logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ტაილანდი

16 Nov

ტაილანდი

ტაილანდის სამეფო მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ინდოჩინეთისა და მალაკის ნახევარკუნძულებზე. ესაზღვრება ანდამანის ზღვა და ტაილანდის ყურე. ტაილანდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეტნაკლებად განვითარებული სახელმწიფოა, სადაც ცათამბჯენები და ტრადიციული კულტურა, განვითარებული კურორტები და ხელუხლებელი ბუნება, ბიზნეს ცენტრები და უძველესი ტაძრები, სუპერ თანამედროვე ტექნოლოგიები და პირველყოფილი ტომები ჰარმონიულად თანაარსებობენ.

საუკეთესო დრო ტაილანდში ვიზიტისთვის

ტაილანდის კლიმატი არის ტროპიკული, ტემპერატურის და ტენიანობის მაღალი მაჩვენებლითა და დომინირებული მუსონებით. აპრილი და მაისი არის წლის ყველაზე ცხელი თვეები. ივნისი არის სამხრეთ-დასავლური მუსონების დასაწყისი, მას მოაქვს წვიმები, რომელიც შენაცვლებით, მაგრამ მაინც გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე ჰავა არის ნაკლებად ქარიანი და ტენიანობაც შემცირებულია. ეს არის ძირითადად ტურისტული სეზონი და ყველაზე კარგი დრო ტაილანდის მოსანახულებლად. აღსანიშნავია მიქცევ-მოქცევის პერიოდიც,რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მგზავრმა ტაილანდში ვიზიტისას. ყველაზე ნაკლებად მიქცევ -მოქცევა იგრძნობა ტაილანდის ერთ-ერთ რეგიონში კოსამუიზე.

ის რაც აუცილებლა უდა ვნახოთ ტაილანდში ვიზიტის დროს

კაშკაშა თეთრი სანაპიროებით ,ტროპიკული ჯუნგლებით, მომხიბლავი, კულტურული ღირშესანიშნაობებით ტაილანდი რჩება ერთ-ერთ დამაინტრიგებელ ქვეყნად. ის რაც აუცილებლად უნდა ვნახოთ ტაილანდში მოგზაურობისას:

ბანგკოკი

ტაილანდის დედაქალაქი ბანგკოკი – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, ეკონომიკურად ყველაზე დინამიური ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მიმზიდველი ტურისტული ადგილია. ბანგკოკში უამრავი კულტურული და ისტორიული სანახაობაა,ერთმანეთთან არის კომბინირებული უზარმაზარი ცათამბჯენები და არქიტექტურული ძეგლები, ზღაპრული გალერეებით და მუზეუმებით. ბანგკოკს შეიზლება ესტუმროს ყველანაირი ინტერესის მქონე ადამიანი: ვისაც უყვარს თანამედროვეობა, არქიტექტურა, შოპინგი, გართობა. მის მიმზიდველობას ხაზს უსვამს სიიაფეც, რომელიც გასაოცარია ასეთი ქალაქისთვის.

პხუკეტი

ტაილანდი დიდი კუნძულია და მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია პხუკეტი. ტურისტებს პხუკეტი თავისი ტროპიკული ბუნებითა და სუფთა წყლით იზიდავს. გარდა კომფორტული დასვენებისა თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ქალაქის დიდებულ არქიტექტორულ ძეგლებს, რომელიც ჩინურ-პორტუგალიურ სტილშია ნაგები. მოინახულოთ ნაციონალურ პარკში აკვარიუმი ან ზღვის მარგალიტების ფერმა. საზღვაო სეირნობის მოყვარულებს შეუძლიათ კატერით გაემგზავრონ კუნძულ პხი-პხიზე, სადაც თითქმის ველური ბუნება და პლაჟებია. პხუკეტი ცნობილია სპორტის საწყალოსნო სახეობებით: დაივინგი, სერფინგი, წყლის თხილამურები, სეირნობა სკუტერით და ა.შ. პხუკეტი ქვეყნის იახტ-ცენტრია, აქვეა მსოფლიო სტანდარტების მქონე გოლფ-კლუბი. პხუკეტის ყველაზე ცნობილი და განვითარებული კურორტია– პატონგი. სადაც ქათქათა ქვიშის სანაპირო გადაჭიმულია 4 კილომეტრის სიგრძეზე. აქ განლაგებულია უამრავი სასტუმრო, ბარი, რესტორანი, დისკოტეკა, გოუ–გოუ შოუ და ღამის კლუბები.

პატაია

ეს არის მთელი აზიის საუკეთესო კურორტი. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა პლაჟები გახლავთ, რომლის გასწვრივაც ჩამწკრივებულია: კაფე-ბარები, რესტორნენი და მაღაზიები. აქ გართობისა და დასვენების უდიდესი არჩევანია. წყლის თხილამურები, აკვალანგები, ვიდსერფინგი, დაივინგი, და ა.შ. შეგიძლიათ ითამაშოთ ჩოგბურთი, ბოულინგი, ბილიარდი, გოლფი, ისეირნოთ ცხენით და სხვ. მხოლოდ ტაილანდში შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოში უდიდესი ნიანგების ფერმა, გაწვრთნილი სპილოების შოუ, დატკბეთ ნაციონალური ცეკვებით. გაერთოთ აკვაპარკის ატრაქციონებით.

