logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

მუმბაი – აურანგაბადი – გოა

მუმბაი – აურანგაბადი – გოა

8700₾ ერთ ადამიანზე

სულ სხვა ინდოეთში სამოგზაუროდ გეპატიჟებით: მუმბაი – აურანგაბადი – გოა

არ არსებობს ადამიანი, ვისაც ინდოეთში მოგზაურობა გულში ერთხელ მაინც არ ჰქონია გავლებული. მრავალფერ ქვეყანას შეუძლია ადამიანი მეასე ვიზიტზეც გააოცოს და შეუქმნას განწყობა, თითქოს იმ წამს და ზუსტად იმ დროს საჭირო ადგილას არის მოხვედრილი და იქ გატარებული წამი თავისი უნიკალურობით სამუდამოდ აღბეჭდოს გონებაში ბედნიერ მოგონებად. ერთ ტურად შეკრული ბოლივუდის ზღაპარი, მსოფლიო საოცრება ელორა და გოას ლაჟვარდოვანი სანაპიროები ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელ ემოციებსაც ამ ტურში მონაწილე თითოეული ადამიანი გაიზიარებს.

დღე 1: მუმბაი
„ქალაქი რომელსაც არასდროს სძინავს“, „ოცნების ქალაქი“ ეს საყოველთაოდ ცნობილი მეტსახელებია მეგაპოლის მუმბაისთვის. გამთენიის რეისით სწორედ ამ საოცარ ქალაქში ჩავალთ, სასტუმროში განთავსების და მცირე დასვენების შემდეგ პირდაპირ მუმბაის ნავსდგურისკენ გავეშურებით, ბორნით ელეფანტას კუნძულზე ინდოეთის უძველესი გამოქვაბულების სანახავად წავალთ, ეს არის ადგილი, სადაც მისტიკა და რეალობა ერთ მთლიან აღქმას ჰქმნიან. ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნით დათარიღებულ ქვაბულებში წარმოუდგენელი ოსტატობით შექმნილი და დღემდე შენარჩუნებული ძეგლები გვხვდება.

უკან დაბრუნებულები ფოტო გაჩერებას ინდოეთის ცნობილ კარიბჭესთან მოვიწყობთ, შემდეგ უელსის პრინცის მუზეუმში მივალთ, იქშენახული ინდუს ველის ცივილიზაციის არტეფაქტები უნიკალური და ერთადერთია მთელსინდოეთში. მოგვიანებით მანი ბჰავანს, მაჰათმა განდის მემორიალს ვეწვევით და საღამოს დროს მსოფლიოში ყვევლაზე დიდ სავაჭრო ცენტრებში შოპინგში გავიყვანთ.

ღამისთევა :  Hotel Sea Princess 5*
https://www.booking.com/Share-iQqPch

 

დღე 2: ბოლივუდის ტური
მუმბაი – მსოფლიოში სიდიდით მეორე კინოინდუსტრიის სახლი, ბოლივუდის სამშობლო.

ბოლივუდი ადგილი, სადაც ცნობილი კინო პროდუსერები და მსახიობები ერთხელ მაინც მოღვაწეობენ. ბოლივუდის ტური ბევრი ადამიანის ოცნებაა და აი ავიხდენთ, დილიდან ყველაზე ცნობილ სტუდიებს ვეწვევით, დავათვალიერებთ ადგილებს, სადაც საკულტო სუპერვარსკვლავები და მოცეკვავეები მოღვაწეობენ.

შემდეგი ვიზიტი Shivaji Terminus – Chhatrapati Shivaji Maharaj Terminus, საყოველთაოდ ცნობილი როგორც CST იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, იგივე 1888 წელს აშენებული საკულტო სარკინიგზო სადგური და შტაბი, თავის ვიქტორიანულ გოთური არქიტექტური თდღეს ეს ადგილი ტურისტებისთვის საინტერესო და საყვარელ ატრაქციად იქცა.

