logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

15 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეს პერუ თქვენი შემდეგი მოგზაურობის ადგილი

26 Sep

15 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეს პერუ თქვენი შემდეგი მოგზაურობის ადგილი

პერუელები ყოველთვის სიამაყით საუბრობენ თავიანთ კულტურაზე. ამ ქვეყნის მკვიდრებმა ოდითგანვე იცოდნენ, რომ მათი მიწა და ტრადიციები განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ მათ სურთ აჩვენონ ეს მთელ მსოფლიოს.

გთავაზობთ პერუს გამორჩეულ თავისებურებებს, რომელიც შეგიქმნით მასზე ზოგად წარმოდგენას

 სანაპირო, მთები და ჯუნგლები ერთი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში

მოცემული სამი გეოგრაფიული თავისებურება პერუს კულტურულად მრავალფეროვან სახელმწიფოდ აქცევს. მისი არც ერთი რეგიონი არ ჰგავს მეორეს. პერუ – ეს არაა მხოლოდ კუსკო და ანდების მთათა სისტემა, ის აგრეთვე გამოირჩევა ამაზონის ხეობაში არსებული ხელუხელებელი სამოთხით მანუს ეროვნული პარკის სახით, არეკიპის კოლონიალური არქიტექტურით ვულკანის ფონზე და უროს ხალხის მცურავი კუნძულით პუნოს რეგიონში. პერუში სხვადასხვა მიზეზით ჩასულ სტუმრებს დასვენების უამრავი ვარიანტი ეძლევათ, დაწყებული ისტორიული და დამთავრებული აქტიური, სათავგადასავლო ტურიზმით. ასევე აღსანიშნავია პერუს მრავალფეროვანი სამზარეულოც, რომელიც მდიდარია ქვეყნის 24-ვე რეგიონისათვის დამახასიათებელი ინგრედიენტებით.

პერუული სამზარეულო

პერუს „გასტრონომიულმა ბუმმა“ გამოიწვია ამ ქვეყნის სამზარეულოს გავრცელება მთელს მსოფლიოში. პერუულ რესტორნებს ნებისმიერ დიდ ქალაქში შეხვდებით, თუმცა არაფერი შეედრება ცოცხლად და ტრადიციულად გაკეთებულ „სევიჩეს“ ან „ლომო სოლტადოს“, რომელთა მომზადებაც მხოლოდ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იციან.

ინკების იმპერია

კუსკო, რომელიც აგრეთვე ცნობილია ტაჰუანტისუიოს სახელით, ინკების იმპერიის დედაქალაქი გახლდათ. ის გადაჭიმული იყო კოლუმბიიდან ჩილემდე, თუმცა ინკებმა იმპერიის კუსკოდან მართვას მიანიჭეს უპირატესობა. ისინი იპყრობდნენ მცირე ან მომაკვდავ ცივილიზაციებს ყველგან, სადაც კი ფეხს დადგამდნენ. ამის გამო მათ დატოვეს თავიანთი კვალი არქეოლოოგიური საოცრებების სახით, რომელთაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდებით. თუმცა გამოსარჩევია ერთი მათგანი, რადგან მან დროის გამოცდას გაუძლო…

მაჩუ-პიქჩუ, ღვთაებრივი სასწაული

მაჩუ-პიქჩუ ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური კომპლექსია პერუში, რომელიც ხელუხლებელი სახით აღმოაჩინეს მე-20 საუკუნეში, დიდწილად იმის დამსახურებით, რომ კოლონიზატორებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ციცაბო მთის წვერზე, ანდების ცენტრში, ქალაქი შეიძლება ყოფილიყო გაშენებული. მისი არქიტექტურული სრულყოფილება და გასაოცარი პეიზაჟები დღემდე იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ეს წმინდა ადგილი ყველაზე მონახულებადია სამხრეთ ამერიკაში.

