logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ბრაზილიის ჯგუფური ტური

ბრაზილიის ჯგუფური ტური

1.14₾ ერთ ადამიანზე

ბრაზილია
ბრაზილია – ღირსშესანიშნაობებით სავსე უდიდესი ქვეყანაა. ჩვენ კი თქვენთვის მოვამზადეთ სამი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი: რიო-დე-ჟანეირო ოქროს სანაპიროებითა და მდიდარი მთებით, იგუასუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერებით და სალვადორი, ქვეყნის აფრობრაზილიური თემი და კოლონიალური ეპოქის მარგალიტი.

დღე 1. რიოდეჟანეირო

ჩაფრენა რიო-დე-ჟანეიროში, უდაოდ მსოფლიოს ყველაზე სანახაობრივ მეგაპოლისში. ტყეებისა და კაშკაშა ატლანტიკის შორის მდებარე ქალაქი მისი გრძელი ოქროს სანაპიროებითა და მდიდარი კულტურული ცხოვრებით.

დღე 2. რიოდეჟანეირო

ექსკურსია ქალაქში მთელი დღით, მათ შორის თვალწარმტაცი კორკოვადოს ბორცვის და შაქართავა მთის მონახულება, საიდანაც იშლება საოცარი ხედი ქალაქზე.

დღე 3. რიოდეჟანეირო

თავისუფალი დღე. სურვილისამებრ პეტროპოლისის, იმპერატორ პედრო II -ს ყოფილი რეზიდენციის ან ოლიმპიური ბულვარის მონახულება, მათ შორის ხვალინდელი დღის მუზეუმისა და რიოს ხელოვნების მუზეუმის მონახულება ან ღამით სამბას შოუზე დასწრება.

დღე 4. რიოდეჟანეიროიგუასუ

ფრენა ფოს-დუ-იგუასუში. იგუასუს ჩანჩქერი შედგება 275 ცალკეული ჩანჩქერისაგან, რომლის შერწყმაც საოცარ სანახაობას ქმნის! ჩანჩქერის ბრაზილიური მხარის მონახულება კასკადების მთლიანი გამის ხედით.

დღე 5. იგუასუ

ნახევარდღიანი ექსკურსია იგუასუს ეროვნულ პარკში არგენტინის მხარეზე, მათ შორის ”ეშმაკის ყელზე“ ყველაზე გრძელი მდინარის ვარდნით. საოცარი ღირსშესანიშნაობის ჩამონათვალში ცისარტყელა, საოცარი მფრინავი თუთიყუშები და პეპლები შედიან, რომლებიც კიდევ უფრო ალამაზებენ ამ გასაოცარ ბუნებას.

დღე 6. იგუასუსალვადორი

ფრენა სალვადორში. ქალაქი სალვადორი, ბრაზილიის ბედნიერების დედაქალაქია, რომელიც ცნობილია მისი სამზარეულოთი, მუსიკითა და არქიტექტურით. აფრიკული გავლენა კი სალვადორს აფრობრაზილიური კულტურის ცენტრად ქმნის.


დღე
7. სალვადორი

მიმოხილვითი ექსკურსია სალვადორში, ბარას თანამედროვე გარეუბნის, ცნობილი შუქურას და ამ ქალაქის ისტორიული ნაწილის მონახულებით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იყო შეყვანილი 1985 წელს. სადილი ბაიას ადგილობრივ რესტორანში. სურვილისამებრ შესაძლებელია ლამაზი საცეკვაო და მუსიკალური შოუს დაჯავშნა, რომელიც წარმოადგენს ბაიას აფრო-ბრაზილიურ კულტურას, შერწყმულს ტრადიციულ სამზარეულოსთან.

დღე 8 . სალვადორი

ტურის დასასრული და სამშობლოში დაბრუნება.

