logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

სტამბოლის ჯგუფური ტური

სტამბოლის ჯგუფური ტური

1870₾ ერთ ადამიანზე

საინტერესო და დაუვიწყარი მოგზაურობა სტამბოლში, ისტორიკოს გიორგი კალანდიას მეგზურობით

29 მარტი / სამშაბათი

ჩასვლა სტამბოლის აეროპორტში 05:55-ზე და ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში(ტრანსფერის ხანგრძლივობა საშუალოდ ორი საათი). სასტუმროში ვტოვებთ ჩანთებს, ვსაუზმობთ, ვისვენებთ და შემდეგ ვიწყებთ ქალაქის საფეხმავლო ექსკურიას (ხანგრძლივობა ორი-სამი საათი).

მოვინახულებთ: ძველი კონსტანტინოპოლის მთავარ ტაძარ – აია სოფიას, რომელიც მსოფლიოს ერთერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევა და ხშირადმსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ, ამჟამად გადაკეთებულია მეჩეთად. კონსტანტინოპოლის დაცემამდე აია სოფია იყო ერთერთი უმთავრესი მართლმადიდებლურიტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნებაუფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.

შემდეგ მოვინახულებთ ისლამური არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ძეგლს – სულთან აჰმედის მეჩეთს, იგივე ლურჯ მეჩეთს – მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო. მეჩეთი სტამბოლის უძველეს რაიონში მდებარეობს, 1453 წლამდე კონსტანტინოპოლის, ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქის ცენტრს წარმოადგენდა.
რესტავრაციის გამო მხოლოდ გარედან მოხდება ლურჯი მეჩეთის დათვალიერება.

თავისუფალი დრო ან დაბრუნება სასტუმროში და ღამისთევა.

30 მარტი / ოთხშაბათი

სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით არქეოლოგიურ მუზეუმში (ხანგრძლივობა ერთი საათი).  მუზეუმის შემდეგ ვესტუმრებით ძველ იპოდრომს – სულთან აჰმედის მთავარ მოედანს, სადაც ვნახავთ ძველ ეგვიპტურ ობელისკებს და გერმანულ შადრევანს, შემდეგ სტამბოლის საგანძურს – თოფქაფის სასახლეს (დრო მუზეუმში: საშუალოდ ორი საათი), სადაც ინახება უამრავი ქრისტიანული სიწმინდეები, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ბოსფორზე. სასახლე შედგება უამრავი მცირე ზომის შენობისა და ოთხი დიდი.

ასევე მოვინახულებთ – წმ. ირინეს ეკლესიას, რომელიც კონსტანტინეპოლის შემორჩენილი ერთერთი ყველაზე ადრეული ეკლესიაა,  წარმოადგენს მე-VI საუკუნის ახლებურ ბაზილიკას ჯვრის სახით. ეკლესიის კარიბჭეში დაცულია იუსტინიანე I-ის დროინდელი მოხატულობა. ეკლესიის შიგნით არის სარკოფაგი, რომელშიც, ლეგენდის თანახმად, კონსტანტინე დიდის ნეშტია დაკრძალული.

თავისუფალი დროის შემთხევაში, შესაძლებელია ვიზიტი სულეიმანის მეჩეთში.

31 მარტი / ხუთხშაბათი

სასტუმროში საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ფერიქოიში და მოვინახულებთ ქართველთა კათოლიკურ  სავანეს. ტაძარში დღემდე შემონახულია წმინდა ნინოს ფრესკა, ასევე სასწაულმოქმედი ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკება.

შემდეგ გავემგზვრებით დოლმაბაჰჩეს სასახლეში, რომელიც თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომლის ფართობი 45 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. შენობა 285 ოთახისგან შედგება. სასახლე ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის და, რაც მთავარია, ადგილით, სადაც მუსტაფა ათათურქმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.

