logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ტაილანდი

ტაილანდი

9200₾ ერთ ადამიანზე

14 დღეში ჩატეული ტაილანდი

თუკი ერთ ტურში გინდა შეიგრძნო თავგადასავლები, ისტორია, კულტურა, ეწვიო საუკეთესო რესტორნებს დასაკუთარი გემოს რეცეპტორებით გამოცადო კულინარიული შედევრები, თუკი ანდამანის ზღვაზე დასვენება, მწველი მზე, თეთრი ქვიშა, თბილი წყალი შენი ოცნებაა ან თუნდაც ზაფხულში ხავერდოვან სეზონზე 28 გრადუსამდე სითბოში ახალ ემოციებს ეძებ, ყურადღებით წაიკითხე ეს ტური, ზამთარში დაგეგმილიტაილანდში მოგზაურობა ნამდვილად შენთვისაა.

დღე 1: ბანკოკი – ქალაქი სადაც ჩასვლისთანავე იგრძნობთ გრძნობების მოზღვავებას, ტაილანდის ქაოსური დახმაურიანი დედაქალაქი წამში თითქოს გულში ჩაგიკრავთ და მომდევნო დღეების გასატარებელადსაუკეთესო ენერგიით დაგმუხტავთ. აქაურობა ცნობილია როგორც მორთული, დიდებული ტაძრებით, ასევეთავაწყვეტილი ქუჩის ცხოვრებით. პირველი დღის თავისუფალი დრო საუკეთესო ენერგიებით დაგმუხტავთდა მოგამზადებთ ტაილანდში მოგზაურობის საუკეთესოდ გასატარებლად.  http://www.booking.com/Share-Vy9swZ Prince Palace Hotel – SHA Extra Plus

დღე 2: – საუზმის შემდეგ ტურს ვიწყებთ ულამაზესი Grand Palace/Golden Buddha/reclining buddha and Wat Pho-სდათვალიერებით. უცებ წარმოიდგინეთ ულამაზესი სამეფო ტაძარი შემკული ოქრო ვერცხლში, შემდეგგადაინაცვლეთ თავის მასშტაბური ზომით და ბრწყინვალებით განთქმულ ბუდისტურ ტაძარში და ბოლოსვატ ფხოს დიდებულებით დატკბით. ტუკ-ტუკებით მივდივართ Pier – ისკენ, სადაც უკვე ნავებზეგადავინაცვლებთ და არხის გავლით ჩავალთ Temple of Dawn – ის სანახავად. აქვე მდინარის პირასშევჩერდებით ლანჩზეც. შემდეგი გაჩერება ოქროს მთა და მასზე განთავსებული უზარმაზარი მდგომიარებუდას ძეგლია. მოვინახულებთ marble Temple – ს და ბოლოს ღამის წყლის Ampawa ბაზრობისკენგადავინაცვლებთ. ამ ტერიტორიაზე ampawa-ში ამბობენ რომ ყველაზე გემრიელი ადგილობრივი საჭმელიმზადდება. სურვილის შემთხვევაში ვისადილებთ და გვიან ღამე ბაკოკში დავბრუნდებით. იდეალური ღამისკლუბი სპეციალურად ასეთ დაღლილზე Hangover 2 ბარია, სადაც ბანკოკში საუკეთესო სტრიპტიზ-კლუბიმდებარეობს. ღამის ცხოვრებას სწორედ ამ ბარში განვაგრძობთ. ღამისთევა http://www.booking.com/Share-Vy9swZPrince Palace Hotel – SHA Extra Plus

დღე 3: – საუზმის შემდეგ პირდაპირ the Van to MeungBorlan – უძველესი ქალაქისკენ მივდივართ, ეს არისსილამაზის და სრულყოფის დღესასწაული დედამიწაზე – ულამაზესი ქალაქი საოცარი ადგილებით. მთელდღეს ამ ქალაქის დათვალიერებაში გავატარებთ, საღამოს კი სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ღამისსაკრუიზო სადილზე წავიდეთ.

