logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ინდოეთის საექსკურსიო ტური + დასვენება გოას სანაპიროზე

ინდოეთის საექსკურსიო ტური + დასვენება გოას სანაპიროზე

8500₾ ერთ ადამიანზე

ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. შენ თუ ინდოეთში წამოსვლა გადაწყვიტე, ეცადე გული გაუღო და მიიღო სრულად, შეიყვარე, რომ შეგიყვაროს, გაეხვიე მის თაბრუდამხვევ სურნელში და იფერადე მასთან ერთად.

ტურის ფარგლებში ვეცდებით დაგანახოთ ყველაზე სასურველი, განსხვავებული და საოცნებო ინდოეთი. 11 დღეში ერთი ამოსუნთქვით ნახავთ ხმაურიან დელის, უძველეს ვრინდავანის, ქათქათა აგრას დიდებული ტაჯ მაჰალით, საოცნებო ელორას ქვაბულებს, უძველესი აჯანტას მხარეს, რომელსაც დღეს იუნესკო იცავს და სადაც მოხვედრა ურთულესია. ბოლოს კი დაისვენებთ არაბეთის ზღვის საოცნებო გოას სანაპიროზე, ფეხდაფეხ მივყვეთ ქეთევან დედოფალის ნაკვალევს და ვნახოთ ჯერ კიდევ შემორჩენილი მისი კვალი ულამაზეს გოას ტაძარში.

მარშრუტი: დელი – ვრინდავანი – აგრა – დელი – აურანგაბადი – გოა (10 ღამე – 11 დღე)

დღე 1: დელი – ვრინდჰავანი – აგრა
საოცარ თავგადასავალს პირდაპირ კრიშნას სამშობლოს გაცნობით ვიწყებთ. თბილისიდან საერთაშორისო ფრენით ინდოეთის დედაქალაქ დელიში ჩავფრინდებით და გეზს პირდაპირ უტარპრადეშის მხარისკენ, ჩრდილოეთ ინდოეთის წმინდა ქალაქ ვრინდავანისკენ ავიღებთ. ამბობენ, ბავშვობა ინდუისტურმა ღვთაება კრიშნამ სწორედ ამ ქალაქში გაატარაო. დავათვალიერებთ კრიშნას და მის საყვარელ რადას სადიდებლად აშენებულ უძველეს ტაძრებს: პრემ მანდირი ცნობილია როგორც “ღვთის სიყვარულის ტაძარი”. ეს გრანდიოზული რელიგიური ნაგებობა ეძღვნება რადჰა კრიშნას, ისევე როგორც სიტა რამს. ვნახავთ „Bake Bihari Temple“-ს, შრი ბანკი ბიჰარის კრიშნას სადიდებლად აშენებულ ყველაზე დიდ ტაძარს. მზე როგორც კი ზენიტს ჩასცდება, იქაური ქუჩები განსაკუთრებულ ანარეკლს იღებენ. სწორედ ეს დროა იდეალური ფოტოგრაფიისთვის. აქ გადაღებული კადრები ყოველთვის დარჩება განსაკუთრებულ ფოტომოგონებად თქვენს მეხსიერებაში. მზის ჩასვლისთვის აგრასკენ გავეშურებით.

ღამისთევა აგრაში.
Crystal Sarovar Premiere Agra https://www.booking.com/Share-zoBRLu

დღე 2: აგრა – დიდებული ტაჯ მაჰალი
სულ ერთი წამით წარმოიდგინეთ მარადისობა როგორი შეიძლება იყოს – მზის სხივი რომ პირველად დაეცემა სამხრეთის კარიბჭეს, სწორედ მარადისობას ირეკლავს ტაჯ მაჰალი. სივრცეში ჩაკარგული მარმარილოს სასახლე მზის ამოსვლისას მირაჟს ჰქმნის. მისი არქიტექტურა ისეთია, რომ რაც უფრო უახლოვდები, თითქოს გშორდება და როდესაც სცილდები, თავისკენ გეძახის. იმპერატორ შაჰჯაჰანისმიერ დედოფალ მუმთაზ მაჰალის სიყვარულისთვის მიძღვნილ მავზოლიუმის დათვალიერებას საუზმემდე მოვრჩებით, შემდეგ კი, ულამაზეს აგრა ფორტს ვეწვევით. ეს სწორედ ის ციხეა, სადაც შვილების მიერ გიჟად გამოცხადებულმა შაჰჯა ჰანმა სიცოცხლის ბოლო წლები გამოკეტილმა გაატარა. ვნახავთ Itmad-ud-Daulah (Baby Taj)-ს – I’timād-ud-Daulah-ის საფლავი მდებარეობს აგრაში დახშირად მოიხსენიება პირმშო ტაჯად. ეს არის მუგოლის იმპერატრიცას (რუსული კალკია – დედოფლის) მიერ მამისთვის შეკვეთილი საფლავი. თუ გინდა რომ საუკეთესო ფოტოები დაგრჩეს ტაჯ მაჰალის ხედით, აუცილებლად უნდა ეწვიო მდინარე იამუნას გაღმა ნაპირზე მდებარე მეჰტაბ ბაღს.

