logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

სოკოტრა – არაამქვეყნიური მიწა

სოკოტრა – არაამქვეყნიური მიწა

9300₾ ერთ ადამიანზე

თუ გჯერა სასწაულების და ეძებ განსაკუთრებულ ადგილს დედამიწაზე, მაშინ წამოგვყევი არაამქვეყნიურ კუნძულ სოკოტრაზე სამოგზაუროდ

გიგანტური ქვიშის დიუნები, მტკნარი წყლის ჭები, კრისტალურად სუფთა სანაპიროები, ასევე: ყველაზე უცნაური უდაბნოს ვარდი, კიტრის ხე, დრაკონის ხე, საკმეველის ხე, დაერჰუს კანიონი…

თეთრი პლაჟები, გამჭვირვალე წყალი, კილომეტრობით მარჯნული რიფები, ენით აუწერელი სილამაზის ბუნება, კაშკაშა ლურჯი ცა და ზღვა, ხასხასა მწვანე მცენარეები… საერთოდ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადგილი არსებობს დედამიწაზე.

სოკოტრას და ტურის შესახებ საინტერესო ინფორმაცია👇:
დაახლოებით 40 მილიონი წლის წინ აფრიკის კონტინენტს პატარა ნაწილი მოსწყდა და ინდოეთის ოკეანის აუზში იემენის რესპუბლიკის ქვეშ კუნძული სოკოტრა წარმოიშვა. მილიონობით წლის იზოლაციამ თავისი საქმე გააკეთა კუნძულზე შემორჩენილი 800 სახეობის მცენარეთაგან ძირითადი ნაწილი რელიქტურია და მათი უცნაური ფორმები დაფიქრებას და იმის დაჯერებას გვაიძულებს, რომ საქმე არამიწიერ სიცოცხლის ფორმებთან გვაქვს. არქიპელაგზე შეგხვდებათ ყველაზე უცნაური უდაბნოს ვარდი, კიტრის ხე, დრაკონის ხე…
მოემზადეთ, თქვენი სურვილი მოხვდეთ სხვა პლანეტაზე ამ ტურში ნაწილობრივ ასრულდება. ერთი კვირის მანძლზე სოკოტრას საოცარ სამყაროში მოგზაურობით სრულად დაიკმაყოფილებთ არამიწიერი სილამაზის განცდას, ეს არქეპელაგი ყველაზე გამორჩეული ადგილია დედამიწაზე.
დღე 1 თბილისი / ქუთაისი – აბუ დაბი
ავთენტურ ტურს ოცნების კუნძულზე აბუ დაბიში ჩაფრენით ვიწყებთ, სწორედ იქ დაგველოდება კუნძულის წარმომადგენელი და სპეც რეისით ერთ კვირიან საოცარ თავგადასავლების საძიებლად წაგვიყვანს.

დღე 2 / სოკოტრა
იმისთვის რომ ჯადოსნურ სამყაროში მოხვდეთ კოსმოსში გაფრენა სულაც არ არის საჭირო, აქაური ხმელეთის მოლისკები მცენარეების მესამედი და ქვეწარმავლების 90% ენდემურია, რაც ნიშნავს რომ ეს ყველაფერი შეგვიძლია დედამიწაზე მხოლოდ ამ კუნძულზე ვნახოთ.

ამ სანახაობებს ემატება გიგანტური ქვიშის დიუნები, მტკნარი წყლის ჭები, კრისტალურად სუფთა სანაპიროები და, თუ დაფიქრდები, ალბათ, სამოთხე სწორედ ესეთი უნდა იყოს.

ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა არის ალ-მაჰრას ტომის აბორიგენი სოკოტრები, რომლებიც წარმოშობით სამხრეთ არაბეთიდან, კონკრეტულად კი ელ-მაჰრის მუჰაფაზადან არიან. საკუთარ კუნძულს საკატრას ეძახიან, ხოლო სახელის წარმოქმნის საიდუმლო ჯერ არ ამოუხსნიათ. თუმცა, არსებობს ვერსია, რომ სახელი, თავისი ფესვებით, ძველ სანსკრიტულ გამონათქვამამდე – «მადლის სავანემდე» მიდის, რადგან ეს სწორედ ის ადგილია საიდანაც მთელი არაქრისტიანული და ქრისტიანული სამყარო საკმეველით ოდითგანვე მარაგდებოდა, აქ იზრდება მურის ხეც, ანუ კომიფორას სახეობები რისგანაც მირონს ხარშავენ.

