logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

კეფალონია, როდოსი

21 Jul

კეფალონია, როდოსი

კეფალონია – მრავალი ტურისტული მიმართულების მქონე შთამბეჭდავი ადგილია. იონიის ზღვის კუნძულებს შორის ის სიდიდით ყველას აღემატება. მისი დედაქალაქია არგისტოლი, რომელიც აგრეთვე მნიშვნელოვანი პორტიცაა.

ისტორიულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კეფალონია ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქაში იყო დასახლებული ლელეგებით, უძველესი ბერძნული ტომით. ისინი ეთაყვანებოდნენ პოსეიდონს. ცნობილი ფაქტია, რომ ტროას ომების პერიოდში აქაურ ცივილიზაციას განვითარების მაღალი დონისათვის ჰქონდა მიღწეული.

კუნძული განლაგებულია სეისმურად აქტიურ ზონაში. 1953 წელს იქ მოხდა გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელმაც მიწასთან გაასწორა კეფალონიის ყველა დასახლებული პუნქტი, სოფელ ფისკარდოს გარდა.

სოფელ ასოსის სიახლოვეს მდებარეობს ვენეციური ციხის ნანგრევები. ეს სიმაგრე ერთ დროს თავდაცვითი ნაგებობა იყო. ენოსის ეროვნული პარკი განლაგებულია მთაზე და ტყეებითაა დაფარული. ყველაზე ამაღლებულ ადგილას განთავსებულია კუნძულის ძირითადი მეტეოსადგური. მელისანას მეორენაირად “ნიმფების მღვიმეს” უწოდებენ. არქეოლოგებმა იქ აღმოაჩინეს თიხის დისკები ნიმფების გამოსახულებებით. გამოქვაბული მთლიანად ტბაშია ჩაძირული.

კეფალონიის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა დრონგორატის მღვიმე. იქ ხშირად ტარდება ცოცხალი მუსიკის კონცერტები. გამოქვაბულში შესანიშნავი აკუსტიკაა, დარბაზი კი 800-მდე ადამიანს იტევს.

კუნძულის მფარველად მიიჩნევა წმინდა გერასიმე. ის ააგეს მე-16 საუკუნეში კუნძულის ცენტრალურ ნაწილში და “ახალი იერუსალიმი” ეწოდა.

კეფალონიას საოცრებათა კუნძულს უწოდებენ, რადგან მარიამობის დღესასწაულზე იქ აუხსნელი მოვლენები ხდება, რომლებიც ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს მიეწერება. მრავალი წლის წინ გაჩენილი ხანძრის შემდეგ ის დაუზიანებელი სახით იპოვეს ხეზე. ხატი რამდენჯერმე გადაიტანეს ეკლესიაში, თუმცა ის ყოველთვის ქრებოდა და ხალხი ქალწულ მარიამის ფერწერულ გამოსახულებას დამწვარი ხის ფესვებში პოულობდა. მოგვიანებით იქ აღმართეს ეკლესია. მარიამობას პანაგია ფედუსას ხატთან თავს იყრიან პატარა შხამიანი გველები, რომელთა თავებზე შავი ჯვრებია გამოსახული.

ხატი სასწაულთმოქმედად ერთი შემთხვევის შემდეგ ჩათვალეს. ლეგენდის თანახმად, წლების წინ კუნძულზე შეიჭრნენ მეკობრეები. ისე მოხდა, რომ მამაკაცები მთაზე იყვნენ ასულნი . სასოწარკვეთილმა მონაზვნებმა ღვთისმშობელს ვედრება აღუთქვეს. ქალწულმა მარიამმაც შეისმინა განწირულთა მუდარა და მონასტერთან გველები მოცოცდნენ. ამის მნახველმა ყაჩაღებმა უკან დაიხიეს და ასე გადაურჩა საყდარი აოხრებას.

