logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ბურანო (იტალია), ლეგენდებისა და საოცრებების კუნძული

17 Apr

ბურანო (იტალია), ლეგენდებისა და საოცრებების კუნძული

კაშკაშა ფერებში შეღებილი ზღაპრული სახლები

ბურანო მდებარეობს ტორჩელოს შორიახლოს, ვენეციური ლაგუნის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი ცნობილია თავისი პატარა, კაშკაშა ფერებში შეღებილი სახლებით, რომლებიც ამ ადგილს ზღაპრულ აურას სძენს. ლეგენდის თანახმად, როცა მეთევზეებს მობეზრდათ მშობლიური სახლების თვალიერება, მათ ისინი ერთგვარ შუქურებად აქციეს, რომელთა გარჩევა შორიდანაც შეიძლებოდა.

როცა იტალიას ეწვევით, არ დაგავიწყდეთ ამ პატარა საყვარელი კუნძულის მონახულებაც. იგი ვენეციიდან სულ რაღაც 7 კმ-ის დაშორებითაა განლაგებული. შეგიძლიათ გაჰყვეთ “ვაპორეტოს” (წყლის ტრამვაი ვენეციაში) და დანიშნულების ადგილას აღმოჩნდებით. მგზავრობა დაახლოებით 40 წუთს წაგართმევთ.

მიიღეთ მხედველობაში, რომ ბურანო კუნძულია, შესაბამისად, არცაა გასაკვირი, რომ ახლომდებარე ადგილები მასთან ხიდებითაა დაკავშირებული. ამის მაგალითია კუნძული მაცორბო. ბურანოში ამჟამად დაახლოებით 2800 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივი მკვიდრები არ ირჩევენ, თუ რომელ ფერებში იქნება შეღებილი მათი სახლები.

ბურანოში სახლები გარკვეული კანონზომიერებითაა შეფერადებული. თუ ვინმეს არ სურს საკუთარი საცხოვრებლის შეღებვა, მან განცხადებით უნდა მიმართოს ხელისუფლებას. თუ ბურანოს მონახულებას გეგმავთ, არ დაგავიწყდეთ საკუთარ სიაში იმ ღირსშესანიშნაობების შეტანა, რომელთაც ახლა შემოგთავაზებთ.

პირველ რიგში, უნდა ეწვიოთ დამრეცი სამრეკლოს მქონე სან-მარტინოს ტაძარს, სადაც ჯამბატისტა ტიეპოლოს ნახატი ინახება. ასევე ხელიდან არ უნდა გაუშვათ სანტა-ბარბარის ორატორიუმის, მუზეუმის და მაქმანის ქარგვის სკოლის მონახულების შესაძლებლობაც. ტურისტებს მხოლოდ ქვეითად შეუძლიათ გამოიკვლიონ ქალაქი, ამიტომაც არ დაგავიწყდეთ მოსახერხებელი ფეხსაცმლის ჩაცმა.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register