logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

შესანიშნავი ფლანდრია და ნიდერლანდები

შესანიშნავი ფლანდრია და ნიდერლანდები

1595₾ ერთ ადამიანზე

შესანიშნავი ფლანდრია და ნიდერლანდები 1595 ლარი  (8 დღე / 7 ღამე)

ტურის ფარგლებში მოინახულებთ:

ბრიუსელი – ბრიუგე – ანტვერპენი – ამსტერდამი – დელფტი – ბრიუსელი

დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში, შეგიძლია მოინახულო:

ლევენი – გენტი –  ვოლენდამი  – ზაანსე

1 დღე: (შაბათი)

ჩამოფრენა ბრიუსელში. ტრანსფერი სასტუმროში,  განთავსება. დღის მეორე ნახევარში ფაკულტატიური ექსკურსია ლევენში. ლევენი – ბელგიის ქალაქია, რომელიც მდებარეობს დილის მდინარეზე ფლანდრიის ისტორიულ რეგიონში. წარმოადგენს ფლამანდიის ბრაბანტის პროვინციის დედაქალაქს. ლევენი – ბელგიის ყველაზე ცნობილი საუნივერსიტეტო ქალაქია. უნივერსიტეტი, რომელიც აქ 1425 წელს დაარსდა, წარმოადგენს დასავლეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და საპატივცემულო სასწავლებელს. ლევენი ასევე საინტერესოა იმით, რომ აქ შენარჩუნებულია ძველი არქიტექტურის დიდი ნაწილი. დაბრუნება სასტუმროში. ღამისთევა.
2 დღე: ( კვირა)

საუზმე სასტუმროში. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში. საფეხმავლო მიმოხილვითი ექსკურსიის დროს ბელგიის სამეფოში თქვენ იხილავთ რატუშას და გილდიას სახლებს ევროპის გრან პლიასის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოედანზე,“Manneken Pis”, რომელიც ბრიუსელის სიმბოლოდ არის ქცეული, საბლონის ღვთისმშობლის ეკლესიას და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებს. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ფაკულტატიური ექსკურსია გენტში. გენტი – ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი შუასაუკუნეების ქალაქია, რომელმაც ომის დროს გაუძლო. გენტში უფრო მეტი ღირსშესანიშნაობაა, ვიდრე ბელგიის დანარჩენ ნაწილში. შეუძლებელია გულგრილი დარჩეთ საოცარი ძველი შენობების, ქუჩების და საოცარი სანაპიროების მიმართ. ყველაფერი ქალაქში მოგვითხრობს მის შუასაუკუნეების აყვავებაზე და სიმდიდრეზე, რომელიც დაიმსახურა ინგლისიდან შალის იმპორტის შედეგად. სასტუმროში დაბრუნება. ღამისთევა

3 დღე: (ორშაბათი)

საუზმე სასტუმროში. გამზავრება ბრიუგეში. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში. ბრიუგე ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, სადაც მეფობს შუასაუკუნეების ფლანდრიის ატმოსფერო. ვიწრო ქუჩები ლამაზი სახლებით, სადაც ყოველ ნაბიჯზე ბელგიური ვაფლის საოცარი ვანილის არომატი და ადგილბორივი სუვენირები დაგხვდებათ. თავისუფალი დრო ქალაქში. დღის მეორე ნახევარში გამგზავრება ანტვერპენში. სასტუმროში განთავსება. გასეირნება ქალაქში ჯგუფის თანმხლებ პირთან ერთად. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

4 დღე:  (სამშაბათი)

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება ამსტერდამში. მიმოხილვითი ექსკურსია ქალაქში. ალმაზის ქარხნის მონახულება. ფაკულტატიურად გასეირნება ამსტერდამის არხებში გემით. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა.

5 დღე: (ოთხშაბათი)

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო სასტუმროში ან დღის პირველ ნახევარში ფაკულტატიური ექსკურსია ეტრეხტში და დე ხაარის სასახლეში, დე ფეხტის მდინარის მიდამოებზე. დღის მეორე ნახევარში ფაკულტატიური ექსკურსია ვოლენდამში და ზაანსეში. ზაანის სანაპიროებს ხუთი წისქვილი ამშვენებს. ისინი გაგონებენ იმ დროს, სადაც ზაანის პროდუქტიულობა დამოკიდებული იყო ქარის სიძლიერეზე. ზაანსე – ეთნოგრაფიული მზეუმია ღია ცის ქვეშ, სადაც ადგილობრივები ცხოვრობენ საუკუნოვანი ტრადიციების მიხედვით: ატარებენ ულამაზეს ხალხურ კოსტიუმებს და კლომპებს (ხის ფეხსაცმელს), აწარმოებენ ყველს ტრადიციული ტექნოლოგიის მიხედვით. კარგად შენახული შენობები წარმოადგენენ მე-17 – მე-18 საუკუნეების ჰოლანდიური ცხოვრების მაგალითს. პატარა სახლები, ისტორიული ვერფი, ქარის წისქვილები იზიდავენ ყოველწლიურად ასობით ათას ტურისტს. დღეს ვოლენდამი ცნობილია როგორც ეთნოგრაფიული ტურისტული ცენტრი, „ნამდვილი ჰოლანდიის“ სიმბოლო. ყოველწლიურად აქ ჩამოდის 2 მილიონზე მეტი მოგზაური, რათა მოინახულოთ პატარა ადგილობრივი სახლები, რომლის ფანჯრებიც საგამოფენო ვიტრინები შელამაზებულია, ძველი ეკლესიები, მყუდრო რომანტიული ქუჩები, ლამაზი არხები და ცნობილი ადგილობრივი ნავსადგური სადაც იხილავთ ფაქტობრივად ყველანაირ მეთევზეების ნავს და კატერს. სასტუმროში დაბრუნება. ღამისთევა.