უდაოდ საინტერესოა რამოდენიმე ათეულ მილიონიანი ქალაქის სამრეცხაოს ნახვა, Mahalaxmi Dhobi Ghat – ქალაქის ცენტრში მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი გარე სამრეცხაოა, აქ არის გადაღებული უამრავი ფილმი.  ზოგადად ეს ქუჩა Ghat მთელ მსოფლიოში განთქმულია თავისი მდიდარი ისტორიით. შევივლით „ მოდის ქუჩაზე“ დედამიწაზე ყველაზე მეტი სავაჭრო ობიექტი კონცენტრირებული ერთ სივრცეში, ამბობენ, არასდროს არავინ, ყველაზე ძუნწი და ხელმოკლე ადამიანიც კი ხელცარიელი ამ ტერიტორიიდან არ დაბრუნებულაო.

ღამისთევა:  Hotel Sea Princess 5*
https://www.booking.com/Share-iQqPch

 

დღე 3: მუმბაი – აურანგაბადი (რეისი AI499 @ 07:00/ 08:10 AM)
საუზმის შემდეგ ფრენა მუმბაი-აურანგაბადი და ტრანსფერი დაულატაბადის ციხისკენ. ადგილი, რომელსაც ერთხელაც არ უწვნევია დამარცხება, აუღებელი ციხესიმაგრე მტრებისთვის და ეროვნული სიამაყე ინდოელი ერისთვის. შემდეგი ვიზიტი ბიბი კა მაყბარა – თუ აქამდე მხოლიდ ტაჯმაჰალს მოიაზრებდით სიყვარულის სიმბოლოდ, ამ დღეს მიხვდებით რომ მწარედ სცდებოდით, “ბიბი კა მაყბარა“ თავის თავში მოიაზრებს სიყვარულის, ერთგულების, რომანტიზმისა და ჰაეროვნების იდეას. აურანგაბადი, ჩატრაპატი შივაჯის მუზეუმის უნახავად არ უნდა დავტოვოთ, იქაურობა უშიშარი მარათას მეომრის ჩატრაპატი შივაჯის ცხოვრებას და წვლილს ეძღვნება.

ღამისთევა: The Fern Residency Aurangabad
https://www.booking.com/Share-plABLE

 

დღე 4: აურანგაბადი (ელორას გამოქვაბულების მონახულება) – (45 კმ / 1 სთ. გზაში)

ეს დღე ბევრის ახდენილი ოცნება იქნება. დედამიწის საოცრება ელორა მთელი თავის დიდებულებით ამ დღის საჩუქარია.

ელორა სიდიადე მნახველს ამუნჯებს, მისი აღმატებული სილამაზის ხილვისგან გამოწვეულ ემოციას ადამიანები ცრემლებამდე მიჰყავს. ტერიტორიაზე განლაგებულია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-4 /მე-9 საუკუნით დათარიღებული ბუდისტურ, ინდუისტურ ჯაინური რელიგიის 34 კლდეში ნაკვეთ სალოცავი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ლორდი შივასის ციური საცხოვრებელი – კაილაშის ტაძარი დღემდე არქიტექტურულ და საინჟინრო სასწაულად ითვლება.

საღამოს სავახშმოდ, საშოპინგოდ და სასეირნოდ გავეშურებით Prozone Mall- ში, დედამიწაზე ერთადერთ ჰორიზონტალურად აშენებულ სავაჭრო მოლში, რომელიც 20 ჰექტარზე დიდ ტერიტორიას მოიაცას.

ღამისთევა: The Fern Residency Aurangabad
https://www.booking.com/Share-plABLE

 

დღე 5: აურანგაბადი – გოა (ფრენით 08:50/14:35 სთ.)
საუმზის შემდეგ ფრენა გოას მიმართულებით. თავისუფალი დრო არაბეთის ზღვაზე სანებივროდ.

საღამოს საუბრები ინდუიზმზე და მის კულტურაზე ანდრო დგებუაძესთან

ღამისთევა: O Pescador an Indy Resort
https://www.booking.com/Share-8J1nh3

 

დღე 6: გოა
ამ დღეს სანაპიროს უნდა მოგწყვიტოთ და გოას დედაქალაქის ულამაზესი პანაჯის დათვალიერებით დაგაწყებინოთ დილა, შემდეგ გოას ცენტრისკენ გადმოვინაცვლებთ, პატივს დავდებთ ადგილს, სადაც ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინახებოდა. მივალთ ულამაზეს საკათედრო ტაძარში, ვნახავთ ბომ იესოს ბაზილიკას, ღვთისმშობლის, წმინდა ფრანცისკე ასისის და წმინდა კატეჯანის ეკლესიებს, კრუიზით მდინარე მანდოვიზე გავისეირნებთ და შებინდებისას დავბრუნდებით სასტუმროში.