გამგზავრება დელის მიმართულებით, ღამისთევა დელის სასტუმროში:
Hyatt Regency Delhi https://www.booking.com/Share-Z9gwIN

დღე 03: დელი – ინდოეთის დედაქალაქი
ეს დღე ინდოეთის დედაქალაქის დათვალიერებას ეძღვნება: ქუთუბ მინარის კომპლექსი – ულამაზესი კოშკი, მეჩეთი და ბაღი ერთ სივრცეში. მუსლიმური კვალი ინდოეთში იუნესკოს დაცული ძეგლებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. შემდეგ ჰუმაიუნ ტომბის მოვინახულებთ. ალბათ, ამაზე მშვენიერი სასახლე და ბაღი ჯერ ქალს კაცის საპატივცემულოდ არ აუშენებია. დედოფალ მაჰაჯი ბეგუნმა თავისი მწიგნობარი ქმრის სახელის უკვდავსაყოფად იმ დროისთვის მსოფლიოში უნიკალური ბაღი გააშენა. დღეს სასახლეც და ეზოც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება. დავათვალიერებთ ლოტოსის მონასტერს, განსხვავებული არქიტექტურის და კულტურის ნაზავს. ამ მონასტრის რელიგიას თავისი ფილოსოფია აქვს: ყველა რელიგიიდან კრებ შენთვის სასურველ თვისებებს, აკეთებ შენეულ ნაზავს და გწამს მისი. ამ ტაძრის არსიც სწორედ ესაა – სულის თავისუფლება და სისპეტაკე. სხვა სანახავი ობიექტებია: პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტი და რა თქმა უნდა, ინდოეთის კარიბჭე.

დღეს საოცარი აქშარდამის სასახალის დათვალიერებით დავასრულებთ. ხშირად მიდის დავა რომელი უფრო მშვენიერია: ტაჯ მაჰალი თუ აქშარდამი – ძველი, თუ ახალი? საინტერესო იქნება ტურის ბოლოს თითოეული თქვენგანის აზრი.

ღამისთევა ისევ დელის სასტუმროში.
Hyatt Regency Delhi https://www.booking.com/Share-Z9gwIN

დღე 04: დელი-აურანგაბადი (ფრენით 6E-5603 @ 15:20/ 17:10 AM)
საუმზის შემდეგ ჯერ უძველეს წყალსაცავს დავათვალიერებთ, შემდეგ მეფე შაჰჯაჰირის კიდევ ერთქმნილებას – დელი ფორტს ვეწვევით. თუ დრო დაგვრჩა, მოვინახულებთ ინდირა განდის სახლს დამაჰათმა განდის მუზეუმს. ნაშუადღევს გავემგზავრებით კიდევ უფრო საოცარი სამყაროს აღმოსაჩენად.

გეზს პირდაპირ დაულატაბადის ციხისკენ ავიღებთ. ეს არის ადგილი, რომელსაც ერთხელაც არ უწვნევია დამარცხება. აუღებელი ციხესიმაგრე მტრებისთვის და ეროვნული სიამაყე ინდოელი ერისთვის. შემდეგი ვიზიტის ადგილია ბიბი კა მაყბარა – თუ აქამდე მხოლიდ ტაჯ მაჰალს მოიაზრებდით სიყვარულის სიმბოლოდ, ამ დღეს მიხვდებით, რომ მწარედ ცდებოდით. “ბიბი კამაყბარა“ თავის თავში მოიაზრებს სიყვარულის, ერთგულების, რომანტიზმისა და ჰაეროვნების იდეას. აურანგაბადი ჩატრაპატი შივაჯის მუზეუმის უნახავად არ უნდა დავტოვოთ. იქაურობა, რაც უშიშარი მარათას მეომრის, ჩატრაპატი შივაჯის ცხოვრებას და წვლილს ეძღვნება.

