიდან და სამ საათს გრძელდება. მწვერვალისკენ ორი გზი მიდის:

  • მოკლე – “მონანიების კიბის” 3750 საფეხური. ამ რთული გზით ადიოდნენ ბერები.
  • გრძელი – “აქლემის ბილიკის” დაახლოებით 8 კმ-იანი მონაკვეტი, ის რამდენჯერმე სპირალურად ევლება მთას.

Sorry, the comment form is closed at this time.