logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

კენია – აფრიკული თავგადასავალი

კენია – აფრიკული თავგადასავალი

11800₾ ერთ ადამიანზე

კენია – აფრიკული თავგადასავალი

იმ ბედნიერებას, ორი თვალი და აღქმის უნარი რომ გაგაჩნია, ალბათ ყველაზე მეტად აფრიკაში იგრძნობ. გასაოცარი კენია: ერთ ტურში მოქცეული ტბა ნაკურუს ეროვნული პარკი – მსოფლიოს უდიდესიორნითოლოგიური (ფრინველთა) ნაკრძალი, დიდებული მასაი მარას მსოფლიოს მერვე საოცრებადაღიარებული საფარი აფრიკის დიდი ხუთეულით, საოცნებო კილიმანჯარო საფარი ტურით დაწარმოუდგენელი ხედებით, აფრიკული სპილოებით სავსე ამბოსელის ეროვნული პარკი, მილიონობითფლამინგოთი მოფენილი ნაივაშას ტბა და ლივლივა ინდოეთის ოკეანე. კენია უკიდურესი კონტრასტებისქვეყანა – უდაბნოები და ალპური თოვლი, ტყეები და ვრცელი ვაკეები, ნაირობის მეტროპოლისის დაკოლორიტული გვაროვნული კულტურების, მტკნარი ტბების და მარჯნის რიფები. სწორედ ესეთია ჩვენითვალით დანახული აფრიკა!

დღე 1: 18 თებერვალი
დღეიდან აფრიკული ზღაპარი იწყება! გამთენიის რეისს პირდაპირ აფრიკის გულში, ნაირობიში ჩავყავართ. სასტუმროში გამოძინების შემდეგ ტურს ქალაქის გაცნობით ვიწყებთ. ცნობილი ნაირობის მუზეუმი, ბაპტისტური ტაძარი, რომელიც სრულად განსხვავებულია ქრისტიანული არქიტექტურისგან დაფერად-ფერადი ბაზრობები – ეს დღის პირველ ნახევარში სანახავი ადგილებია. ლანჩის შემდეგ ჟირაფებისცენტრში გადავინაცვლებთ. ალბათ, ბევრ ჩვენთაგანს უოცნებია მათი თავის ხელით გამოკვებაზე. ამოცნებას ჩვენს ტურში ახდენა უწერია! შემდეგ ვნახავთ ნაირობის გარეული ცხოველების ცენტრს დადავბრუნდებით სასტუმროში, მომდევნო საფარი ტურის დღეებისთვის მოსამზადებლად. ამ სასტუმროშივჩერდებით ორი ღამე 17-19 თებერვალი

