logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

11 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოინახულოთ მაჩუ-პიქჩუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც

26 Sep

11 მიზეზი, თუ რატომ უნდა მოინახულოთ მაჩუ-პიქჩუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც

ცაში აზიდული ინკების იმპერიის ნანგრევები ნამვილად გასაოცარი სახილავია. ზღვის დონიდან 2430 მ სიმაღლეზე მდებარე ეს ადგილი დიდებული მთის მწვერვალებითაა გარშემორტყმული. სიტყვებით შეუძლებელია მაჩუ-პიქჩუს აღწერა, ის აუცილებლად უნდა ნახოთ საკუთარი თვალით. გთავაზობთ 11 მიზეზს, თუ რატომ უნდა ეკავოს პერუს მოწინავე ადგილი თქვენს მიერ მოსანახულებელი ქვეყნების სიაში.

არქიტექტურა

ინკების საინჟინრო გენიალურობა და სიზუსტე, განსაკუთრებით, ღრუბლებით გარემოცული მიწის ასეთი მცირე ნაგლეჯის ხილვისას უდავოდ იწვევს გაოცებას. ინკებმა აითვისეს აშლარის ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ხდება სამშენებლო ბლოკების იმგვარად ამოჭრა, რათა ისინი მჭიდროდ მიებჯინოს ერთმანეთს კირდუღაბის გარეშე. ქვები იმდენად მტკიცედ ეკვრის ერთურთს, რომ მათ შორის დანის პირსაც ვერ გაატარებთ. მაჩუ-პიქჩუს სტრუქტურული მთლიანობის მტკიცებულებაა ის, რომ დღემდე მან გაუძლო მიწისძვრებს და კოკისპირულ წვიმებს.

ღირსშესანიშნაობები

ნათელ დღეს ზღვის დონიდან 2430 მ თავბრუდამხვევ სიმაღლეზე მდებარე მაჩუ-პიქჩუდან იშლება სულისშემკვრელი ხედი. ცნობილი ნანგრევები გარშემორტყმულია ამაღლებული მწვერვალებით (აპუსი, რაც ქეჩუას ენაზე „წმიდა მწვრვალებს“ ნიშნავს), საიდანაც ხელისგულივით მოსჩანს გარემოცველი ხეობა.

საიდუმლო

ამ ნანგრევების დანიშნულება დღემდე რჩება არქეოლოგებს შორის დავის საგნად. საერთო მოსაზრების მიხედვით, მაჩუ-პიქჩუ საკუთარ მამულად აიშენა დიდებულმა ინკა პაჩაკუტიმ. ის აგრეთვე მომლოცველობის ადგილად ითვლება, რომელსაც ინკები სტუმრობდნენ მათი დიადი წინამძღოლისთვის პატივის მისაგებად. მომლოცველები ამ ადგილთან მისასვლელად გადიოდნენ გზას, რომელსაც ახლა „ინკების ბილიკი“ ჰქვია.

ინკები

ღირსშესანიშნაობებით ტკბობისას ტურისტი აღტაცებაში მოჰყავს ინკების დიდებულებას და მათ კულტურას. თავისი აყვავების პერიოდში ეს შესანიშნავი იმპერია გადაჭიმული იყო პერუდან ეკვადორამდე, ბოლივიამდე, ჩილემდე, არგენტინამდე და კოლუმბიის ნაწილამდე. მათი ღრმა გავლენა იგრძნობა მთელს პერუსა და სამხრეთ ამერიკის სხვა რეგიონებში.

შესაძლოა, მაჩუ-პიქჩუმ დიდხანს  ვერ  იარსებოს

ყოველ ზამთარს ტურისტთა უზარმაზარი გუნდები თავს იყრიან მაჩუ-პიქჩუს ნანგრევებთან. ასეთი პოპულარულობა უკვე საფრთხეს უქმნის ამ ადგილის არსებობას. იუნესკო განიხილავს თავისი საყოველთაო მემკვიდრეობის სიაში მისი შეყვანის შესაძლებლობას. მაჩუ-პიქჩუს გადარჩენის მიზნით პერუს ხელისუფლება დღითიდღე ზღუდავს მისი მონახულების მსურველთა რაოდენობას.

ისტორია

ინკების ეპოქიდან მოყოლებული ჰაირამ ბინგემის „აღმოჩენამდე“ (რასაც თან ახლდა დიდი დავა და უთანხმოება), მაჩუ-პიქჩუს ისტორია მრავალსაუკუნოვანი და მრავალწახნაგოვანია. სასურველია, რომ დიდი დრო დაუთმოთ ინკების და ამ ისტორიული ძეგლის წარსულის შესწავლას.

„ინკების ბილიკი“

„ინკების ბილიკი“ მაჩუ-პიქჩუზე არანაკლებაა ცნობილი, ეს ადგილი ყოველწლიურად ივსება ტურისტებით. ნანგრევების და ლამაზი პეიზაჟების გავლით ლაშქრობას მიჰყავხართ დანიშნულების საბოლოო ადგილამდე – მაჩუ-პიქჩუმდე.

კულტურა

კუსკო და მაჩუ-პიქჩუს გარემომცველი რაიონები მდიდარია კულტურული ღირსშესანიშნაობებით. ესაა ანდური ტრადიციების და პერუული კულტურის შეხამება. ამ რაიონში მცხოვრები ადამიანები საუბრობენ როგორც ესპანურად, ასევე ქეჩუას ენაზეც. აქ ყველაფერი უნიკალურია, დაწყებული ტანსაცმლით და დამთავრებული სალაპარაკო ენით.

თავგადასავალი

როცა წმინდა მიწაზე ფეხს დადგამთ, იგრძნობთ, რომ საკუთარი თავისთვის რაღაც ახალი აღმოაჩინეთ, განსაკუთრებით, თუ ეს-ესაა დაასრულეთ 4-დღიანი ლაშქრობა „ინკების ბილიკის“ გავლით.

                                                                                  მკვეხარობის უფლება

მაჩუ-პიქჩუ წმინდა გრაალია ყველა ტურისტული მიმართულებისთვის. იგი ნამდვილად იმსახურებს, რომ მისით ტრაბახობდნენ. მისი მონახულების შემდეგ არასოდეს შეწყვეტთ იმის მოყოლას, რომ ერთ დროს ამ ადგილს ეწვიეთ.

მოგონებები

მაჩუ-პიქჩუსა და წმინდა ხეობაში მოგზაურობა არასოდეს დაგავიწყდებათ. გადაიღეთ უამრავი ფოტო, რადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ მოგონებების გაცოცხლების სურვილი გექნებათ.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register