logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ათენის განუმეორებელი ღირსშესანიშნაობები

26 Jun

ათენის განუმეორებელი ღირსშესანიშნაობები

ოლიმპოელი ღმერთის ტაძარი

ოლიმპეიონი ჩვენამდე მოღწეულ ათენის ანტიკურ ნაგებობათა შორის უდიდესია. ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა ძვ.წ. მე-5 საუკუნეში პისისტრატეს დროს, სალოცავმა დასრულებული სახე მიიღო მხოლოდ შვიდი ასწლეულის შემდგომ, რომაელის იმპერატორის – ადრიანეს პერიოდში. საყდრის შიგნით იდგა ორი დიდებული ქანდაკება – პირველი, უხვად ინკრუსტირებული ოქროთი და სპილოს ძვლით, გამოსახავდა ზევსს. ბრინჯაოსგან დამზადებული მეორე სკულპტურა კი იმპერატორ ადრიანესადმი იყო მიძღვნილი. სამწუხაროდ, ანტიკური ხუროთმოძღვრების ეს უბადლო ნიმუში საზეიმო გახსნიდან სულ რაღაც ნახევარი საუკუნის შემდეგ გადაწვეს და დაარღვიეს საბერძნეთში შეჭრილმა გერმანელმა ბარბაროსებმა. დღესდღეობით ოლიმპეიონისგან შემორჩენილია ნანგრევები, რომელიც გვიქმნის წარმოადგენას ამ ნაგებობის ზომებზე.

კიკლადური ხელოვნების მუზეუმი

კიკლადები – ეგეოსის ზღვაში მიმოფანტული კუნძულებისგან შემდგარი არქიპელაგია. ის გამოირჩევა მდიდარი ისტორიული წარსულით, რომელიც სათავეს იღებს კრეტა-მიკენური ეპოქიდან. კუნძულებზე შემოინახა მათი უძველესი მაცხოვრებლების მატრიალური კულტურის მრავალი ნივთი. ასეთი არტეფაქტების დიდი კოლქცია შეაგროვა ბერძენ მეწარმეთა ოჯახმა, გვარად გალანდრისებმა. 1986 წელს ნიკოლას გულანდრისის ინიციატივით ათენში გაიხსნა კიკლადური ხელოვნების მუზეუმი.

ეროვნული ბაღი

ეროვნული ბაღი მდებარეობს ათენის ცენტრში. ის დაარსდა 1939 წელს ქვეყნის მმართველის, დედოფალ ამალიას პატივსაცემად. დღესდღეობით იქ წარმოდგენილია ფლორის 15 ათასზე მეტი სახეობის წარმომადგენელი. ბაღის შუაგულში განთავსებულია საბერძნეთის პარლამენტის შენობა.

„პანათინაიკოსის“ სტადიონი

„პანათინაიკოსი“ – მსოფლიოში დღემდე გამოყენებად სტადიონებს შორის უძველესია. ის გაიხსნა ძვ.წ. 329 წელს სპორტულ ასპარეზობათა გასამართად, რომელთაგან აღსანიშნავია პანათენიაკის თამაშები. ეს ნაგებობა დამზადებულია თეთრი მარმარილოსგან და ერთდროულად 50 ათასამდე მაყურებელს იტევს. „პანათინაიკოსი“ შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი თანამედროვე ოლიმპიადის ჩატარების ადგილი, ის 1895 წელს გაიმართა.

ათენის აგორა

აგორა ძველბერძნულ პოლისებში ქალაქის მოედანს წარმოადგენდა. ათენში ის ძირითადი სავაჭრო და საზოგადოებრივი ცენტრი იყო. იქ ეწყობოდა სახალხო კრებები, ხდებოდა ერთობლივად გადაწყვეტილებების მიღება, მტკიცდებოდა კანონები და წყდებოდა საზოგადოების ბედი.

ათენის აგორა მდებარეობს დამრეც ფერდობზე, აკროპოლისის ჩრდილო-დასავლეთით. მას მოსაზღვრავს მონასტირაკის უბნის სავაჭრო ქუჩები. აგორის ტერიტორიაზე მდებარეობს ჰეფესტოსის საყდარი და წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესია, ასევე არქეოლოგიური მუზეუმი.

