შრი-ლანკური სამზარეულო
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-ინდურ და შრი-ლანკურ სამზარეულოებს შორის არსებობს პარალელები, უკანასკნელი მაინც გამოირჩევა გარკვეული თავისებურებებით. რამდენიმე წლიანი კოლონიზაციისა და სხვა ქვეყნების გავლენის ქვეშ მოქცევის შემდგომ შრი-ლანკამ შექმნა საჭმლის საკუთარი კულტურა.
კარი – ესაა საკვები, რომელიც მომზადებულია დაფქვილ სანელებელთა ნაზავის დამატებით. მის შემადგენლობაში შედის – შავი პილპილი, წიწაკა ჩილი, ქინძი, დარიჩინი, მდოგვის მარცვლები, ტმინი, კურკუმა, კოჭა, ნიორი და კარის ფოთლები.
შრი-ლანკელებს ძალიან უყვართ ცხარე კერძები და ისეთი საკვები, რომელიც ფეთქებადი გემოებით გამოირჩევა. ტროპიკული კლიმატის მქონე სამზარეულოს ორი ძირითადი კომპონენტია – ქოქოსი და თევზი, ასევე საკმაოდ გავრცელებულია ბრინჯი კარით.
თევზის კარი ბრინჯით
შრი-ლანკურად მომზადებული თევზის კარი გაჯერებულია გემოთი. ის ცხარეა, თუმცა, იმავდროულად, ტამარინდის სასიამოვნო მომჟავო გემოც დაჰკრავს. ამ კერძის ზოგიერთ რეცეპტში ერთ-ერთ ინგრედიენტად დამატებულია ქოქოსის რძე, ის არბილებს ცხიმს და იძლევა კრემისებურ სტრუქტურას. მომზადებისას ძირითადად გამოიყენება რუხი ბრინჯი.
თევზის კარი ტკბილ-მჟავე სოუსში სანელებლების დამატებით
ამ შემთხვევაში თევზს ბრაწავენ და თუშავენ ტკბილ-მჟავე სოუსში წითელ ხახვთან და ბანანის წიწაკასთან ერთად. ის ძალიან უხდება შემწვარ ბრინჯს და ინდურ ლავაშს – პარათჰას.
შრი-ლანკური ოსპის კარი
ოსპი ხშრად მზადდება ქოქოსის რძეში და ის ბრინჯისათვის განკუთვნილ საწებლად გამოიყენება ხოლმე.
ჯექფრუტისგან მომზადებული კარი
გემოთა მთელი პალიტრის გარდა, ჯექფრუტი ასევე სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა. ის დიდი ოდენობით კალიუმს, კალციუმს და რკინას შეცავს. ასევე მასში ბევრი უჯრედისია, თუმცა იგი პურზე და ბრინჯზე ნაკლებად კალორიულია. ჯექფრუტის კურკების შემადგენლობაში შედის პროტეინი, რაც მას იდეალურ პროდუქტად აქცევს ვეგანებისა და ვეგეტარიანელთათვის. შრი-ლანკელების ლექსიკონში ჯექფრუტის შესატყვისი ათეულობით სხვადასხვა სიტყვაა დამკვიდრებული (პოლოსი – ახალგაზრდა ჯექფრუტი, ვარაკა – დამწიფებული ჯექფრუტი).
კუნძულზე პოლოსისგან მომზადებულ კარის ძირითადად მოხარშულ ბრინჯთან ერთად მიირთმევენ. რეცეპტი შედგება მოცემული ინგრედიენტებისგან: ქოქოსი და მისი ზეთი, პომიდორი, ნიორი, წითელი ხახვი, მდოგვის მარცვლები, კარდამონი, მიხაკი, ჩილის პუდრი, კურკუმა, შავი პილპილი, მარილი.
მალუმი – ქოქოსის სალათი
ერთი შეხედვით, ეს კერძი ჩვულებრივი მწვანილისგან მომზადებული სალათივით გამოიყურება. “მალუმი” სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც – “შერევა”. მის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა სახის დაქუცმაცებული ბოსტნეული, ხახვი, ქოქოსის თხილი და სანელებლები. როგორც წესი, მალუმის გაკეთებისას ერთ-ერთ ინგრედიენტეად გამოყენებულია მალდივური თევზი, ცნობილი “უმბალაკადას” სახელით. სალათს აგრეთვე უმატებენ გოტუ კოლას და ლაიმის წვენს.
კოტუ
კოტუ პოპულარული შრი-ლანკური ქუჩის საკვებია. ამ კერძის საფუძველია – როტი – ხორბლის მაგარი სახეობების ფქვილისგან მომზადებული პური. კეთების პროცესში ის იჭრება გრძელ და თხელ ნაჭრებად. ცალკ-ცალკე ქუცმაცდება სხვადასხვა სახის ბოსტნეული – ხახვი, ნიორი, სტაფიო, ხახვი – პორეი და კომბოსტო, ასევე კეპავენ კოჭას და წიწაკა ჩილის. პურთან და ბოსტნეულთან ერთად ტაფაზე იბრაწება ქათმის ნაჭრებიც, ჩვეულებრივ ჩაახლიან ხოლმე კვერცხსაც. არსებობს ყველის კოტუც.
სამბოლი
ეს ეგზოტიკური კერძი მზადდება ქოქოსის რბილობის, წიწაკა ჩილის, ლაიმისა და წითელი ხახვისგან. უმჯობესია, რომ სამბოლი მიირთვათ როტისთან ან ბრინჯთან ერთად.
ჰოპერსი
კლასიკური ჰოპერსი მრგვალი ბლინის მსგავსია, რომელიც ცენტრში ღრუბლისებრია, კიდეებზე კი ხრაშუნა. ის მზადდება ბრინჯის ფქვილის, ქოქოსის რძისა და პალმის პუნშის საფუძველზე მოზელილი ცომისგან. უკანასკნელ ინგრედიენტს მომჟავო გემოსა და უკეთესი ფერმენტაციისთვის უმატებენ. ჰოპერსს უჩვეულო ფორმას სძენს ამოზნექილი ფსკერის მქონე ფართო ძაბრის ფორმის ტაფა . ასეთ ჭურჭელში მომზადებულ ჰოპერსებში ძალიან მოსახერხებელია კვერცხის, თაფლისა და სხვადასხვა ტკბილი გულსართის დამატება.
Sorry, the comment form is closed at this time.