კო სამუი

კო სამუი ძალიან პოპულარულია ოჯახური დასვენებისთვის ,თაფლობის თვის გასატარებლად და მათთვის ვინც მარტო მოგზაურობს, აქვს ულამაზესი სანაპიროები, რამოდენიმე ადგილი შოპინგისთვის. კო სამუი მდიდარია მაღალი დონის სპა სალონებით.

პაი

ერთ დროს მშვიდი ბაზრის სოფელი იყო, რომელიც დასახლებული იყო. ახლახან პეი გამოჩნდა ტაილანდის ტურისტულ რუქაზე და მიიღო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული განახლება, მათ შორის აეროპორტი.

ქალაქის შემოგარენში არის აბაზანები და სპილო ბანაკები. ქალაქის ფარგლებს გარეთ, არსებობს მრავალი ჩანჩქერი და მრავალი ცხელი წყარო, რომლებიც ტემპერატურაზე ცვალებადობენ 27-39 ° C- დან (80–102 ° F). კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა ქალაქის შესანიშნავი ოთხშაბათის ბაზარი,რომელიც თავისი სიფერადიტგაგაოცებთ. Pai- ს აქვს რეგულარულად მუსიკალური ფესტივალები, ასევე გაიმართება Enduro- ს საერთაშორისო ჩემპიონატი.

კო ტაო

არის ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი. კუნძული ცნობილია დაივინგით,ლაშქრობებით ,კლდეზე ცოცვით. ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია საირი, დასავლეთ სანაპიროზე, რომელსაც აქვს 1,7 კილომეტრიანი თეთრი ქვიშიანი პლაჟი. ჩალოკ ბაან ხაო, კუნძულის სამხრეთით, სულ უფრო პოპულარული ხდება,უამრავი გრანიტის ლოდებით, როგორც ტყეებში, ასევე კო ტაოს პლაჟებზე.

ჩაინგ მეი

ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული კერაა. ასობით უძველესი ტაძარი და ღირშესანიშნაობა შერწყმულია ბუნებასთან. ჩაინგ მეი-ს ღამის ზოოპარკი არა თუ ბავშვებს,არამედ დიდებსაც ხიბვლავს. მოინახულებთ ეთნიკურ ტომებს, გაეცნობით უამრავ განსაცვიფრებელ ჩანჩქერს და სპილოებთან ერთად გაისეირნებთ .

აიუტათაი

არის ტაილანდის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი.ბანგკოკიდან ჩრდილოეთით 76 კილომეტრში მდებარეობს და მრავალრიცხოვანი ბრწყინვალე ნანგრევებით გამოირჩევა. ნანგრევებზე მეტყველებს ის, რომ აიუტათაი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ – ერთი (და ალბათ მსოფლიოს) ყველაზე წარმატებული ქალაქი მე –17 საუკუნეში და მის ფარგლებს გარეთ. Phra Nakhon Si Ayutthaya ისტორიული პარკი, ისტორიული ადგილის უზარმაზარი მხარე, რომელიც მდებარეობს Ayutthaya- ს შუაგულში, წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს 1991 წლის 13 დეკემბრიდან.

სუხოტაი

ტაილანდის კიდევ ერთი უძველესი დედაქალაქი, სუხოტაი ამაყობს დიდებული ნანგრევებით.დამსხვრეული კედლები, ფართო საძირკველები, შთამბეჭდავი ქედები და პაგოდები, ბუდას გამოსახულებები ყველა ზომის და პოზაში, მზიანი სვეტების და დარბაზებისა და სხვა შენობების ნაშთები ეს ის სანახაობაა,რომელიც აქ დაგვხდებათ.

ჩიანგ რაი

ულამაზესი, ბუდისტური, ორნამენტული თეთრი ტაძარი, რომელიც მდებარეობს ტაილანდის ჩრდილოეთ, ბუდისტური და ინდუსური მოტივები.

რა უნდა ვჭამოთ/დავლიოთ ტაილანდში

ადგილობრივი სამზარეულო – ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამზარეულოდ. გამოირჩევა ცხარე და მრავალფეროვანი კერძებით. ტერიტორიული სიახლოვის გამო ტაილანდურ სამზარეულოში ინდოეთის მნიშვნელოვანი გავლენა იგრძნობა. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ინდოეთში ყველა კერძი მზადდება ერბოს, რძისა და სუნელების დამატებით, ხოლო ტაილანდში ეს ინგრედიენტები არ გამოიყენება და ჩანაცვლებულია ქოქოსის რძით, ქოქოსის ზეთით, ლემონ გრასით, სუნელებითა და რეჰანით. ტაილანდური სამზარეულოს მთავარი პროდუქტი კი ბრინჯია, თანაც თითოეულ პროვინციაში ადგილობრივ ჯიშებს ანიჭებენ უპირატესობას. ბრინჯის იგნორირება არ ღირს მაშინაც კი, როცა ის არ გიყვარს, რადგან ის ერთგვარი ცეცხლმაქრის როლს ასრულებს უცხარესი ტაილანდური კერძების მირთმევისას.

