იტალიის 10 საუკეთესო სანაპირო კამკამა წყლის პირას.
ოტრანტო,აპულია
ოტრანტო – ქალაქი და კომუნაა ლეჩეს პროვინციაში, ნაყოფიერ რეგიონში, რომელიც ერთ დროს ცხენების მრავალფეროვანი ჯიშებით იყო განთქმული. იგი განლაგებულია სალენტოს ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
კუნძულ ბუდელის ვარდისფერი სანაპირო
ზღაპრულმა “Spiaggia Rosa”-მ (ვარდისფერი სანაპირო) ეს სახელი მიიღო ქვიშის ფერის გამო. ის გაჯერებულია მარჯნის ფრაგმენტებით, ნიჟარებითა და გრანიტის წინწკლებით.
სან-ფრუტუოსო, პორტოფინო
ეს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და ლამაზი სანაპიროა ლიგურიის რეგიონში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ტიგულიოს ყურეში დასვენებისას.
მონტე არჯენტარიო, ტოსკანა
მონტე არტენჯარიო – ნახევარკუნძულია გროსეტოს პროვინციაში, ტოსკანის რეგიონში. იგი ფლორენციიდან დაალოებით 150 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ტროპეა, კალაბრია
ტროპეა ვიბო-ვალენტინის პროვინციის (კალიბრიის რეგიონი) მუნიციპალიტეტია. წმინდა ევფიმიის ყურეში მდებარე ეს ქალაქი საცურაო ადგილს წარმოადგენს.
ვიარეჯო, ტოსკანა
ვიარეჯო – ქალაქი და კომუნაა ტოსკანის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მეორეა ლუკას პროვინციაში ( 64 ათასი ადამიანი).
სან ვიტო ლო კოპო, სიცილია
სან ვიტო ლო კოპო – ქალაქი და კომუნაა კუნძულ სიცილიაზე. იგი ტრაპანის პროვინციის ადმინისტრაციული ნაწილია. ეს პლაჟი ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკურია იტალიაში.
ფორტე-დეი-მარმი, ტოსკანა
ფორტე-დეი-მარმი საზღვაო ქალაქი და კომუნაა ლუკას პროვინციაში, ტოსკანის ჩრდილოეთით, რომელიც ცნობილია თავისი გრძელი ქვიშიანი სანაპიროთი.
სანსონეს პლაჟი, ტოსკანა
სანსონე კუნძულ ელბას ერთ-ერთი საუკეთესო პლაჟია. თეთრი კენჭოვანი სანაპირო, რომელსაც შეუძლია დაიკვეხნოს კამკამა წყლით. ის საკმაოდ პოპულარულია და მის ფონზე ათასობით ტურისტი იღებს ფოტოებს.
ჩია ბაია, სარდინია
ჩია ბაია თეთრი ქვიშით, 25 მ-იანი თეთრი დიუნებით და კრისტალურად სუფთა, ფირუზისფერი შეფერილობის მქონე წყლით მოგაგონებთ კარიბის ზღვის იდეალურ პლაჟს.
Sorry, the comment form is closed at this time.