ჰეფესტოსის ტაძარი ააგეს მჭედლობის მფარველისა და კერამიკის ქალღმერთ ერგანის პატივსაცემად. მათი ქანდაკებები გამოკვეთა უნიჭიერესმა ალკამენისმა.

ზევსი ელევტერიოსი იყო დამოუკიდებლობის დამცველი, ამიტომაც მისი სახელობის გალერეაში ინახება იმ ადამიანთა ფარები, რომლებიც იბრძოდნენ ათენის თავისუფლებისათვის.

ათენის აგორა ყოველთვის იზიდავდა ძველი საბერძნეთის ინტელიგნციას, ამიტომ მის ტერიტორიაზე ააშენეს ჩარდახი, რომელიც იტევდა ათასამდე ადამიანს, და აგრეთვე წიგნთსაცავი, სადაც დაცული იყო მანუსკრიპტები, პაპირუსსა და პერგამენტზე შესრულებული ჩანაწერები.

ფოლოსი – პრიტანების (სახალხო საბჭოს წევრები) რეზიდენციაა, რომელიც ააგს ძვ.წ. 460 წელს. ისინი მართავდნენ 35 დღე და ვალდებულები იყვნენ, რომ მოეწვიათ ეკლესიები (სახალხო კრება) და ხუთასის საბჭო, აგრეთვე შეერჩიათ განსახილველი თემები.

ვასილოს სტოა – ესაა არქონტ-ბაზილევსის (არქონტი – ძველ საბერძნეთში ხელისუფლების მატარებელთა გავრცელებული საერთო აღნიშვნა) სახელობის გალერეა. იქ აღმოაჩენთ სვეტებს, რომლებზეც ამოტვიფრულია ფოლოსოფოს სოლონის კანონები.

აგორას ტერიტორიაზე არსებული ატალას სტოა თარიღდება ძვ.წ. მე-2 საუკუნით. ის ააგო პერგამელმა მეფემ ატილამ და საჩუქრად უძღვნა ათენს. ამით ხელმწიფემ გამოხატა მადლიერება ათენის აკადემიაში მიღებული განათლების გამო. 267 წელს საბერძნეთში, რომელიც იმხანად რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, შეიჭრნენ გერულთა გერმანული ტომები. მათ ააოხრეს ქალაქი და გადაწვეს ატალას სტოა.

ათენელ მეჭურჭლეთა სახელოსნოები თავმოყრილი იყო კერამეიკოსის რაიონში. იქ უძველესი დროიდან სახლობდნენ მოხელეები, რომლებიც ამზადებდნენ გასაოცარ ამფორებს, უზარმაზარ პიფოსებს, სამზარეულოს ქოთნებს, ფინჯნებს და სხვა კერამიკულ ნაწარმს.

ათენის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში დაცულია 20 ათასამდე არტეფაქტი. ექსპოზიცია დაარსდა 1829 წელს ეგინას კუნზულზე, ატიკის სანაპიროს სიახლოვეს. იგი ათენში გადაიტანეს მხოლოდ 4 წლის შემდეგ.

წმინდა მოციქულთა სახელობის საყდარი ათენში მოქმედ მართლმადიდებლურ სალოცავებს შორის უძველესია. ის აღმართეს ბიზანტიური მმართველობის პერიოდში აგორის სამხრეთ ნაწილში.

კესარიანი – უძველესი მონასტერია, რომელიც მდებარეობს თანამოსახელე დასახლებაში, იმიტოსის მთის დასავლეთ ფერდობზე, ათენიდან 4 კმ-ის დაშორებით. ის ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ და რელიგიურ ცენტრად მიიჩნევა. ძველად სწამდათ, რომ იქაური წყაროების წყალი კურნავდა უშვილობას.

იმპერატორ ადრიანეს ბიბლიოთეკა თარიღდება 132-134 წლებით. იქ განთავსებული იყო ფართო სამკითხველო დარბაზები და ლექტორიუმები. ბიბლიოთეკის ფასადები მორთული იყო ქანდაკებებითა და მარმარილოს კოლონებით, შიგნიდან კი მას ამშვენებდა თვალწარმტაცი მოზაიკური ფრესკები. ადრიანეს ბიბლიოთეკა გადაწვეს გერულებმა მე-3 საუკუნეში.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register