The Fern Residency Aurangabad https://www.booking.com/Share-plABLE

დღე 5: აურანგაბადში (აჯანტას გამოქვაბულების მონახულება) (105 კმ / 2.30 სთ)
ამ დღეს მთლიანად ბუდიზმის, როგორც რელიგიური მოძღვრების, პრაქტიკაში შესწავლას მივუძღვნით. აჯანტას ქვაბულები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ბუდიზმის ქვაში გამოხატულ შედევრს. ოცდაათამდე კლდეში ნავკეთი გამოქვაბული სავსეა უძველესი რელიგიური ნახატებით და სკულპტურებით. თვით დალაი ლამა ამადგილს რელიგიური მოსალოცებიდან ყველაზე მეტჯერ სტუმრობდა. დღის ბოლოს დავბრუნდებით იგივე სასტუმროში.

The Fern Residency Aurangabad https://www.booking.com/Share-plABLE

დღე 6: ელორას გამოქვაბულები – (45 კმ / 1 სთ გზაში)
დადგა დიდებული ელორას საკუთარი თვალით ხილვის დრო. ელორას 34 კლდეში ნათალი ქვაბული ბუდისტურ-ინდუსტური და ჯაინისტური ხელოვნების და რელიგიის ნაზავია. აქაურობა ჩვენი წელთაღრიცხვით IV-IX საუკუნეებით თარიღდება და დედამიწაზე ყველაზე დიდ კლდეში ნაკვეთ ძეგლად ითვლება. ლორდ შივას სადიდებლად აშენებული ციური საცხოვრებელი, კაილაშის ტაძარი, აღიარებულია არქიტექტურულ და საინჟინრო სასწაულად. ნაგებია ზევიდან ქვევით საოცარი სიმეტრიით, სადაც არ მეორდება არცერთი დეტალი.

საღამოს ემოციების დასავარცხნად Prozone Mall. ს ვეწვევით. ეს არის ინდოეთის პირველი ჰორიზონტალურად აშენებული სავაჭრო ცენტრი, რომელიც სრულ 20 ჰექტარს იკავებს და ითვლება საუკეთესო ადგილად აურანგაბადში საღამოს გასატარებლად.

The Fern Residency Aurangabad https://www.booking.com/Share-plABLE

დღე 7 აურანგაბადი – გოა (ფრენით 6E – 6569@07:05AM/12:30სთ.)
ფრენა ინდოეთის ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროზე, გოაზე. დღის დანარჩენ ნაწილს დამსახურებულად ვისვენებთ: მზე, ზღვა, ოქროსფერი ქვიშა და საუკეთესო ბარები სრულად ჩვენს განკარგულებაშია.

Pescador an Indy Resort https://www.booking.com/Share-8J1nh3

დღე 8: გოა 
დილიდან გოას დედაქალაქ პანაჯის დასათვალიერებლად წავალთ. ვნახავთ ყველაზე პოპულარულ და არქიტექტურულად გამორჩეულ ეკლესიებს და წმინდა საკათედრო ტაძარს, სადაც დღემდე ინახება ქეთევან დედოფლის ნაწილები. ბომ იესოს ბაზილიკას, ღვთიშობლის ულამაზეს პორტუგალიურ სტილზე ნაგებ ტაძარს, წმინდა ფრანცესკე ასიზელის და კატეჯანის მარმარილოს ტაძრებს.

დღის მეორე ნახევარს არაბეთის ზღვის პირას დასვენებას დავუთმობთ.
Pescador an Indy Resort https://www.booking.com/Share-8J1nh3

დღე 9: გოა
გინახავთ მზის ამოსვლის ფონზე დელფინების ცეკვა? ამისთვის აუცილებლად გარიჟრაჟზე Calangute Beach-ს უნდა ეწვიოთ. ამ სანახაობას დელფინები მხოლოდ მაშინ გვთავაზობენ, მზე რომ ჯერ ისევ ეპრანჭება ცას და არაბეთის ზღვის ტალღებში ნავარდობს. შემდეგ შეგვიძლია იმავე ნაპირზე დავრჩეთ გასარუჯად ან გავერთოთ წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობით: Scuba diving, snorkeling, parasailing, წყლის თხილამურები.