ღამისთევა კარავში არჰერის ან არსელის საკემპინგე მოედნებზე;
ამ დღეს შეგვიძლია დავკავდეთ სნორკინგით კრისტალურად სუფთა ოკეანეში, ან ვითევზაოთ და დაკვირვება მოვახდინოთ 260-ზე მეტ ენდემური სახეობის უნიკალურ თევზებზე;
მზის ჩასვლის გიგანტური დიუნებიდან ყურება ცალკე გამოცდილებაა;
ერთნაირად სასიამოვნოა ბანაობა არაბეთის ზღვაში, თუ მტკნარი წყლის უძველეს ჭებში შხაპის მიღება;

თუკი სანაპიროს გავუყვებით მივალთ უნიკალურ და ულამაზეს გამოქვაბულებთან.

გასათვალისწინებელი გარემოებები:
🔹 გზა ქვიშიანი თუმცა მარტივი სირთულის და ადვილად დაძლევადი;
🔹 ამ დღეს ინტერნეტ და მობილურ კავშირს ვერ შეძლებთ;
🔹 ფრთხილად უნდა იყოთ სანაპიროზე ფეხშიშველი სიარულის დროს, რადგან რისკია თევზის ბასრი ძვლების შერჭობის ქვიშაში;
🔹 კუნძულის ამ ნაწილში დამონტაჟებულია საპირფარეშოები და სველი წერტილები, რაც ერთგვარი კომფორტია ეკო მოგზაურისათვის;
🔹 სამოსიდან აქცენტი გააკეთეთ ნატურალურ მსუბუქ სპორტულ ტანსაცმელზე და ფეხზე მორგებულ სანდლებზე.
დღე 3 / HOQ მღვიმე

ამ დღეს მზეს ვასწრებთ ადგომას და პირდაპირ არაბეთის ზღვის და ინდოთის ოკეანის ქორწინების ადგილისკენ მივემართებით, ეს არის რას არსელი, აღმოსავლეთ სოკოტრას სულ ბოლო წერტილი, შემდეგ გზას სოფელ როშამდე გავუყვებით , საიდანაც იწყება ლაშქრობა ჰოკის გამოქვაბულისკენ. ჰოკის მღვიმე ცენტრალურ აღმოსავლეთ ნაწილში ყველაზე დიდ ქვაბულად ითვლება, მისი სიღრმე დაახლოებით 2 კილომეტრია კარიბჭემდე გზას დაახლოებით 2.5 საათი სჭირდება და სრულ მოგზაურობას 6, ან 7 საათი. მგზავრების იმ ნაწილს ვისთვისაც რთული იქნება ლაშქრობა შესაძლებელია სანაპიროზე დატოვება, ადგილობრივებთან დამატებით ინტერაქტივი და ყოველდღიურ ყოფაში ჩართულობის ორგანიზება.

ღამისთევა ისევ არჰერის ან რას არსელის საკემპინგე მოედანზე;
ამ დღეს ვნახავთ სპელეოთემებს;
დავაკვირდებით ბოთლის (იგივე უდაბნოს ვარდის) და რეზინის ხეებს;
მივირთმევთ მღვიმის შიგნით წვეთოვან , იგივე უკვდავების წყალს, რომელის უამრავი სასარგებლო მინერალებითაა გაჯერებული;

დავაკვირდებით ფრინველებს არქიპელაგის ტერიტორიაზე 200-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს, მათგან 6, სხვაგან არსად გვხვდება;

გასათვალისწინებელი გარემოებები:
🔹 ჰოკას გამოქვაბულის დალაშქვრა არ არის მიზანშეწონილი მუხლის, ზურგის ან წელის ტკივილის მქონე ადამიანებისთვის, არც მათთვის ვისაც გულის პრობლემები და მაღალი არტერიული წნევა აწუხებს;
🔹 სასურველია თან იქონიოთ თავის ფანარი, ამ აღჭურვილობით უკეთესად გაიკვლევთ გზას, ფოტოაპარატის ქონის შემთხვევაში გაითვალისწინეთ დამატებითი ხელოვნური განათების ქონა;
🔹 სამოსიდან ამ დღეს უპირატესობა მიანიჭეთ თერმო რეგულირებად ტანსაცმელს, და სალაშქრო ფეხსაცმლის ქონას, თან იქონიეთ მზისგან დამცავი ქუდიც;
🔹 მღვიმეში თან წაიღეთ მინიმულ 1 ლიტრი სასმელი წყალი;
🔹 გაითვალისწინეთ, მღვიმის შიგნით ვერ შეძლებთ მობილურით სარგებლობას.
დღე 4 / ბუნებრივი აუზი
საკემპინგე ადგილიდან დაახლოებით 1 საათი მანქანით და ნახევარიც ტურისტული ბილიკებით სავალ ადგილას მდებარეობს Homhill-ის დაცულ ტერიტორია, სადაც კონცენტრირებულია ენდემური მცენარეების ყველაზე დიდი რაოდენობა.

