logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

იტალიის 10 ულამაზესი შუასაუკუნოვანი ქალაქი

23 Apr

იტალიის 10 ულამაზესი შუასაუკუნოვანი ქალაქი

 

რიომაჯორე

რიომაჯორე ჩინკვე-ტერეს რაიონის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელიც გამოირჩევა საოცარი ქვიშიანი სანაპიროთი ფირუზისფერი წყლის პირას, სადაც აუცილებლად უნდა გაისეირნოთ. რიომაჯორე გარემოცულია ციხე-სახლებით, ეს ჯადოსნური ადგილი ქმნის სულისშემკვრელ და თვალწარმტაც ხედს. ქალაქის ისტორიული ძეგლია რიომაჯორეს ციხე, რომელიც ახ.წ. მე-13 საუკუნეში ააგეს მეკობრეებისგან თავდასაცავად, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ატერორებდნენ. ქალაქის გერბზე გამოსახულია ვერუგოლის მთა, რომელიც ამ ადგილის სიმბოლოდ ითვლება. რიომაჯორეში ყოფნისას აუცილებლად უნდა შეიხედოთ წმინდა ჯოვანი ბატისტას სახელობის ეკლესიაში. ეს ბაზილიკური ტაძარი წარმოადგენს რომანული არქიტექტურისა და ნეოგოთიკის ნაზავს. მე-8 საუკუნით დათარიღებული დიდი მოოქროვილი ჩუქურთმებიანი საკურთხეველი, მარმარილოს სკულპტურული კომპოზიცია და ლეჩეში არსებული ერთადერთი ამბიონი იზიდავს უამრავ ტურისტს.

 

კორინალდო

კორინალდო ანკონის პროვინციის ქალაქია. ეს წმინდა მარია გორეტის დაბადების ადგილია. იქ ყოფნისას შეგიძლიათ დატკბეთ მე-14 საუკუნით დათარიღებული კედლების, ციხე-სიმაგრეების და ჭიშკრების ხილვით. პიაჯის თვალწარმტაც ქუჩაზე აღმოაჩენთ “Pozzo della Polenta”-ს, ისტორიულ ჭას. სანტა-მარია-დელ-სუფრაგიოს სახელობის ეკლესია მე-17 საუკუნეში აშენდა კასეროს თავდაცვითი სიმაგრის ადგილზე. აღსანიშნავია წმინდა პეტრეს სამრეკლო, რომელიც თანამოსახელე ტაძრის დანგრევის შემდეგ დღემდე შემორჩა.

 

გრადარა

გრადარა უჩვეულო სილამაზის მქონე პატარა ქალაქია. მას გარშემო ორმაგი კედელი აკრავს. ეს ადგილი აღწერილია დანტე ალიგიერის “ღვთაებრივ კომედიაში”. გრადარა ცნობილია მალატესტის ძლევამოსილი ციხე-სიმაგრით, სადაც ცხოვრობდა ფრანჩესკა და რამინი. ის ერთ-ერთი ადგილობრივი მმართველის ცოლი იყო. მან მეუღლეს მაზლთან უღალატა, რის გამოც შეყვარებულები საჩვენებლად დასაჯეს. მათი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია უამრავი ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოების სიუჟეტად იქცა.

 

ჩივიტა-დი-ბანორეჯო

ეს განუმეორებელი ქალაქი შექმნილია ვულკანური ტუფისგან, რაც ამ ადგილს მომხიბვლელ და უდავოდ განსაცვიფრებელ იერს სძენს. ჩივიტა-დი-ბანორეჯო თითქმის 120 კმ-ითაა დაშორებული რომისგან. აქედან შეგიძლიათ დატკბეთ მდინარე ტიბრის ცქერით.

 

მონტალჩინო

ეს პატარა სახელგანთქმულია თავისი ტრადიციული და უგემრიელესი ღვინოებით, რომელთაგან ყველაზე ცნობილი სახეობებია: ბრუნელო, როსო და მოსკადელო. ყველა მათგანი მზადდება ყურძნის ადგილობრივი ჯიშის – სანჯოვეზესგან. მონტალჩინოს პირველი ნაგებობები მე-13 საუკუნით თარიღდება.

 

ერიჩე

ისტორიული კომუნა ერიჩე მდებარეობს სიცილიაში, თანამოსახელე მთის მწვერვალზე. მისი დაარსების ისტორია ერთ ლეგენდას უკავშირდებდა, რომლის თანახმად, ერთხელ ამ ადგილს ეწვია სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთის ვაჟი – ერიქსი. იქაურმა პანორამებმა იმდენად მოხიბლა გმირი, რომ მან იმ ტერიტორიაზე ქალაქის აგება გადაწყვიტა. ერიჩეს მთავარი ღირსშესანიშნაობებია – პეპოლის და ვენერას ციხეები.

 

ურბინო

ქალაქი ურბინო აღორძინების ეპოქის მარგალიტია. იგი გაშენებულია ბორცვზე, საიდანაც სულისშემკვრელი ხედი იშლება. ურბინოში არსებობს მე-15 საუკუნეში აგებული პალაცო დუკალე, რომელიც ჰერცოგ ფედერიკო მონტეფელტროს სასახლეს წარმოადგენდა. ასევე აღსანიშნავია მარკეს ეროვნული გალერეა, რომელშიც რენესანსის ეპოქის უმნიშვნელოვანესი ნახატებია გამოფენილი.

 

ფოსომბრონე

ეს უძველესი ქალაქი უსათუოდ უნდა მოინახულოთ. ფოსომბრონე ერთ დროს რომის კოლონია იყო, იქ დღემდე უამრავი ანტიკვარიატი შემორჩა.

მარატეა

მარატეა ცნობილია გასაოცარი სანაპირო ზოლით და განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, რომელთაც მსოფლიოში სხვაგან ვერსად იხილავთ. ტირენიის რეგიონის მარგალიტად წოდებულ მარტეაში შეხვდებით 44 ეკლესიას და იესო ქრისტეს ქანდაკებას, რომელიც ჯერ კიდევ 1965 წელს გამოკვეთეს.

სან-ჯიმინიანო

ტოსკანის რეგიონის ეს პატარა, თუმცა ლამაზი ქალაქი განლაგებულია ბორცვზე, საიდანაც შეუდარებელი ხედი იშლება. ის ცნობილია თავისი შუასაუკუნოვანი არქიტექტურითა და შთამბეჭდავი ქანდაკებებით. სან-ჯიმინიანო ასევე სახელგანთქმულია უგემრიელესი და მადისაღმძვრელი პიცით. “პიცა დელა ჩისტერნა” – სამკუთხა ფორმის მთავარი მოედანია, რომელიც ქალაქის შუაგულში მდებარეობს.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register