The Concord Hotel & Suites https://www.booking.com/Share-UV6jox

დღე 2: 19 თებერვალი
აფრიკის მშვენება, ყველაზე ლამაზი საფარი, მასაი მარა! დილიდან აფრიკის სავანის სანახავადდავიძრებით. ნაკრძალის სახელი, რომელიც წარმოიშვა იქ მცხოვრები მასაის ტომისგან. მისსახელწოდებაში დიდი როლი ითამაშა მდინარე მარამაც, რომელიც ითარგმნება როგორც “ლაქები”. აქაურობის ერთი სიტყვით დახასაითებას თუ შევეცდებით, იდეალურად შეესაბამება სიტყვა “მიგრაცია”. 1947 წელს დაარსებული ეროვნული პარკი ტანზანიის სერენგეტის ნაწილს უერთდება და ცნობილიაბალახისმჭამელთა ყველაზე დიდი მიგრაციით მსოფლიოში. აქ მცხოვრები ჟირაფები მასაი მარას ენდემურსახეობად ითვლებიან, რადგან ისინი მხოლოდ ამ მხარეშია გავრცელებული. ამ დღეს ვნახავთ აფრიკისდიდ ხუთეულს: ლომი, სპილო, მარტორქა, კამეჩი და ლეოპარდი. მათთან ერთად ზებრებს, ანტილოპებს, უნიკალურ მასაის ჟირაფებს. უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გვექნება პიკნიკი სერენგეტისმოსაზღვრე მდინარე მარაში. ამ მდინარეში დედამიწაზე ყველაზე ბევრი ნიანგი ცხოვრობს. ამ ორი დღისმანძილზე ვესტუმრებით აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე ცნობილ მასაი მარას ტომს და სოფელს. აქაურებიჯერ კიდევ მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევენ და არ ცნობენ ცივილიზაციას. მარას ენა მიეკუთნებანილოსის ენობრივ ჯგუფს. ამ ტომებმა მიგრირება ეგვიპტიდან სუდანის გავლით რამდენიმე ათასი წლის წინმოახდინეს. ტომი 900 000 ადამიანს ითვლის, თუმცა მათი სრული აღრიცხვა ფიზიკურად შეუძლებელია. წამყვანი ხაზი მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა. თუ გინდა მასაის მეომარი განარისხო, ძროხა უნდამოპარო. რწმენის მიხედვით წვიმის ღმერთმა ნგაიმ მისცა საქონელი მასაის ტომებს. მასაის მამაკაცს არაქვს ცოლის მოყვანის უფლება, სანამ საკუთარი 9 ძროხა არ ეყოლება. ცხოვრობენ ჯოგური პრინციპით. ძირითადად, ცოლები და შვილები საერთო ჰყავთ. ამ ვიზიტის ფარგლებში ვნახავთ მათ საცხოვრისპირობებს, ნაკელისგან და ხის ტოტებისგან აშენებულ უმკვრივეს სახლებს და გავეცნობით მათადათ-წესებს. მათთან ერთად გატარებული დრო ერთ-ერთ ყველაზე ფერად მოგონებად დაგრჩებათცხოვრებაში.

დღე 3: 20 თებერვალი
დილით, გამთენიისას, დედამიწაზე ყველაზე ჯადოსნური მზის ამოსვლის ციდან ხილვა შეგიძლიათ. საჰაერო ბურთით ფრენა მასაი მარას თავზე დამატებით 500$-ად არის შესაძლებელი. (19 – 20 თებერვალიღამისთევა სასტუმროში) Lodge Maasai Mara https://www.booking.com/Share-ZEFzSo

დღე 4-5 / 21 და 22 თებერვალი
ნაივაშის და ნაკურუს ტბები. კენიის მარგალიტად წოდებული ტბა ნაკურუ მასაის ენაზე „მტვრიან ადგილს“ნიშნავს. აქაურობა მდიდარია წყალმცენარეებით, რაც ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებით ბევრ ფრინველსიზიდავს საცხოვრებლად. ნაკურუს ტბის გარშემო 56-მდე ძუძუმწოვრისა და 450-მდე ფრინველის სახეობაბინადრობს. ვარდისფერი ფლამინგოების რაოდენობა იანვრიდან მარტის ჩათვლით მილიონს აღემატებადა წარმოუდენელი სილამაზის სანახაობას ქმნის. დღის მეორე ნახევარში გავემგზავრებით ნაივაშის ტბაზე. ეს არის ცნობილი ნახევარმთვარის კუნძული, სადაც მთელს აფრიკაში ყველაზე ველური ბუნებაა. გავისეირნებთ ნავით ტბაზე. ჩვენს წინ გაცოცხლდება ფილმ „ აფრიკის“ ლეგენდად ქცეული კადრები. ნაივაშას არე-მარეში ცხოვრობენ უნიკალური შავი მარტორქები, რომელიც 2019 წლის მონაცემებითმხოლოდ 25 ცალია დარჩენილი და უკვლებლივ ყველა ამ ტბის გარშემო ბინადრობს. აქვეა ულამაზესითეთრი მარტორქებიც. 1977 წელს დასავლეთ კენიიდან როტშილდის ჟირაფებიც ჩაუსახლეს ტბისნაკრძალის ბინადრებს და დღემდე დიდი სიამტკბილობით გადიან ფონს. გავრცელებულია ჩვეულებივიწყლის თხებიც. მტაცებელთა შორის არიან ლომები, ფოცხვრები და ლეოპარდები. ეს უკანასკნელი ბოლოდროს უფრო ხშირად ჩნდება. პარკში ასევე ბევრია დიდი ზომის პითონი, რომელთა ნახვაც ხშირად გზისგადაკვეთის მომენტშია მოსალოდნელი. ამიტომ, ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე და ადგილობრივგამყოლის დაჯერება გვიწევს. ღამისთევა Ziwa Bush Lodge https://www.booking.com/Share-sQuPr1