  • გამგზავრების დრო
    აირჩიე სასურველი პერიოდი
  • ღირებულებაში შედის
    ყოლიფერი
  • ღირებულებაში არ შედის
    ავიაბილეთები

ქვეყნის შესახებ

ბრაზილია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ქვეყანაა, თეთრი სანაპიროების, მწვანე ტროპიკული ტყეებისა და რითმით სავსე მეგაპოლისების ქვეყანა. ბრაზილიის ღირსშესანიშნაობები დროში ჩარჩენილი კოლონიალური ქალაქებიდან იწყება და სრულდება წითელი ბორცვების კანიონების ლანდშაფტებით, უდიდესი ჩანჩქერებით და ტროპიკული კუნძულებით. ბრაზილია ზუსტად ის ქვეყანაა, რომელიც მდიდარია ეკოსისტემით, სხვადასხვა მცენარეებითა და ცხოველებით, რომელსაც შესაძლოა სხვაგან ვერსად შეხვდებით. დაუვიწყარი მოგზაურობისთვის კი შეგიძლიათ გაისეირნოთ ცხენებზე და დატკბეთ ველური ბუნებით პანტანალეში, მოინახულოთ ამაზონის ტყეები, ახვიდეთ მწვერვალებზე, საიდანაც პანორამული ხედები იშლება, იხილოთ სანაპიროებთან მოლივლივე ვეშაპები, დაკავდეთ სერფინგით, მოუსმინოთ მუსიკას, რომელიც ბრაზილიის რითმად არის ქცეული, ეწვიოთ სამბას შოუებს და უბრალოდ გაისეირნოთ სალვადორის ქუჩებში კაიპირინიით (ბრაზილიის ტრადიციული კოქტეილით) ხელში.