ღამისთევა: O Pescador an Indy Resort
https://www.booking.com/Share-8J1nh3

 

დღე 7: გოა
თავისუფალი დღე Agonda Beach, Palolem Beach, Majorda Beach და Colva Beach, ველური სანაპიროების დასათვალიერებლად.

საღამოს სანაპიროზე საუბრები დავით ჩიკვაიძესთან : „სანაცნობო ქსელი – Give & Take“

ღამისთევა: O Pescador an Indy Resort
https://www.booking.com/Share-8J1nh3

 

დღე 8: გოა
დილას დელფინებთან ვიზიტით ვიწყებთ, წავალთ Calangute Beach-ზე, სადაც დამატებითი ღირებულების სანაცვლოდ შეგვიძლია სხვადასხვა წყლის სპორტის სახეობებით ვისიამოვნოთ: Scuba diving, snorkeling, parasailing, წყლის თხილამურებით სრიალი და ჩქაროსნული ნავი.

არ უნდა გამოვტოვოთ გოაზე ყველაზე ცნობილი Anjuna Wednesday Flea Market, Arpora Saturday Night Market, Mapusa Friday Market და Calangute Bazaar – ღამის ბაზრები. აქაურობა შოპინგისთვის იდეალურია!

ღამისთევა: O Pescador an Indy Resort
https://www.booking.com/Share-8J1nh3

 

დღე 9: გოა
მზე, ზღვა და გოას სანაპიროები სრულად თქვენს განკარგულებაშია.

ღამისთევა: O Pescador an Indy Resort
https://www.booking.com/Share-8J1nh3

 

დღე 10: გოა
თავისუფალი დღე და გამომგზავრება საქართველოს მიმართულებით.

 

ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე  8700 ლარი 
მოგზაურობის პერიოდი: 1 – 11 იანვარი

 

ღირებულება მოიცავს:

  • საერთაშორისო ავიაბილეთები – თბილისი-მუმბაი, გოა-თბილისი
  • შიდა 2 ფრენა: მუმბაი-აურანგაბადი და აურანგაბადი-გოა
  • ვიზა
  • ყველა ტრანსფერი ინდოეთის ტერიტორიაზე
  • სრული სატრანსპორტო მომსახურება საექსკურსიო საათებში
  • ყველა შესასვლელი და აქტივობის ბილეთები, რაც ტურის პროგრამაშია ნახსენები
  • სასტუმროში განთავსება 1 ადამიანზე (2 ადგილიან ნომერში)
  • საუზმე
  • ქართულ ენოვანი გამყოლი
  • ადგილობრივი გიდი
  • დაზღვევატურის ღირებულება არ მოიცავს:
  • ერთ კაციანი განთავსებას ნომერში
  • კვება, რომელიც არ არის მითითებული მარშრუტში
  • დამატებითი სასმელები, ალკოჰოლური სასმელები
  • აქტივობები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მარშრუტში
  • პირადი ხარჯები
  • ნებისმიერი რამ, რაც არ არის ტურის ჩამონათვალში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • ყველა მოგზაურს სჭირდება COVID-ის ვაქცინაციის სრული სერტიფიკატი.
  • ტურის თანხა უნდა იყოს გადახდილი ორჯერადად სრული გადახდით 23 ნოემბრამდე, რომელიცთქვენი მხრიდან პირობის დარღვევის შემთხვავაში არ ანაზღაურდება, მაგრამ დახურულისაზღვრების შემთხვევაში, ადგილობრივ ტურ ოპერატორს შეუძლია შეცვალოს თარიღებიხელმისაწვდომობის მიხედვით.
  • ტარიფი მოქმედებს მხოლოდ ჯგუფურად შეძენილ ავიაბილეთებზე 5 ოქტომბრამდე, ინდივიდუალურად ბილეთების შეძენის შემთხვევაში ავიაბილეთის თანხა დაითვლება იმ დროსარსებული ონლაინ ფასით.
  • პირველადი ავიაბილეთების 1800$ გადახდა უნდა მოხდეს 5 ოქტომბრამდე.

 

ტურის დასაჯავშნად (ან შეკითხვებზე) დაგვიკავშირდით: 558385885

 

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
You don't have permission to register