ასევე  მოვინახულებთ ელეგანტური ორთაკოის მეჩეთს, რომელიც მდებარეობს ბოსფორის  სანაპიროსთან, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი. შემდეგი მოსანახულებელი ობიექტია გალათას კოშკი – ,,ქრისტეს კოშკი, რომლის სიმაღლე 66.9 მეტრსშეადგენს. კოშკი აგებულია 1348 წელს,გენუელების მიერ, ქალაქის ერთერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. 

საღამოს ვახშამი

1 აპრილი / პარასკევი

სასტუმროში საუზმის შემდეგ  გამგზავრება პორტის მიმართულებით, ჩასხდომა გემში  09:30-ზე და გამგზავრება პრინცის კუნძულზე, (დრო კუნძულამდე საათი და ორმოცი წუთი), სადაც მხოლოდ ელექტრო მობილებით გადაადგილდებიან და საიდანაც ხელის გულივით იშლება ბოსფორის სრუტის ულამაზესი ხედები

იზანტიურ ეპოქაში, კუნძულს იყენებდნენ მთავრებისა და სამეფო ოჯახის წევრების გადასახლების ადგილად. მოგვიანებით, კუნძულს ამავე მიზნით ოსმალეთის სულთნების ოჯახის წევრების გადასახლებისთვისაც იყენებდნენ. კუნძული, 1453 წელს კონსტანტინოპოლის ალყის დროს, ოსმალეთის ფლოტმა დაიპყრო. XIX საუკუნეში, კუნძულები სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა, სადაც დღემდე შემორჩა ვიქტორიანული ეპოქის კოტეჯები და სახლები. დღეს ბუიუქადა თურქი და არა მარტო თურქი უმდიდრესი ადამიანების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს და მათი მდიდრული ვილები გულგრილს არავის ტოვებს.

გამგზავრება წმინდა გიორგის მთაზე  ელექტომობლებით (უშუალოდ ტაძართან ავდივართ ფეხით აღმართზე 1კმ-1,5კმ) სადაც მოვინახულებთ ,,წმ. გიორგის ტაძარს, აქვე დაბრძანებულია ღვთისმშობლის და წმ. გიორგის სასწაულმოქმედი ხატები, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა და უშვილოთა შემწეა. ტაძრიდან შესაძლებელია წამოიღოთ ბედნიერებას და სიხარულს მომტანი პატარა ზარები

ლეგენდის მიხედვით, უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და წმ. გიორგის ტაძრამდე უხმოდ უნდა ახვიდეთშემდეგ ეკლესიაში შეხვალთ, სანთელს ანთებთ, ილოცებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ

კუნძულიდან გამომგზავრება 15:30-ზე (პორტამდე მზგავრობა საათი და ორმოცი წუთი)

თავისუფალი საღამო.

2 აპრილი / შაბათი

საუზმე სასტუმროში, ნომრების გათავისუფლება და თავისუფალი დღე საყიდლებისთვის ან სასეირნოდ.
საღამოხანს ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში (18:00-დან 19:00-მდე)

დაბრუნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში (03:05 წთ)

ღირებულებაში შედის:
🔹ავიაბილეთი: თბილისი – სტამბოლი – თბილისი
🔹4* სასტუმრო
🔹5 საუზმე და 1 ვახშამი
🔹გიდის მომსახურება
🔹კომფორტული ტრანსპორტის მომსახურება ექსკურსიების დროს (2 დღის განმავლობაში)
🔹ტრანსფერები: აეროპორტიდან სასტუმრომდე და სასტუმროდან აეროპორტამდე
🔹სამოგზაურო დაზღვევა
🔹კომპანიის თანმხლები პირის / ორგანიზატორი მომსახურება ტურის განმავლობაში
🔹ტურის ფარგლებში ყველა მუზეუმში შესასვლელი ბილეთს ღირებულება

ტურის მენეჯერი: სოფო ნაცვლიშვილი ☎️ (032) 2 300-700 შიდა (304); მობ:. 555912139

 
ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17
ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
info@goodtravel.ge

 

You don't have permission to register