logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

იტალიის 11 საუკეთესო რომანტიკული სასტურმო.

10 May

იტალიის 11 საუკეთესო რომანტიკული სასტურმო.

“სანტა კატერინა-ამალფი”

 

ძველი სტილის ეს სასტუმრო დაარსა ერთმა ოჯახმა, რომლის მე-4 თაობა მართავს ახლა ამ დაწესებულებას.”სანტა კატერინა-ამალფის” გამორჩეული თავისებურებაა მისი სანაპირო კლუბის გემბანი, სადაც შეზლონგები პირდაპირ წყლის პირას აწყვია.

                                                “ჩივიტის გამოქვაბული”

იტალიის სამხრეთში არსებული სასი მატერა – გამოქვაბულის სახლების უჩვეულო ლაბირინთია, რომლებიც ჯერ კიდევ პრეისტორიული ხანით თარიღდება. სწორედ აქ, ტუფეს რბილი ქვისგან ააშენა შვედმა-იტალიელმა კილგრენმა შესანიშნავად დაპროექტებული 18-ნომრიანი სასტუმრო.

“ფელტრინელის ვილა”

იტალიის ყველაზე დიდ ტბაზე (გარდას ტბა) გაშენებული მე-19 საუკუნის ეს ფეერია 1943-1954 წლებში მუსოლინის სახლს წარმოადგენდა. დღესდღეობით ამ სასტუმროს ბევრი მაღალი კლასის მოგაზური ირჩევს. თითოეულ სტუმარს 2 თანამშრომელი ემსახურება. ამ სასტუმროში ასევე დაგხვდებათ მიშლენის ვარსკვლავით მონიშნული რესტორანი.

“ლე სირენუზე-პოზიტანო”

როცა 50-იან წლებში ჯონ სენბეკი აქ დარჩა, მან “ლე სირენუზეს” “თანამედროვე სასტუმროდ გარდაქმნილი ძველი ოჯახური სახლი” უწოდა. ის დღემდე თავშეკავებული დახვეწილობის მწვეერვალია.

“ბორგო სანტო პიეტრო” (ტოსკანა)

კლაუს თოტრუბმა შეიძინა მე-13 საუკუნით დათარიღებული ეს ვილა სან-გალგანოს მშვენიერი სააბატოს გვერდით საკუთარი ცოლისათვის საქორწინო საჩუქრად. 15 წლის შემდეგ, ეს საუკეთესო ადგილია თაფლობის თვის გასატარებლად.

სასტუმრო “Casa Privata” – “კერძო სახლი” (პრაიანოს კომუნა)

ამალფის სანაპიროზე მდებარე ეს პატარა სასტუმრო (სულ 7 საძინებლით) იდეალური ვარიანტია წყვილებისათვის, რომელთაც განმარტოება საურთ. მეთევზის ძველი სახლის ქვეშ 4 ტერასაა გაშენებული.

“მონტევერდი” (ტოსკანა)

მე-14-მე-15 საუკუნეებში კეთილმოწყობილი ვალ დორჩა ფლობს უნიკალურ ესთეტიკას, რომელიც უკვდავყოფილ იქნა აღორძინების ეპოქის მხატვრობაში და იმ დროიდან მოყოლებული მან დაიპყრო არაერთი მნახველის გული, მათ შორის იყო ინგლისელ-იტალიელი ადვოკატი მაიკლ ჩიოფი.

“პალაცო მარგერიტა”

ეს ერთ-ერთი კურორტია, რომელიც ეკუთვნის ფრენსის ფორდ კოპოლეს. მე-19 საუკუნეში აგებული სასტუმრო “პალაცო მარგერიტა” მდებარეობს ქალაქ ბერნალდში, სადაც რეჟისორის ბაბუა დაიბადა.

ნაპოლეონ III -ის რეზიდენცია (რომი)

ეს 3-ოთახიანი ნომერი მდებარეობს ესპანური კიბის შორიახლოს. მას მოცემული სახელი საფრანგეთის იმპერატორის საპატივცემულოდ ეწოდა. იგი განლაგებულია ბელეტაჟზე, რომელიც ეკუთვნის პრინცესა ლეტიცია რუსოლის.

“მარია ადელი” (ვენეცია)

მე-16 საუკუნის ამ 12-სართულიან პალაცოს უჭირავს შესაშური ადგილი დორსოდუროს წყნარ კვარტალში, სალუტეს ტაძრის უკან, პეგი გუგენჰაიმის მუზეუმიდან ორ ნაბიჯში. “მარია ადელს” აქვს ცალკე გასასვლელი გრანდ-არხზე.

“ილ პელიკანო”

არჯენტარიოს კლდოვან ნაპირზე განლაგებული ეს სასტუმრო ტურისტებს სთავაზობს ყველაფერს საუკეთესოს ორი სამყაროდან: მის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე მარემის შუასაუკუნოვანი სოფლებია, ხოლო პირდაპირ კი იშლება ხედი ტირენის ზღვაზე.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register