logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

კრუიზის უპირატესობები

17 Oct

კრუიზის უპირატესობები

კრუიზი – დასვენების შესანიშნავი ვარიანტია მრავალფეროვანი არჩევანის გამო. არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ზომის კრუიზი, მორგებული ნებისმიერი ტიპის მოგზაურზე. თავგადასავლების მაძიებლებს შეუძლიათ იმგზავრონ განსხვავებული სიდიდის გემით – დაწყებული პატარა და ელეგანტურად მოწყობილი ლუქს კლასის ხომალდებით და დამთავრებული უზარმაზარი ლაინერებით. ქვემოთ გაგაცნობთ კრუიზების ძირითად უპირატესობებს.

ხელმისაწვდომობა – იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც შედის კრუიზის საბოლოო ღრებულებაში, ის წარმოადგენს დასვენების ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ ვარიანტს. ხომალდი – არა მხოლოდ სამოგზაურო სასტუმრო, არამედ უგემრიელესი კერძების, სახალისო გასართობების, გამდიდრების ექსკლუზიური შესაძლებლობების წყაროა. ზოგიერთ კრუიზში ბავშვებს და დამატებით სტუმრებს უფასოდ ან დაბალი ტარიფებით მოგზაურობის საშუალება ეძლევათ.

დანიშნულების ადგილების მრავალფეროვნება – საკრუიზო მიმართულებები ვრცელდება მთელს დედამიწაზე, ჩრდილოეთ ევროპიდან ანტარქტიდამდე, ტაიტიდან ალიასკამდე. ამას გარდა, მარშრუტების უმრავლესობა ხასიათდება სტილთა და მოგზაურობის ხანგრძლივობათა ფართო დიაპაზონით. ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ სადაც არ უნდა გაემგზავროთ, ჩემოდნიდან ნივთების ამოლაგება მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ!

შთამბეჭდავი გემები – თანამედროვე საკრუიზო ლაინერები აღჭურვილია ყველა თანამედროვე კომფორტით, რაც შეიძლება შეგვხვდეს სახმელეთო კურორტზე. გემზე აღმოაჩენთ კინოთეატრებს, აუზებს, რესტორნებს, სპა-ცენტრებს, საუცხოო კაიუტებს, განუმეორებელ ინდივიდუალურ მომსახურებას. შესანიშნავად გვესმის, რომ რაც იდეალურად უხდება ერთ კრუიზერს, შეიძლება არ შეეფერებოდეს მეორეს, ამიტომ გთავაზობთ მრავალ ვარიანტს.

გემრიელი სადილები – კრუიზები დამსვენებლებს სთავაზობს რესტორნებში უფასოდ სადილობას და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღებას. გემზე დაგხვდებათ ბუფეტები, დესერტის ჯიხურები, ყავის ბარები. მრავალი კრუიზი ითვალისწინებს ადგილობრივი სამზარეულოს კერძების მომზადებას, რათა მგზავრებს მათი დაგემოვნება შეეძლოთ.

ყველასთვის განკუთვნილი საბორტო აქტივობები – კრუიზები დამსვენებლებს სთავაზობს საბორტო გასართობების მრავალფეროვნებას, რომლებიც გათვლილია ყველა ასაკის ადამიანისათვის. მრავალ ხომალდზე შეხვდებით წყლის სასრიალო მთები, თვალუწვდენელი სამკლდეურო კედლები, ღია სპორტული მოედნები, ინტერაქციული სათამაშო შოუები და მრავალი სხვა. კრუიზის ფარგლებში შეგეძლებათ კულინარიულ მასტერ-კლასებსა და შემეცნებით სემინარებზე დასწრება, ხელოვნურ ბალახზე თამაში, აერობიკით დაკავება და სპა-პროცედურების გაკეთება.

უმაღლესი კლასის გართობა – კრუიზული არდადეგები მოიცავს უთვალავ საბორტო გართობას – კომედიურ შოუებსა თუ ბროდვეის სტილში შესრულებულ სპექტაკლებს. ბავშვებისთვისაც მოიძებნება მრავალი თავშესაქცევი. ნიჭიერი მუსიკოსების, მოცეკვავეებისა და მომღერლების წარმოდგენები უსათუოდ მოგიყვანთ აღტაცებაში. ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ სანახაობათა უმრავლესობა შედის ტარიფის ღირებულებაში და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საუცხოო სერვისი – ბორტზე ასვლის მომენტიდან, შამპანურით გამასპინძლებამდე, ცხადი ხდება, რომ კრუიზი დასვენების სრულიად სხვა სახეა, რომელიც სტუმრებზეა ორიენტირებული. მთელი მოგზაურობა აწყობილია დამსვენებელთათვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭების მიზნით, რათა მათი არც ერთი მოთხოვნილება არ დარჩეს დაუკმაყოფილებელი. დალევა გინდათ? სასმელს მყისვე მოგართმევენ. ნომერში ხართ და მოგშივდათ? საკვებს კაიუტაში სრულიად უფასოდ მოგიტანენ. აქტიური დღის შემდეგ დაიქანცეთ? მაშინ სპა-სალონში შეგიძლიათ ძალების აღდგენა.

უსაფრთხოება – საკრუიზო ლაინერები საკმაოდ უსაფრთხო დასვენების ვარიანტია. ინციდენტები ძალიან იშვიათად ხდება, თუმცა კვალიფიცირებული ოფიცრები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუდამ მზად არიან ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად. ყველა ხომალდი პროექტირდება, ექსპლუატირდება და გადის განმეორებით შემოწმებას უსაფრთხოების პირობების დასაკმაყოფილებლად. ამას გარდა, შემუშავებულია უსაშიშროების უზრუნველმყოფელი გეგმები და პროტოკოლები, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციებში ეფექტური მუშაობის გარანტიას იძლევა. ხომალდზე მუდამ მოიძიება მაშველი ნავების საკმარისი რაოდენობა ბორტზე მყოფი მგზავრებისათვის.

კეთილმოწყობილობა – პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კრუზები ძალიან მოსახერხებელია. მგზავრობის განმავლობაში არ მოგიწევთ პორტიდან პორტში, კუნძულიდან კუნძულზე, ქვეყნიდან ქვეყანაში გადასაადგილებლად ტრანსპორტის ძებნა. მრავალფეროვანი მენიუს მიხედვით მოგიმზადებენ უგემრიელეს კერძებს. გასართობები თქვენი კაიუტიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. მოკლედ, იდეალური დასვენებისათვის აუცილებელი ყველა პირობა გათვალისწინებულია.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register