დღე 6: (23 თებერვალი)
სრული დღე ამბოსელში. ამ დღეს ჯოზეფ თომფსონს, პირველ ევროპელს, ვინც1883 წელს მასაის მრისხანემიწაზე შებედა ფეხი და ერნესტ ჰემინგუეის, რომელმაც ეს რეგიონი თავის ნაწარმოებში უკვდავჰყო, უნდავუმადლოდეთ. ტანზანიის საზღვართან მდებარე და აფრიკის ყველაზე მაღალი მთით, კილიმანჯაროთი, შემოსაზღვრული ამბოსელის ეროვნული პარკი შედარებით პატარა, მაგრამ ყველაზე პოპულარული პარკიააფრიკაში. აქ საითაც უნდა გაიხედო, ყველგან ღრუბლებში გახვეული კილიმანჯარო, ზებრების, გნუებისა დასპილოების ჯოგები მოჩანს. ამბოსელის ეროვნული პარკის ლანდშაფტი სწორედ ის აფრიკაა, რომელიცჩვენს წარმოსახვაში ბავშვობიდან დაილექა. მასაის ენაზე ამბოსელი „წყლიან ადგილს“ ნიშნავს. მართალია, ნაკრძალი ერთი შეხედვით გვალვიან, მიწადახეთქილ, ბალახიან ტერიტორიად გეჩვენება, მაგრამ, სინამდვილეში წყალი იქ უშრეტადაა. კილიმანჯაროს მწვერვალის დამდნარი თოვლი ვულკანურქანებში იფილტრება და მიწისქვეშა დინებებს ამარაგებს, რაც იდეალურ ეკოსისტემას უქმნის ადგილობრივმკვიდრებს. პარკში 50-ზე მეტი სახეობის დიდი ცხოველი ბინადრობს: იმპალა, ჟირაფი, ლომი, მარტორქა, ავაზა, ჯიქი, კარაკალი და სხვა კატისებრნი. აგრეთვე, მრავლად არიან სპილოები. ცხოველებთან ერთადამბოსელის პარკი 400-ზე მეტი სახეობის ფრინველის სამშობლოა. მათ შორის, მეომარი არწივის, ჯუჯაშევარდენის, ალკუნისა და კვირიონის. კილიმანჯაროს კიდევ ერთი „საჩუქარი“ მთიდან დალექილიათასწლოვანი ვულკანური მტვერია. ეს დღე და აქ გადაღებული კადრები სამუდამო სამფლობელოსდაიდებს თქვენს მეხსიარებაში.  AA Lodge Amboseli https://www.booking.com/Share-YpltuB