როდოსი

როდოსი სიდიდით გამორჩეულია დოდეკანესის არქიპელაგის კუნძულთა შორის. ეს ადგილი განთქმულია თვალწარმტაც ღირსშესანიშნაობათა სიმრავლით. თვალუწვდენელ ქვიშის პლაჟებს ენაცვლება მთის მასივები, ენით აღუწერელი სილამაზის სოფლები ერწყმის გაცოცხლებულ სანაპირო ქალაქებს.

საბერძნეთი მოცულია მითებითა და ლეგენდებით, როდოსსაც აქვს თავისი ისტორია. ზევსმა, ღმერთების მამამ, მსოფლიოზე გაბატონების შემდეგ გადაწყვიტა თავისი მიწების გადანაწილება ოლიმპოელ ღვთაებებს შორის და დანიშნა კრება. ზემოაღნიშნული კუნძული წილად ერგო ჰელიოსს – მზის ღმერთს. მას შუყვარდა ნიმფა როდოსი, რომელსაც საჩუქრად გადასცა კუნძული.

როდოსის ისტორიული ბირთვია ციხის კედლებით გარშემორტყმული თანამოსახელე ძველი ქალაქი. ჩრდილოეთის ჭიშკრის (მისი სახელია ელეფტერია, რაც “თავისუფლებას” ნიშნავს) გავლით მოხვდებით სიმის მოედანზე, რომელსაც გამოარჩევს შუასაუკუნოვანი არქიტექტურა და ის არის სახლი აფროდიტეს ტაძრის ელეინისტური ნაშთებისათვის. ქალაქში ბევრი მუზეუმია, რომელთა ექსპოზიციების გაცნობის შემდეგ კუნძულის შესახებ მრავალ სიახლეს შეიტყობთ.

ყოველწლიურად ათასობით ფერადი პეპელა იყრის თავს პეტალუდესის ხეობაში. იქ ასევე იხილავთ სუიტგუმის აღმოსავლურ ტყეს.

ენტონი კუინის ბუხტას ეს სახელი დაერქვა იმ მსახიობის საპატივცემულოდ, რომელმაც ითამაშა კუნძულზე 1961 წელს გადაღებულ ფილმში – “ნავარონის კუნძულის იარაღები”. ეს იდეალური ადგილია ცურვისათვის, დაივინგისათვის, მზის აბაზანების მიღებისა და უბრალოდ დაისების ცქერით ტკბობისათვის.

შვიდი წყარო – როდოსის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ადგილია. ოაზის ეს სახელი ეწოდა იმ ბუნებრივი წყაროების მიხედვით, რომლებიც ჩაედინება იტალიელი მოსახლეობის მიერ შექმნილ ხელოვნურ ტბაში.

ლინდოსის აკროპოლი კუნძულის ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული ძეგლია, რომელიც სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურულ ელემენტთა დემონსტრირებას ახდენს.

უძველესი ქალაქი კამიროსი გადაჭიმულია როდოსის ჩრდილო-დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ. ერთ დროს ეს ადგილი ყვაოდა ნავთობის მოპოვების, ლეღვის მოყვანისა და ღვინის დამზადების წყალობით.

100-მეტრიან კლდოვან კედელზე, საიდანაც იშლება ხედი ხმელთაშუა ზღვაზე, მდებარეობს მონოლიტოსის ციხე. ეს სიმაგრე ააგეს წმინდა იოანეს ორდენის რაინდებმა 1480 წელს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ციხის ტერიტორიაზე არსებული წმინდა პანტელეიმონისა და წმინდა გიორგის სამლოცველოები.

როდოსის არქეოლოგიურ მუზეუმში წარმოდგენილია ფასდაუდებელი ნივთები, რომლებიც კუნძულზე ჩატარებული გათხრების დროს აღმოაჩინეს. ეს დაწესებულება მდებარეობს რაინდთა ქუჩაზე. განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობის ღირსია ძვ.წ. 1-ლი საუკუნის მარმარილოს ქანდაკება, სახელწოდებით – “აფროდიტეს ბანაობა. ამას გარდა, მუზეუმი საკუთარ თავში ითავსებს აღორძინების ეპოქისა და გოთიკის არქიტექტურულ ელემენტებს, ასევე იგი დაიკვეხნის თავისი მოზაიკური იატაკებითა და კოლონებიანი დერეფნებით.