ღამისთევა http://www.booking.com/Share-Vy9swZPrince Palace Hotel – SHA Extra Plus

დღე 4: – დილიდან ცნობილი მატარებლის ბაზრისკენ წავალთ. როგორც ამბობენ, სანახაობა ერთ-ერთ კოლორიტულგასართობად ითვლება ბანკოკში და ყველა უცხოელი ვიზიტორი ბაზარში მატარებლის ჩავლას ერთხელმაინც აუცილებლად ესწრება. შემდეგ პირდაპირ საოცარი კანჩაპურის ქალაქისკენ მივდივართ. იქაურობატაილანდში ცნობილია თავისი ბნელი წარსულით, რომელიც დაკავშირებულია მეორე მსოფლიო ომთან. ხიდი მდინარე კვაიზე, ცნობილი, როგორც “სიკვდილის რკინიგზის” ნაწილი, აკავშირებს ტაილანდსბირმასთან (მიანმარი). ამბობენ, რომ ხიდი მოკავშირე სამხედრო ტყვეებმა ააშენეს. ათასობით ჯარისკაციდაიღუპა აქ სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას. ამ ადგილის ბნელ ისტორიაში სიარული ერთ-ერთისაუკეთესო გამოცდილებაა ტაილანდში ისტორიის მოყვარულთათვის. ასევე ამ დღის სანახავი ობიექტებია: the tiger cave, dragon head temple, ვნახავთ ულამაზეს saiyoknoi- ს ჩანჩქერებს – გასაოცარი ხიდი მდინარე კვაიზე. დავათვალიერებთ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ მუზეუმს. მუზეუმში შესვლამდე ავტობუსშივუყურებთ ფილმს მეორე მსოფლიო ომზე და მივიღებთ მცირე ინფორმაციას ტაილანდელების სიკვდილისმაშინდელ ტრადიციაზე. ღამეს ზედ მდინარეზე მდებარე უსაყვარლეს სასტუმროში გავატარებთ. ვისკის დაგანტვირთვის მოყვარულთათვის იქვეა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასმელების ბარი 10 baht. ღამისთევა http://www.booking.com/Share-GuEUsqU Inchantree Kanchanaburi – SHA Plus Certified

დღე 5: – დილიდან პატაიასკენ მივდივართ, ვათვალიერებთ Nong Noochcheck-ს. შემდეგ ლანჩზე Mermaid café – შივჩერდებით. ეს კაფე სრული აღმოჩენა იქნება პერფექციონისტებისთვის, სრული ჰარმონია ინტერიერის დაკერძების, ყოველი იქ შეკვეთილი დესერტი, ან თუნდაც კოქტეილი ცალკე ხელოვნების ნიმუშად შეიძლებარომ იქნას გამოტანილი. დღის მეორე ნახევარში შეგვიძლია სანაპიროზე დავისვენოთ, ან საკრუიზო ტურშიწავიდეთ ახლომახლო კუნძულების დასათვალიერებლად. საღამოს მსურველები ტრანსგენდერების შოუსსანახავად და ტაილანდური ბუფეტის დასაგემოვნებლად პირდაპირ -‘ladyboy show’-ზე წავალთ. ღამესვათევთ http://www.booking.com/Share-xeZNft Blackwoods Hotel Pattaya

დღე 6: – საუზმის შემდეგ ქალაქ Ayudduya- ში მივდივართ. ამ ქალაქში უძველესი ძეგლები და სანახაობები არ ილევა. აქვე გადავიღებთ ტრადიციულ სამოსში ძალიან სასაცილო ფოტოებს. შემდეგ გზას ვაგრძელებთ Van to Lopburi-ისკენ და ჩავდივართ მაიმუნების ქალაქში. აქ ადამიანებზე მეტი მაიმუნი ცხოვრობს და ძალიანსაინტერესო სანახავია. შემდეგი გაჩერება ქალაქი Sukothai, სადაც ღამეს ვათევთ, ამ ქალაქში გვიან ღამითადგილობრივები პირდაპირ ქუჩებში აწყობენ ბარბექუ ფართებს. ღამისთევა http://www.booking.com/Share-NeIkxmTharaburi Resort