დღე 7: 24 თებერვალი
ცავოს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაკრძალები. ცავოს პარკი თავის ზომის გამო დასავლეთ დააღმოსავლეთ ნაწილებად არის გაყოფილი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნაკრძალად ითვლება. გზასოკეანემდე აღმოსავლეთ ნაპირის გავლით ვიწყებთ. წარმოუდგენელი სილამაზის ლანდშაფტი თავსარარეალურ სამყაროში გაგრძნობინებთ. ვულკანური ბორცვები და ბაობაბის ხეები მთლიანობაშიულამაზეს სანახაობას ქმნის. გინახავთ, სტივენ ჰოპკინსის ფილმი „მოჩვენება და სიბნელე“? სწორედ ცავოსდასავლეთ მხარეს მცხოვრები ლომების ლეგენდაზეა ის ამბავი. აქაური სპილოები გამოხატულადაგურისფერები ცავოს მიწის ქანების გამო არიან. იკვებებიან იქაური მცენარეებით, სიცხისგანთავდასაცავად იგანგლებიან მისსავე წითურ ტალახში. საუკუნეების განმავლობაში, ქცევის და კვებისრეჟიმმა ცაავოელ სპილოებს წითელი შეფერილობა ჩამოუყალიბა. გვიან ღამით ჩავალთ ინდოეთისოკეანის ულამაზეს, დიანის სანაპიროზე და მოვემზადებით ცხოვრებაში საუკეთესო დასვენების დღეებისგასატარებლად. Swahili Beach https://www.booking.com/Share-GHexhC

დღე 8, 9, 10: (25, 26, 27 თებერვალი)
ინდოეთის ოკეანე. ეს ის დღეებია როდესაც ყოველი წამის დაჭერა და მეხსიერებაში სამუდამოდ აღბეჭდვაგინდა: მზე, ოქროსფერი ქვიშა, საოცარი საკვები და ულამაზესი ლივლივა ოკეანე – ყველაფერი ერთად შენიბედნიერი განწყობისთვის. დიანას სანაპირო საუკეთესოა სკუბა დაივინგის, გიგანტურ თევზებზენადირობის და წყლის თხილამურების მოყვარულთათვის. ხმელეთზე მუდმივად ტარდება იოგის დამედიტირების პროფესიული ჯგუფების შეკრებები. შეგიძლია იშოპინგო, ისეირნო, დატკბე მზიანი ნაპირითდა დახელოვნდე ფოტოგრაფიაში. მომბასაში ჰაერიც ბედნიერების სურნელითაა გაჟღენთილი. Swahili Beach https://www.booking.com/Share-GHexhC

დღე 11:
მომბასა-ნაირობი-თბილისი. დილით გამომგზავრება (ექსპრეს მატარებლით, ან თვითფრინავით) ნაირობისმიმართულებით. საღამოს ფრენა თბილისის მიმართულებით.

მოგზაურობის პერიოდი: 17 – 28 თებერვალი / 2024 წელი
ტურის ღირებულება 12300 ლარი, ორ ადგილიან ნომერში, ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
სასურველია ყველა მონაწილეს ჰქონდეს გაკეთებული ყვითელი ცხელების აცრა. აცრა კეთდებასაბურთალოს ცხელების ცენტრში და იცავს ორგანიზმს მთელი ცხოვრების მანძილზე. უსაფრთხოა ჩვილიბავშვებისთვისაც. აცრის ქონის შემთხვევაში, გთხოვთ თან იქონიოთ ვაქცინაციის პასპორტი.

გთხოვთ, საფარის დღეებისთვის თან იქონიეთ თხელი გრძელ მკლავიანი და გრძელტოტიანი სამოსი, ფეხზეჩაიცვით წყალგამძლე (ტალახამტანი) მყარ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, არ დაგრჩეთ მზის სათვალე, მზისგან დამცავი ქუდი და მზისგან დამცავი საცხი.

მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს საგანგებო სიტუაციის, უამინდობის, პოლიტიკური ან სოციალურიპრობლემების შემთხვევაში, თუმცა ტურის განრიგი შესრულდება სრულად.

აუცილებელია თან იქონიოთ მზისგან და მწერებისგან დამცავი საშუალებები.

არ გჭირდებათ მალარიის საწინააღმდეგო აბები!