საუკეთესო კერძები, რაც კი ტაილანდში შექმნილა

ამ კერძთაგან ნებისმიერი შეიძლება იყოს როგორც ვეგეტარიანული, ასევე ქათმისა თუ ღორის ხორცით, თევზით ან ზღვის პროდუქტებით მომზადებული.

ტომ იამი – ტაილანდური სამზარეულოს სავიზიტო ბარათი ტომ იამი ტაილანდური სამზარეულოს ალბათ ყველაზე ცნობილი კერძია. პად ტაი – ტაილანდური სამზარეულოს კლასიკა პად ტაი არის ბრინჯის ფქვილისგან შექმნილი ატრია ამ კულინარიული საოცრების მირთმევა შესაძლებელია როგორც ქუჩის ფასტ-ფუდებში, ისე სოლიდურ რესტორნებშიც.

სალათი სომ-ტუმი – პაპაიის, პომიდვრისა და მწვანე ლობიოს სიმბიოზი. სომ-ტამი ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციების კერძია. იქ მას მიირთმევენ წებოვან ბრინჯთან ერთად, მაშინ როცა დანარჩენ ტაილანდში სომ-ტამი განიხილება როგორც მეორე ხარისხოვანი კერძი ან ძირითადი კერძების წინ მისართმევი სალათი

ბლითები როტი ტაილანდური სამზარეულოს კიდევ ერთი მარგალიტი ბლითები ბანანით, მანგოთი, ანანასით შედედებული რძითა და თხევადი შოკოლადით არის ტაილანდის კიდევ ერთი გასტრონომიული სასწაული, რომელიც ენატრება ყველას ვისაც კი დაუგემოვნებია.

რეგიონალური სასმელები

Mekhong – ვისკი , Sam Song – ტაილანდში ყველაზე პოპულარული რომი ,Cha yen – ტაილანდური ყინულიანი ჩაი,ადგილობრივი შავი ჩაი ყინულით და რძით. Singha – საუკეთესო ადგილობრივი ლუდი, Chang – ლუდი, რომელიც ღირს იაფი და სწორედ ამის გამო არის პოპულარული.

სავიზო ინფორმაცია

საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა კეთდება ერევანში. იმ შემთხვევაში თუ მგზავრი ტურისტულად მიდის 15 დღემდე ვადით ,ვიზა არ არის საჭირო.

ღამის ცხოვრება ტაილანდში

ტაილანდი, ეს ის ადგილია სადაც ღამის ცხოვრება „ყვავის“,ქვეყანა აღჭურვილია ყველაფრით ,რაც შეიძლება წარმოიდგინოს ან ვერ წარმოიდგინოს ღამის ცხოვრების მოყვარულმა ტურისტმა. ბევრი გართობა, სასმელი, წითელი შუქის ქუჩები ეს ყველაფერი უხვად არის

ბანკოკში, ფუკეტში პატაიასა და სხვა ქალაქებში. ძალიან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ „ელ ჯი ბითი“პირებისადმი. მუსიკის მოყვარულებისთვის არის უამრავი ჯაზ კლუბები და რეგი ბარები ,სადაც შეძლებენ მოუსმინონ მათთვის სასურველ მუსიკას და განიტვირთონ მაქსიმალურად.

რეკომენდაციები ტურისტებს

მაღალი რისკია ა ჰეპატიტით, მალარიით და იაპონური ენცეფალიტით დაავადების. საჭიროა სამედიცინო დაზღვევა. ქუჩის დანაშაულებები თითქმის არ არსებობს. არ შეიძლება სამეფო ოჯახის კრიტიკა. ადამიანის თავი ითვლება სხეულის ყველაზე წმინდა ადგილად და არ შეიძლება შეხება. ბუდას ყველა ქანდაკება ითვლება წმინდად და არ შეიძლება მათზე აძვრომა ფოტოების გადასაღებად (ისჯება მკაცრად). შორტები დაშვებულია მხოლოდ პლაჟზე და სასტუმროებში. სახლებში და ტაძრებში შესვლისას აუცილებლად ფეხზე უნდა გაიხადოთ. ქალებს ტაძრებსა და სამეფო სასახლეში შესვლისას აუცილებლად უნდა ეცვათ მკლავებდახურული ტანსაცმელი. 2007 წლიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აკრძალულია. კატეგორიულად აკრძალულია ნარკოტიკებისა და ნარკოტიკის შემცველი წამლების შეტანა საზღვარზე (ისჯება სიკვდილით)

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register