იტალიის 11 საუკეთესო რომანტიკული სასტურმო

იტალიის 11 საუკეთესო რომანტიკული სასტურმო

“სანტა კატერინა-ამალფი”

ძველი სტილის ეს სასტუმრო დაარსა ერთმა ოჯახმა, რომლის მე-4 თაობა მართავს ახლა ამ დაწესებულებას.“სანტა კატერინა-ამალფის” გამორჩეული თავისებურებაა მისი სანაპირო კლუბის გემბანი, სადაც შეზლონგები პირდაპირ წყლის პირას აწყვია.

“ჩივიტის გამოქვაბული”

“ჩივიტის გამოქვაბული”

იტალიის სამხრეთში არსებული სასი მატერა - გამოქვაბულის სახლების უჩვეულო ლაბირინთია, რომლებიც ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანით თარიღდება. სწორედ აქ, ტუფეს რბილი ქვისგან ააშენა შვედმა-იტალიელმა კილგრენმა შესანიშნავად დაპროექტებული 18-ნომრიანი სასტუმრო.

“ფელტრინელის ვილა”

“ფელტრინელის ვილა”

იტალიის ყველაზე დიდ ტბაზე (გარდას ტბა) გაშენებული მე-19 საუკუნის ეს ფეერია 1943-1954 წლებში მუსოლინის სახლს წარმოადგენდა. დღესდღეობით ამ სასტუმროს ბევრი მაღალი კლასის მოგაზური ირჩევს. თითოეულ სტუმარს 2 თანამშრომელი ემსახურება. ამ სასტუმროში ასევე დაგხვდებათ მიშლენის ვარსკვლავით მონიშნული რესტორანი.

“ლე სირენუზე-პოზიტანო”

“ლე სირენუზე-პოზიტანო”

როცა 50-იან წლებში ჯონ სენბეკი აქ დარჩა, მან “ლე სირენუზეს” “თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნილი ძველი ოჯახური სახლი” უწოდა. ის დღემდე თავშეკავებული დახვეწილობის მწვეერვალია.

“ბორგო სანტო პიეტრო” (ტოსკანა)

“ბორგო სანტო პიეტრო” (ტოსკანა)

კლაუს თოტრუბმა შეიძინა მე-13 საუკუნით დათარიღებული ეს ვილა სან-გალგანოს მშვენიერი სააბატოს გვერდით საკუთარი ცოლისათვის საქორწინო საჩუქრად. 15 წლის შემდეგ, ეს საუკეთესო ადგილია თაფლობის თვის გასატარებლად.

სასტუმრო “Casa Privata” - “კერძო სახლი” (პრაიანოს კომუნა)

სასტუმრო “Casa Privata” - “კერძო სახლი” (პრაიანოს კომუნა)

ამალფის სანაპიროზე მდებარე ეს პატარა სასტუმრო (სულ 7 საძინებლით) იდეალური ვარიანტია წყვილებისათვის, რომელთაც განმარტოება საურთ. მეთევზის ძველი სახლის ქვეშ 4 ტერასაა გაშენებული.

“მონტევერდი” (ტოსკანა)

“მონტევერდი” (ტოსკანა)

მე-14-მე-15 საუკუნეებში კეთილმოწყობილი ვალ დორჩა ფლობს უნიკალურ ესთეტიკას, რომელიც უკვდავყოფილ იქნა აღორძინების ეპოქის მხატვრობაში და იმ დროიდან მოყოლებული მან დაიპყრო არაერთი მნახველის გული, მათ შორის იყო ინგლისელ-იტალიელი ადვოკატი მაიკლ ჩიოფი.

“პალაცო მარგერიტა”

“პალაცო მარგერიტა”

ეს ერთ-ერთი კურორტია, რომელიც ეკუთვნის ფრენსის ფორდ კოპოლეს. მე-19 საუკუნეში აგებული სასტუმრო “პალაცო მარგერიტა” მდებარეობს ქალაქ ბერნალდში, სადაც რეჟისორის ბაბუა დაიბადა.

ნაპოლეონ III -ის რეზიდენცია (რომი)

ნაპოლეონ III -ის რეზიდენცია (რომი)

ეს 3-ოთახიანი ნომერი მდებარეობს ესპანური კიბის შორიახლოს. მას მოცემული სახელი საფრანგეთის იმპერატორის საპატივცემულოდ ეწოდა. იგი განლაგებულია ბელეტაჟზე, რომელიც ეკუთვნის პრინცესა ლეტიცია რუსოლის.

“მარია ადელი” (ვენეცია)

“მარია ადელი” (ვენეცია)

მე-16 საუკუნის ამ 12-სართულიან პალაცოს უჭირავს შესაშური ადგილი დორსოდუროს წყნარ კვარტალში, სალუტეს ტაძრის უკან, პეგი გუგენჰაიმის მუზეუმიდან ორ ნაბიჯში. “მარია ადელს” აქვს ცალკე გასასვლელი გრანდ-არხზე.

“ილ პელიკანო”

“ილ პელიკანო”

არჯენტარიოს კლდოვან ნაპირზე განლაგებული ეს სასტუმრო ტურისტებს სთავაზობს ყველაფერს საუკეთესოს ორი სამყაროდან: მის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე მარემის შუასაუკუნოვანი სოფლებია, ხოლო პირდაპირ კი იშლება ხედი ტირენის ზღვაზე.

მოგეწონათ მიმართულება?

მოგვწერეთ და ზუსტად ასეთ მოგზაურობას დაგიგეგმავთ — ჯგუფთან ერთად ან ინდივიდუალურად.

შეუკვეთეთ ტური