1880 წლის დასაწყისში სოკოტრას პროფესორ ისააკ ბალფოურის ხელმძღვანელობით ბრიტანელ მკვლევართა პირველი ექსპედიცია ეწვია. ბოტანიკური კვლევის შედეგად სოკოტრაზე მეცნიერებისთვის მანამდე უცნობი 200-ზე მეტი მცენარე აღმოაჩინეს! მას შემდეგ კუნძულს “ბოტანიკურ სამოთხესაც” უწოდებენ. ვნახავთ, საკმეველის ხეს, უდაბნოს ვარდების ხეებს და საოცნებო დრაკონის სისხლის ხეებსაც, Dracaena cinnabari, ადგილობრივები «დრაკონის სისხლს» ეძახიან, რადგან მისი ქერქის დასერვის შემთხვევაში, ხიდან წითელი ფერის ფისი იწყებს დენას, რომელსაც მედიცინაში და ქიმიურ მრეწველობაში იყენებენ და საოცრად ძვირად ფასობს მთელს დედამიწაზე.

სოკოტრას სურათების პირველად ნახვისას, ადამიანს შეიძლება შეგრძნება გაუჩნდეს, რომ საქმე კომპიუტერულ გრაფიკასთან, ან უცხო პლანეტის ლანტშაპტებთან გვაქვს, სწორედ ესეთ წერტილზე მივალთ ამ დღის ბოლოში. ხედი, რომელიც ბუნებრივ ყურეზე და ადგილობრივ სოფლებზე იშლება, ძნელად წარმოსადგენია რომ რეალურია.
ჰომჰილის შემდეგ გავემართებით კიდევ ერთ სასწაულ ადგილას, დიჰამრის დაცულ ტერიტორიაზე, რომელიც სნორკელების სამოთხედ და მარჯნის რიფების უდიდეს საბადოდ ითვლება.
ღამისთევა დიჰამრის დაცულ ტერიტორიების ბანაკში;
ამ დღეს იცურავებთ ჰომჰილის ბუნებრივ აუზზე;

დაკვირვებას მოახდენთ სოკოტრას ენდემურ ხეების ფართო სპექტრზე; შეძლებთ დაივინგს დიჰანრიშის კრისტალურ წყლებში.

გასათვალისწინებელი გარემოებები:
🔹 დღის მანძილზე მარშუტი საშუალო სირთულის;
🔹 ყვინთვის შემთხვევაში დაგჭირდებათ დამატებით დაივინგისთვის საჭირო აღჭურვილობის დაქირავება დიჰამრის ცენტრიდან;
🔹 აკრძალულია რიფებზე შეხება და დაბიჯება;
🔹 ტერიტორია აღჭურვილია სველი წერტილებით;
🔹 არეალზე იჭერს მობილური და ინტერნეტი.
დღე 5 / ინდოეთის ოკეანე
მზე როგორც კი წყლის ჰორიზონტზე გამოჩნდება თავგადასავლების მაძიებელი ჯგუფი მომოს მთების ქვეშ მდებარე კენისანი ვადის წყლებისკენ გავემართებით, არქიპელაგის სანაპირო წყლებში 253 სახეობის მარჯანი, 300 მეტი სახეობის კიბორჩხალა და 700-მდე სახეობის თევზია. წყლის ყველაზე დიდი ზომის მობინადრეები ვეშაპები, გრძელდინგა დელფინები, სკაროსები და ვეშაპისებური ზვიგენები არიან.

ვადი კელისანში ვიზიტის შემდეგ ბუნებაში პიკნიკი და სამხრეთით ულამაზესი ხეობების გავლით ზაჰეკის ქვიშის დიუნებისკენ დავიჭერთ გეზს, დიუნების განსაკუთრებულ რელიეფს ოკეანიდან მობერილი სეზონური ქარები ქმნის, და მისი ზედაპირი რაღაცნაირად მთვარის სარკისებრ ილუზიას გიქმნის.