დღე 7: – დილას ქალაქ სოჰოტაის ისტორიული პარკის დათვალიერებით ვიწყებთ. შემდეგ მივდივართ ადგილზე, რომელიც ცოტა ტურისტმა თუ იცის – მოტალაში, სპილოების საავადმყოფოში. ეს მსოფლიოში პირველისპეციალიზებული სპილოების საავადმყოფოა. გვექნება საშუალება პროტეზიან სპილოებს ხორთუმიდავფხანოთ და სასუსნაოები ვაჭამოთ. საღამოს ჩიანგ მეიში ჩავალთ. მისვლისთანავე გვექნებაველქამ-ფართი ტაილანდელ ბებიებთან, რომლებიც მხარეში ყველაზე ცნობილ კერძ Khao Soy-სგაგვასინჯებენ. გვიან გავალთ ჩიანგ მეის ღამის ბაზარში. იქაურობა ითვლება მსოფლიოში ყველაზეცნობილ ღამის გასართობ სავაჭრო ადგილად. გვჯერა, ამ შანსს ხელიდან არავინ გავუშვებთ. ღამეს მეფისმოქმედი დაცვის წევრის ოჯახში არსებულ ტაილანდურ რესტორანში და კარაოკეზე გავაგრძელებთ. ღამესსასტუმრო http://www.booking.com/Share-INroB7

Siripanna Villa Resort & Spa Chiang Mai -SHA Extra Plus

დღე 8: – დილას see Doi Suthep Temple/Doi Inthananon National Park- ის დათვალიერებით ვიწყებთ. შემდეგ გვაქვსსპილოების საფარი-ტური და მათი ქემფინგი. გვიან ღამით, აუცილებლად, ისევ ღამის ბაზარში წავალთ.ღამეს სასტუმრო http://www.booking.com/Share-INroB7Siripanna Villa Resort & Spa Chiang Mai -SHA Extra Plus

დღე 9: – ტაილანდის ნისლიანი, ჯუნგლებიანი მთის რეგიონი ცნობილია როგორც ქალაქი ჩიანგ მაი. უძველესიკონსტრუქციებით, სქელი ტროპიკული ტყეებითა და გორაზე ლაშქრობით, ვნახავთ მთელს მსოფლიოშისილამაზით განთქმულ ვატ რონგის იგივე თეთრ ტაძარს, შემდგომ – ლურჯ ტაძარს. დავათვალიერებთ Baan Dam მუზეუმს, სხვაგვარად ცნობილს, როგორც შავი სახლი. საღამოს გავალთ ბუსთლეს ღამის ბაზარში დაღამეს სასტუმრო The Legend Boutique River Resort in Chiang Rai http://www.booking.com/Share-jGV3mhTheავათენებთ.

დღე 10: – ერთდღიანი ტური ოქროს სამკუთხედად წოდებულ ტაილანდურ-ჩინურ სოფლებისკენ, სადაც გავიცნობთგრძელკისერა ქალებს და დავათვალიერებთ მათ საცხოვრის გარემოს.

ღამისთევა http://www.booking.com/Share-jGV3mhThe Legend Boutique River Resort in Chiang Rai (thelegend-chiangrai.com)

დღე 11: – ფრენა პუკეტის მიმართულებით და თავისუფალი დრო სასტუმროში.