კარალი – ცივილიზაციის უძველესი ცენტრი ჩრდ. და სამხრ. ამერიკის კონტინენტებზე

იმ დროს, როცა ეგვიპტელები აგებდნენ ქვის აკლდამებს, პერუელები დაკავებულები იყვნენ თავიანთი პირამიდების მშენებლობით ქალაქ კარალში. ეს 5000 წლოვანი ქალაქი დღემდე არსებობს და იუნესკოს მიერ ჩრდ. და სამხრ. ამერიკის კონტინენტებზე არსებულ უძველეს ცივილიზაციადაა აღიარებული. წმინდა ადგილად მიჩნეული ეს ანტიკური საოცრება მდებარეობს შუა უდაბნოში, ლიმადან სულ რაღაც სამი საათის სავალზე.

სანაპიროები

სილამაზით გამოირჩევა პერუს მთელი ოკეანისპირა სანაპირო ზოლი. ქვეყნის ჩრდილოეთი რეგიონი განთქმულია საუკეთესო ტალღებით სერფინგის მოყვარულთათვის და, საერთო ჯამში, იქ შექმნილია სასიამოვნო ატმოსფერო იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ მოწყდნენ ტექნოლოგიებს და დედაქალაქის ქაოსს. როგორც ამბობენ, ერნესტ ჰემინგუეის სწორედ პერუს ჩრდილოეთ სანაპიროს მონახულების შემდეგ ეწვია შთაგონება თავისი რომანის „მოხუცი და ზღვის“ დასაწერად.

ტრადიციები და ლეგენდები

სხვა კულტურების მსგავსად, პერუს ცივილიზაციაც ქმნიდა მითებს, რომლებიც ხსნიდა მათ სამყაროს. ბევრი თანამედროვე ტრადიცია ეფუძნება უშუალოდ უძველეს რწმენა-წარმოდგენებს, ზოგიერთი მათგანი კი კულტურის დასავულურ ცივილიზაციებთან შეჯახების შედეგად იშვა. ორივე კულტურა წარმოდგენილია მხატვრული გამომსახველი საშუალებებით, თანაც, შენარჩუნებულია მრავალ ათასწლოვანი რწმენა-წარმოდგენები ცეკვებში, ტანისამოსში, საკვებსა და დღესასწაულებში.

ისტორია

პერუს ისტორია დაიწყო ამერიკაში კოლუმბის გამოჩენამდე ათასწლეულებით ადრე. საბედნიეროდ, მისი ნაწილი შემორჩენილია ნანგრევების და სხვა წეს-ჩვეულებების მეშვეობით, რომლებიც შეიძლება იქნას გამოყენებული უძველესი ისტორიის გასაშიფრად. პერუ – ესაა ქვეყანა, სადაც რომელიღაც მომენტში ერთმანეთს შეერია ყველა კულტურა (ანდურის, აფრიკულის, აზიურის და ევროპულის ჩათვლით), რაც მის ისტორიას მრავალფეროვანს და უნიკალურს ხდის.

თანამედროვე არქიტექტურა

იცოდით თუ არა, რომ მსოფლიოს საუკეთესო შენობა ქ. ლიმაში მდებარეობს? ამ ვერტიკალურ კოპლექსში არის სპეციალიზირებული საინჟინრო უნივერსიტეტი, რომელმაც გასულ წელს მოიპოვა RIBA-ს საერთაშორისო ჯილდო, როგორც სამოქალაქო ინჟინერიის განსაკუთრებულმა მაგალითმა (ასევე იმიტომ, რომ მსაჯებმა მასში თანამედროვე მაჩუ-პიქჩუ დაინახეს). ლიმაში ასევე მრავლადაა ულტრათანამედროვე შენობები, რომლებიც აგებულია უახლესი არქიტექტურული ტენდენციების გავლენით.

ამაზონის ხეობა და ხელუხლებელი სამოთხეები

პერუს ამაზონის რეგიონი დედაქალაქიდან მხოლოდ საათის საფრენ გზაზეა. ცოცხალი კულტურები, ლეგენდები, უნიკალური სამზარეულო და ტრადიციები – ეს მხოლოდ მოკლე აღწერაა იმ სამოთხისა, რომელიც დღემდე უმეტესად შეუსწავლელია. გსმენიათ აიაჰუასკას შესახებ? ადგილობრივი მკვიდრების თქმით, ამ სასმელს შუეძლია სამ საათში შეცვალოს თქვენი ცხოვრება. ჯუნგლები – საუკეთესო ადგილია მის დასაგემოვნებლად. გეოგრაფიული თვალსაზრისით, პერუ – არა ანდური, არამედ ამაზონიის ქვეყანაა.