ღამისთევა აომაკის ბანაკში;
ამ დღეს შევძლებთ კელისანის ვადიში ცურვას;
გამოვიკვლევთ სოკოტრას ენდემური ხეების განსხვავებულ სახეობებს;
აქლემებით სეირნობა ( დამატებითი ღირებულება);

ულამაზეს ნაპირზე სეირნობა.

გასათვალისწინებელი გარემოებები:
🔹 ვადი კელისანში ხანგრძლივი სიარული არ არის რეკომენდირებული ვისაც მუხლის ან ხერხემლის პრობლემები აქვს
🔹 თან უნდა იქონიოთ საცურაო კოსტუმი;
🔹 ვადი კელისონის კლდეები საკმაოდ ციცაბოა და თუ მის კიდეეის დალაშქვრას გადაწყვეტთ სასურველია გეცვათ სპორტული ფეხსაცმელი;

🔹 სველი წერტილები და მობილური დაფარვა ხელმისაწვდომია აომაკის ბანაკში.

დღე 6 / დრაკონის სისხლის ტყე
გამჭვირვალე წყალი, კილომეტრობით მარჯნული რიფები, ენით აუწერელი სილამაზის ბუნება, კაშკაშა ლურჯი ცა და ზღვა, ხასხასა მწვანე მცენარეები… საერთოდ წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადგილი არსებობს დედამიწაზე. თუმცა, ესეთი იქნება ჩვენი მოგზაურობის მეექვსე დილაც.

ოკეანეში ბანაობის შემდეგ გავემართებით დიგუბის მღვიმისკენ, რომელიც ტრადიციული სოფლების მთელს ჯგუფს ზევიდან გადმოჰყურებს. შემდეგი გაჩერება დიქსამის პლატოზე ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრზე გვაქვს, ეს არის მთავარი სახლი დრაკონის სისხლის ხის და კიდევ სხვა სოკოტრის ენდემური მცენარეების. ძველად ხის სიცოცხლის ხანგრძლივობად 5-6 ათასწლეულს მიიჩნევდნენ, თუმცა რეალური მონაცემებით მხოლოდ ის არის ცნობილი რომ დრაკონსისხლა ხე ძალიან ნელა იზრდება და ზრდასრული 20 მეტრის სიმაღლეს აღწევს, ღეროს დიამეტრიც არანაკლებ შთამბეჭდავი 4-5 მეტრი აქვს ხოლმე. სწორედ აქედან იშლება დაერჰუს კანიონის თვალწარმტაცი და უჩვეულო პეიზაჟები.

გზას დირჰუს ვადისკენ მტკნარი კამკამა წყლის აუზის გავლით განვაგრძობთ. შებინდებას კი ახალ ქემფში ფირმჰენში შევხვდებით.
ღამისთევა Firmhen-ის კემპინგის მოედანზე ;
დიჰრუს ვადის აუზები;
დრაკონის სისხლიანი ხეების კვლევა დაკვირვება;
ფრინველებზე და ობობებზე დაკვირვება;
დრაკონის სისხლის და ლუბანის მოპოვების ტექნიკის შესწავლა;

სოკოტრას მთებში მცხოვრებთა ცხოვრების წესი-ჩვეულებების გაგება, ინტერაქტივი.

