logo
ტურისტული კომპანია ,,გუდ თრეველი’’ არის სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი წარმატებული კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბაზარზე აქვს 10 წლიანი გამოცდილება, ოფისები თბილისში და ქუთაისში.
ბოლო სიახლეები
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
|
|
Top
 

ლესბოსი

26 Jul

ლესბოსი

ლესბოსი ძველპერძენი პოეტესას – საფოს სამშობლოა. ეს ლირიკოსი ქალი წერდა ლექსებს და უკრავდა ლირაზე. უთვალავი ხალხი იყრიდა ერთად თავს საფოს განუმეორებელი ხმის მოსასმენად. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ იგი მიიჩნევა ლესბოსელობის ფუძეჩამყრელად. საფო არასოდეს მალავდა თავის სექსუალურ პრეფერენციებს. პოეტესამ დააფუძნა სპეციალური სკოლა, სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, ცეკვას და ლექსების თხზვას მხოლოდ გოგონები სწავლობდნენ. ძველ საბერძნეთში მსგავს გაერთიანებას ეწოდებოდა ფიასი.

მართალია, კუნძული ადმინისტრაციულად საბეძნეთს ეკუთვნის, თუმცა თურქული ისტორიის კვალს იქ თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. ამ ვულკანურ კუნძულზე ყოფნის დროს შეგიძლიათ დატკბეთ გაქვავებული ტყის თვალიერებით.

მიტიმნა, იგივე მოლივოსი – ლესბოსის ჩრდილოეთ სანაპიროზე განლაგებული ქალაქია. არქეოლოგიური გათხრების შედეგები ცხადყოფს, რომ უძველესი დასახლება იქ ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში არსებობდა. გადმოცემის თანახმად, რომ ქალაქს სახელი “მიტიმნა” დაერქვა ლესბოსის ხელმწიფის – მაკარეის ქალიშვილის საპატივცემულოდ.

თანამდროვე მოლივოსი ულამაზესი და საოცრად კოლორიტული ქალაქია, რომლის არქიტექტურული იერსახეში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქათა სტილი. მიტიმნას პორტი დაარსდა ანტიკურ პერიოდში და დიდი ხნის განმავლობაში ის კუნძულის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა. ქალაქმა ჭეშმარიტ აყვავებას მიაღწია ოსმანთა ერაში – თურქებმა იქ მრავალი შადრევანი, მეჩენი, სასახლე და ჰამამი ააგეს, მათ დააგეს მოკირწყლული გზები და გააშენეს ასობით ბაღი.

მოლივოსის ზედა ნაწილში შეხვდებთ კომნინაკი-კრალის სასახლეს, ამჟამად შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ხელოვნების სკოლა. რაც შეეხება მოლივოსის ციხეს, ის ააგო ბიზანტიელმა იმპერატორმა იუსტინიანე პირველმა. სხვადასხვა პერიოდში მას იყენებდნენ სიმაგრედ, სატუსაღოდ და მონასტრად.

მიტიმნას აღმოსავლეთით ძევს ლეპეტიმნოსის მთაგრეხილი. თუკი იქ აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ლუტრა-ეფტალუს წყაროებს და გუმბათისებრ ოსმანურ თერმებს, კოხტა მთის სოფელი სიკამინია. მოლივოსის სამხრეთით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ქალაქი პეტრა.

სიგრი – მომხიბვლელი სათევზაო სოფელი ლესბოსის ჩრდილოეთ სანაპიროზე. მისი სახელი წარმოდგება სიტყვიდან – “siguro”, რაც ბერძნულიდან თარგმნაში “უსაფრთხო ნავსაყურელს” ნიშნავს. იქაური მოსახლეობა გამოირჩევა საოცარი სტუმართმოყვარეობით. სიგრი იდეალური ადგილია მშვიდი და განმარტოებული დასვენების მოყვარულთათვის, რომელთაც სურთ, რომ დროებით მოწყდნენ ქალაქის აურზაურს.

სიგრის ღირსშესანიშნაობებს შორის უნდა გამოვარჩიოთ ველი თურქული სიმაგრის ნანგრევები. არანაკლებ საინტერესოა აგია ტრიადას ტაძარი, რომელიც 1923 წლამდე მეჩეთს წარმოადგენდა. ლესბოსის გაქვავებული ტყე მდებარეობს სიგრიდან სულ რაღაც 8 კმ-ის დაშორებით.

ლესბოსის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს პატარა საკურორტო ქალაქი – სკალა-ერესუ. ისტორიული წყაროების თანახმად, უძველეს დროში აქ იყო განთავსებულია ერესოსი – ანტიკური სამყაროს მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. ამ ადგილს სახელი დაერქვა ერესოსის, კუნძულის მითიური მეფე მაკარიუსის ვაჟის, პატივსაცემად. სკალა-ერესუსსა და მის შემოგარენში არსებულ ღირსშესანიშნაობებს შორის გამორჩეულად საინტერესოა: ძველი ქალაქის ნაშთები, საფოს მღვიმე, არქეოლოგიური მუზეუმი და წმინდა ანდრეას სახელობის ეკლესია.

ლესბოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია მანტამადოსი. ეს პატარა ქალაქი განთქმულია ყველის სახეობათა მრავალფეროვნებით (პირველობა უჭირავს “ლადოტირის”), შეუდარებელი იოგურტით, მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთითა და თაფლით. კუნძულის ფარგლებს გარეთ ცნობილია ასევე მანტამადოსის კერამიკაც.

ოლიმპოს მთის თვალწარმტაც ფერდობებზე მყუდროდაა განთავსებულია აიასოსი. ეს პატარა ქალაქი ლესბოსის ერთ-ერთი საგულისხმო კულტურული და რელიგიური ცენტრია. ამ ძველი ქალაქის მდიდარი ისტორია, ტრადიციები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაშ გადაეცემოდა თაობიდან თაობას, საოცარი ბუნებრივი ლანდშაფტები და ღირსშესანიშნაობათა სიუხვე აქ ყოველწლიურად უთვალავ ტურისტს იზიდავს.

უდავოდ იპყრობს ყურადღებას ლესბოსის გაქვავებული ტყე, რომელმაც 1985 წელს ბუნებრივი ძეგლის სტატუსი მიიღო. მისი ისტორია დაიწყო დაახლოებით 20 მილიონი წლის წინათ, როცა ლესბოსი აღმოჩნდა ვულკანური ფერფლისა და ლავის ფენის ქვეშ. მათ შორის, ხელსაყრელი კლიმატური პირობების წყალობით, კუნძულის მცენარეულობის მორფოლოგიური თავისებურებები დღემდე შესანიშნავად შემოინახა.

კუნძულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიწმინდეა მონი იპსილუს მონასტერი, რომელიც მიძღვნილია იოანე ღვთისმეტყველისადმი. მიიჩნევა, რომ ეს საყდარი დააფუძნეს სირიიდან გამოქცეულმა ბერებმა ახ.წ. მე-7 საუკუნეში. აუცილებლად ეწვიეთ მონასტრის მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია საკლესიო რელიქვიათა და ხელოვნების ნიმუშთა მრავალფეროვანი კოლექცია. ასევე შეგიძლიათ ახვიდეთ სალოცავის სამრეკლოზე და დატკბეთ პანორამული ხედებით.

ნაყოფიერ ხეობაში, ზეითუნის კორომებსა და ვენახებს შორის განლაგებულია კალონი. ამ პატარა და მყუდრო ქალაქის ეკონომიკა ეფუძნება სოფლის მეურნეობიდან, აქტიურად განვითარებადი ტურიზმიდან და მეთევზეობიდან შემოსულ შემოსავლებს. კალონი განთქმული მდიდარი ფლორითა და ფაუნით. პლატონის აკადემიიდან წამოსვლის შემდეგ არისტოტელე და მისი მეგობარი-მოსწავლე თეოფრასტი რამდენიმე წელი დაჰყვეს კალონის ლაგუნაში, რა დროსაც შეისწავლიდნენ მის ბინადართ. ეს დაკვირვებები ჩაეყარა საფუძვლად დღეისთვის ცნობილ ბიოლოგიის ერთ-ერთ ტრაქტატს – “არისტოტელეს კორპუსს”.

სიკამნია – ესაა ტრადიციული ბერძნული დასახლება, რომელიც განლაგებულია ლეპეტიმნოსის ბორცვის ფერდობებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადგილი არის მე-20 საუკუნის ცნობილი ბერძენი მწერლის – სტრატის მირივილისას სამშობლო.

წმინდა ეგნატეს მონასტერს მეორენაირად ჰქვია “ლიმონოსი”, რაც ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს “მდელოს”. ეს წმინდა სავანე 1526 წელს დაარსდა მიქაელ მთავარანგელოზის მონასტრის სახელით ძველი ბიზანტიური საყდრის ნანგრევებზე, რომელიც მიტოვებულ იქნა მას შემდეგ, რაც კუნძულზე შეიჭრნენ ოსმანი სულთნის – მეჰმედ II-ის ჯარები. წმინდა ეგნატეს ინიციატივით იქ დაარსდა სასულიერო სკოლა.

პლომარი – ლესბოსის სამხრეთ სანაპიროზე განფენილი საზღვაო ქალაქია. ის დაარსდა მე-19 ასწლეულის 40-იან წლებში დიდწილად სწრაფად განვითარებადი საპნის მრეწველობისა და სპირტსახდელი ქარხნების წყალობით, რომელთა პროდუქცია საბერძნეთის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ ცნობილია.

კუნძულის მნიშვნელოვან არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლად ითვლება მიტილინის ციხე. ისტორიკები მიიჩნევენ, რომ სიმაგრე აგებული ახ.წ. მე-6 საუკუნეში (სავარაუდოდ, იმპერატორ იუსტინიანე პირველის მმართველობის პერიოდში) ძველი აკროპოლისის ნანგრევებზე. 1462 წელს ეს თავდაცვითი ნაგებობა ოსმანთა მიერ განხორციელებული შტურმის დროს საგრძნობლად დაზიანდა.

 

 

Sorry, the comment form is closed at this time.

You don't have permission to register