logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ტოსკანის 3 გასაოცარი ქალაქი

10 May

ტოსკანის 3 გასაოცარი ქალაქი

პიტილიანო

პიტილიანო ტოსკანის რეგიონის, გროსეტოს პროვინციის უძველესი კომუნაა. ამ გასაოცარი ადგილის ისტორიული ფესვები ეტრუსკების დროს უკავშირდება. პიტილიანო გაშენებულია თვალწარმტაც კლდეზე. ეს კოლორიტული კომუნა ტოსკანის რეგიონის მარგალიტად მიიჩნევა.

ტუფისგან (მკვრივი ვულკანური ქანი) აგებული ქალაქი სავსეა ძველი სახლებით, რომლებიც პირდაპირ კლდეზეა გაშენებული. კომუნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შეგიძლიათ ნახოთ ეტრუსკული ეპოქის ძველი კლდეების ფრაგმენტები და შუასაუკუნოვანი კარიბჭეების ნარჩენები.

პიტილიანო ცნობილია “პატარა იერუსალიმის” სახელწოდებთ. რომთან სიახლოვის გამო, გამოქცეული ებრაელები სწორედ იქ პოულობდნენ თავშესაფარს. ამ კომუნაში მათ მე-14 საუკუნეში დაიწყეს დასახლება, მე-16 საუკუნეში კი – სინაგოგა ააგეს. ისტროიული ცენტრის სამხრეთით მდებარეობს ძველი ებრაული სასაფლაო.

პიტილიანოს ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობაა პალაცო ორსინი, მე-12 საუკუნეში დაარსებული სასახლე. წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობას შუა საუკუნეებში ჩაეყარა საძირკველი, ხოლო მე-18 საუკუნეში იგი ბაროკოს სტილში გადაკეთდა. მის მარცხენა მხარეს აღმოაჩენთ რომაულ სტილში აგებულ სამრეკლოს, რომელიც თავიდან თავდაცვითი მიზნით აშენდა. იგი პიტილიანოს ყველაზე ცნობილი ნაგებობაა.

სოვანა

ტოსკანის სამხრეთით არსებული ქ.სოვანა დაახლოებით 2500 წლის წინ ეტრუსკებმა დააარსეს. ის მარემის ისტორიული ოლქის ნამდვილი მარგალიტია. სოვანა – ალდობრანდესკის საგვარეულოს მთავარი რეზიდენციაა, რომელიც მდიდარი ისტორიის, უძველესი არქიტექტურისა და მხატვრული სილამაზის ნაზავია. ერთ დროს ეტრუსკების ერთ-ერთმა უთვალსაჩინოესმა ქალაქმა რომაელების დროს ადრინდელი სიდიადე დაკარგა, თუმცა შუა საუკუნეებში იგი კვლავ აღორძინდა.

სოვანის გულია პრეტორიის მოედანი, სადაც აღმოაჩენთ რამდენიმე მყუდრო კაფესა და ლამაზ მაღაზიას. ქალაქის არქიტექტურული დომინანტაა მე-12 საუკუნეში აგებული სასახლე. ის მე-15 საუკუნეში დაზიანდა, პილიტიანოსთან ომის პერიოდში, თუმცა იგი მოგვიანებით აღადგინეს. სოვანის მოედნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია – პალაცო პრეტორიო. ალდობრანდესკის ციხე ადრე არსებული ეტრუსკულ-რომაული სიმაგრის ადგილზე აშენდა მე-11 საუკუნეში. ეს თავდაცვითი ნაგებობა ამაღლებულია ტუფის კლდეზე. სწორედ მოცემული ციხე-სიმაგრე ხდიდა სოვანას პრაქტიკულ მიუდგომელ ადგილად. მოგვიანებით იქ გაიყვანეს მიწისქვეშა გასასვლელები, რაც ჯარს სწრაფად გადაადგილების საშუალებას აძლევდა.

სანტა-მარია-მაჯორეს ეკლესიაში ინახება უძველესი დორომიული სანაწილე და სკინია, ასევე ანდრეა დი ნიკოლოს დიდებული ფრესკები. სოვანის დასავლეთით განლაგებულია ნეკროპოლი, რომელსაც 2500-წლიანი ისტორია აქვს. ეს არქეოლოგიური ძეგლი ეტრუსკების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად ითვლება.

სორანო

სორანო – მარემის ისტორიული ოლქის შუაგულში მდებარე ქალაქია. ალდობრანდასკები იყვნენ სამხრეთ ტოსკანის ყველაზე ძლევამოსილი ფეოდალები, რომელთა მმართველობის დროს სორანომ მიაღწია აყვავების პიკს და ძლიერ ფოფროსტად იქცა. 1417 წელს მომხდარი ომის შემდეგ კომუნა სიენას კონტროლის ქვეშ მოექცა, 1604 წელს კი ის საბოლოოდ გახდა ტოსკანის რეგიონის ნაწილი.

სორანოს მთავარი ღირსშესანიშნაობაა ორსინის ციხე. დღევანდელი სახით იგი მე-14 საუკუნეში აშენდა ორსინის ოჯახის მიერ და მათ მთავარ რეზიდენციას წარმოადგენდა. ეს ციხე აღორძინების ეპოქის ერთ-ერთი ძირითადი ნიმუშია.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – სორანოს მთავარი საკრალური ძეგლია, მისმა მშენებლობამ ორ საუკუნეზე მეტხანს გასტანა. მასო ლეოპოლდინო – კლდეში გამოკვეთილი სიმაგრეა. მტრების თავდასხმების დროს ამ ნაგებობას მოსახლეობა აფარებდა ხოლმე თავს. სორანო სავსეა კოლორიტული დაკლაკნილი ქუჩებთ, პატარა მოედნებითა და ძველი ქვის სახლებით.

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register