logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

რომის 10 გასაოცარი ღირსშესანიშნაობა, რომელთა მონახულება ნამდვილად ღირს

12 Apr

რომის 10 გასაოცარი ღირსშესანიშნაობა, რომელთა მონახულება ნამდვილად ღირს


კოლიზეუმი

კოლიზეუმი, იგივე ფლავიუსის ამფითეატრი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომაული არქიტექტურული ძეგლია. იგი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად ადგილად ითვლება. კოლიზეუმი ააგო რომის იმპერატორმა ვესპასიანემ ჩვ.წ.-მდე 80 წელს.

“Anfiteatro Campano”

კამპანიის რეგიონში მდებარე ეს ამფითეატრი რომის უძველეს ნაგებობებს შორის ზომით მეორე ძეგლია. იგი ახ.წ.-ით პირველი საუკუნის ბოლოსა და მეორე საუკუნის დასაწყისში ააგეს. ეს ნაგებობა თავდაპირველად გლადიატორული ბრძოლების ჩასატარებლად გამოიყენებოდა.

პოპეის ვილა

ოპლონტისის ვილის სახელით ცნობილი ეს დიდებული არქტირექტურული ნიმუშიც კამპანიის რეგიონში მდებარეობს. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ერთ დროს აქ იმპერატორი ნეონი ცხოვრობდა.

 

პანთეონი

ერთ დროს პანთეონი რომალი ღმერთების თაყვანსაცემ ადგილს წარმოადგენდა. რომის ანტიკურობის ხანაში აღმართული ეს ნაგებობა დღემდე კარგად არის შემონახული. ვარაუდობენ, რომ ტაძრის მშენებლობა დასრულდა ძვ.წ. 27 წელს რომაელი სახელმწიფო მოხელის მარკო ვიპსანიო აგრიპას მფარველობის ქვეშ. რამდენიმე ხანძრის შედეგად პანთეონი ძლიერ დაზიანდა და ჩვ.წ. 124 წელს იმპერატორ ადრიანეს თაოსნობით ხელახლა აშენდა და თანამედროვე სახე მიიღო.

“ქვინტილიის ვილა”

“ქვინტილიის ვილა” ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ვილაა რომისკენ მიმავალ გზაზე. ის ააგეს ძმებმა ქვინტილებმა, რომლებიც მსახურობდნენ მარკუს ავრელიუსის საიმპერატორო კარზე.

 

პალატინის ბორცვი

პალატინის ბორცვი – ესაა ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ იმპერატორები და სხვა გავლენიანი მოქალაქეები. ფლავიუსის და ავგუსტინეს სახლები ყველაზე ადრე აგებულ შენობებს წარმოადგენდა და ისინი იმპერატორების რეზიდენციებად რჩებოდა მომდევნო 300 წლის განმავლობაში.

 

“ვილა დელ კაზალე”

სიცილიაში განლაგებული ეს ვილა რომაული მოზაიკების საუკეთესო კოლექციის საცავია. 1960 წელს იქ აღმოაჩინეს მოზაიკა, რომელზეც გამოსახულნი არიან საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი რომაელი ქალები.

 

ადრიანეს ვილა

250 არკზე გაშლილი ადრიანეს ვილა შედგება 30-ზე მეტ სრულყოფილად შემონახული შენობა-ნაგებობისგან. ეს უზარმაზარი ისტორიული ობიექტი მოიცავს აუზს, უძველეს ბიბლიოთეკებს, ზღვის თეატრს და გიმნაზიას.

 

ალბა ფუჩენსი

ალბა ფუჩენსის სასტუმრო მდებარეობს ქალაქ ბეს უძველესი ტბის ხეობაში, აბრუცოს რეგიონში. მისი ნანგრევები თარიღდება ძვ.წ. 300 წლით.

 

აპიანი გზა (“ვია აპია”) და კატაკომბები

“ვია აპია” ერთ დროს რომის იმპერიის მთავარი გზა იყო, ჯერ კიდევ ძვ.წ. 312 წლიდან მოყოლებული. ახლა აპიანი გზა არქეოლოგიური ობიექტია, სადაც აურაცხელი რაოდენობით უძველეს ძეგლებს, კოლუმბარიუმებს და კატაკომბებს აღმოაჩენთ.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register