კუნძულზე ყოფნისას აუცილებლად უნდა მოილოცოთ მთაზე აგებულ ცომბიკას ბიზანტიურ ტაძარში. იქ მისაღწევად 300-საფეხურიანი კიბის გავლა მოგიწევთ.

ბერძნული კუნძული აგრეთვე განთქმულია მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებით – როდოსის კოლოსით. დაახლოებით 30 მ სიმაღლის ეს ბრინჯაოს ქანდაკება გამოსახავდა ჰელიოსს, თუმცა ძვ.წ. 227-226 წლებში ის მიწისძვრამ გაანადგურა. ერთ დროს კოლოსალური ძეგლისგან დღეისთვის აღარაფერი შემორჩა. სავარაუდოდ, ის უნდა მდებარეობდეს მანდრაკის პორტის შესასვლელთან. ადრე ეს ნავსადგური წარმოადგენდა როდოსის სამხედრო პორტს და მომხდურთა თავდასხმებისგან დაცული იყო გიგანტური ჯაჭვებით, მოგვიანებით კი წმინდა ნიკოლოზის აუღებელი ფორტით. ამჟამად პორტს იცავენ ირემთა ბრინჯაოს ქანდაკებები. ეს ცხოველი კუნძულის სიმბოლოა. მანდრაკის კომერციული წარსულისგან შემორჩა სულ რაღაც რამდენიმე მარცვლეულის წისქვილი.

როდოსის არანაკლებ საინტერესო ღირსშესანიშნაობაა – ფერაკლოსის ციხის ნაშთები, რომელთაც აგატის სანაპიროს სიახლოვეს შეხვდებით. ეს სიმაგრე ააგეს ბიზანტიის იმპერიის ბატონობისას, რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს ის მარტივად აიღეს იოანიტების ორდენის ჯარებმა 1307 წელს. მოგვიანებით თავდაცვით ნაგებობას არაერთხელ მოუგერიებია ოსმანელ მეკობრეთა თავდასხმები.

მონი-ტარის საყდარი განთავსებულია კუნძულის სიღმეში, სადაც ცოტა ადამიანი სახლობს. ლეგენდის თანახმად, მეფემ მონასტერი იმ ადგილას ააგო, სადაც მისი ქალიშვილი, ბიზანტიის პრინცესა, მძიმე სნეულებისგან განკურნეს. პატარა ეკლესია კლდის ქვებითაა ნაშენი და შიგნიდან მრავალი ფრესკითაა დამშვენებული. აუცილებლად უნდა გაეცნოთ ახლოდან მონასტრის გარშემო არსებულ პეიზაჟებს.

მას შემდეგ, რაც ოსმანებმა ბოლოს და ბოლოს დაიპყრეს როდოსი 1522 წელს, ჯვაროსნებმა და ბერძნებმა დატოვეს კუნძული. ერთი წლის შემდეგ სულეუმან დიდებულმა გამარჯვების ნიშნად ააგო მეჩეთი.

კუნძულზე ყოფნისას არ გაუშვათ ხელიდან კალიტეის რაიონის მონახულების შესაძლებლობა. 1929 წელს იქ აღმოაჩინეს წყაროები, რომლებიც განთქმულია თავიანთი სამკურნალო თვისებებით.

როდოსის კიდევ ერთი საინტერესო ღირსშესანიშნაობაა კრიტინიას ციხე, რომელსაც ადგილობრივები ასევე კასტელოს სახელით მოიხსენიებენ. სიმაგრის სამზერი მოედნიდან იშლება საოცარი პანორამული ხედი დასავლეთ სანაპიროსა და კუნძულ ჩალკიზე.

კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, გენადიის დასახლებაში, მდებარეობს “Mojito Beach Bar”. ფერადოვანი სკამები, “Chillout” მუსიკა და ჰიპის სტილი ამ ბარს როდოსის გამოჩეულ დაწესებულებად ხდის. იქ სუფევს მყუდრო ატმოსფერო, პერსონალი კი თავაზიანი და მეგობრულია.

სიანა – მთის ლამაზი სოფელია, რომელმაც ტურისტებს შორის პოპულარობა მოიპოვა თავისი უგემრიელესი თაფლითა და ტიმიანით.

როდოსიდან 8 კმ-ის დაშორებით განლაგებულია პატარა ქალაქი ელისოსი. მის სიახლოვეს  მდებარეობს ფილერიმოსის მთა, რომლის მწვერვალზე თანამოსახლე მონასტერია აღმართული.

ქალაქ როდოსის ცენტრში აღმოაჩენთ ჰიპოკრატეს მოედანს, სადაც მდებარეობს კასტელიანის სასახლე და ჩადრევანის მეჩეთი.

ატავარიოსის მთის ძირას განლაგებულია სოფელი ემბონასი, რომელიც როდოსის მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენს. კუნაკი იქ არსებულ მარნებს შორის უძველსია.

თავისი გახსნის დღიდან მოყოლებული როდოსის ოკეანარიუმი მინიატურულ ხმელთაშუა ზღვად იქცა. ოკანარიუმში მდებარეობს 40-მდე აკვარიუმი, სადაც ბინადრობს მრავალი სახეობის თევზი და ზღვის ცხოველი.

ფუტკრების მუზემში ხდება არა მხოლოდ ფუტკრების სასიცოცხლო ციკლისა და თაფლის წარმოების შესწავლა, არამედ ასევე დოდეკანესის მეფუტკრეობის ისტორიის დოკუმენტირებაც. იქ მრავალი ექსპონატის ხილვის საშუალება მოგეცემათ.

კახალ შალომის სინაგოგაში განთავსებულია როდოსის ებრაული მუზეუმი. სამლოცველო სახლი ყურადღებას იპყრობს თავისი მონოქრომული მოზაიკური იატაკითა და მემორიალური დაფით, სადაც დატანილია ნაცისტების ხელით მოკლული ადგილობრივი ებრაელი ხალხის სახელები.

თუკი კუნძულზე ბავშვებთან ერთად ჩახვედით, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ სტრაუსთა ფერმას, რომელიც უდიდესია მთელი საბერძნეთის მასშტაბით.

როდინი მსოფლიოს ერთ-ერთი უპირველესი ლანდშაფტური პარკია. ასევე არ დაგავიწყდეთ კლდეში გამოკვეთილი პტოლემეების აკლდამის დათვალიერება.

როდოსის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ღირსშესანიშნაობაა ფალირაკიში მდებარე ასტრონომიული კაფე, რომელიც აღჭურვილია თავისი ობსერვატორიით.

კუნძულის ნაციონალური თეატრი ააშენეს იტალიელმა ოკუპანტებმა 1937 წელს. მუსოლონის დროს ძველი ქალაქის ჩრდილოეთით ნეო-ვენეციურ სტილში ააგეს იტალიის ადმინისტრაციული შენობა, რომელიც მოგვიანებით გახდა ეროვნული თეატრი.

ანდრეას იოანი, თანამედროვე ბერძნული ხელოვნების გამოჩენილი მკვლევარი, იყო პირველი, ვინც ჩაიფიქრა კუნძულზე მუზეუმის დაარსება და თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანა კიდეც. მთავარ გალერეაში წარმოდგენილია ფერწერისა და გრავიურის კოლექციათა ფართო სპექტრი, რომ აღარაფერი ვთქვათ სკულპტურებზე, ნახატებსა და ისტორიული ფასეულობის მქონე დოკუმენტებზე.

 

 

 

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register