გასათვალისწინებელი გარემოებები
🔹 აკრძალულია დრაკონის სისხლის ხეებზე აძრომა;
🔹 რეკომედირებულია ფირმჰენში ასვლამდე მიიღოთ შხაპი დირჰურ ვადიში;
🔹 შეიმოსეთ გრძელი შარვლით და ჯემპრით საღამოსთვის- ღამე ცივა. ფეხზე გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი;
🔹 ბასრ კლდეებზე სიარული სახიფათოა;
🔹 სველი წერტილი და მობილური დაფარვა ხელმისაწვდომია Firhmen-ის კემპინგის მოედანზე.
დღე 7 / საუკეთესო სანაპირო მსოფლიოში
ამ დღეს კუნძულის დასავლეთ ნაწილის შესწავლას მოვანდომებთ, Dicksam ბაღი ახლად გაჩენილი, იგივე ბავშვი დრაკონის სისხლიანი ხეების სავანეა, არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც კუნძულზე ძველად სისხლისმსმელი დრაკონი ცხოვრობდა, რომელიც სპილოებს ესხმოდა თავს. ერთხელ, ბებერი ძლიერი სპილო დრაკონს დაეცა, გაჭყლიტა და მათი სისხლი შეერია ერთმანეთს – ამ სისხლიდან გაიზარდა ხეები, რომელთაც დრაცენა უწოდეს (ბერძნულად Dracaina “ძუ დრაკონს” ნიშნავს). ადგილობრივი მოსახლეობა დრაკონის ხეებს თვალისჩინივით უფრთხილდება და სხვას არავის აქვს უფლება, მოიპოვოს “დრაკონის” სისხლი.
გზას ქალაქ კალანსიასკენ განვაგრძობთ. მცირე მიმოხილვითი ტურის შემდეგ Detwah Lagoon- თან ჩავალთ. თეთრი პლაჟები, მარჯნული რიფებით და ზურმუხტისფერი ოკეანე – ეს ის საოცრებაა რაც აქ მნახველს დახვდება.
ღამისთევა Detwah Lagoon-ის ბანაკში;
ცურვა Qalansiyah beach Detwah Lagoon-ში;
ლაშქრობა ახლომდებარე სანაპიროებზე და ბორცვებზე საოცარი პეიზაჟებისთვის;
ქალაქ კალანსიას დათვალიერება;
სანდბორდინგი და სნორკელინგი;გასათვალისწინებელი გარემოებები
🔹 საცურაო კოსტუმით შემოსილი ნუ გამოემცნაურებით ადგილობრივ მოსახლეობას;
🔹 ამ სანაპირო ზოლს არ გააჩნია ჩრდილი, სასურველია თან იქონიოთ სასმელი წყალი;
🔹 სველი წერტილები და მობილური დაფარვა ხელმისაწვდომია Detwah Lagoon Campsite-ში.
დღე 8 / ცა, რომლის კიდეც სამოთხეზე გადის
მზე ჯერ კიდევ არ იქნება ბოლომდე ამოსული, როცა ჩვენი მოგზაურები ნავში ისხდებით და კუნძულის დასავლეთით მსოფლიოში ყველაზე ხელთუქმნელი და ლამაზი სანაპიროს სანახავად გავეშურებით. გზად შესაძლოა უიშვიათესი მხოლოდ ამ წყლებისთვის დამახასიათებელი წვეტიანი დელფინების და მომცრო ზომის ზოლიანი ვეშაპების ჯგუფები ვნახოთ, სანაპიროს ქათქათა ქვიშა გულგილს ვერავის დატოვებს და მისი გასაგიჟებელი პეიზაჟები არასდროს წაიშლება თქვენი გონებიდან. ისტორიულად მსოფლიო ოკეანის დონის ცვლილებების პერიოდში კუნძული არასდროს დატბორილა და მისი მცენარეულობა სასწაულით გადარჩენილი უძველესი ფლორაა, რომელიც მატერიკებზე აღარ არსებობს. მეცნიერები მათ რელიქტურ, ანუ პალეოენდემურ მცენარეებსაც უწოდებენ. მრავალი წყალქვეშა გამოქვაბული ჯერ კიდევ სრულად შეუსწავლელია.
დავათვალიერებთ გარესამყაროსგან სრულად იზოლირებულ ქალაქ ქაბაჯენშს, შევხვდებით ბატონ ალიას, აკა გამოქვაბულს, ყველაზე ჭკვიან კაცს სოკოტრაში, რომელმაც საკუთარი ტურისტული ატრაქციონი შექმნა. მის გამოქვაბულში შესახვედრად ასობით ტურისტი მოდის, უსმენს ათასგვარ ისტორიას თავის მიწაზე და ხალხზე, რითიც თავადაც უზარმაზარ სიამოვნებას იღებს.
ღამეს კვლავ ჰადიბოში გავათევთ.
გასათვალისწინებელი გარემოებები:
