დაგეგმე წინასწარ შენი შემდეგი მოგზაურობა
დაგეგმე წინასწარ შენი შემდეგი მოგზაურობა
ყველას გვაქვს ოცნება და დიდი სია აუცილებლად სანახავი ქვეყნების და ქალაქების. სწორედ ახლა კარგი დროა პრიორიტეტების მიხედვით შეადგინო თავდაპირველი სია იმ ქვეყნების, ქალაქების და აქტივობების, რომელიც თქვენს აღფრთოვანებას იწვევს და რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი
– გინდა დალაშქრო მაჩუ-პიქჩუს ინკების ქალაქი? – ჩაწერე შენს აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში;
– გინდა ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოხტომა და ფრენა დუბაის ცათამბრჯენების თავზე? – ჩაწერე შენს სამოგზაურო სიაში;
– გინდა ბავშვებთან ერთად იტალიაში მოგზაურობა? ესაუბრე ბავშვებს პომპეის შესახებ – პომპეიში!..
წინასწარ, კარგად დაგეგმარებული მოგზაურობა დაგეხმარება თავიდან აიცილო ის შეცდომები, რომელსაც მანამდე ხშირად უშვებდი.
ასე რომ, გადაწყვიტე:
სად უნდა წახვიდე, რა უნდა ნახო, რა უნდა გააკეთო, რა უნდა წაიღო და რა უნდა დატოვო შენი შემდეგი დაგეგმარებული და დაუვიწყარი მოგზაურობისათვის.
Sorry, the comment form is closed at this time.