ტიტიკაკა

ტიტიკაკა – სამხრეთ ამერიკის უდიდესი ტბა და მსოფლიოში ყველაზე მაღალი სანაოსნო წყალსატევია. ის იმდენად დიდია, რომ მასზე აბორიგენებმა ისლისგან ააგეს მცურავი კუნძულები. მიუხედავად იმისა, რომ ტიტიკაკა ბოლივიას ეკუთვნის, ამ ტბის მნიშვნელობა დამოკიდებულია მის წარმომავლობაზე, რომელიც უკავშირდება ინკების იმპერიას და ანდურ ცივილიზაციებს.

ცოცხალი კულტურები

პერუ ითვლის 82 ავტოქთონურ (ადგილობრივ) კულტურას და 47 ენას (მათგან 43 ჯუნგლების რეგიონში გვხვდება). პერუში ჩასულ ტურისტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ უძველეს კულტურებს, დაწყებული ამაზონიაში მცხოვრები ბორას ტომიდან, დამთავრებული კეროში დასახლებული ქეჩუას ხალხით. ასევე მნახველებს აქვთ საშუალება დააკვირდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლების დამოკიდებულებას ბუნებისადმი და მათ მაგალითზე ისწავლონ დედაბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება.

მთები და ლაშქრობა

ძველი პერუელები ზოგიერთ მთას ღვთაებებად მიიჩნევდნენ და მათ „აპუსს“ უწოდებდნენ. მაგალითად, აუსაგენტეს მთა, რომელიც სიმაღლით რიგით მეხუთეა პერუში, ქრისტეს სხეულის დღესასწაულზე ყოველწლიურად მომლოცველების თავშეყრის ადგილი ხდება. ანდების მთებში ლაშქრობისას მოლაქშრეების თვალწინ გადაიშლება წარმოუდგენელი პეიზაჟები, ისინი შეხვდებიან გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს და ნახავენ ნანგრევებს იმდენად შორეულ ადგილებში, რომელთა შესახებ მხოლოდ ადგილობრივმა მკვიდრებმა თუ იციან (როგორც ამბობენ, სწორედ ამგვარად აღმოაჩინეს მაჩუ-პიქჩუ).

გართობა და ღამის ცხოვრება

პერუელმა იცის, რომ კარგი წვეულება დააბალანსებს მის ცხოვრებას. ლიმას ან ნებისმიერი სხვა ქალაქის ღამის ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული მოდური კლუბებიდან, სადაც წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ადგილები, დამთავრებული სასადილოებით, სადაც მუსიკოსები ასრულებენ კრიოლას ძველ მუსიკალურ ჰიტებს. ღამის ცხოვრება – ეს არაა უბრალოდ კოსმოპოლიტური კონცეფცია. ზოგიერთი საუკეთესო წვეულება იმართება პატარა ქალაქებში, სადაც ტრადიციები მძლავრობს და იგი გართობის იდეას სძენს სრულიად განსხვავებულ კულტურულ კონტექსტს.

პისკო

პერუელები მთელს მსოფლიოში უწევენ პოპულარიზაციას პისკოს, ბრენდისმაგვარ ლიქიორს. ამ სასმლის დაგემოვნება ნამდვილად ღირს! შესაძლოა, უკვე გსმენიათ კიდეც ძლიერი პისკო მჟავეს შესახებ. ორსონ  უელსი იმდენად მოიხიბლა ამ სასმლით, რომ მან ერთ ღამეში 42 ბოთლი გამოცალა. პისკოს სიმჟავეს აძლევს ციტრუსები ან კოკის ფოთლები. არაფერი შეედრება პისკო მჟავეს ლიმის ცენტრში ან ბარანკოს სანაპიროზე.

 

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register