6 დღე: (ხუთშაბათი)

საუზმე სასტუმროში. გამგზავრება დელფტში. მიმოხილვით ექსკურსია ქალაქში. დელფტი – ქალაქი ნიდერლანდებში, ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, რომელიც ცნობილია XVI და XVII საუკუნის დროინდელი მრავალ ისტორიული ძეგლის, ლამაზი არხების გამო, სადაც ირეკლება ძველი შენობები, თეთრი-ცისფერი პლიტა, რომელიც ალამაზებს ყველა ბუხარს და გამათბობელს რუსული იმპერატორების სასახლეში. თავისუფალი დრო ქალაქში ან ფაკულტატიურად, დღის მეორე ნახევარში ექსკურსია ჰააგაში. ჰააგა (Den Haag) – სამხრეთ ჰოლანდიის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდების დასავლეთ ნაწილში ჩრდილოეთი ზღვის სანაპიროზე. ის სამმართველოს, პარლემტნსიდა სამეფო ოჯახის რეზიდენციას წარმოადგენს. ჰააგა – ნიდერლანდების სიდიდით მესამე ქალაქია და წარმოადგენს ისტორიული შენობები და თანამედროვე არქიტექტურის საოცარ და ჰარმონიულ შერწყმას. დაბრუნება დელფტში. განთავსება სასტუმროში. ღამისთევა

7 დღე : (პარასკევი)

საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო და ექსკურსია ლეიდენში. ლეიდენი – ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, რომელიც ცნობილია საოცარი ისტორიული ცენტრით, არხებით და ქვეყანაში უძველესი უნივერსიტეტით. ასევე აქ დაიბადნენ ისეთი ცნობილი მხატვრები, როგორიც არიან: რემბრანდტი, იან სტენი, იან ვან გოიენი და ლუკას ვან ლეიდენი. ბრიუსელში გამგზავრება. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა
8 დღე  ბრიუსელი (შაბათი)

საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი აეროპორტში
_____________________________
ტურის ღირებულება უცვლელია და ხორციელდება 18.07.2020, 15.08.2020,19.09.2020, 19.07.2020, 16.08.2020,20.09.2020
1595 ლარი ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში.
_____________________________
ღირებულებაში შედის :
▪ სასტუმროში განთავსება
▪ საუზმე
▪ შიდა გადაადგილება
▪ დაზღვევა
▪ ტრანსფერები
▪ გიდის მომსახურება
▪ ბრიუგეს ექსკურსია
▪ ბრიუსელის ექსკურსია
▪ ამსტერდამის ექსკურსია
▪ დელფტში ექსკურსია

_____________________________
შენიშვნა! საგზურის ღირებულებაში არ შედის ავიაბილეთების თანხა,
რომელიც დამოკიდებულია თქვენთვის სასურველ მოგზაურობის პერიოდზე და ავიაკომპანიაზე
_____________________________
აუცილებელი გადასახადები:

ყურსასმენები ტურის სრულ პერიოდზე 15 ევრო

მოსაკრებელი სასტუმროებში 1- დან 3.5 ევრომდე ერთი ღამე ერთი ადამიანი

_____________________________
ჩვენთან მუდამ სეზონია
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა – https://bit.ly/2IstVN3
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
www.goodtravel.ge

  • გამგზავრება
    თბილისი/ქუთაისი
  • ღირებულებაში შედის
    ▪ სასტუმროში განთავსება ▪ საუზმე ▪ შიდა გადაადგილება ▪ დაზღვევა ▪ ტრანსფერები ▪ გიდის მომსახურება ▪ ბრიუგეს ექსკურსია ▪ ბრიუსელის ექსკურსია ▪ ამსტერდამის ექსკურსია ▪ დელფტში ექსკურსია
  • ღირებულებაში არ შედის
    ავიაბილეთების თანხა

ქვეყნის შესახებ

You don't have permission to register