ფხუკეთი მდებარეობს ტაილანდის დასავლეთ სანაპიროზე ანდამანის ზღვაში. თუკი საუკეთესოსანაპიროზე ფიქრს დაიწყებ, პირველი ალბათ Kata Noi Beach-ს წარმოიდგენ მშვიდი პეიზაჟებისთვის, Nai Harn Beach-ს კრისტალურად სუფთა სანაპიროსთვის, patong beach- ს თუკი გულით მოლხენა და გართობაგწადია და Surin Beach-ს თუ შენი სუსტი წერტილი კულინარია, ზღვის პროდუქტები, ან აზიური სამზარეულოა. ფხუკეთშივეა 45 ფუტის სიმაღლის ბუდას ქანდაკება, რომლის ვიზიტიც საღამოს მზის გადასულზეგანსაკუთრებით შთამბეჭდავია. სასტუმრო საუკეთესო პატონგის სანაპიროზე http://www.booking.com/Share-EntZabPatong Paragon Resort & Spa SHA Extra Plus

დღე 12: – ტური ჯეიმს ბონდის კუნძულებზე, შემდეგ კი ვიზიტი Phangnanational park -ში. საღამოს – თავისუფალი დრო.ღამისთევა http://www.booking.com/Share-EntZab Patong Paragon Resort & Spa SHA Extra Plus

დღე 13: – ფიფის კუნძულები ან სხვაგვარად Chiew Larn Lake Khao Sok National Park ეს ის ადგილია, რომელიც გულგრილსვერცერთ მოგზაურს ვერ დატოვებს, თუკი დასვენებას და სანაპიროზე მზის აბაზანებს ისევ თავგადასვლებსდა მოგზაურობას არჩევთ მაშინ სრული დღე Monkey beach, Bamboo Island დათვალიერებაში უნდა გაატაროთ, აქაური ლაგუნები თავის ულამაზესი ფერადი თევზებით დედამიწაზე არცერთ სხვა ადგილს არ ჰგავს.

http://www.booking.com/Share-EntZab Patong Paragon Resort & Spa SHA Extra Plus

დღე 14: – ფრენა საქართველოს მიმართულებით

ტურის ჩატარების თარიღები 25 იანვარი – 8 თებერვალი
ტურის ღირებულება 9200 ლარი, ორ ადგილიან ნომერში ერთ ადამიანზე

ფასი არ იცვლება 1 სექტემბრამდე დადასტურებული ჯავშნის შემთხვევაში, ჯავშნის დადასტურება ხდება პირველადი 500$ (ექვივალენტი ლარში) გადმორიცხვის შემთხვევაში.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
ტურის მენეჯერი ნათია იმესაშვილი: ☎️ (032) 2 300-700; (შიდა ნომერი 303); მობ: 555308811

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
  • გამგზავრების დრო
    25 იანვარი / 2024 წელი
  • ღირებულებაში შედის
    საერთაშორისო ავიაბილეთები თბილისი - ბანკოკი-თბილისი შიდა ავიაბილეთები ჩიანგ რაი - ფხუკეთი, ფხუკეთი - ბანკოკი სრული საექსკურსიო მომსახურება ტრანსპორტით გიდი ყველა ტრანსფერი სასტუმროები საუზმით ყველა ექსკურსიის და აქტივობის ბილეთები, რაც არ არის ცალკე შეთავაზებად გამოყოფილი იქაური კოვიდ დაზღვევა წყალი 1 ბოთლი დღეში და სველი ხელსახოცები ტუკ-ტუკის ტური ბანკოკში ნავის ტური ბანკოკის გარშემო ტაილანდი - ლაოსი - მიანმარის საზღვრის ნებართვები და ტური ტაილანდ-პასის დამზადება და საფასური სპილოების ბანაობის ნებართვა ტაილანდური ახალი წლის დახვედრა
  • ღირებულებაში არ შედის
    ვიზა - ვიღებთ ადგილზე 60$ კოვიდ-ტესტირება სადილი, ლანჩი პირადი ხარჯები ნებისმიერი სხვა ტურით გაუთვალისწინებელი ხარჯი
You don't have permission to register