გოას აქვს შოპაჰოლიკებისთვის ჯადოსნური ბაგას სანაპირო. აქ ყოველ საღამოს ეწყობა ბაზრობა ძალიან საყვარელი სახელით “ რწყილების ბაზარი“. რას არ ნახავთ აქ: დაზვინულ მარგალიტის სამკაულის მთებს, რომელიც სულ ახლახანს ამოაბრძანეს ოკეანის ფსკერიდან, უამრავ ტრადიციულ ფერად სამოსს, ზღვის ნიჟარების, ბუნებრივი ქვების ათასგვარ სუვენირს… აქვე ეწყობა მუსიკალურიდა საცეკვაო წარმოდგენები.

გოა კიდევ ცნობილია ძალიან საინტერესო -Wednesday Flea Market, Arpora Saturday Night Market, Mapusa Friday Market და Calangute Bazaar- ბაზრებით.

Pescador an Indy Resort https://www.booking.com/Share-8J1nh3

დღე 10 : გოა (73 კმ / 2 სთ გზაში)
თუ ჭეშმარიტი თავგადასავლების მაძიებელი ხარ, გოაზე მოხვედრილმა აუცილებლად უნდა დალაშქრო ინდოეთში რიგით მეორე ყველაზე მაღალი და ალბათ, ყველაზე ლამაზი დუდჰსაგარის ჩანჩქერი. მის გარშემო ტერიტორია იმაზე ლამაზია, ვიდრე ზღაპრებში მოთხრობილი ედემის ბაღები. სიმწვანეში ჩაფლული, მირაჟად ქცეული აწოწილი პალმები, ულამაზესი ყვავილები და ველური ბუნება წარმოუდგენლად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. თუ დრო დაგვრჩება, მოლემის ეროვნულ პარკში და ბჰაგვან მაჰვეერის ნაკრძალში გავისეირნებთ.

Pescador an Indy Resort https://www.booking.com/Share-8J1nh3

დღე 11: გოა-თბილისი
ფრენის განრიგის მიხედვით დაბრუნება თბილისში.
მერწმუნეთ, ჩამოსვლის წამიდან დაიწყებთ უკან დასაბრუნებელ გეგმებზე ფიქრს და ოცნებას.

მოგზაურობის პერიოდი: 18-28 მარტი

ფასი მოიცავს:
🔹 საერთაშორისო ავიაბილეთები – თბილისი-დელი, გოა-თბილისი
🔹 შიდა ფრენის ავიაბილეთები: დელი- აურანგაბადი, აურანგაბადი-გოა
🔹 ვიზა
🔹 ყველა ტრანსფერი ინდოეთის ტერიტორიაზე
🔹 სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში
🔹 ყველა შესასვლელი და აქტივობის ბილეთები, რაც ტურის პროგრამაშია ნახსენები
🔹 სასტუმროში 1 ადამიანის განთავსება 2 კაციან ნომერში
🔹 საუზმე
🔹 ქართულენოვანი გამყოლი
🔹 ადგილობრივი გიდი
🔹 დაზღვევა

ღირებულება არ მოიცავს: 
🔹 ერთ კაციან განთავსებას ნომერში
🔹 კვებას, რომელიც არ არის მითითებული ტურში
🔹 დამატებით გამაგრილებელ და ალკოჰოლურ სასმელებს
🔹 აქტივობებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ტურში
🔹 პირად ხარჯებს
🔹 ნებისმიერ სხვა რამეს, რაც არ არის ტურის ჩამონათვალში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
– ყველა მოგზაურს სჭირდება COVID-ის ვაქცინაციის სრული სერტიფიკატი.
– ტურის თანხა უნდა იყოს გადახდილი ორჯერადად, სრული გადახდით, რომელიც თქვენი მხრიდანპირობის დარღვევის შემთხვავაში არ ანაზღაურდება.

დაჯავშნის ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
☎️ (032) 2 300-700; natia@goodtravel.ge
ტურის მენეჯერი ნათია იმესაშვილი

You don't have permission to register