აუცილებელია საფარის დღეებში სრულად დაემორჩილოთ ადგილობრივ გამყოლს. მისი ნებართვის გარეშებაზის ან ტრანსპორტის დატოვება აკრძალულია.

რეკომენდებულია არ მიიღოთ ალკოჰოლი საფარი ტურის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ:

ტურზე ადგილის დადასტურება ხდება პირველადი 500$ შემოტანის შემდეგ, თქვენი მხრიდან ტურისგაუქმების შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.

ტურის ღირებულება არ იცვლება 15 სექტემბრის ჩათვლით. 15 სექტემბრიდან ღირებულებადაკორექტირდება ავიაბილეთების და მატარებლის ინდივიდუალურად დათვლილი საფასურის მიხედვით.

ავიაბილეთების სრული თანხა 1800$ უნდა იყოს გადახდილი ტურის დადასტურებიდან 20 სამუშაო დღეში

დანარჩენი თანხის გადანაწილება შესაძლებელია თქვენზე მორგებული გრაფიკით, თუნდაც ყოველთვიურიგადახდებით

სრული თანხა უნდა იყოს დაფარული 2024 წლის 1 იანვრამდე

საფარის ტურების განმავლობაში მცირედი ნაგვის გადაყრაც კენიის მთავრობის მიერ დადგენილი კანონითისჯება 950$ დოლარიანი ჯარიმით, ან 16 თვიანი თავისუფლების აღკვეთით.

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – 
ტურის მენეჯერი ნათია იმესაშვილი: ☎️ (032) 2 300-700; (შიდა ნომერი 303); მობ: 555308811

ან გვესტუმრე ახალ მისამართზე: 📌 თბილისი, მელიქიშვილის გამზირი N17

ტურისტული კომპანია “გუდ თრეველი” – 2010 წლიდან
ჩვენთან მუდამ სეზონია ☀️
  • ღირებულებაში შედის
    ორმხრივი საერთაშორისო ავიაბილეთი; დაზღვევა; ყველა ტრანსფერი ტურის მანძლზე; ყველა საექსკურსიო ბილეთი; ჯიპ-ტური საფარის პერიოდში, თითო ჯიპზე დამატებით უსაფრთხოების გამყოლით სრული სატრანსპორტო მომსახურება ავტობუსით ნაირობის ქალაქის ტურის დროს ადგილობრივი უსაფრთხოების სპეციალისტები გამყოლებად ადგილობრივი გიდი ქართულენოვანი გამყოლი უმაღლესი კატეგორიის სასტუმროები და ქემფები საფარის პერიოდში სამჯერადი კვება წყალი 1 ბოთლი 1 ადამიანზე დღეში, საფარი ტურის პერიოდში ექსპრეს მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთები ამბოსელი-მომბასა და მომბასა -ნაირობისმიმართულებით. (არჩევანი დამოკიდებულია შეძენის პერიოდში ფრენის ან მატარებლის განრიგზე დასკამების ოდენობაზე) ვიზა
  • ღირებულებაში არ შედის
    ნებისმიერი პირადი და სხვა ხარჯი რაც არ არის ტურში ნახსენები. სადილი, ვახშამი, რომელიც არ არის ტურის პროგრამაში ნახსენები. ალკოჰოლური, ან გაზიანი სასმელი. ერთ ადგილიანი განთავსება ნომერში (single room). მარტო განთავსების სურვილის შემთხვევაში, ტურისღირებულებას ემატება 910$ საჰაერო ბურთით ფრენა მასაი მარას თავზე (დამატებითი ღირებულება 500$). ჟირაფების სასტუმრო ნაირობში (დამატებითი ღირებულება საუზმის გარეშე კაცზე 875$ 1 ღამე ორადგილიან ნომერში განთავსებით). ოკანაზე დასვენების პერიოდში ტრანსპორტით მომსახურება ან სხვა სასურველი აქტივობა.
You don't have permission to register