🔹 მოსახლეობა არქიპელაგის ამ ნაწილში დღემდე ელექტროენერგიის და წყალგაყვანილობის გარეშე ცხოვრობს , ამიტომ ამ დღეს ინტერნეტის დაფარვა და მობილური კავშირი ვერ გვექნება.
დღე 9 / შოპინგი ჰადიბოში
შოპინგის კულტურა მოგზაურობის დროს ცალკე ამბავია და ალბათ წარმოუდგენელიცაა დედამიწის ამ საოცარი მხარიდან ავთენტური სუვენირების გარეშე დაბრუნდეს ადამიანი, ამ დღეს გვექნება ტური სუვენირების ბაზარში, რის შემდეგაც უკვე გავეშურებით სოკოტრას აეროპორტში აბუ დაბისკენ გადმოსაფრენად.
დღე 10 / ფრენა საქართველოს მიმართულებით
აქ დასრულდება საოცარი მოგზაურობა არადედამიწურ სამყაროში,
გპირდებით, თითოეული მონაწილეს ყველაზე განსხვავებული, გამორჩეული და დადებითი ემოციებით დატვირთულებს დავბრუნდებით ჩვენი არჩევანის მიხედვით თბილისის ან ქუთაისის აეროპორტში.
მოგზაურობის პერიოდი: 2023 წელის 20-29 ნოემბერი
საგზურის ღირებულება: – 9300 ლარი
ფასი მოიცავს :
🔹 საერთაშორისო ფრენას სპეც რეისით- აბუ დაბი- სოკოტრა -აბუ დაბი;
🔹 ტრანსპორტირება კონდიციონერიანი 4×4 მანქანით;
🔹 იემენის ვიზა;
🔹 კემპინგის აღჭურვილობა, კარვები, ბალიშები, გადასაფარებლები;
🔹 ერთი ღამე ადგილობრივ სასტუმროში/სასტუმროში ორადგილიან საძინებელში;
🔹 7 საუზმე, 7 ვახშამი და 7 ლანჩი- სამჯერადი კვება კუნძულზე ყოფნის პერიოდში;
🔹 სასმელი წყალი, გამაგრილებელი სასმელები, საჭმელები და შოკოლადი;
🔹 ნავის დაქირავება სოკოტრას დასავლეთის სანახავად;
🔹 ყველა დაცული ტერიტორიისა და ბანაკში შესვლის საფასური;
🔹 ყველა სახელმწიფო გადასახადი;
🔹 აეროპორტის დახვედრა/გამგზავრება;
🔹 სრული უსაფრთხოება ტურის მანძილზე;
🔹 ქართულ ენოვანი გამყოლი;
🔹 ადგილობრივი სპეც გიდი;
🔹 დაზღვევა;
🔹 სასტუმრო აბუ დაბიში.
ტურის ღირებულებაში არ შედის:
🔹 საერთაშორისო ავიაბილეთი საქართველოდან აბუ დაბის მიმართულებით ( სურვილის მიხედვით შესაძლებელია ბიუჯეტური ფრენის შეძენა ქუთაისიდან ვიზ ეარის თვითმფრინავით);
🔹 ტრანსფერებს აბუ დაბის ტერიტორიაზე;
🔹 აქტივობებს, რომლებიც ტურში დამატებით არის ნახსენები;
🔹 კვება აბუ- დაბიში;
🔹 ნებისმიერ სხვა პირადი ხარჯი:
🔹 თიფის მოსაკრებელი 80$ ერთი მოგზაურიდან.
არასავალდებულო დამატებითი სერვისები:
• Snorkeling კომპლექტი ან Sandboard $40
• ჩაყვინთვის კომპლექტი ინსტრუქტორით $150 თითო ჩაყვინთვისთვის
• აქლემით გასეირნება $20
• Powerbank 20K mAh $20 კვირაში
• პორტატული ელექტროსადგური $200 კვირაში
• ინტერნეტ მობილურის სიმ ბარათი კვირაში $100
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
🔹 შეზღუდული ავიაბილეთების გამო ერთ ტურში შესაძლებელია მხოლოდ 12 ადამიანის წაყვანა;
🔹 ტურის დაჯავშნა ხდება მხოლოდ იემენის ვიზის და სოკოტრას სპეც რეისზე ავიაბილეთის შეძენის შემდეგ , პირველადი თანხის შენატანით 1650$;

🔹 ტურის თანხა შესაძლებელია გაიყოს სამ გადახდად, რომელიც თქვენი მხრიდან პირობის დარღვევის შემთხვავაში არ ანაზღაურდება. ბოლო გადახდის ვადა ტურის დაწყებამდე 30 სამუშაო დღით ადრე.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
ტურის მენეჯერი ნათია იმესაშვილი: ☎️ (032) 2 300-700; (შიდა ნომერი 303); მობ: 555308811

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
You don't have permission to register