კლიმატი

ბრაზილიის უმეტესი ნაწილი მდებარეობს ცხელ კლიმატურ ზონაში. ყველაზე ცხელი ადგილი კი ამაზონებია, სადაც ჭარბობს ნესტიანი ეკვატორული კლიმატი მუდმივი მაღალი ტემპერატურით და ხშირი წვიმებით. ბრაზილიაში მოგზაურობისათვის საუკეთესო პერიოდია ზაფხული და ასევე ცნობილი კარნავალის პერიოდი. რიო-დე-ჟანეიროში მოგზაურობა უმჯობესია აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით დაგეგმოთ. ამ დროს აქ ძალიან არ ცხელა, თუმცა ხშირად წვიმს. დღიური ტემპერატურა ზაფხულში მერყეობს 22-დან 32 გრადუსამდე, ოკეანედან კი თბილინიავიც მოდის. ამაზონიაში მოგზაურობისათვის კი იდეალური პერიოდი აგვისტო - დეკემბერია მშრალი ტემპერატურის გამო.
ქრისტეს ქანდაკება - რიო-დე-ჟანეიროს სავიზიტო ბარათად ქცეული 38 მეტრის სიმაღლის მონუმენტია, რომელიც კორკოვადოს მთის მწვერვალზე მდებარეობს და საიდანაც საოცარი ხედი იშლება ქალაქსა და ოკეანეზე. რიო-დე-ჟანეიროს ბოტანიკური ბაღი - პატარა, მაგრამ ულამაზესი პარკი, სადაც საშუალება მოგეცემათ გაეცნოთ ბრაზილიისა და სამხრეთ ამერიკის მრავალფეროვან ეკოსისტემას.ბოტანიკური ბაღის კოლექციაში შესუალია 6500 ჯიში, მათ შორის ის მცენარეები, რომელიც გადაშენების პირასაა. შაქართავას მთა - მისტიური ეკზოტიკური ადგილი რიოში. 396 მეტრის სიმაღლის მთა, რომელიც გუანაბარას  ყურის თავზეა აღმართული, კორკოვადოს შემდეგ მნიშვნელობით მეორე სადამკვირებლო მოედანია რიოში. მთის მწვერვალიდან კი საოცარი ხედი იშლება ზღვის პეიზაჟებზე და ოქროს სანაპიროებზე, ღამის ქალაქის პანორამასა და ცნობილ ქრისტეს ქანდაკებაზე. კოპაკაბანა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოთხკილომეტრიანი სანაპიროა რიო-დე-ჟანეიროში. ეს გართობის, ლამაზი ხალხის და ბრაზილიის კულტურის ცენტრია - ცეცხლოვანი და მუდმივად პოზიტიური. კოპაკაბანა 50-იან წლებში იქცა ცნობილ ადგილად, სადაც თავი დაიმკვიდრეს უამრავმა ცნობილმა მხატვარმა, მუსიკოსმა და მწერალმა. სალვადორი - ბრაზილიის ყოფილი და დღესდღეობით შტატ ბაიას დედაქალაქი, ითვლება იმ ერთ-ერთ ადგილად, სადაც იბადებოდა ბრაზილიური კულტურა. აქ გაერთიანებულია ძველი დასახლების ხიბლი (რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში), მუსიკისა და ცეკვის ენერგია და შთამბეჭდავი დღესასწაულების ატმოსფერო. სალვადორი იზიდავს უამრავ ტურისტს არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე დიდი კარნავალის გამო, არამედ გოლფ-მოედნებით, მუზეუმებით, განუმეორებელი არქიტექტურითა და საოცარი სანაპიროებით კორკოვადო - გრანიტის მთაა, რომელიც ტიჟუკას ნაციონალურ პარკში მდებარეობს. ცნობილია ის პირველ რიგში მასზე აღმართული ქრისტეს ქანდაკების გამო, რომელიც მოჩანს რიოს თითქმის ყველა წერტილიდან. ლეონსის-მარანეინსის ეროვნული პარკი - ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე მისტიური ადგილია. თითქმის ათასი კილომეტრის ფართობზე ქათქათა ქვიშის დუნები მოჩანს, რომელთა შორის პატარა ტბებსაც იხილავთ. მარაკანას სტადიონი - რიო-დე-ჟანეიროს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული აღჭურვილობაა, არამედ ქვეყნის ნამდვილი ღირსშესანიშნაობა. ეს ობიექტი თითქმის 60 წლის წინ აშენდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, თუმცა, ის დღესაც იქცევს უამრავი ტურისტის ყურადღებას. იგუასუს ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერია მსოფლიოში. ეს შთამბეჭდავი ბუნებრივი მოვლენა იკავებს ბრაზილიის, არგენტინისა და პარაგვაის საზღვრებს და მოიცავს ასობით ძლიერ კასკადს. ეშმაკის ყელი კი ყველაზე ძლიერია მათ შორის, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან ვარდება. ფერნანდუ-დი-ნორონია 21 კუნძულისგან შემდგარი ბრაზილიის სამოთხის ნაწილს წარმოადგენს. დაცული ეროვნული ზღვისპარკის რაიონი მრავალფეროვანი და მდიდარი ეკოსისტემის სახლია, სადაც დელფინებს, ტროპიკულ თევზებსა და სკაროსებს იხილავთ. ცნობილი ხელშეუხებელი სანაპიროებითა და მდიდარი მწვანე სანაპირო ზოლით, ეს იდეალური ადგილია დასვენებისა და დაივინგისთვის. ამაზონი ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ეკოსისტემაა, რომელიც სავსეა გაუვალი და მისტიური ჯუნგლებით. ამაზონის ტროპიკული ტყე უზრუნველყოფს ნიადაგს მრავალი ენდიმური ჯიშისათვის, ამაზონის მდინარე კი მტკნარი წყლის ხარჯზე იდეალური ადგილია მრავალი ჯიშის თევზებისა და ვარდისფერი დელფინებისთვისაც კი. პელურინიო შტატ ბაიას, სალვადორის ისტორიული ცენტრია. ნათლად შეღებილი შენობები კი იმის მაგალითია, თუ როგორ გაერთიანდა აფრიკული, ადგილობრივი და ევროპული კულტურა ერთ ისტორიაში. ოლინდა - ზღაპრული კოლონიალური ქალაქია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, პერნამბუკუს შტატში. ბორცვის მწვერვალზე მდებარე ოლინდა წარმოადგენს ეკლესიების, მუზეუმებისა და შენობების კულტურულ ქვეყანას, რომელმაც შეინარჩუნა საკუთარი კოლონიალური ფასადი. აქ მოგზაურობისათვის საუკეთესო პერიოდია კარნავალი, როცა ქალაქი ცოცხლდება ნათელი, ფერადი ქუჩის დღესასწაულებით, რომელიც ასახავს მისი მოსახლეობს აფრიკულ ფესვებს. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი - ყველაზე დიდი, ლამაზი და ემოციური ბრაზილიის დღესასწაულია სამბას და თეატრალიზირებული შოუს პარადით, რომელიც ქალაქის ცენტრში, სამბადრომში ყოველწლიურად ტარდება ათასობით მაყურებლისათვის. ფორტალეზა - ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ეკზოტიკური ქალაქია ძლიერი ქარებით, რომელიც სერფერის მოყვარულების საყვარელი ადგილია. ქალაქი ცნობილია ადგილობრივი ზღვისპროდუქტების მრავალფეროვნებით და რესტორნებით, რომელიც მოფენილია სანაპიროს გასწვრივ.